სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ketilmorcmune |
Jul 24 2008, 04:55 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 15-July 08 მდებარ.: sapatriarqo წევრი № 5,336 |
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...
სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს... მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას. როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება. პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო. გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს. არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს. იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას. ------------------------------------------------------- მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად: წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.). 17 ივნისი, 1927 წ. ---------------------- მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები. ...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან. ა. უნგიაძე მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი -------------------- საპატრიარქო |
ketilmorcmune წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად Jul 24 2008, 04:55 PM
Misha Songulashvili
მეცნიერ სასულიერო... Jul 24 2008, 07:18 PM
staywhite ანუ აკრიტიკებენ სი... Jul 24 2008, 08:32 PM
ნაინა ketilmorcmune
რაღაც ძალიან ... Jul 24 2008, 09:33 PM
sandro40
"
[i]მოვიყვან ციტა... Jul 25 2008, 04:40 PM
staywhite sandro40
ეკლესია არ ცდე... Jul 25 2008, 04:46 PM
sandro40
sandro40
ეკლესია არ ცდე... Jul 25 2008, 04:53 PM
chelo ცოტა არ იყოს დავიბ... Jul 25 2008, 04:47 PM
კანონისტი sandro40
შენ (და თუნდაც ... Jul 25 2008, 04:55 PM
sandro40
sandro40
შენ (და თუნდაც მ... Jul 25 2008, 05:14 PM
chelo სანდრო სინოდის გარ... Jul 25 2008, 05:24 PM
მნათე
გვაქვს...
სინოდი უ... Jul 25 2008, 05:30 PM
staywhite უფალი უშვებს იმ მა... Jul 25 2008, 06:06 PM
Misha Songulashvili sandro40
აქ სანდრო საუბა... Jul 25 2008, 07:18 PM
მამა ირაკლი დიდი ხანია არაფერი... Jul 25 2008, 09:49 PM
ბიძია თომა არის წიგნი წმინდა ... Jul 25 2008, 09:51 PM
მნათე
დიახ მამაო, მაგრამ... Jul 26 2008, 02:49 AM
abo გრიგოლ ფერაძის წმი... Jul 27 2008, 01:54 AM
sandro40
გრიგოლ ფერაძის წმ... Jul 28 2008, 03:25 PM
მნათე
ვინ ადგენს სწორ და... Jul 27 2008, 02:38 AM
abo მნათე
მაგი უფალს ... Jul 27 2008, 11:21 AM
მნათე
კარგი ახლა აბო, თუ ... Jul 27 2008, 02:31 PM
კანონისტი მნათე
ეკლესიის წმ. ... Jul 27 2008, 06:51 PM
მნათე
როგორ არ მიყვარს ე... Jul 27 2008, 07:08 PM
sandro40
“ჩვენში არც პატრი... Jul 28 2008, 03:42 PM
abo მნათე
მე მხოლოდ ჩე... Jul 27 2008, 07:56 PM
მნათე
ბევრი ასე არ ფიქრო... Jul 27 2008, 07:57 PM
სარდიონ წმინდანებს ზოგჯერ ... Jul 27 2008, 10:22 PM
კანონისტი მნათე
ამისთვის აქ ... Jul 27 2008, 11:09 PM
მნათე
მოდი ნუ დემაგოგობ,... Jul 27 2008, 11:13 PM
sable
მოდი ნუ დემაგოგობ, ... Jul 27 2008, 11:20 PM
მნათე
აკიდო, მეორე დემაგ... Jul 28 2008, 12:03 AM
sable
აკიდო, მეორე დემაგ... Jul 28 2008, 12:48 AM
მნათე
აბატონო თქვენ უაბ... Jul 28 2008, 02:05 AM
sable
აბატონო თქვენ უაბ... Jul 28 2008, 02:26 AM
მნათე მოკლედ ახლა პაწა ს... Jul 28 2008, 02:35 AM
sable
პრასწიწე, აბისნიწ... Jul 29 2008, 12:16 AM
კანონისტი მნათე
მომისმინე....
... Jul 28 2008, 12:36 PM
Misha Songulashvili კანონისტი
რატომ მე... Jul 28 2008, 01:30 PM
კანონისტი Misha Songulashvili
მგონი რომ კ... Jul 28 2008, 03:42 PM
Misha Songulashvili კანონისტი
გეიხარე... Jul 28 2008, 08:14 PM
.nino sandro40
ძალიან დიდი ბო... Jul 29 2008, 01:21 AM
abo წმ. გრიგოლი: ...ერთხე... Jul 29 2008, 01:24 AM
მნათე
ძეახ, მაგრამ აბა უ... Jul 29 2008, 01:26 AM
.nino
სულაც არა, მაგ სიტ... Jul 29 2008, 01:51 AM
abo მნათე
აქ აე წერია
... Jul 29 2008, 02:03 AM
.nino საკმაოდ ვრცელი სტა... Jul 29 2008, 11:10 PM
.nino მამა გრიგოლის უძირ... Jul 29 2008, 11:27 PM
Svet .nino
ლინკი დაწერილია... Jul 30 2008, 12:24 AM
abo ნამდვილად დიდი დამ... Jul 30 2008, 12:45 AM
Svet abo
მასეთი რამე რომ ... Jul 30 2008, 12:51 AM
.nino
აქ ის აბზაცებია მო... Jul 30 2008, 01:02 AM
Svet .nino
კაი სტატიაა. Jul 30 2008, 01:03 AM
.nino აქ მხოლოდ ერთ აბაც... Jul 30 2008, 01:04 AM
tamara
აი ისიც -
რის გამოც ... Aug 2 2008, 08:10 PM
abo tamara
ამას დემოკრატია... Aug 2 2008, 08:50 PM
tamara abo
ექიმი კაცი ხარ დ... Aug 2 2008, 09:28 PM
sable
abo
ექიმი კაცი ხარ დ... Aug 2 2008, 09:35 PM
tamara
ანარქია დემოკრატი... Aug 2 2008, 09:40 PM
sable
ანარქია დემოკრატი... Aug 2 2008, 09:53 PM
tamara
ისე ცნობისათვის - ს... Aug 2 2008, 10:11 PM
sable
ისე ცნობისათვის - ს... Aug 2 2008, 10:31 PM
abo ამერიკა დაპრობილი ... Aug 2 2008, 10:42 PM
მოციქული თუ გაქვთ წმინდანის... Aug 31 2008, 02:48 AM
rarara ვინც განაქიქებს წმ... Sep 24 2008, 10:56 AM
gujaviolin rarara
თეოლოგები ცოტა... Dec 30 2008, 12:34 PM
კანონისტი rarara
წმინდა სინოდის 3... Dec 30 2008, 01:12 PM
elifs რახან შერაცხეს ესე... May 13 2009, 07:00 AM
nikusha89 თქვენ რა სინოდის გ... Apr 21 2010, 10:45 PM
benediqt nikusha89
თუ ასე გააგრძ... Feb 21 2012, 02:04 PM
qetevano ჩასაფრებულია რა ეს... Feb 20 2013, 03:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 01:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი