![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ako777 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 4-December 07 წევრი № 3,346 ![]() |
დამლოცეთ მამაო.
მოგესალმებით, მამაო ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ეს ბოლო ერთი წელია ალბათ, ძალიან აფორიაქებული ვარ შინაგანად, რაგაც მჭირს და ვერ ვგებულობ რა მჭირს, უფალმა შემიწყალოს ამას რომ ვამბობ, ეს ბოლო პერიოდია, თავში სულ ცუდი აზრები მიტრიალებს ხშირად, უფლის უარკოფასთან დაკავშირებით მაპატიოს უფალმა ამას რომ ვამბობ, და რელიგიასთან დაკავშირებით. ვცდილობ ეს აზრები პრიჯვრის გადაწერით და უფალო შემიწყალეს ლოცვით მოვიშორო ხოლმე. ისეთ მდგომარეობამდე მივდივარ ხანდახან ფანჯარას რომ ვუკურებ უფრო ღამითითქოს ვიგაც მეუბნება გადახტიო, ძალიან მაშფოთებს ეს დგომარეობა. ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ ესეთ მდგომარეობაში რომ ვარ და მინდა ხოლმე სულ ლოცვით გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. აღსარება არასდროს არ მაქვს ნათქვამი, არც ზიარება მაქვს მიღებული და არც არასდროს მიმარხულია, ეხლა ამ ბოლო დროს გადავწკვიტე რომ მოძღვარი მკავდეს და აღსარება ჩავაბარო და ვიმარხულო. ისე ეკლესიაში დავდივარ ჩვეულებრივად სანთელს ვანთებ ვლოცულობ, მაგრამ ძალიან მინდა ხოლმე რო მთლიანი გულით ვილოცო და შეწყალება ვთხოვო უფალს, მაგრამ არ გამომდის რაგაც მთლიანად გულით ვერ ვკითხულობ თითქოს ლოცვებს. უფალს ვევედრები ხოლმე რომ უფრო მეტად მწამდეს მისი და მისი ჭეშმარიტების. თან ამ ბოლო დროს არაფერი არ მ იდის ჩემ ცხოვრებაში კარგად არც ჩემ პირად ცხოვრებაში და არც ოჯახში, თითქმის სულ ცუდი რაგაცეები ან რამე საქმე არ გამოდის ხოლმე, რა თქმა უნდა მადლიერებას ყოველთვის გამოვხატავ უფლის წინაშე რომ სახლი მაქვს კარი და მშიერი არ ვარ. გთხოვთ რამე მითხრათ ამასთან დაკავშირებით, იქნებ რამე სანუგეშო სიტკვა მითხრათ და რით უშველო ჩემ თავს? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ამინ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 07:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი