IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თუ ის გადარჩა, ჩვენც გადავრჩებით., ვისაუბროთ, ვიკამათოთ და ერთად ვიპოვოთ გზები
AFESA
პოსტი Dec 3 2007, 02:23 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 28-November 07
წევრი № 3,294



მოგესალმებათ აფესა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს 5 დეკემბერს ყველას გელოდებთ სამების ახალგაზრდულ ცენტრში საინტერესო საუბრებზე. თემა - მეღვინეობა, ღვინის ტურიზმი და ქართული მევენახეობის კრიზისი. თემას გაუძღვებიან - თეიმურაზ ღლონტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი: ვაჯა გოცირიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი საქართველოს მებაღეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი: ლევან ფრუიძე - ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, აგრარული ეთნოგრაფიის სპეციალისტი მევენახეობა-მეღვინეობის განხრით.
მგონი საინტერესო იქნება.
თქვენ იცით, რომ მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ხერხემალია. სწორედ მის განვითარებაზეა დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, ერის განვითარება... ყოველთვის ასე ყოფილა და ახლაც ასეა - როცა სამშობლო საფრთხეშია, მისი მგრძნობიარე ნერვი - ვაზი ყოფნა-არყოფნის საფრთხეშია, თუ ის გადარჩა, ჩვენც გადავრჩებით. ეს ჩვენმა მტრებმა ყოველთვის იცოდნენ და ყოველთვის მოსახლეობასთან ერთად ვაზსაც სპობდნენ, მაგრამ დღემდე ვაზიც გადარჩა და ქართველი ერიც...
ამიტომ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენთაგანის, რომ ქართული ვაზის გადარჩენაში მონაწილეობა მივიღოთ.
მოდით, ვისაუბროთ, ვიკამათოთ და ერთად ვიპოვოთ გზები
შეხვედრამდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 10:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი