IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური, მისი მეუღლე და სამი შვილი დაიწვა
მნათე
პოსტი Dec 4 2006, 11:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური, მისი მეუღლე და სამი შვილი დაიწვა


ტვერის ოლქის სოფელ პრიამუხინაში, საკუთარ სახლში ტვერის ეპარქიის მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანდრეი ნიკოლაევი, მისი სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ქსენია დაიწვნენ, - იტყობინება РИА Новости ინტერნეტ გვერდ “მართლმადიდებლობა და მსოფლიოზე” დაყრდნობით.

ტვერისა და კაშინსკის მთვარეპისკოპოს ვიქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ტვერის ეპარქიის ყველა ტაძარში წაიკითხეს, ნათქვამია, რომ მამა ანდრეი თავის ოჯახთან ერთად 1-2 დეკემბრის ღამეს დაიწვა.

როგორც საიტზეა აღნიშნული, სახლს ბენზინი მიასხეს და გადაწვეს.

რამდენიმე თვის უკან მღვდელმსახური დახმარებასა და დაცვას ითხოვდა, – როგორც მედია იტყობინება, - ადგილობრივი მცხოვრებლები თვრებოდნენ, მამა ანდრეი კი მათ საშუალებას არ აძლევდა გაეძარცვათ ეკლესია და მოპარული ნივთების სანაცვლოდ არაყი შეეძინათ. მღვდლის თანასოფლელებისა და ტვერის ეპარქიის მღვდელმსახურების აზრით, ეს შემთხვევითი სიკვდილი არ იყო – მამა ანდრეისა და მის მრევლს ემუქრებოდნენ, მისი სახლი კი ერთხელ უკვე გადაწვეს.

როგორც ტვერის შინაგან საქმეთა სამმართველოდან იუწყებიან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. ორშაბათიდან საზოგადოებასთან კავშირისათვის ცხელი ხაზის გახსნა იგეგმება.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 07:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი