IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სინანული თუ თავის მართლება ?
ლილიანა
პოსტი Sep 21 2008, 12:44 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მართლმადიდებლის ცხოვრებაში სინანულის მნიშნველობაზე საუბარს ნუ დავიწყებთ სინანულზე და მისი მოპოვება განცდის აუცილებლობაზე არაერთი თემა გახსნილი .
ყველა თქვენგანს გაუვლია წინამოსამზადებელი გზა ანუ სამზადისი აღსარების ჩასაბარებლად რაც გულისხმობს მყუდრო უხმაურო ადგილას ფურცელზე აღსარებაზე მოსანანიებელი ცოდვების გადატანას , მომზადების ეს ფორმა ერთი შეხედვით აუცილებელიც არის , მობილიზებული მიდიხარ სულიერ მოძღვართან და ადგილზე არ გიწევს ჩადენილის გახსენება .თუმცა მეორე მხრივ აღსარების ჩაბარების მსგავსი პრაქტიკაში სინანულისთვის საჭირო სიღმეები იკარგება ?! ( არ გამოვრიცხავ და მეტიც ვთვლი რო ამას გამოცდილება მაწერინებს და დარწმუნებული ვარ მრავალი მონანულის შემთხვევაში ეს ასე არ არის ) არსებობს კიდე მეორე ფორმა სპონტანურად ცხელ გულზე აღასარების ჩაბარება ანუ ჯერ კიდე იქამდე სანამ ჩადენილის გამო სინანულს განვიცდით მაგრამ მსგავსი ფორმაც ატარებს უარყოფით ნიუანსებს ესეთი ნაუცბადევი აღსარება ხშირად თავის მართლებას და გულის მოოხებას ემსაგავსება ხოლმე და იქიდან წამოსულიი გულმოჯერებული გზაში ხვდები რო ეს ის არ იყო . ერთი მხრივ მიღებული დამკვირდებული ფორმა ფურცელზე გამოწურული ფორმით ცოდვების აღრიცხვა მაგრამ მეორე მხრივ მამები გვასწავლიან რო სინანული მხოლოდ თავის გამოძიების საკუთარი ცოდვილობის შეცნობის გზაზე ეწვევა ადამიანს "როგორც ავადმყოფი უჩვენებს თავის წყლულებს ექიმს, აღწერს საკუთარ ტკივილებს და არაფერს მალავს, ასევე უნდა მოვიქცეთ აღსარებაზე. უნდა გავაშიშვლოთ ჩვენი სული და თვალსაჩინო გავხადოთ მისი ჭრილობები. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ აღსარებიდან ისე წავალთ, რომ განკურნებას ვერ მივიღებთ. სულიერი წყლულები გაიზრდება, ხრწნა და ლპობა გაძლიერდება და სნეულება ძირფესვიანად შეარყევს ჩვენს სულს და სიკვდილამდე მიგვიყვანს "


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 08:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი