IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მფარველობა
guest
პოსტი Jan 10 2008, 02:37 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დამლოცეთ, მამაო.

ეს პოსტი დავწერე ადრე "ზნეობის " თემაში, მერე ღვთისმეტყველების ირგვლივ შეკითხვებში და უყურადღებოდ დარჩა, ალბათ ფორუმელებიც ფიქრობენ , რომ უმჯობესია მოძღვარმა უპასუხოს ამ კითხვას. ძალიან მაინტერესებს და როცა მოიცლით მიპასუხეთ გთხოვთ.

(აქ კათოლიკური ეკლესიის მაგალითი მიწერია, რამდენადაც ერთმა ტელეგადაცემამ გამიჩინა ეს შეკითხვა, მაგრამ ბოლოში მიწერია ჩვენი ეკლესიის შესახებაც, კითხვა არ შემიცვლია, უცვლელად გადმოვიტანე და მომიტევეთ, იმედია გასაგებად დავწერე).


ციტატა
მოკლედ,გერმანიის ტელევიზია ამ ბოლო დროს ხშირად აჩვენებს მეორე მსოფლიო ომის ამბებს და მიუხედავად გერმანელების მიმართ "დამჩმორებლური" პოლიტიკისა, ნელნელა იწყება მედლის ორივე მხრიდან შეხედვის მცდელობა. ამ რამდენიმე დღის წინ კი ტელეარხ foenix-ზე აჩვენეს ყოფილი სს-ელების ძებნით და დაკავებით დაკავებული ორგანიზაცეიბი. ამ გადაცემაში კი აქტიურობდა ვინმე ამერიკელი როზენბაუმი (გვარი გვეუბნება ვინცაა წარმოშობით),საქმე ეხებოდა ორ ძველ სს-ელს, რომლებიც სამხრეთ ამერიკასა და იორდანიაში უნდა აფარებდნენ თავს.მოთხრობილი იყო აგრეთვე,თუ როგორ შეძლეს მაშინ ნიურნბერგის პროცესისგან თავის დაღწევა და გაყალბებული საბუთებით ევროპის დატოვება. ეს როზენბაუმი კი დაუღალავად ლანძღავდა ერთერთ ლოკალურ კათოლიკურ ეკლესიას,სადაც ეს ნაცისტები გაქცევამდე თავს აფარებდნენ და აგრეთვე ვიღაც აბატის დახმარებით მოახერხეს ევროპის დატოვება.

ჩემი კითხვაა: რატომ ილანძღებოდა ეკლესია, თუ მან ვინმე, თუნდაც უდიდესი ცოდვილი შეიფარა? ნუთუ ვალდებულია მოძღვარი რომ ასეთი ხალხი მართლმსაჯულებას გადასცეს? გარდა ამისა,კათოლიკებშიცაა აღსარების საიდუმლო და მარტო აქედან გამომდინარე, რა უნდა გაეცა მღვდელს იქ მისული და აღსარება ჩაბარებული, ,იქნებ მონანიე კიდეც, კაცის ამბავი და მოეკვლევნებინა? გთხოვთ ამიხსნათ ზოგადად, ასეთ შემთხვევაში ხომ ნამდვილად სწორად იქცევა ეკლესია ანუ სასულირო პირი, რომ "მფარველობს" იქ მისულს, ვინც მფარველობას ითხოვს? ავიღოთ ისევ ახალი ინციდენტები,ვთქვათ რადოვან კარაჯიჩი მონასტერში მივიდა და იქაა, თავს აფარებს, უნდა გასცეს ის მოძღვარმა? სულერთია რომელი ქვეყნის მართლმადიდებლურ მონასტერში იქნება, რომ ეროვნულობას და პატრიოტულ აზრებს ავცდეთ.


პასუხისთვის წინასწარ მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი