IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიძია თომას ქოხი
ზარნაშო
პოსტი Jul 30 2008, 10:55 AM
პოსტი #1


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



1



მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად.
- დილა მშვიდობისა მეზობელო!
- მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს!
- სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს?
- დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი.
- ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა.
- რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს?
ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის.
- დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ?
- ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა.
არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო.
- რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო.
ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში.
- ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა
ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს.
ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა.
ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ.
სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა.
- ღვინო არ გაქვს?
- აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი.
- რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან?
- მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო.
- ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს.
ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ.
- ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო.
მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა:
- შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე...
როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა.
მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა.


გაგრძელება იქნება.

შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ.

M.M.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
M.M.   ბიძია თომას ქოხი   Jul 30 2008, 10:55 AM
ქავთარაძე   ძალიან მაგარია! ა...   Jul 30 2008, 11:46 AM
kato_Bato   M.M. რა ნაზი ვარ მე და...   Jul 30 2008, 12:22 PM
nino kiwo   ყოჩაღ. :jump: წარმოვიდ...   Jul 30 2008, 12:44 PM
veriko7   M.M :lol: :lol: :lol: ძალიან კ...   Jul 30 2008, 12:46 PM
afxazi   ამ თემას მეც მივეს...   Jul 30 2008, 12:56 PM
leluka   M.M. :ოპა:   Jul 30 2008, 01:53 PM
_Matasi_   ბრავოოო :cocxali: პ.ს. მე...   Jul 30 2008, 02:03 PM
T I K O   M.M. ყოჩაღ!!! :ზაფხ...   Jul 30 2008, 02:04 PM
likka   ისა, მე სოფლის კოლმ...   Jul 30 2008, 02:14 PM
თამარი_ცქნაფო   უმაგრესია, მარა მა...   Jul 30 2008, 02:19 PM
tustusa-gogo   მეც მოვითხოვო როლი...   Jul 30 2008, 02:26 PM
kiki   M.M. მაგრად ვიხალისე:...   Jul 30 2008, 02:28 PM
lingvo   მერიქიფის როლზე ად...   Jul 30 2008, 02:45 PM
.nino   M.M. ყველა ჩაგვრთე, თ...   Jul 30 2008, 03:14 PM
Svet   მე რა პაზორნი როლი ...   Jul 30 2008, 03:57 PM
S a l l y   მე მაგ დროისთვის ა...   Jul 30 2008, 04:13 PM
მარიამი   ძალიან მაგარიაააა...   Jul 30 2008, 04:52 PM
iisperiTOVLI   M.M. კარგია.. : ))) იქნებ ...   Jul 30 2008, 10:22 PM
ნაინა   ყოჩაღ მიშკა, მაგარ...   Jul 31 2008, 12:08 AM
ekato   რამდენი ვიხალისეე...   Jul 31 2008, 12:22 AM
maikusi   მიშა ძაან მაგარი მ...   Jul 31 2008, 01:02 AM
M.M.   [size=3]2 სოფლის ეკელსი...   Jul 31 2008, 11:15 AM
kato_Bato   M.M. ვიხოხე :lol: :*   Jul 31 2008, 11:35 AM
მესხი ხუცო   M.M. კარგი ქართული სტ...   Aug 1 2008, 02:26 AM
M.M.   3 ასეთ მკაცრ ზამთა...   Aug 1 2008, 10:57 AM
abo   ე ბიჭო საღაცა მეს გ...   Aug 1 2008, 11:32 AM
maikusi   ოჯახში სხვა თუ არა...   Aug 1 2008, 11:19 PM
kato_Bato   ე ბიჭო საღაცა მეს გ...   Aug 2 2008, 09:03 AM
M.M.   დღეს ჩემს მუზას შვ...   Aug 2 2008, 10:08 AM
mariami-k   M.M. ძალიან მომეწონა. ...   Aug 2 2008, 11:04 AM
staywhite   teo... tee არ არიან ძველ...   Aug 2 2008, 05:24 PM
მარიამი   მე არ ვიქნები სადმ...   Aug 2 2008, 09:37 PM
abo   მარიამი ახლა შენ ს...   Aug 2 2008, 11:01 PM
admin   მესამე ცდაზე რომ ი...   Aug 2 2008, 11:12 PM
მარიამი   გაიხარეთ :მპუა: ძალ...   Aug 2 2008, 11:17 PM
M.M.   ძალიან კარგია, ველ...   Aug 3 2008, 10:32 AM
M.M.   [size=3]4 ისე მოხდა, რომ ...   Aug 4 2008, 10:52 AM
kato_Bato   ცუდად ვარ :lol:   Aug 4 2008, 11:05 AM
M.M.   ცუდად ვარ :lol: შენ არ ...   Aug 4 2008, 11:25 AM
კანონისტი   M.M. ბიჭს ცხოვრებაში ...   Aug 4 2008, 12:15 PM
tuchlik2   :thumbs: :thumbs: :thumbs: :thumbs: :thumbs: ...   Aug 4 2008, 02:00 PM
::სალომე::   M.M. დასავლეთიდან არ ...   Aug 4 2008, 02:16 PM
ანა_ანა   M.M. მე არ მომცემ რამ...   Aug 4 2008, 06:59 PM
ნაინა   როლის მსურველები რ...   Aug 5 2008, 12:26 AM
tustusa-gogo   ისა ტალონიანებს რა...   Aug 5 2008, 12:54 AM
ლილიანა   მომწონს ეს თემაააა...   Aug 5 2008, 09:26 AM
mariami-k   იმედია გაგრძელება ...   Aug 5 2008, 10:18 AM
M.M.   [size=3]5 წინა თავში მო...   Aug 5 2008, 10:38 AM
მხევალი ნინო   ვაიმე, რა სასაცილ...   Aug 5 2008, 10:53 AM
zedela   მიშ რა მაგარი ხარ ნ...   Aug 7 2008, 02:26 AM
veriko7   M.M აი მესმის ტალანტ...   Aug 8 2008, 10:54 PM
M.M.   [color=#FF0000]გავიღიმოთ მტ...   Aug 13 2008, 10:43 AM
mariami-k   M.M. :) გაიხარე. კარგი ...   Aug 13 2008, 11:20 AM
S a l l y   :huh: :lol: მიშას შემოვ...   Aug 13 2008, 07:31 PM
გიორგი   S a l l y :huh: :lol: მიშას შემ...   Aug 14 2008, 12:32 AM
ნაინა   ჰე, ჰე, კაია მიშა, შე...   Aug 14 2008, 02:22 AM
Genesis   Bიძია თომა თავის აპ...   Aug 18 2008, 11:41 PM
ნაინა   Genesis ხოხ, გენო, შენც დ...   Aug 19 2008, 12:15 AM
M.M.   [size=3]7 [b]ბიძია თომას ...   Aug 20 2008, 11:13 AM
ა ნ უ კ ა   ჩემთვის დამახასი...   Aug 21 2008, 11:27 AM
მარიამი   M.M. ნეტა უკვე იცი ვინ...   Aug 20 2008, 11:21 AM
kato_Bato   M.M. :*   Aug 20 2008, 11:29 AM
shore   genialuria! ise gaverTe kiTxvaSi sul gadamavi...   Aug 21 2008, 07:47 PM
Amuza   თემო აფსუსი არაა მ...   Aug 21 2008, 10:43 PM
likka   რადიო არაა სადმე მ...   Aug 21 2008, 10:48 PM
მატასი   დრო კიდევ აქვს მოს...   Aug 21 2008, 11:44 PM
ბიძია თომა   დრო კიდევ აქვს მოს...   Aug 22 2008, 08:13 PM
M.M.   [size=3]8 ბნელი ღამე იყ...   Aug 23 2008, 12:01 PM
მარიამი   ისტორიაში იწერება ...   Aug 25 2008, 01:37 PM
M.M.   9 ბონდომ ბიძია თომ...   Aug 27 2008, 12:01 PM
მარიამი   ვაიმე, რა მაგარია :D ...   Aug 27 2008, 12:11 PM
k@the   M.M. გენაცვალე შენა...   Aug 27 2008, 01:23 PM
ნაინა   უზომოდ ნიჭიერი გვყ...   Aug 28 2008, 01:20 AM
likka   zedela შაკო არ მოტყუვ...   Aug 28 2008, 04:59 PM
zedela   likka თემომ თქვა არ მი...   Aug 28 2008, 10:49 PM
M.M.   [size=3]10 მესამე დღეა გ...   Aug 31 2008, 01:09 PM
ბიძია თომა   ჩემ ქოხთან ჯაჭვი ა...   Sep 1 2008, 12:12 PM
zedela   ბიძია თომა ვახ...იდე...   Sep 1 2008, 12:20 PM
kolxetis asuli   M.M. ისე კოლხის ქალი ...   Sep 2 2008, 11:02 AM
M.M.   M.M. არ დაიზარო წერა, ...   Sep 3 2008, 11:31 AM
M.M.   დღეს ნატანჯი ვარ ძ...   Sep 3 2008, 12:02 PM
M.M.   მარიამიმადლობა! :...   Sep 3 2008, 12:22 PM
მარიამი   მარიამიმადლობა! :...   Sep 3 2008, 04:39 PM
kolxetis asuli   M.M. უიიიიი :oops: შენც იც...   Sep 3 2008, 06:10 PM
M.M.   [size=3]11 [b]M.M.-მა მართლა...   Sep 10 2008, 12:12 PM
k@the   :D :D   Sep 10 2008, 12:23 PM
M.M.   [size=3]12 [b]M.M.-მა admin-ს უთხ...   Sep 11 2008, 10:41 AM
k@the   M.M. :D :D გენაცვალე შენ...   Sep 11 2008, 02:00 PM
M.M.   M.M. ჩემ ოჯახში სულ ხ...   Sep 11 2008, 02:24 PM
versus   მაგას როდემდე ველ...   Sep 14 2008, 01:19 AM
უჩა   M.M. საღოლ. მაგარი ხარ...   Sep 11 2008, 04:43 PM
nino_ni   გაგრძელება მინდა :D ...   Sep 11 2008, 05:02 PM
k@the   მაგას როდემდე ველ...   Sep 12 2008, 02:05 PM
patara sayvarelo   აბა რა ხდება აქ? რატ...   Sep 14 2008, 01:42 AM
M.M.   [size=3]13 [b]ეკატოს admin-ის ...   Sep 17 2008, 12:11 PM
mariami-k   :D :D ცუდად ვააააააა...   Sep 17 2008, 12:25 PM
zedela   :D მიშ რატო გძაბავ ა...   Sep 17 2008, 01:42 PM
kolxetis asuli   მართლაც მაგარიააა...   Sep 17 2008, 08:22 PM
ეკატო   მიშა რა მაგარი ხარ, ...   Sep 17 2008, 08:49 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 02:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი