სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ეკატო |
Aug 24 2008, 06:28 PM
პოსტი
#1
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
![]() ამ სურათზე აღბეჭდილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, ათონის მთაზე , ხილანდარის მონასტრის იღუმენია და მფარველი. მოკლედ მოგახსენებთ ღვთისმშობლის სამხელიანი ხატის ისტორიის შესახებ. სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მერვე საუკუნიდან, ხატმებრძოლეობის პერიოდიდან. ბიზანტიის ერეტიკოსი იმპერატორი ისავრ – ლომი–ს ჯარისკაცები და ქვეშემრდომები სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს . ამ პერიოდში ბიზანტიის გარეთ, დამასკოში , მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ სდევნიდნენ, ვინაიდან მათ მფარველობდა დამასკოს ხალიფას პირველი ვეზირი იოანე დამასკელი, რომელიც იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, მეცნიერი და ჰიმნოგრაფი, ქრისტიანული მოძღვრების უზადო მცოდნე და დამცველი. იოანე დამასკელის ხსენების დღეს, 4 დეკემბერს , დღესაც პატივისცემით აღნიშნავს მთელი მართლმადიდებელი სამყარო. დაუღლელი მოღვაწეობის ის წმინდა წერილზე დაყრდნობით ასაბუთებდა ხატების არსებობის და მათი თაყვანისცემის აუცილებლობას. განრისხებული იმპერატორი ყველანაირად ცდილობდა კომპრომენტაციას ხლიფას წინაშე. ბოლოს, ყალბი წერილი შეადგენინა, ვითომდა იოანეს ხელით დაწერილი, ხალიფას საწინააღმდეგო შეთქმულების შესახებ. ხალიფამ დასაჯა იოანე და მოჰკვეთა ხელის მტევანი რომლითაც ვითომდა ეს წერილი დაწერა. მტევანი ბაზრის მოედანზე გამოკიდა. იოანე დამასკელი სასტიკად განიცდიდა როგორც ხორციელ ტკივილს ასე დაუმსახურებელ წყენას. მან სთხოვა ხალიფას მიეცა მისთვის ხელის მტევანი დასამარხად. მან მიიდო მოკვეთილი მტევანი ხელზე, და ლოცვით შესთხოვდა ღვთისმშობელს მისი ხატის წინ, განეკურნებია მისი ხელი , რომლითაც ბევრჯერ დაუცვია მართლმადიდებლობა თავის ნაშრომებში. ის დაპირდა ღვთისმშობელს , რომ მუდამ იშრომებდა ამ ხელით მართლმადიდებლობის დასაცავად და სადიდებლად. ამ ლოცვაში იოანეს ჩაეძინა და მას გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი და აუწყა, რომ ის ჯანმრთელია და რომ მან უნდა იშრომოს ამ ხელითღვთის სადიდებლად. გაიღვიძა იოანემ და იხილა სასწაულებრივად გამრთელებულა ხელი. ეს სასწაული მთელმა ქვეყანამ გაიგო. შერცხვენილი ხალიფა მიხვდა იმპერატორის მზაკვრობას და თავის შეცდომას. მან ბოდიშით სთხოვა იოანეს დაბრუნებოდა პირველი ვეზირის ადგილზე, მაგრამ იოანემ უარი უთხრა, განმარტოვდა და ბერად აღიკვეცა. იოანემ გამოაჭედვინა მტევნის ვერცხლის გამოსახულება და უბოძა ღვთისმშობლის ხატს. ამის შემდეგ მტევანი ეხატება ამ ხატის ყველა ასლს. ეს ხატი მერვე საუკუნიდან იმყოფებოდა წმინდა საბას მონასტერში მეცამეტე საუკუნუმდე ვიდრე ის უბოძეს სერბეთის არქიეპისკოპოსს სხვა წმინდა საბას. სერბეთზე თურქების შემოსევის დროს იმისათვის რომ გადაერჩინათ სიწმინდე შეურაცხყოფისა და განადგურებისაგან. მართლმადიდებელმა სერბებმა ხატი სახედარზე დაამაგრეს და გაუშვეს. ძვირფასი ტვირთი პირუტყვმა ატარა , ათონის მთაზე მიიტანა და ხილანდარის მონასტრის კარებთა დადგა. მონასტრის ბერებმა მიიღეს ხატი როგორც ძვირფასი წყალობა. მათ ჰქონდათ ხილვა, რომ ღვთისმშობლის სამხელა ხატმა ისურვა თავად ყოფილიყო ხილანდარის მონასტრის იღუმენია. ამის ნიშნად იქამდე საკურთხეველში მყოფი ხატი სასწაულებრივად თავად გადაბრძანდა ტაძრის შუაგულში იღუმენის ადგილზე. ამის შემდეგ სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი არის ათონის მთის ხილანდარის მონასტრის იღუმენია, დამცველი და შემწე. მთელი მართლმადიდებელი სამყარო , ყველა ეკლესია დიდ პატივად თვლის ,ჰქონდეს სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ასლი. განსაკუთრებულ პატივს სცემენ სამხელიანი ღვთისმშობლის ხატს ერთმორწმუნე რუსეთში საიდანაც ჩამობრძანდა და ღვთის წყალობით ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დაიდო ბინა ამ ხატის ასლმა რომელიც შესწირა ტაძარს თორთლაძეების ოჯახმა. ![]() 2008 წლის 17 ივლისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი დღეა ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიაში. ამ დღეს თორთლაძეების ოჯახმა ტაძარს წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის მთავარი სიწმინდის, სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ძველთაძველი ასლი შესწირა. როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს ხატი დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოწერილი . ის 40 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ამ ოჯახში. ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა , მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე კალისტრატემ ხატის საპატივცემლოდ ტაძარში პარაკლისი აღავლინა , თავის ქადაგებაში თორთლაძეების ოჯახი დალოცა და მადლობა მოუხადა ძვირფასი შენაწირისათვის. პარაკლისს ასობით ადამიანი დაესწრო და მოილოცა ჩვენი ახლად შეძენილი სიწმინდე. -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ekato ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი Aug 24 2008, 06:28 PM
S a l l y არ ვიცოდი თუ ქუთაი... Aug 24 2008, 06:31 PM
iisperiTOVLI ekato
გაიხარე!
: ) Aug 25 2008, 03:01 PM
zedela ekato
გაიხარეეეე:)
საი... Aug 25 2008, 10:22 PM
tamritamo ekato
:* Aug 26 2008, 03:20 AM
ნაინა ძალიან საინტერესო... Aug 26 2008, 05:16 AM
IZAKUNA ekato
ძალიან საინტერე... Aug 26 2008, 09:19 PM
kmunebi S a l l y
iisperiTOVLI
zedela
tamritamo
ნაი... Aug 27 2008, 01:25 AM
S a l l y kmunebi
არ არის აუცილე... Aug 27 2008, 03:42 PM
მნათე
რაზე უნდა ვისაუბრ... Aug 27 2008, 03:44 PM
ekato
რაზე უნდა ვისაუბრ... Aug 27 2008, 11:04 PM
S a l l y
რაზე უნდა ვისაუბრ... Aug 28 2008, 01:47 PM
mariami-k 3 წლის წინ წავიკითხ... Aug 28 2008, 06:12 PM
Marabella ekato
გაიხარე. არ ვიცო... Sep 8 2008, 12:42 PM
ეკატო
ამას წინებზე გახლ... Sep 10 2008, 09:26 PM
q-e-T-i მე მეგობარმა მომიყ... Sep 10 2008, 10:36 PM
ეკატო q-e-T-i
ფოტო თუ გაქვს იქ... Sep 10 2008, 11:05 PM
q-e-T-i ხვალ გადავუღებ და ... Sep 10 2008, 11:27 PM
ეკატო q-e-T-i
:* Sep 11 2008, 12:09 AM
q-e-T-i http://img111.imageshack.us/img111/3950/subjugator... Sep 13 2008, 03:31 PM
shorena555 გაიხარეთ...
სრულყოფ... Oct 15 2008, 09:22 PM
.ნინო არ ვიცი სწორად ვიქ... Oct 16 2008, 12:54 AM
Amuza
არ ვიცი სწორად ვიქ... Oct 16 2008, 11:19 AM
ეკატო .ნინო
რა საოცარი ამ... Oct 17 2008, 04:19 PM
MARI-MARIKO მე მჯერა! მთლად ეკ... Oct 26 2008, 01:50 AM
shalvashalva ამ ხატმა იოანე დამ... Apr 7 2009, 01:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th December 2025 - 04:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი