IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კანონიკური გალობა
vaxmax
პოსტი Feb 4 2011, 10:44 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-January 11
წევრი № 10,218



პასუხი მარიამს

ტაძრის მშენებლობისთვის ნამდვილად აუცილებელია ეპისკოპოსის კურთხევა, ვინაიდან ეპისკოპოსმა უნდა აკურთხოს საძირკველი,

მშენებლობის დამთავრების შემდეგ უნდა აკურთხოს ტაძარი და თვითონვე უნდა დაადგინოს ამ ტაძარში ღვთისმსახურებიც. ასე რომ,

ტაძრის აშენება ეპარქიის ეპისკოპოსის გარეშე ნამდვილად ვერანაირად ვერ მოხერხდება.

რაც შეეხება ხატწერას, მას აქვს თავისი კანონი და ამ კანონით წერს ყველა ხატმწერი ხატებს. სად გინახავს, მარიამ, შენ , რომ

ყველა ხატმწერი პატრიარქთან მიდიოდეს ხატის დაწერაზე კურთხევის ასაღებად. ეს ხომ შეუძლებლია, ამდენ ხატმწერს ვერც კი მიიღებს

პატრიარქი. უბრალოდ, თუ ხატმწერი არაკანონიკურ ხატს დაწერს, მღვდელი იმ ხატს არ აკურთხებს.

ასევეა გალობაც. მღვდელი, დიაკონი, მედავითნე და მგალობელი დადგენილი ტიპიკონის მიხედვით ასრულებენ ღვთისმსახურებას.

არ არის საჭირო, რომ ისინი მივიდნენ პატრიარქთან და ჰკითხონ, რომელი წირვა ჩაატარონ, რომელი ლოცვები წაიკითხონ, ვინაიდან

ტიპიკონში ეს ყველაფერი მოცემულია: როდის სრულდება იოანე ოქროპირის წირვა, როდის ბასილი დიდის და როდის პირველშეწირულის;

რომელ კვირაში რომელი ხმა იგალობება, რომელი დღესასწაული რა ხმაზეა გაწყობილი. ეს ყველაფერი ზუსტადაა მითითებული ტიპიკონ-

ში და ამ ტიპიკონის მიხედვით ღვთისმსახურებმა უნდა აღასრულონ თავიანთი ყოველდღიური მსახურება. ტიპიკონი კი უჩვენებს იოანე

დამასკელის რვახმას, რომელიც წარმოადგენს საეკლესიო გალობის კანონს და არის ტიპიკონის განუყოფელი ნაწილი. წირვა-ლოცვის ტიპი-

ონი, საღვთისმსახურო წიგნებში მოცემული ხმებზე გაწყობილი ლოცვები მიეკუთვნება ეკლესიის წმიდა გადმოცემას.




კითხვა მარიამს

იცი, მარიამ, შენ თუ არა, როგორია რვახმაში თითოეული ხმის საკომპოზიციო კანონი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 03:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი