IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მაცხოვრი და ღვთისმშობელი სპარსულლ პოეზიაში....
დავით ივერიელი
პოსტი Nov 6 2006, 10:52 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ათთარი
(XII - XIIIს.ს.)
***
ერთხელ იესო ქრისტემ ქუჩაში
გამობრძანება როცა ინება,
იუდეველნი გამოეკიდნენ
და წმინდას ბილწად უყვეს გინება.
უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ, ზოგიც
ის კი იდგა და ლანძღვის სანაცვლოდ
უტვლიდა იმ ხალხს ლოცვა-კურტხევას.
ერთი გამვლელი გაოცდა, ქრისტეს
ასეთი ქცევა იხილა როცა,
უთხრა: "ეს მიკვირს,
ვინც შენ გიკურთხებს,
მათ რომ მატ რომ კურთხევას აძლევ და ლოცავ!" -
"ნუ გაგაოცებს, რაც დღეს იხილე! -
ამაზე იმ კაცს მიუგო ქრისტემ, -
რისი ბუუნებაც აქვს დაყოლილი,
ყოველი არსი იქცევა ისე"

ერაყი ჰამადანელი
(1213 - 1289)
***
მზე გამიბრაზდა და გამეყარა,
ოხრად დამიგდო კარი და სახლი.
ვარ მაშ წყვდიადში გამომწყვდეული,
ვასკდები კედლებს, კარებს თავს ვახლი.
ასეთი ყოფნა გინახავთ სადმე?
ასეთი გვემა გსმენით ამბად?
დამაგდო ქრისტემ სხვა ვინ მიშველის!
ისეთ სახმილში ვარ ჩავარდნილი,
მტერი რომ ჩემი მტერი, ვიცი,
უყურებს ამ ცემს ტანჯვას და კაცის
საცოდაობით შორიდან იწვის.

ხაჯო ქირმანელი
(1290 - 1315)
***
ისე საამო ამბები მესმის
მისგან და ისე ვიხარებ ამით,
თითქოს მომაკვდავს ქრისტემ მიუსწრო
ან ყანას წვიმამ ასხურა ნამი!
ეს რა საამო სურნელი მოაქვს
ზეფირს ყოველი წუთი და წამი!-
ნელსაცხებლებით მოვაჭრემ
დახლზე
ხომ არ გადმოდგა
მუშკ-ამბრის ჯამი?

თია შამირანელი
(1853წ)
***

დიდება, როგორ გგონია,
გზაზე ვაგლახად ეგდება?
დედის საშოდან მოგვსდევს ის,
ხელთ მერე კი არ იდგება!
ქრისტე რომ ასე აღზევდა?
აბა ვის გაუკვირდება?!
ღვთისმშობლის წმინდა კალთიდან
აჰყვა მაცხოვარს დიდება.

დანარჩენს მომავალში დავდებ... wink.gif აბა ამ ლექსებზე რას ფიქრობთ???



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 02:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი