IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წინააღმდეგობები კანონებში
Otherguy
პოსტი Mar 5 2011, 02:16 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აი ნახეთ:

1)

თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი.

მოციქულთა კრების 67-ე კანონი

ანუ აქ ჩანს, რომ მოტაცების მერე შეიძლება ცოლად ჰყავდეს - რაც სრული საშინელებაა...

მაგრამ აქ:

ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ(წყეული) იყვეს.

ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები.


2) ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16]

ბასილი დიდის მე-9 კანონი

ეს თავისი არსით არასწორი რამაა, მაგრამ სხვა კანონში წერს:


მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში

ბასილი დიდის 39- კანონი.

ანუ ქალი განწირულია მთელი ცხოვრება მრუში იყოს და არ ცხონდეს? ნუ კარგია, ცოტა თვალს გაახელს ქორწინებამდე, მაგრამ მაინც...

3) ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.

კართაგენის კრების 68-ე კანონი.


არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში...

4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები

მოციქულთა კრების 46-ე,
ბასილი დიდის I კანონები


მაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა...

ისე, წმინდა კონსტანტინე დიდი არიანელმა მონათლა...



რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 05:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი