სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| უბისელი |
May 19 2008, 09:22 PM
პოსტი
#1
|
![]() ჩაკრულო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ხელოვნების ისტორიის მკვლევარნი| მარი ბროსე, ს. გორგაძე, ე. თაძაიშვილი, შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი და მრავალი სხვა დიდი ინტერესით სწავლობდნენ ამ დიდებული ძეგლის ისტორიას. უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და დაგვიტოვა მეცნიერული აღწერა ამ დიდებული ძეგლისა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელოში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი. გიორგი მერჩულე მოგვითხრობს| «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად». ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შესრულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულიაIX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოძვანილობა, რომელიც გამოძენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იძო ბჟ-ჟ საუკუნეებისათვის. აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარიღა, რადგან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს| «მე საწძალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზედა წელი სარკინოზთა 535». ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მეფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვითმწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს. ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ| «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოეულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ძოფილა. პირველ სართულში ყოფილა საკუჭნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმელი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ძოფილიძო განკუთვნილი. მის სამ კედელში თითო სარკმელი იძო დატანებული, აქვე ძოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეძანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყველაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგურით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს». თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი| «უბისს ავაგე საყდარი»... XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე__გერასიმე. ვ. ბერიძის დასკვნით, დამიანე იყო შემკვეთი, თუ როგორ უნდა მოხატულიყო ტაძარი, შემსრულებელი იყო მხატვარი გერასიმე, დამიანეს მოწაფე. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია| ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა». უბისის მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, უბისის ტაძრის სიახლოვეს, «ძინძიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა. უბისის ტაძარს დღესაც უამრავი მნახველი ჰყავს და თავისი გრანდიოზულობითა და უნიკალური ფრესკებით მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენს.
![]() -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
Zura)SX უბისა May 19 2008, 09:22 PM
nino nino http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკი... May 20 2008, 11:59 AM
უბისელი
http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკ... May 24 2008, 11:05 PM
mak
კი ჩემო კარგო ადამ... May 25 2008, 08:19 PM
უბისელი
უკაცრავად და უკვე ... May 26 2008, 12:14 AM
S a l l y მგონი აქ უკვე იყო უ... May 25 2008, 01:01 AM
უბისელი
მიყვარს უბისის ტა... May 25 2008, 06:23 PM
უბისელი http://123.ge/uploads/1/90308.jpg
http://i044.rad... May 25 2008, 06:39 PM
veriko7 ძალიან ლამაზი ტაძა... May 25 2008, 08:14 PM
თათარაშვილი ულამაზესია.... დიდი ... May 25 2008, 08:18 PM
S a l l y უბისელი
არ არ ვარ ი... May 26 2008, 12:14 AM
nino nino უბისელი , მამა ვახტ... May 26 2008, 12:52 AM
უბისელი
უბისელი , მამა ვახტ... May 26 2008, 01:06 AM
უბისელი http://i005.radikal.ru/0805/56/00a09caf63d1.jpg May 27 2008, 11:50 PM
marine ნამყოფი ვარ უბისაშ... May 28 2008, 10:32 AM
უბისელი უბისაში ვინც არ იც... May 28 2008, 12:30 PM
უბისელი მონასტრის ანგარიშ... May 29 2008, 09:55 PM
marine
მონასტრის ანგარიშ... May 30 2008, 11:43 AM
უბისელი
ჩემო კარგო, საქველ... May 30 2008, 05:26 PM
likka ნამყოფი ვარ ორჯერ, ... May 29 2008, 10:20 PM
უბისელი ყველაზე ძველი ტაძრ... May 31 2008, 11:04 PM
უბისელი [img]http://www.ubisa.ge/baner/ubisi.gif
[url=ht... Jun 3 2008, 01:44 AM
უბისელი თუ ვინმეს შუძლია ი... Jun 25 2008, 08:37 PM
უბისელი http://macho.myweb.ge/forum/macho/index.php Jul 23 2008, 01:30 AM
tamuna m კვირას ვიყავი ამ ე... Jul 23 2008, 02:40 PM
უბისელი http://tandila.com/ubisa/images/img_6752_ubisa_dzi... Jul 24 2008, 08:06 PM
sable ძაან ლამაზი ტაძარი... Jul 24 2008, 11:40 PM
უბისელი http://s50.radikal.ru/i130/0807/0f/896e85179125.jp... Jul 28 2008, 02:02 AM
sable
http://s50.radikal.ru/i130/0807/0f/896e85179125.j... Jul 28 2008, 02:05 AM
უბისელი დაჭირე სურათს და გ... Aug 4 2008, 01:45 PM
Ismail უბისელი
შენი ხელმო... Aug 6 2008, 01:31 PM
უბისელი
უბისელი
შენი ხელმ... Aug 16 2008, 07:10 PM
IZAKUNA ულამაზესი ტაძარია ... Aug 25 2008, 10:18 PM
უბისელი http://img242.imageshack.us/img242/3744/914169bca6... Sep 8 2008, 11:17 AM
უბისელი სამწუხაროდ დაზიან... Jul 27 2009, 02:30 PM
უბისელი http://i029.radikal.ru/0806/9e/1da6a5c26444.jpg
... Jun 19 2010, 11:31 AM
უბისელი http://b.pix.ge/m/kfs8a.jpg
[url=http://pix.ge/]... Jul 12 2010, 10:49 AM
უბისელი 379949 Jul 13 2010, 11:15 PM
noone__90
რა? როდის?სად? ვინ?... Jul 13 2010, 11:40 PM
უბისელი
რა? როდის?სად? ვინ?რ... Jul 14 2010, 01:56 PM
didi abuli http://i049.radikal.ru/1007/aa/7116631d9dd5.jpg
[... Jul 14 2010, 09:07 PM
უბისელი აქ დააბრძანეს ეხლა... Dec 10 2010, 03:39 PM
უბისელი გადმოწერა ეს არის ... Dec 13 2010, 03:23 PM
უბისელი http://i017.radikal.ru/1005/11/d63b1087956f.jpg Dec 14 2010, 11:35 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st December 2025 - 02:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი