IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა ილია მართლის პამფლეტი, 1995 წელს აღმოაჩინეს
ბადრი
პოსტი Jul 19 2010, 12:15 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



სიმვოლო სარწმუნოებისა
ილია ჭავჭავაძე


lib.ge:ეს პამფლეტი აღმოაჩინეს 1995 წელს. პირველად გამოქვეყნდა გაზეთში "სვობოდნაია გრუზია" იმავე წლის მაისში. დეტალები აქ




შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა ქალაქსა შინა დორპატისასა და გამოცხადებული სამეფოსა ქალაქსა შინა ქვათათისს, ადგილობრივსა კრებასა
ზედა მესამისა დასისა, წელსა დასაბამიდან "კვალისა" მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამისა.


1) მწამს ერთი მარკსი, ტომითა ურიასტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმეცრებით-მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელ-განთქმულისა გეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სოფელსა ამას შინა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
2) და ერთი ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მისი ჟორდანია, გურჯისტანელ მარკსად წოდებული, რომელი მარკსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა, უარ-მყოფელი ყოველთა მეცნიერთა გარეშე მისსა, რომელი ჩვენის, რომელი ჩვენი დასის თავად აღსაარებულ და ხელ-დასმულ იქმნა წინასწარმეტყველისა გიორგის მიერ უწინარეს დაბადებისა მისისა , ჟამსა მას გოდებისა, დასაფლავებასა ზედა ინგოროყვასისა, ნათელი ნათლისგან, მეცნიერი ჭეშმარიტი, მეცნიერისგან უჭეშმარიტეტისა , ქმნილი და არა შობილი, თანაარსი მოძღვრისა მისისა, რომლისგან შეიქმნა ყოველივე მეცნიერებისა;
3) რომელი ჩვენთვის, მესამე დასის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გადმოხტა ცისკიდით, დასავლით კერძო და ფრთანი შეისხა წინასწარმეტყველისა გიორგისაგან და განკაცდა და მყრობელ არს დროშისა მის, შთაბარებულსა წინამორბედისა მისისა გიორგის მიერ;
4) რომელი ჟამსა ამას არა ჯვარცმულ არს, არცა ვნებულ და არცა დაფლულ მსგავსად წინამორბედისა მისისა, არამედ ჯვარცმელ არს ყოველთა მათ, რომელნიცა არიან გარეშე ჩვენსა;
5) რომელის სდგას თავსა შინა მესამისა დასისასა მსგავსად წერილისა წინასწარმეტყველისა მის გიორგისა;
6)და ამაღლებულ არს მერყავსა ტახტსა ზედა "კვალისასა" და მჯდომარე არს მარჯვენით ხელდამსმელისა მისისა;
7)და მოვლენია არს დიდებით ქვეყანასა ამას გურჯისტანისასა განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა ეროვნებათა და მრთელისა კაცთა ნათესავისა მსგავსად მაზაკვალისა (ლიცემერი: გიორგი წერეთლის ფსევდონიმი იყო), რომლისა სიჭაბუკესა არა აქვს დასასრული;
8) და ერთი წმინდა სულიერი, წინასწარმეტყველი და წინამორბედი ჟორდანიასი გიორგი, რომელი გურჯისტანისგან გამოვალს, გურჯისტანეთგან და აისტანელთაგან ჟორდანიასთანა და ჯიბლაძესთანა თაყვანისმცემლების და იდიდების ამა ჟამსა შინა, რომელი იტყოდა და აწცა იტყვის ივანიკასა და გოჯაპირას მიერ;
9) ერთი წმინდა მართლ-მადიდებელი და სამახარაძო მესამე დასი და ყორანი მისი "კვალი";
10) აღვიარებ ერთსა ოდენ მცნებასა გაჟორდიანიებულის მარკსისა და გამარკსებულის ჟორდანიასასა მოსატყუებლად ყოველთა ცოდვათა ურიგობათა, უწესობათა და სულელობათა;
11) მოველი სასოებით დამხობასა ყოველთა წოდებათა და ეროვნებათა და უწინარესყოველთა გურჯისტანის განადგურებასაცა;
12) და ცხოვრებასა გაღატაკებულთა , გაუმეცრებულთა და მხეცებრის ბრძოლით გაპირუტყვებულთა ბრბოთა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ.

http://lib.ge/body_text.php?9170


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ბადრი   წმიდა ილია მართლის პამფლეტი   Jul 19 2010, 12:15 AM
ikanosi   ეგ დავდევი გავუზია...   Jul 19 2010, 12:25 AM
ბადრი   ikanosi მართლა მეხივით ...   Jul 19 2010, 12:46 AM
ქევანა   ილიას არ ეკადრებო...   Jul 19 2010, 10:34 AM
სოფი   ბადრი ვა,პირველად ...   Jul 20 2010, 04:57 PM
ბადრი   სოფი არაფერი ვიცი ...   Jul 21 2010, 10:09 PM
ქევანა   მეეჭვება :) მორწმუნ...   Jul 21 2010, 10:15 PM
zura.bi   ვინმემ თუ იცით ზუს...   Jul 22 2010, 07:41 AM
სოფი   1987 წელს საქართველო...   Jul 22 2010, 11:20 AM
zura.bi   1987 წელს საქართველო...   Jul 22 2010, 04:38 PM
ბადრი   zura.bi ისე ლაპარაკობთ,...   Jul 22 2010, 07:28 PM
ქევანა   ბადრი რომელი მარქ...   Jul 22 2010, 09:06 PM
zura.bi   ბადრი წმინდა წერ...   Jul 22 2010, 09:34 PM
ბადრი   ქევანა რა დაკონკრ...   Jul 22 2010, 09:44 PM
ბადრი   zura.bi არც მე არ მომეწ...   Jul 22 2010, 09:56 PM
ქევანა   ბადრი არა, მარქსის...   Jul 22 2010, 10:49 PM
ბადრი   ქევანა ისტორიის ი...   Jul 22 2010, 11:27 PM
zura.bi   ქევანა ისტორიის ი...   Jul 23 2010, 01:04 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 09:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience