მმკს ახალი კომპანია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მმკს ახალი კომპანია. |
ლეონტი |
Jul 22 2010, 01:36 PM
პოსტი
#1
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ეს წერილი მამაჯემალის გამოქვეყნებულია ფორუმ.გე ზე,
მაგრამ იქ როგორც ვატყობ რელიგია საერთოდ არავის აინტერესებს, ამიტომ გაეცანით და თუ საჭიროა დააკომენტირეთ. ციტატა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა (მმკ-მ) თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქის "მამხილებელი" სტატია... მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ეკუმენისტობაში და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, როცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც წლების წინ აქტიური ეკუმენისტი და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტიც გახლდათ. მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ "ავაზაკთა კრების" მოწვევასა და ჩატარებაში, სინამდვილეში მერვე საეკლესიო კრება არც ერთ საეკლესიო კრებას არ უწინასწარმეტყველებია "ავაზაკთა კრებად", არც რაიმე საეკლესიო სწავლება არსებობს ამასთან დაკავშირებით. მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებში, და მმკ მოუწოდებს მრევლს რომ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება უნდა შეწყდეს. eek.gif მოვიყვან სტატიიდან ციტატას: მე-20 საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ და ანტიმართლმადიდებელ პატრიარქთა მემკვიდრე და მათი საქმის გამგრძელებელი, პატრიარქი ბართლომე, თავისი ანტიეკლესიური, წმიდა მამათა სწავლების უარმყოფელი და შეურაცხმყოფელი ქმედებებით სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილთა წრეში. საყოველთაოდ დგება დღის წესრიგში საკითხი პატრიარქ ბართლომეს მოხსენიების შეწყვეტის თაობაზე. ეკლესიის მრავალი წევრი და ავტორიტეტული მამები მოუწოდებენ ათონის მთის წმიდა კინოტს და ყველა მართლმადიდებელს, მკაცრად შეაფასონ პატრიარქ ბართლომეს ეკუმენისტური, პროპაპისტური და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობა და შეწყვიტონ მისი მოხსენიება. -------------------------------- ციტატის დასაწყისშივე იწყება პატრიარქთა ლანძღვა, ხოლო ციტატის ბოლო მთავრდება სქიზმატური მოწოდებით, რაზეც, საქართველოს საპატრიარქომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთი განცხადების მიმართ! სრული ტექსტი წაიკითხეთ, და მიხვდებით რომ მმკ მიზანმიმართულად ებრძვის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პროგრესს, რეფორმებს, და ფსევდომართლმადიდებლური "წინასწარმეტყველებებით" თუ რიგითი ეკლესიის მამების ამოგლეჯილი ციტატებით ცდილობენ მსოფლიო პატრიარქის დადანაშაულებას... "პაპისა და პატრიარქ ბართლომეს ანტიმართლმადიდებლური ქმედებანი" http://religia.ge/siaxleebi.html პატრიარქის, მით უმეტეს მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტას გადაწყვეტს უმაღლესი იერარქები, საეკლესიო სამართლის მცოდნეები და არა მმკ-ს წევრები და მათი სასულიერო პირები. უმაღლესი საეკლესიო პირის არმოხსენიება ხდება მაშინ, როცა მსოფლიო ეკლესია გამოაცხადებს მას ოფიციალურ მწვალებლად/ერეტიკოსად ან განდგომილად. არც ერთ ბრალდებაზე ოფიციალურად არ არის წარდგენილი მისი უწმინდესობა -ბართლომეოსი, თუმცა მმკ ხომ..... ჯერ იყო და ქართული გალობა აღარ გვინდა, არაკანონიკურია და ბიზანტიური გალობაო, მერე მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიანო, მერე წმ. გრიგოლ ფერაძე წმინდანი არააო და სინოდი შეცდა რომ შერაცხეს წმინდანადო, აღარ მოვყვები კრიმინალურ ქმედებებს და ხალხის და ტელევიზიის დარბევებს, ეხლა კიდე მსოფლიო პატრიარქს დაუპირისპირდნენ და მისი მოხსენიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მრევლს და.... რა უნდა ამ ხალხს? ვისგან იმართებიან? როდემდე უნდა უთმინოს საპატრიარქომ და წმ. სინოდმა ასეთი გამოხტომები ამ კავშირს? წყარო: http://forum.ge/?showtopic=34141976&f=&st=0entry20781998 -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 05:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი