IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, "ცხოვრება"
saria-giorgi
პოსტი Apr 21 2008, 12:55 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე(ერისკაცობაში-ლონგინოზ ოქროპირიძე,დაიბადა 1860წ.მწყემსმთავრობდა 1918-21წ.წ.)გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე იყო.
კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების(1888წ)შემდეგ იგი საქართველოში შეუდგა ღმრთისმსახურებას.სასულიერო მოღვაწეობა მან სამისიონერო მოღვაწეობით დაიწყო;შემოიარა საქართველოს თითქმისყველა კუთხე(განსაკუთრებით მთიანეთი).ქადაგებდა უბრალო ხალხში და ცდილობდა ეკლესიური ცხოვრების აღორძინებას.საქართველოში მოგზაურობა დიდად სასარგებლო აღმოჩნდა მომავალი მღვდელმთავრისთვის.მან საფუძვლიანად შეისწავლა ქართველი ხალხის ყოფა,ტრადიციები და ზნე-ჩვეულებანი,მოილოცა საქართველოს წმიდა ადგილები,გაეცნო თითოეული მხარის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს.
სხვადასხვა დროს ეპ.ლეონიდე ოქროპირიძე მსახურობდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის საბჭოს წევრად,ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავჯდომარედ და სხვ.1918წლიდან გორის,იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო.
ლეონიდეს სახელი განუყრელად დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან.1917წლის 12-მარტს,კვირა დღეს,ლეონიდესა და სხვა ქართველ მღვდელმთავრების თაოსნობით შესრულდა საგანგებო ღმრთისმსახურება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში."განიცადეზე"სითყვით გამოსულმა ეპ.ლეონიდემ გამოაცხადა,რომ ამიერიდან აღდგენილია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობა და ეს სასიხარულო მოვლენა მიულოცა ქართველ ერს.
იმავე დღეს შეადგინეს სათანადო დოკუმენთი,რომელსაც ხელს აწერდნენ მღვდელმთავრები,სამღვდელონი და სხვა დამსწრე საზოგადოება.დოკუმენტში აღნიშნული იყო:"ვიდრე სრულკანონიერ ნიადაგზე მოხდებოდეს საქართველოს ეკლესიის კათალიკოსიის არჩევა,დროებით დაინიშნოს კათალიკოსის ადგილის აღმავსებელად,საქ.ეკლესიის გამგედ,სამღვდელო და საერო პირთაგან შემდგარი დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი გურია-სამეგრელოს ეპ.ლეონიდეს თავჯდომარეობით"(გაზ."საქართველო",1917ნ.59).
მეორე დღეს,13მარტს ეპ.ლეონიდემ ოფიციალურად განუცხადა საქართველოს ეკლესიის უკანასკნელ ექსარხოსს პლატონს,რომ მცხეთაში მომხდარი კრების დადგენილებით იგი გადაყენებულია ამ თანამდებობიდან,მას აღარ აქვს უფლება ატაროს ქართლისა და კახეთის არქიეპისკოპოსის წოდება და მართოს ქართლ-კახეთის ეპარქიები და მათი მრევლი,სასულიერო სასწავლებლები და დაწესებულებები საქართველოს საკათალიკო0სოს საზღვრებში:საქართველოს ეკლესიის ყოველი საქმე და მთელი ქონება პლატონმა უნდა გადასცეს მას(ეპ.ლეონიდეს,როგორც ამ ეკლესიის დროებით გამგეს).
14-მარტს ეპ.ლეონიდეს თავჯდომარეობით თბილისში გაიმართა სამღვდელოების კრება,რომელმაც დაადგინა,რომ სიონის ტაძარში ღმრთისმსახურება ყოველთვის შესრულებულიყო ქართულ ენაზე(მანამდე გაბათონებული იყო რუსული ენა).
15-აგვისტოს საქ.ეკლესიის დროებითმა მმრთველობამ აღადგინა თბილისის სამიტროპოლიტო კათედრა და იგი ჩააბარა კათალიკოსის მოსაყდრეს გურია-ოდიშის ეპისკოპოს ლეონიდეს.
23-აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ ლეონიდეს მეთაურობით დაიკავა ექსარხოსის სახლი.
კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად მოწვეულ იქნა საქართველოს საეკლესიო კრება,რომელიც გაიხსნა 8-სექტემბერს.კრებას ესწრებოდა 600-მდე დელეგატი.აქ იყვნენ:ტფილელი მიტ.ლეონიდე ოქროპირიძე,ანტონ გიორგაძე,გიორგი ალადაშვილი:არქიმანდრიტები,ბე
რები,სამღვდელონი და ერისკაცნი.ეპისკოპოსი კირიონი პირველ სხდომას არ დასწრებია.
11-დან 16სექტემბრამდე კრების სხდომაზე ირჩეოდა საქ.ეკლესიის სხვადასხვა საშინაო საკითხი.საკუთრივ კათალიკოსის არჩევას მიეძღვნა 17-სექტემბრის სხდომა.საკათალიკოსოს კანდიდატებად დასახელებულნი იყვნენ ეპ.კირიონი და მიტ.ლეონიდე.ფარული კენჭისყრით ლეონიდემ მიიღო 230ხმა,კირიონმა-241(არჩევნებში მონაწილეობდა სულ 440 დელეგატი).11-ხმის უპირატესობით კათალიკოსად გამოცხადდა კირიონი.
1918წლის 26-აგვისტოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტერში.
დიდი მამულიშვილის და ღირსეული მწყემსმთავრის სიკვდილმა დაამწუხრა მთელი საქართველო.საზოგადოება ერთხმად მოითხოვდა დამნაშავეთა პოვნას და დასჯას,მაგრამ უშედეგოდ.
გავრცელდა ათასგვარი მიტქმა-მოთქმა.ბრალს დებდნენ უმეტესწილად ტერორისტულ პარტიულ ორგანიზაციებს,რომლებიც ცნობილი იყვნენ ყოველივე ეროვნულის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლით.პატრ.კირიონი ნამდვილად იყო ისეთი დიდი ეროვნული მოღვაწე,რომ უსათუოდ დაიმსახურა ანტიქართულად განწყობილი რენეგატთა გულისწყრომას.
პატრ.ლეონიდეს ქადაგებები ვერ გაუტოლდება კირიონ კათალიკოსის,გაბრიელ ეპისკოპოსის(ქიქოძე),მაგრამ მისი ქადაგება რელიეფურად წარმოაჩენს მქადაგებლის პიროვნებას,მის ინტერესებს,გაქანებას.აღსანიშნავია რომ თითქმის ყოველ ქადაგებაში პატრ.ლეონიდე ამხელს მრევლს საეკლესიო სიწმიდეთა დავიწყებაში,"ნელთბილობაში",საღმრთო წერილისა და წმ.ცხოვრების უცოდინრობასა და ცოდვებისაკენ მიდრეკილებაში.



--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 11:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი