სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| samreklo |
Feb 20 2010, 04:27 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა. ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი. სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება. ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით. სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად. აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში. რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები. ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი გურამ მუჩაიძე |
samreklo საქართველო საქართველოსათვის! Feb 20 2010, 04:27 PM
მხევალი ნინო samreklo
რა გინდა ძამა შ... Feb 20 2010, 04:41 PM
samreklo
samreklo
რა გინდა ძამა შ... Feb 20 2010, 04:52 PM
მხევალი ნინო samreklo
შე ჩაქრი დიდო ... Feb 20 2010, 05:39 PM
neo
და შენი აზრით რუსე... Feb 20 2010, 06:14 PM
მხევალი ნინო neo
ნწუ, ტოლმა.
მაგა... Feb 20 2010, 07:03 PM
neo ისე ერთი კი მენიშნ... Feb 20 2010, 07:38 PM
ბექა samreklo
რა მოწიე ესეთ დ... Feb 20 2010, 08:32 PM
KAIROS
:D
თქვა ცარიზმ-კომუ... Feb 20 2010, 09:08 PM
samreklo
:D
თქვა ცარიზმ-კომუ... Feb 20 2010, 09:36 PM
KAIROS
ნუ რა უნდა ახლა ამა... Feb 20 2010, 09:46 PM
ნონა
არასწორად მრეკავი... Feb 20 2010, 09:55 PM
გიორგი samreklo
გული მერევა... (puk... Feb 20 2010, 10:17 PM
samreklo ოხ, რა მძიმე შემთხვ... Feb 20 2010, 10:20 PM
გიორგი samreklo
რუსეთი არის სა... Feb 20 2010, 10:47 PM
KAIROS
სწორედ მასეთად ხა... Feb 20 2010, 10:52 PM
გიორგი samreklo
რუსეთმა პასუხი... Feb 20 2010, 10:52 PM
ნონა გიორგი
იქნებ ის სუ... Feb 20 2010, 11:05 PM
გიორგი samreklo
ერთი მეგობარო, ... Feb 20 2010, 11:08 PM
გიორგი ნონა
KAIROS
წავშლი, ცოტ... Feb 20 2010, 11:18 PM
samreklo ღმერთმა დამიფაროს ... Feb 21 2010, 12:16 AM
გიორგი samreklo
რომელ დაძაბვას... Feb 21 2010, 12:28 AM
samreklo
samreklo
რომელ დაძაბვა... Feb 21 2010, 01:14 AM
გიორგი samreklo
თქვენ და მსგავ... Feb 21 2010, 10:28 PM
samreklo
samreklo
თქვენდა სამწუ... Feb 22 2010, 11:02 AM
bekas ხოხ! ჩვენი სამშობ... Feb 21 2010, 08:59 PM
კანუდოსელი samreklo
შემიძლია უფასო ... Feb 22 2010, 12:01 AM
Giorgi-
საოცარი წინადადე... Feb 22 2010, 11:15 AM
samreklo
საოცარი წინადადებ... Feb 22 2010, 12:48 PM
Giorgi- samreklo
არ შეიძლება, თუ... Feb 22 2010, 01:25 PM
samreklo
samreklo
არ შეიძლება, თუ... Feb 22 2010, 01:56 PM
Giorgi- samreklo
აბა ერთ აზრზე ვ... Feb 22 2010, 02:02 PM
samreklo
samreklo
აბა ერთ აზრზე ვ... Feb 22 2010, 02:25 PM
Giorgi- დაგვცინი???
ჯერ იყო ... Feb 22 2010, 02:42 PM
samreklo
დაგვცინი???
ჯერ იყო ... Feb 22 2010, 04:04 PM
Giorgi- საერთო ენის გამონა... Feb 22 2010, 04:39 PM
samreklo
საერთო ენის გამონ... Feb 22 2010, 04:54 PM
გიორგი samreklo
მეგობარო, ატყო... Feb 22 2010, 04:55 PM
samreklo
samreklo
მეგობარო, ატყო... Feb 22 2010, 05:56 PM
Giorgi- გამოსავალი გვითხა... Feb 22 2010, 04:59 PM
samreklo
გამოსავალი გვითხა... Feb 22 2010, 05:46 PM
Giorgi- მე სათქმელი არაფერ... Feb 22 2010, 05:57 PM
samreklo
მე სათქმელი არაფე... Feb 22 2010, 06:15 PM
afxazi samreklo
ამბროსი ხელაი... Feb 22 2010, 06:00 PM
Giorgi- http://geurasia.org/?p=238#more-238 - რა ს... Feb 22 2010, 06:19 PM
samreklo
http://geurasia.org/?p=238#more-238 - რა ს... Feb 22 2010, 06:23 PM
afxazi samreklo
ბოდიში, ვერ ჩავ... Feb 22 2010, 06:20 PM
samreklo
samreklo
ბოდიში, ვერ ჩავ... Feb 22 2010, 06:27 PM
Giorgi- აქ ასე მარტივად არ ... Feb 22 2010, 06:25 PM
samreklo
აქ ასე მარტივად არ ... Feb 22 2010, 06:29 PM
Giorgi-
ნუ ებრალიძეს ალბა... Feb 22 2010, 06:29 PM
samreklo
ნუ ებრალიძეს ალბა... Feb 22 2010, 06:33 PM
Giorgi- samreklo
აბა დაანებე თა... Feb 22 2010, 06:30 PM
samreklo
samreklo
აბა დაანებე თა... Feb 22 2010, 06:38 PM
Giorgi-
საბჭოტა ნოსტალგი... Feb 22 2010, 06:38 PM
Giorgi-
რა კომენტარი უნდა ... Feb 22 2010, 06:40 PM
გიორგი ძალიან არის რუსეთი... Feb 22 2010, 07:05 PM
Giorgi-
10-15 წლის წინ დაიწყე... Feb 22 2010, 07:06 PM
გიორგი Giorgi-
შენ რა გითხარი... ... Feb 22 2010, 07:14 PM
CONSCIENTIOUSNESS samreklo
მე მაპატიეთ თქვ... Feb 22 2010, 07:15 PM
Giorgi-
აღარ არის გიო, უფრ... Feb 22 2010, 07:19 PM
CONSCIENTIOUSNESS Giorgi-
მუდამ ქვეყნისა ... Feb 22 2010, 07:41 PM
კანონისტი რუსეთის იმპერიალი... Feb 22 2010, 08:05 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი