IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "მოვედით, თაყვანი-ვცეთ...", რომელია სწორი ფორმა?
კანონისტი
პოსტი Dec 30 2008, 11:38 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ღვთისმსახურებისას და პირად ლოცვებში, განსხვავებული ლოცვების გადასაბმელად, ხშირად გამოიყენება სიტყვები, რომლებიც დავითის ფსალმუნის ერთგვარი პერიფრაზაა. ფსალმუნში წერია:
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა.

ეს, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიცვალა და დღეს, ქართულ ღვთისმსახურებაში და ლოცვანებში ვისმენთ:

მოვედით, თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


კითხვა შემდეგნაირია: რატომ ვტოვებთ პირველ ნაწილში სიტყვას "შეუვრდეთ"?

ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არ არის ამოღებული:
Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν τω βασιλεί ημών Θεώ.
Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν Χριστώ τω βασιλεί ημών Θεώ.
Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν αυτώ, Χριστώ τω βασιλεί και Θεώ ημών.


სლავურ ვერსიაში კი ამოღებულია:
Приидите, поклонимся Цареви, нашему Богу.
Приидите, поклонимся и припадемъ Христу, Цареви, нашему Богу.
Приидите, поклонимся и припадемъ Самому Христу, Цареви и Богу нашему.


ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული.

სწორი ფორმა უნდა იყოს ქვემოთმოყვანილი და სასურველია, ასევე ვთქვათ იგი პირად ლოცვებსა თუ ღვთისმსახურებაში:
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   "მოვედით, თაყვანი-ვცეთ..."   Dec 30 2008, 11:38 AM
მხევალი ნინო   რა საინტერესო რამე...   Dec 30 2008, 05:12 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ჰო, აბ...   Dec 30 2008, 05:16 PM
ეკატერინე   მხევალი ნინო რა უნ...   Dec 30 2008, 05:35 PM
მხევალი ნინო   ეკატერინე ანუ, უბ...   Dec 30 2008, 05:56 PM
ეკატერინე   მხევალი ნინო თავი...   Dec 30 2008, 06:17 PM
მნათე   ხო განსაკუთრებით ...   Dec 30 2008, 07:12 PM
მხევალი ნინო   მნათე დააზუსტეთ   Dec 31 2008, 05:17 PM
თამარი_ცქნაფო   და სულ მაფიქრებს 127-...   Dec 31 2008, 06:14 PM
უჩა   ვა ძალიან საინტერე...   Dec 31 2008, 06:18 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო ახლ...   Dec 31 2008, 07:05 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო ახლ...   Dec 31 2008, 07:13 PM
gurami999   მშვიდობა ყველას სშ...   Jan 8 2009, 11:21 PM
KAIROS   ნაყოფთა ნაშრომი რ...   Jan 9 2009, 12:22 AM
lch   რამოდენიმე თვის წი...   Apr 7 2009, 12:27 AM
KAIROS   ეგ უბრალოდ დაუდევ...   Apr 7 2009, 04:25 AM
damiane80   ღვთისმსახურებისა...   Jul 17 2009, 06:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 12:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი