![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
ჟურნალში, სახელწოდებით „მართლმადიდებლური მიმოხილვა“ («Православное Обозрение»). 1860—1867 წლებში გამოიცა ბიბლიის „ძველი აღთქმის“, თარგმანი რუსულ ენაზე!
მთარგმნელები იყვნენ მიხეილ იაკობის ძე გლუხარევი, რომელიც ცნობილია როგორც არქიმანდრიტი მაკარი, და გერასიმ პეტრეს ძე პავსკი. ეს ღვთისმოშიში მამაკაცები, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი წევრები და ენათმეცნიერები იყვნენ. როდესაც გასული საუკუნის დასაწყისში ეს მამაკაცები სამუშაოს შეუდგნენ, მთლიანი ბიბლია ჯერ არ იყო თარგმნილი რუსულ ენაზე. არქიმანდრიტ მაკარის მიერ თარგმნილი ბიბლია, ფაქტობრივად, თითქმის დავიწყებას მიეცა. არც თუ ისე ბევრი ადამიანი იცნობდა მართლმადიდებელი სწავლულის მაკარის მიერ გადათარგმნილ "ძველ აღთქმას". 1876 წელს სინოდის ნებართვით რუსულ ენაზე გადაითარგმნა მთლიანი ბიბლია — "ძველი და ახალი აღთქმა". ამ სრულ ბიბლიას ხშირად სინოდალური თარგმანი ეწოდება. საინტერესოა, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ამ „ოფიციალური“ თარგმანის წყარო ძირითადად მაკარისა და პავსკის თარგმანები იყო. მაკარის ბიბლიის შესახებ, გაზეთმა „სანქტ-პეტერბურგის ექომაც“ («Санкт-Петербургское Эхо») აღნიშნა: „სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გერცენის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტისა და რელიგიური ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ავტორიტეტულმა სწავლულებმა დიდად შეაფასეს ბიბლიის ეს გამოცემა“. გაზეთმა მოიხსენია მაკარისა და პავსკის მიერ ბიბლიის თარგმნა რუსულ ენაზე გასული საუკუნის პირველ ნახევარში და აღნიშნა: „აქამდე ბიბლიის წაკითხვა რუსეთში შესაძლებელი იყო მხოლოდ სლავურ ენაზე, რომელიც მხოლოდ მღვდლებს ესმოდათ“. რა აზრის ხართ მაკარის თარგმანის შესახებ? რამდენად კარგად იცნობთ ბიბლიის ამ თარგმანს? -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი