![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
''მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე და სახელი მისი იოსები, დავითის მოდგმისა,ხოლო სახელი ქალწულისა-მარიამი. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო, უფალი შენთანაა,კურთხეულ ხარ ასულთა შორის. ხოლო ის როცა იხილა ანგელოზი, შეძრწუნდა მის სიტყვებზე და ფიქრობდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? და ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია , მარიამ, რადგანაც პოვე მადლი ღმერთის წინაშე. და აჰა,მუცლად ირებ, და შობ ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს მა სღმერთი მამამისის დავითის ტახტს. და იმეფებს იაკობის სახლზედ საუკუნოდ, და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზსს: როგორ იქნება ეგ , მამაკაცი რომ არ ვიცი? მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმინდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს შენ.და ამიტომაც ღმერთის ძედ იწოდება წმინდა შობილი. და აჰა ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი. რადგან ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა მხევალი უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისამებრ და განესორა ანგელოზი მას.
ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს, ღვისმშობელი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი