IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წიგნის ფესტივალი, ერთად ხომ არ წავიდეთ?
.ნინო
პოსტი May 17 2010, 11:47 PM
პოსტი #1


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



საჩუქრები თბილისის წიგნის ფესტივალზე!

მოგეხსენებათ, რომ ხვალ, 18 მაისს ”თბილისის ივენთ ჰოლი” წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან ქართული გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები.
ვფიქრობ, რომ ხვალ მრავალ წიგნის მოყვარულს გიხილავთ.

ამ პოსტის მიზანი არ არის თქვენთვის ამ მოვლენის შეხსენება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს თითოეულ თქვენგანს ისედაც მშვენივრად ახსოვს.
ამ პოსტის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა გელით ”ივენთ ჰოლში” თბილისის წიგნის ფესტივალზე.

”ბიბლუსი”
წიგნის მაღაზიათა ქსელი
”ივენთ ჰოლი”, მე-2 სართული

”ბიბლუსი” ქართულსა და უცხოურ ლიტერატურას წარადგენს.
საჩუქარი - 10-დან 40 %-მდე ფასდაკლება


ელვა.ჯი
წიგნისა და პრესის გავრცელების სააგენტო
”ივენთ ჰოლი”, მე-3 სართული

ელვა.ჯი გარდა ქართული წიგნებისა, დიდ აქცენტს გააკეთებს უცხოურ, როგორც მხატვრულ, აგრეთვე პროფესიულ ლიტერატურაზე.
საჩუქარი - 10-დან 20%-მდე ფასდაკლება.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ელვა.გე-ს სექციაში 10 ლარის ღირებულების წიგნს შეიძენთ, თქვენ საჩუქრად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ინტერნეტ-მაღაზია ელვა.გე-საგან!


”პალიტრა L"
გამომცემლობა
”ივენთ ჰოლი”, მე-3 სართული

კარცერი - ლუქსი
თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა

მე-3 სართულზე, პალიტრა L-ის სექციაში!
წაიკითხე ნაწყვეტი თქვენი რჩეული ნაწარმოებიდან და მიიღეთ საჩუქარი!

ალბათ ბევრ თქვენთაგან აქვს წაკითხული გურამ დოჩანაშვილის ”კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და შესაბამისად, მშვენივრად მოგეხსენებათ კარცერი-ლუქსის არსი. ასე რომ, ამოდი მე-3 სართულზე, კარცერ-ლუქსში შემოდი ნებით და მიიღე საჩუქრად წიგნი!

გარდა ამისა, ”პალიტრა L”- ის სექციაში თქვენ გელით:
10-დან 60%-მდე ფასდაკლება საუკეთესო წიგნებზე
ფასდაკლება წიგნების სერიაზე ”დიდი მხატვრები”
... და გელით წიგნები 1 და 2 ლარად!

ვფიქრობ, საკმარისი მოტივაცია გაქვთ საიმისოდ, რომ ხვალიდან 4 დღის მანძილზე ხშირად ესტუმროთ თბილისის წიგნის ფესტივალს ფილარმონიაში, ”თბილისის ივენთ ჰოლში”


მგონი დამაინტრიგებელი წინადადებაა, იქნებ ერთად წავსულიყავით?


smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 05:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი