![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
death |
![]()
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
დამლოცეთ მამაო მე ცოდვილი
1) ბევრი იძახის რომ ადამიანის სული რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდება მეორედ მოსვლის დროს აღსდგება და შემდეგ მათი ნაწილი ისევ ჯოჯოხეთს დაუბრუნდება სადაც ის დაიტანჯება სამუდამოდ ქრისტეს აქვს ნათქვამი ,,ჭეშმარიტად გეუბნები შენ იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კონდრანტს არ გადაიხდი." მათე 5,26 ანუ ცოდვების გამოსყიდვის შემდეგ ჯოჯოხეთს თავს აღწევ. მაინტერესებს რატომ ამბობენ მაშინ რომ უკუნითი უკუნისამდე ჯოჯოხეთში იქნები და თუ იცით ადამინის სული რომ ჯოჯოხეთიდან გამოსვლის მერე სად წავა? 2) ქრისტიანული წესის მიხედვით ის ადამინი რომელიც არ არის ნაზიარები ნათლობის საიდუმლოს ვერ ცხონდება. რატომ უთხრა ღმერთმა მასთან ჯვარზე გაკრულ ქურდს სამოთხეში მოხვედებიო ხვალვე ის ხო არ იყო მონათლული? 3) როგორც ვიცი ის 2 წლამდე ბავშვები რომლებიც ქრისტეს გამო დახოცა ჰეროდემ მოწამეებად აღირეს. როგორც ვიცი მუსლიმანთა მიერ ქრისტიანობისთვის დახოცილი ქართველი ჩვილები არ არიან წმინდანებად ნაღიარები ხომ ვერ მეტყვით რატომ? 4) წმინდა მამების წიგნებში წერია რომ როდესაც სატანა ღმერთს განუდგა მას არ ჰქონდა რანაირი შანსი მასზე გამარჯვებისა იმიტომ რომ ღმერთი უძლეველია მაშინ რატომ გააკეთა მან ეს მან ხომ ჩვნზე კარგად იცოდა ამის შესახებ? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი