IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეორედ მოსვლის შესახებ
afxazi
პოსტი Aug 25 2011, 01:08 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვხსნი თემას (მართალია არსებობს მრავალი მსგავსი თემა), რადგან ამ ბოლო დროს კარგთან ერთად იმდენი უარყოფითი იწერება, რომ ადამიანი სრულ გაურკვევლობაში ეფლობა და ამ საკითხის ირგვლივაც უკიდურესად ცდომილ სწავლებას ითვისებს. ამ თემაში მინდა მსჯელობაზე უფრო მეტად წარმოდგენილი იყოს მამათა სწავლებანი ამ კუთხით, წყაროს მითითებით. იმედია მაქსიმალურად მვოერიდებით გაურკვეველი წარმომავლობის ციტატების მოტანას და აგრეთვე ზეპირად არსებულ რაღაც ცნობებს. მინდა ჯანსაღად შევხედოთ ამ საკითხს, რათა ადამიანმა მცირედი სწორი ინფორმაცია მაინც მიიღოს.

თავდაპირველად მინდა იოანეს "გამოცხადების" შესახებ დავწერო, უფრო სწორად წარმოვადგინო წყაროები მისი კანონიკურობის შესახებ, ანუ რა გზა განვლო მან, ვიდრე აღიარებულ იქნებოდა ახალი აღთქმის კანონიკურ ძეგლად. ეს იმის საჩვენებლად, რომ ყოველმა ადამიანმა არ უნდა განმარტოს ის თავისი ჭკუით, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით გვმართებს მეტი სიფრთხილე.


აქ წარმოდგენილია ის წყაროები, რაც მე მოვიძიე ქართულ ენაზე (ცხადია სხვაც ბევრი არსებობს, მაგრამ ვითარების დასანახად ესეც საკმარისია):


მოციქულთა 85-ე კანონი, სადაც საუბარია წმინდა წერილის წიგნთა შესახებ, თუ რომელი წიგნები უნდა მივიჩნიოთ კანონიკურ წიგნებად. მათ შორის ჩამოთვლილია ახალი აღთქმის წიგნებიც:


“ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი - ორი, იოანეს - სამი, იაკობის - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტისა - ორი; აგრეთვე თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი (რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო); და საქმენი ჩვენი მოციქულთა.”

როგორც ვხედავთ აღნიშნულ კანონში საერთოდ არაფერია ნათქვამი “გამოცხადების” შესახებ.



ასევე არაფერია ნათქვამი ამ წიგნის შესახებ ლაოდიკიის კრების (რომელიც 343-381 წლებში უნდა გამართულიყო) 60-ე კანონში:

“ახალი აღთქმის წიგნები:

სახარება ოთხი: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. საქმე მციქულთა. კათოლიკე ეპისტოლეები შვიდი: იაკობისი 1, პეტრესი 2, იოანესი 3, იუდასი 1. პავლეს ეპისტოლეები 14: რომაელთა მიმართ 1, კორინთელთა მიმართ 2, გალატელთა მიმართ 1, ეფესელთა მიმართ 1, ფილიპელთა მიმართ 1, კოლასელთა მიმართ 1, თესალონიკელთა მიმართ 2, ებრაელთა მიმართ 1, ტიმოთეს მიმართ 2, ტიტეს მიმართ 1, ფილიმონის მიმართ 1.” (დიდი სჯულის კანონი)



“გამოცხადებას” არ ახსენებს აგრეთვე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (გარდ. 389 წ.):

ახლა ჩამოვთვლი ახალი აღთქმისას: მათემ აღწერა ებრაელთათვის ქრისტეს სასწაულნი, მარკოზმა - ალექსანდრიელთათვის[1], ხოლო საღმრთო ლუკამ - იტალიელთათვის[2] და დიდმა იოვანემ - ზოგადად ყველასათვის. შემდეგ გვაქვს ბრძენ მოციქულთა საქმენი. შემდეგ თოთხმეტი ეპისტოლე პავლესი და შვიდი კათოლიკე ეპისტოლე: ერთი - ღმრთის ძმისა [იაკობის], ორი - პეტრესი, სამი იოანესი, და იუდას ეპისტოლე მეშვიდე ბეჭდად გვაქვს. ამათ გარდა სხვა არ არის მისაღები. (დიდი სჯულის კანონი)



სათუუო აზრია წარმოდგენილი წმ. ამფილოქე იკონიელთან (გარდ. 395 წ.):

მოისმინე ჩემგან მადლიანი სახელები მახარებელთა წიგნებისა, იცოდე ოთხი: მათე, მარკოზი, მესამე - ლუკა და რიცხვით მათ შორის მეოთხე - იოვანე, ხოლო სიმაღლითა და სჯულით პირველი, ქუხილის ძედ ღირსეულად აღიარებული, რომელმაც დიდად იქუხა სიტყვა ღმრთისა. სხვა წიგნიც არის ლუკასი: საქმე დიდთა მოციქულთა. ამას დაუმატე წარმართთა ქადაგის, რჩეული ჭურჭლის, ბრძენი მოციქულის პავლეს ეპისტოლენი, რიცხვით ორჯერ შვიდი: ერთი რომაელთა და ორი კორინთელთა, სხვა გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამათ მოსდევს ფილიპელთა და მერმე კოლასელთა და ორი თესალონიკელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ ორი და ცალ-ცალკე ღირსი ტიტესა და ფილიმონის მიმართ. ერთი ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, რომლის შესახებ იცრუეს, არ არის პავლესიო, თუმც აშკარაა მასში ნიშანი მადლისა.

სხვა კათოლიკე ეპისტოლეები შვიდია, როგორც ამბობენ ზოგნი, ზოგს კი მიაჩნია, რომ სამია მხოლოდ. უნდა წავიკითხოთ ერთი - იაკობისა, ერთი პეტრესი და ერთი - იოანესი. ხოლო ზოგი სამ ეპისტოლეს თვლის იოვანესად და ორს პეტრესად, რასაც ემატება ერთი იუდასი და ასე სრულდება შვიდად. ამათთან ერთად ზოგი იოვანეს გამოცხადებასაც აღრიცხავს, ხოლო უმრავლესობა საჭვოდ ხდის მას (“დიდი სჯულის კანონი” წმიდა ამფილოქე იკონიელის სელევკოსის მიმართ მიწერილ იამბიკოდან).



წმ. ათანასე ალექსანდრიელი (გარდ. 373 წ.) კი ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიიჩნევს მას მოციქულის კალმით დაწერილ წიგნად:

“ახალი აღთქმის მოხსენიებასაც ნუ დავიზარებთ. ესენი არიან - ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისი, ლუკასი და იოანესი. მათ შემდეგ - საქმე მოციქულთა და კათოლიკედ წოდებული მოციქულთა შვიდი ეპისტოლე: იაკობისა - ერთი, პეტრესი - ორი, იოანესი - სამი და იუდასი - ერთი. ამათ მოსდევს პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, რომელთა რიგი ასეთია: პირველი - რომაელთა მიმართ, მეორე - კორინთელთა მიმართ (ორი), შემდეგ გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამის შემდეგ - ფილიპელთა და კოლასელთა მიმართ, შემდეგ - თესალონიკელთა მიმართ (ორი) და ებრაელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ (ერთი) და, დასასრულ, ფილიმონის მიმართ (ერთი) და ბოლოს - იოანეს გამოცხადება.” (“დიდი სჯულის კანონი”, ათანასე ალექსანდრიელის 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლიდან).



საბოლოოდ კართაგენის კრებამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ამ წიგნის კანონიკურობა. ამ კრების 24-ე კანონში აღნიშნულია:

“ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრე მოციქულის ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება, ერთი წიგნი.” (“დიდი სჯულის კანონი”).



საინტერესოა აგრეთვე ცნობები ევსები კესარიელის (IV ს.) “საეკლესიო ისტორიიდან”, რომლებსაც აგრეთვე გთავაზობთ:


წიგნი III, თავი XVIII


“გად­მო­ცე­მით ამ დროს ჯერ კი­დევ ცოც­ხალ მო­ცი­ქულ­სა და მა­ხა­რე­ბელს, იო­ა­ნეს ღვთის სიტ­ყვი­სათ­ვის მოწ­მო­ბის გა­მო მის­ჯი­ლი ჰქონ­და კუნ­ძულ პატ­მოს­ზე გა­და­სახ­ლე­ბა. რო­დე­საც ირი­ნე­ო­სი იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბად" წო­დე­ბულ წიგ­ნში მოყ­ვა­ნი­ლი ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის რიც­ხვის შე­სა­ხებ წერს, "მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" ნაშ­რო­მის მე­ხუ­თე წიგ­ნში იო­ა­ნეს შე­სა­ხებ ამ­ბობს შემ­დეგ სიტ­ყვებს: "თუ სა­ჭი­როა ახ­ლან­დელ დროს მი­სი სა­ხე­ლის აშ­კა­რად ქა­და­გე­ბა, ეს ალ­ბათ მან უნ­და თქვას, ვინც იხი­ლა გა­მოც­ხა­დე­ბა. რად­გან დიდ ხნის წინ არ უხი­ლავს, არა­მედ თით­ქმის ჩვენს თა­ო­ბა­ში, დო­მი­ცი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რულს.”



წიგნი III, თავი XXIV


“იო­ა­ნეს ნა­წერ­თა­გან გარ­და სა­ხა­რე­ბი­სა პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლეც არა­სა­ეჭ­ვოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან და ძველ­თა­გა­ნაც, მაგ­რამ სა­და­ვოა და­ნარჩე­ნი ორი, "გა­მოც­ხა­დე­ბის" შე­სა­ხე­ბაც ამ ჟა­მამ­დე მრა­ვალ­თა შო­რის არის აზ­რი გა­ყო­ფი­ლი; ესეც მსგავ­სად­ვე იქ­ნე­ბა თა­ვის დრო­ზე ნაჩვე­ნე­ბი და ძვე­ლე­ბის მოწ­მო­ბის მოხ­მო­ბით გან­სჯი­ლი.”



წიგნი V, თავი VIII


“მწე­რალ­მა ეს თქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის მე­სა­მე წიგ­ნში, მე­ხუ­თე წიგ­ნში კი იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბი­სა" და ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის რიც­ხვის შე­სა­ხებ ასე მსჯე­ლობს: "რო­დე­საც ეს ასე არის და ყვე­ლა ძვე­ლი ნაშ­რო­მის ას­ლშიც მოყ­ვა­ნი­ლია ეს რიც­ხვი, თვით იო­ა­ნეს პი­რის­პირ მხილ­ველ­ნიც მოწ­მო­ბენ და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბაც გვას­წავ­ლის ჩვენ, რომ მხე­ცის სა­ხე­ლის რიც­ხვი ბერ­ძნუ­ლი რიც­ხვე­ბის მი­ხედ­ვით ამა­ვე ასო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოჩნდე­ბა". შემ­დეგ აგ­რძე­ლებს და მის შე­სა­ხებ ამ­ბობს: "ამ­რი­გად ჩვენ არ ჩა­ვიგ­დებთ თავს საფრთხე­ში, რომ გა­ვა­კე­თოთ უეჭ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის შე­სა­ხებ. რად­გან თუ მი­სი სა­ხე­ლი გაც­ხა­დე­ბუ­ლად უნ­და იქა­და­გოს ჩვენს დრო­ში, მა­შინ ის გა­მოც­ხა­დე­ბის მხილ­ვე­ლის მი­ერ ით­ქმე­ბო­და; რად­გან არ­ცთუ დი­დი ხნის წინ უხი­ლავს, არა­მედ და­ახ­ლო­ე­ბით ჩვენს თა­ო­ბა­ში, დო­მი­ცი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რულს".



წიგნი VI, თავი XXV


"მა­თეს სა­ხა­რე­ბის [გან­მარ­ტე­ბე­ბის]" პირ­ველ წიგ­ნში, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის დაც­ვით, და­ა­მოწ­მებს, რომ იც­ნობს მხო­ლოდ ოთხ სა­ხა­რე­ბას, და ასე წერს: "რო­გორც გად­მო­ცე­მით ვის­წავ­ლეთ ოთ­ხი სა­ხა­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც არის ერ­თა­დერ­თი უეჭ­ვე­ლი ცის ქვეშ არ­სე­ბულ ღვთის ეკ­ლე­სი­აში, რომ პირ­ვე­ლი და­ი­წე­რა ოდეს­ღაც მე­ბა­ჟის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იე­სო ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლის მა­თეს მი­ხედ­ვით, ვინც ეს ებ­რა­ულ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლი გა­მოს­ცა იუ­და­იზ­მი­დან გად­მო­სუ­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი­სათ­ვის. მე­ო­რე კი არის მარ­კო­ზის. რო­გორც პეტ­რემ უამ­ბო მას, მა­ნაც ისე და­წე­რა, ვი­საც [თა­ვის] ძედ აღი­ა­რებს კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ში, რო­დე­საც ამ­ბობს: "მო­კით­ხვას გით­ვლი­ან ბა­ბი­ლონ­ში თა­ნარჩე­უ­ლი და მარ­კო­ზი, ძე ჩემი" (1 პეტ. 5, 13). მე­სა­მე კი არის ლუ­კას მი­ხედ­ვით, პავ­ლეს მი­ერ ნა­ქე­ბი სა­ხა­რე­ბა წარ­მარ­თთა­გან გად­მო­სულ­თათ­ვის შექ­მნი­ლი. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს კი [სა­ხა­რე­ბა] იო­ა­ნეს მი­ხედ­ვით".

"იო­ა­ნეს [სა­ხა­რე­ბა­ზე] გან­მარ­ტე­ბე­ბის" მე­ხუ­თე წიგ­ნში იგი­ვე პი­რი მო­ცი­ქულ­თა ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ამას ამ­ბობს: "ის, ვის­თვი­საც საკ­მა­რი­სი იყო გახ­დო­მა მსა­ხუ­რად ახა­ლი აღთქმის არა ასოს, არა­მედ სუ­ლის, - პავ­ლე, ვინც სა­ხა­რე­ბით აღავ­სო იე­რუ­სა­ლი­მი­დან მრგვლივ­შე­მოვ­ლით ილი­რი­კი­ამ­დე, ყვე­ლა იმ ეკ­ლე­სი­ებს რო­დი წერ­და, რომ­ლებ­საც ას­წავ­ლი­და, მაგ­რამ რომ­ლებ­საც წერ­და, მუხ­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას უგ­ზავ­ნი­და. პეტ­რემ კი, რო­მელ­ზეც ქრის­ტემ ეკ­ლე­სია და­ა­ფუძ­ნა, რო­მელ­საც ჰა­დე­სის ბჭე­ნი ვერ დაძ­ლე­ვენ, დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა მე­ო­რეც; რად­გან ის სა­ეჭ­ვოა. რა უნ­და ვთქვა იე­სოს მკერ­დზე მიყრდნო­ბი­ლის, იო­ა­ნეს შე­სა­ხებ, ვინც დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი სა­ხა­რე­ბა, ვინც აღი­ა­რებ­და, რომ შე­ეძ­ლო იმ­დე­ნის შექ­მნა, რი­სი და­ტევ­ნა­საც ქვეყ­ნი­ე­რე­ბა ვერ შეძ­ლებ­და; მან და­წე­რა "გა­მოც­ხა­დე­ბაც", ვი­საც ნაბ­რძა­ნე­ბი ჰქონ­და და­დუ­მე­ბუ­ლი­ყო და არ და­ე­წე­რა შვი­დი ქუ­ხი­ლის ხმე­ბი? მან აგ­რეთ­ვე დაგ­ვი­ტო­ვა ძა­ლი­ან მცი­რე­რიც­ხო­ვა­ნი მუხ­ლე­ბი­სა­გან შემ­დგა­რი ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა მე­ო­რეც და მე­სა­მეც; რად­გან ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა ესე­ნი არ არის ნამ­დვი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ორი­ვე ერ­თად არ შე­ი­ცავს ას მუხ­ლსაც".



ევსების “საეკლესიო ისტორიის” VII წიგნის XXV თავში კი მოცემულია წმ. დიონისე ალექსანდრიელის მსჯელობა კონკრეტულად ”გამოცხადებასთან” დაკავშირებით, რომელსაც სრულად წარმოვადგენთ:


შემ­დეგ გა­და­დის მომ­დევ­ნო თე­მა­ზე და იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბის" შე­სა­ხებ ამ­ბობს: "ჩვე­ნამ­დე ზო­გი­ერ­თებ­მა უარ­ყვეს და სრუ­ლი­ად გა­ნი­შო­რეს ეს წიგ­ნი, გა­ნი­ხი­ლეს თი­თოე­უ­ლი თა­ვი და გა­ნაც­ხა­დეს, რომ შე­უც­ნო­ბე­ლი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია, სა­თა­უ­რი კი ნა­ყალ­ბე­ვი. ამ­ბო­ბენ, რომ არც იო­ა­ნეს ეკუთ­ვნის, არც არის გა­მოც­ხა­დე­ბა, არა­მედ უმეც­რე­ბის მტკი­ცე და სქე­ლი ფარ­დით არის და­ფა­რუ­ლი; და არა­თუ რო­მე­ლი­მე მო­ცი­ქუ­ლი, სა­ერ­თოდ არც წმინ­და­ნი და არც სა­ეკ­ლე­სიო პი­რი არ არის ამ თხზუ­ლე­ბის შემქმნე­ლი, არა­მედ - კე­რინ­თო­სი, მის­გან [მომ­დი­ნა­რე] "კე­რინ­თი­ა­ნე­ლე­ბად" წო­დე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის შემქმნე­ლი, რო­მელ­საც სურ­და თა­ვი­სი თხზუ­ლე­ბი­სათ­ვის ნდო­ბის ღირ­სი სა­ხე­ლი ეწო­დე­ბია. რად­გან ეს არის მი­სი მოძღვრე­ბის დოგ­მა­ტი, რომ ქრის­ტეს სა­მე­ფო დე­და­მი­წა­ზე იქ­ნე­ბა, და რაც თვი­თონ სწად­და, სხე­უ­ლის მოყ­ვა­რე­სა და სრუ­ლი­ად ხორ­ცი­ელს, იმის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, - მუ­ცელ­ზე და მუც­ლის საჭ­მლი­თა და სას­მე­ლით, და ქორ­წი­ნე­ბე­ბით გაძ­ღო­მა­ზე და მათ­ზე, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ფიქ­რობ­და, რომ ამათ (ხორ­ცი­ელ სი­ა­მეთ - მთარგ.) უფ­რო შე­სა­ფე­რის სა­ხელს მის­ცემ­და, ასე­ვე დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, მსხვერპლშე­წირ­ვებ­სა და წმინ­და საკ­ლა­ვებ­ზე. მე კი ამ წიგ­ნის უარ­ყო­ფას ვერ გავ­ბე­დავ, მა­შინ რო­ცა მრა­ვალ ძმას გულ­მოდ­გი­ნე­ბით უპ­ყრია იგი; მაგ­რამ მი­მაჩნია, რომ მის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბა აღე­მა­ტე­ბა ჩემს აზ­როვ­ნე­ბას და ვთვლი, რომ მი­სი თი­თოე­უ­ლი ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბა არის და­ფა­რუ­ლი და უფ­რო საკ­ვირ­ვე­ლი. და თუმ­ცა მე არ მეს­მის, მაგ­რამ ვეჭ­ვობ, რომ უფ­რო ღრმა რამ დევს [მის] გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში, მათ ვზო­მავ და განვსჯი არა სა­კუ­თა­რი აზ­რით, არა­მედ რწმე­ნას ვა­ნი­ჭებ უფ­რო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას. და ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემს აზ­როვ­ნე­ბა­ზე უფ­რო მა­ღა­ლია, და არ უარ­ვყოფ იმას, რაც ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ უფ­რო ის მიკ­ვირს, რაც არ მი­ნა­ხავს".

ამის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლავს "გა­მოც­ხა­დე­ბის" მთელ წე­რილს და აჩვე­ნებს, რომ ტექ­სტის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ნა­წი­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­აზ­რე­ბულ იქ­ნას, და დას­ძენს: "მთე­ლი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის და­სას­რულს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი აკურ­თხევს მის დამ­ცვე­ლებს და სა­კუ­თარ თავ­საც. რად­გან ამ­ბობს: "ნე­ტა­რი არის ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სიტ­ყვა­თა დამ­მარ­ხვე­ლი და მეც, იო­ანე, ამის მხედ­ვე­ლი და მსმე­ნე­ლი" (გა­მოც. 22, 7‑8). არ ვკა­მა­თობ, რომ მას იო­ა­ნე ეწო­დე­ბა და ეს იო­ა­ნეს ნა­წე­რი არის, რად­გან ვგო­ნებ, რომ ვინ­მე წმინ­დანს და ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულს ეკუთ­ვნის. მაგ­რამ იო­ლად რო­დი და­ვე­თან­ხმე­ბი, რომ იგი არის მო­ცი­ქუ­ლი, ზე­ბე­დეს ძე, ია­კო­ბის ძმა, ვი­სიც არის იო­ა­ნეს სა­ხე­ლით და­სა­თა­უ­რე­ბე­ლი სა­ხა­რე­ბა და კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლეც. რა­მე­თუ თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის ხა­სი­ა­თი­დან, სიტ­ყვე­ბის ბუ­ნე­ბი­დან და ე. წ. წიგ­ნის შედ­გე­ნი­ლო­ბი­დან გან­ვსაზღვრავ, რომ არ არის ერ­თი­და­ი­გი­ვე. რად­გან მა­ხა­რე­ბე­ლი არ­სად არ მი­ა­წერს თა­ვის სა­ხელს, არც აც­ხა­დებს თა­ვის თავს სა­ხა­რე­ბის ან ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით".

შემ­დეგ კვლავ ამ­ბობს: "...იო­ა­ნე კი არ­სად, - არც პირ­ველ, არც მე­სა­მე პირ­ში. "გა­მოც­ხა­დე­ბის" მწე­რა­ლი კი მა­შინ­ვე და­საწ­ყის­ში წი­ნა­და­ა­წე­სებს თა­ვის თავს: "იე­სო ქრის­ტეს გა­მოც­ხა­დე­ბა, რაც მას გა­დას­ცა მა­ლე­ვე მი­სი მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის საჩვე­ნებ­ლად. იგი აღ­ნიშ­ნა და წარ­გზავ­ნა მი­სი ან­გე­ლო­ზის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვის მო­ნას­თან იო­ა­ნეს­თან, ვინც და­ა­მოწ­მა ღვთის სიტ­ყვა და მი­სი მოწ­მო­ბა, და რაც იხი­ლა" (გა­მოცხ. 1, 1‑2). შემ­დეგ ეპის­ტო­ლე­საც წერს: "იო­ა­ნე ასი­ა­ში მყოფ შვიდ ეკ­ლე­სი­ას, მად­ლი თქვენ და მშვი­დო­ბა" (გა­მოც. 1, 4). მა­ხა­რე­ბე­ლი კი კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლის წინ არ წერს თა­ვის სა­ხელს, არა­მედ ყო­ველ­გვა­რი უხ­ვსიტ­ყვა­ო­ბის გა­რე­შე თვით საღ­ვთო გა­მოც­ხა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო­დან იწ­ყებს: "რაც იყო და­სა­ბა­მი­დან, რაც გვსმე­ნია, რაც გვი­ნა­ხავს ჩვე­ნი თვა­ლე­ბით" (1 იოან. 1,1). ამ გა­მოც­ხა­დე­ბის გა­მო ნე­ტარ ჰყოფს უფა­ლი პეტ­რეს და ეუბ­ნე­ბა: "ნე­ტარ ხარ სი­მონ ბარ იონა, რად­გან ხორ­ცმა და სისხლმა არ გა­გიც­ხა­და შენ, არა­მედ ჩემ­მა ზე­ცი­ერ­მა მა­მამ" (მათ. 16, 17). მაგ­რამ არც იო­ა­ნეს მე­ო­რე და მე­სა­მედ წო­დე­ბულ მოკ­ლე ეპის­ტო­ლე­ებ­ში არის იო­ა­ნე სა­ხე­ლით მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, არა­მედ უსა­ხე­ლოდ არის წარ­წე­რი­ლი "ხუ­ცე­სი" (2 იოან. 1; 3 იოან. 1). მან კი მომ­დევ­ნო ამ­ბის მო­სათ­ხრო­ბად საკ­მა­რი­სად არ ჩათ­ვა­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთგზის და­სა­ხე­ლე­ბა, არა­მედ კვლავ ახ­სე­ნებს თა­ვის სა­ხელს: "მე იო­ანე, თქვე­ნი ძმა და თა­ნა­ზი­ა­რი იე­სოს ტან­ჯვა­ში, სა­სუ­ფე­ველ­სა და დათ­მე­ნა­ში, ვი­ყა­ვი პატ­მო­სად წო­დე­ბულ კუნ­ძულ­ზე ღვთის სიტ­ყვი­სა და იე­სოს მოწ­მო­ბის გა­მო" (გა­მოც. 1, 9). და­სას­რულ კი ამას ამ­ბობს: "ნე­ტა­რია ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სიტ­ყვე­ბის დამ­ცვე­ლი და მეც, იო­ანე, ამის მხედ­ვე­ლი და მსმე­ნე­ლი" (გა­მოც. 22, 7‑8).

ის, რომ იო­ა­ნე არის ამ სიტ­ყვე­ბის მწე­რა­ლი, უნ­და ვირ­წმუ­ნოთ, რად­გან თვი­თონ ამ­ბობს. მაგ­რამ თუ რო­მე­ლი იო­ა­ნეა, ცხა­დი არ არის. რად­გან თა­ვის თავ­ზე არ ამ­ბობს, რო­გორც მრა­ვალ­გზის - სა­ხა­რე­ბა­ში, რომ არის უფ­ლის საყ­ვა­რე­ლი მო­წა­ფე, ან მის მკერ­დზე მიყრდნო­ბი­ლი (იოან. 13, 25), ან ია­კო­ბის ძმა, ან უფ­ლის თვით­მხილ­ვე­ლი და უშუ­ა­ლო მსმე­ნე­ლი. რად­გან რომ ეთ­ქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­თა­გან რა­იმე, აშ­კა­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მოჩე­ნის მსურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამათ­გან არ­ცერთს არ ახ­სე­ნებს, არა­მედ ამ­ბობს, რომ არის ჩვე­ნი ძმა და თა­ნა­ზი­არი, იე­სოს მოწ­მე და გა­მოც­ხა­დე­ბის ხილ­ვი­სა და სმე­ნის გა­მო ნე­ტა­რი (იოან. 22, 7‑8). ვფიქ­რობ, რომ იო­ა­ნე მო­ცი­ქუ­ლის მრა­ვა­ლი თა­ნა­მო­სა­ხე­ლე ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის, გაკ­ვირ­ვე­ბი­სა და აღფრთო­ვა­ნე­ბის გა­მო, და მის მსგავ­სად უფ­ლის მი­ერ შეყ­ვა­რე­ბის სურ­ვი­ლით ამ სა­ხე­ლის აღე­ბა უხა­რო­და, რო­გორც მორ­წმუ­ნე­თა შვი­ლებს ხში­რად ეწო­დე­ბათ პავ­ლე და პეტ­რე. ამ­რი­გად, "მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ებ­ში" არ­სე­ბობს სხვა იო­ა­ნეც, მარ­კო­ზად ზე­წო­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბარ­ნა­ბამ და პავ­ლემ თან წა­იყ­ვა­ნა, ვის შე­სა­ხე­ბაც კვლავ ამ­ბობს: "ხო­ლო ჰყავ­დათ ასე­ვე იო­ა­ნე შემ­წედ" (საქ­მე. 13, 5). არ ჩანს, ის თუ არის მწე­რა­ლი, რად­გან არ წე­რია, რომ მათ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა ასი­ის­კენ, არა­მედ ამ­ბობს: "პა­ფო­დან წა­სუ­ლე­ბი პავ­ლე და მას­თან მყოფ­ნი პამ­ფი­ლი­ის პერ­გე­ში შე­ვიდ­ნენ, იო­ა­ნე კი მათ ჩა­მო­შორ­და და დაბ­რუნ­და იე­რუ­სა­ლიმ­ში" (საქ­მე. 13, 13). ვფიქ­რობ, რომ იგი იყო სხვა ვინ­მე ასი­ა­ში მყოფ­თა­გან. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ეფე­სო­ში არის ორი საფ­ლა­ვი და ამ­ბო­ბენ, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი იო­ა­ნეს ეკუთ­ვნის.

"და აზ­რე­ბი­დან, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­დან და მა­თი წყო­ბი­დან ბუ­ნებ­რი­ვად აღიქ­მე­ბა, რომ ეს [მწე­რა­ლი] მის­გან განსხვავ­დე­ბა. ერ­თმა­ნეთს ეთან­ხმე­ბა სა­ხა­რე­ბა და ეპის­ტო­ლე, ორი­ვე [ერ­თმა­ნე­თის] მსგავ­სად იწ­ყე­ბა. ერ­თი ამ­ბობს: "და­სა­ბამ­ში იყო სიტ­ყვა" (იოან. 1, 1), მე­ო­რე კი: "რაც იყო და­სა­ბა­მი­დან". ერ­თი ამ­ბობს: "და სიტ­ყვა ხორ­ცი გახ­და და და­ემ­კვიდ­რა ჩვენს შო­რის და ვი­ხი­ლეთ მი­სი დი­დე­ბა, დი­დე­ბა რო­გორც მა­მი­სა­გან მხო­ლოდ­შო­ბი­ლი­სა" (იოან. 1, 14); მე­ო­რე კი მცი­რე­დით ცვლის ამ სიტ­ყვებს: "რაც გვეს­მა, რაც ვი­ხი­ლეთ ჩვე­ნი თვა­ლე­ბით, რაც ვნა­ხეთ და ჩვენ­მა ხე­ლებ­მა გა­სინ­ჯა ცხოვ­რე­ბის სიტ­ყვის შე­სა­ხებ; და ცხოვ­რე­ბა გაც­ხა­დე­ბულ იქ­ნა" (1. იოან. 1, 1‑2). ამ სიტ­ყვე­ბის შე­სა­ვალ­ში მი­მარ­თავს, რო­გორც შემ­დეგ ცხად­ყოფს, მათ, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ უფა­ლი ხორ­ცი­ე­ლად არ მო­სუ­ლა, რის გა­მოც მზრუნ­ვე­ლად და­ურ­თავს: "და რაც გვი­ხი­ლავს, და­ვა­მოწ­მებთ და გა­უწ­ყებთ თქვენ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც იყო მა­მას­თან და გაგ­ვეც­ხა­და ჩვენ; რაც ვი­ხი­ლეთ და გვეს­მა, გა­უწ­ყებთ თქვენც" (1 იოან. 1, 2‑3). ერ­თსა და იმა­ვე [სიტ­ყვას] იყე­ნებს და წინ და­დე­ბულს არ გა­ნუდ­გე­ბა, ხო­ლო იმა­ვე თა­ვე­ბი­სა და სა­ხე­ლე­ბის გზით ყვე­ლა­ფერს გა­ივ­ლის. მათ­გან ზო­გი­ერთს ჩვენც მოკ­ლედ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. მა­გა­რამ ყუ­რად­ღე­ბი­ა­ნი მკით­ხვე­ლი თი­თოე­ულ მათ­გან­ში მრა­ვალ­გზის აღ­მოაჩენს [სიტ­ყვებს]: "ცხოვ­რე­ბა" (იოან. 1, 4; 1. იოან. 2, 25; 3, 14 და ა. შ.), "სი­ნათ­ლე" (იოან. 1‑12; 1 იოან. 1, 5‑7; 2, 8‑10), "სიბ­ნე­ლის­გან მოქ­ცე­ვა"; მრა­ვალ­გზის: "ჭეშ­მა­რი­ტე­ბა" (იოან. 1, 14; 1 იოან. 1, 8; 3, 19 და ა. შ.), "მად­ლი" (იოან. 1, 14‑17; 2 იოან. 3), "სი­ხა­რუ­ლი" (იოან. 3, 29 და ა. შ.; 1 იოან. 1, 4; 2 იოან. 12; 3 იოან. 4), "ხორ­ცი (იოან. 1, 13‑14; 6, 53‑56 და ა. შ.; 1 იოან. 4,2) და სის­ხლი (იოან. 6, 53‑56; 19, 34; 1 იოან. 1, 7; 5, 6‑8) უფ­ლი­სა", "გან­კით­ხვა" (იოან. 3, 19 და ა. შ.; 1 იოან. 4, 17; 2, 18 და ა. შ.), "ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბა" (შდრ. იოან. 20, 23; 1 იოან. 1, 9; 2, 12; შდრ. 3, 5), "ჩვენს მი­მართ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი" (იოან. 3, 16; 14, 23; 17, 23; 1 იოან. 3, 1; 4, 11 და ა. შ.), "ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის მცნე­ბა" (იოან. 13, 34; 15, 12‑17; 1 იოან. 3, 23 და ა. შ.), რომ უნ­და "და­ვიც­ვათ ყვე­ლა მცნე­ბა" (იოან. 15, 10; 1 იოან. 2, 3; 3, 22 და ა. შ.); მხი­ლე­ბა "ქვეყ­ნი­ე­რე­ბის" (იოან. 16, 8; 1 იოან. 2, 16), "ეშ­მა­კის" (1 იოან. 3, 8; 2, 14 და ა. შ.), "ან­ტიქ­რის­ტეს" (1 იოან. 2, 18); "სუ­ლიწ­მინ­დის აღთქმა" (იოან. 14, 16 და ა. შ.; 1 იოან. 3, 24; 4, 13; შდრ. 2, 20), "ღვთის ძე­ო­ბი­ლო­ბა" (იოან. 1, 12; 11, 52; 1 იოან. 3, 1‑2 და ა. შ.); ჩვენ­გან მუდ­მი­ვი მოთ­ხოვ­ნა "რწმე­ნი­სა" (იოან. 1, 7 და ა. შ.; 1 იოან. 5, 4); "მა­მა" და "მე" (იოან. 3, 36 და ა. შ.; 1 იოან. 4, 14 და ა. შ.) - ყველ­გან გვხვდე­ბა ეს სიტ­ყვე­ბი. და მთლი­ა­ნად ყვე­ლა ად­გი­ლის გავ­ლით ერ­თსა და იმა­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ შე­ფე­რი­ლო­ბას ხე­დავ სა­ხა­რე­ბა­შიც და ეპის­ტო­ლე­შიც. "გა­მოც­ხა­დე­ბა" ამათ­გან ძა­ლი­ან განსხვა­ვე­ბუ­ლი და უც­ხოა, არაფ­რით არის მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მახ­ლო­ბე­ლი, და ძლივს აქვს, რო­გორც იტ­ყვი­ან, მათ­თან სა­ზი­ა­რო მარ­ცვა­ლი. ეპის­ტო­ლე (არა­ფერს ვამ­ბობ სა­ხა­რე­ბა­ზე) "გა­მოც­ხა­დე­ბის" არც ხსე­ნე­ბას, არც აზრს არ შე­ი­ცავს, არც "გა­მოც­ხა­დე­ბა" - ეპის­ტო­ლი­სას, მა­შინ რო­ცა პავ­ლე ეპის­ტო­ლე­ებ­ში თა­ვი­სი გა­მოც­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ ზოგ რა­მეს წარ­მოაჩენს ისეთს, რაც ცალ­კე არ ჩა­უ­წე­რია.

"გარ­და ამი­სა სტი­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს სა­ხა­რე­ბი­სა და ეპის­ტო­ლის განსხვა­ვე­ბა "გა­მოც­ხა­დე­ბის­გან". რად­გან ისი­ნი არა მხო­ლოდ გა­ნუხ­რე­ლად არის ელინ­თა ენის მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი, არა­მედ აზ­რის სიტ­ყვი­ე­რი გა­მო­ხატ­ვის უდი­დე­სი მჭევ­რმეტ­ყვე­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა არის ნაჩვე­ნე­ბი სიტ­ყვე­ბით, სი­ლო­გიზ­მე­ბით და წი­ნა­და­დე­ბის წყო­ბით, და სრუ­ლი­ად არ მო­ი­პო­ვე­ბა მათ­ში ბარ­ბა­რიზ­მი, სო­ლი­ციზ­მი*, ან რა­ი­მე ვულ­გა­რიზ­მი. რად­გან, რო­გორც ჩანს, მწე­რალს აქვს უფ­ლის­გან მი­მად­ლე­ბუ­ლი ორი­ვე სა­ხის სიტ­ყვა, ცოდ­ნი­საც და მეტ­ყვე­ლე­ბი­საც. მე­ო­რე მწე­რალს კი, არ ვკა­მა­თობ, რომ უხი­ლავს გა­მოც­ხა­დე­ბე­ბი, მი­უ­ღია ცოდ­ნა და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ მი­სი მეტ­ყვე­ლე­ბა და ენა არ არის ზედ­მი­წევ­ნით ელი­ნუ­რი, არა­მედ იყე­ნებს ბარ­ბა­რო­სულ იდი­ო­მებს და ზოგ ად­გი­ლას სო­ლი­ციზ­მებ­საც, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლა ახ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. რად­გან არა და­სა­ცი­ნად ვამ­ბობ ამას (ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს ამას), არა­მედ მხო­ლოდ ამ წე­რი­ლე­ბის განსხვა­ვე­ბუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად".



აქედან კარგად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობდა ამ წიგნის შესახებ პირველ ოთხ საუკუნეში, გამომდინარე ტექსტის სირთულიდან. ამიტომ გვმართებს დიდი სიფრთხილე, როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ სწავლების შესახებ გამოცხადებიდან.

მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიტან იმის შესახებ, თუ რატომ არის საფრთხილო ამ წიგნის განმარტება.

"გამოცხადების" XX თავში ვკითხულობთ

"ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა." (20, 1-5).

სწორედ ამ მუხლების საფუძველზე პირველი საუკუნეების ეკლესიაში გაჩნდა ე.წ. ქილიაზმის (ათასწლეული) ერესი, რომელმაც თვით ეკლესიაშიც კი შეაღწია:

მაგ. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს:

"”ისინი (უკეთურნი, ე.ჭ.) ვერ ცნობენ ღვთის განგებულებას, ვერც მართალთა აღდგომისა და სასუფევლის საიდუმლოს, რაც არის დასაბამი უხრწნელებისა და რომლის მიერაც ღვთის შემეცნებაში წარემატებიან ღირსეულნი... ამ განახლებულ შესაქმეში, ღვთის გამოჩინების ჟამს, უპირველესად აღდგებიან მართალნი და დაიმკვიდრებენ კიდეც იმას, რაც ღმერთმა აღუთქვა მამებს ანუ იმეუფებენ მასთან (მაცხოვართან, ე.ჭ.) ერთად, ხოლო განკითხვა შემდეგ იქნება, რადგანაც მართებულია, რომ თვით შესაქმეში მიიღონ მათ ნაცვალგება მათი ღვაწლისა, სადაც აწამეს და გვემეს ისინი და ტანჯეს ყოველგვარი სახის სატანჯველით, რომ ამავე შესაქმეში, სადაც სიკვდილი უსაჯეს ღვთის სიყვარულისათვის, ახლად იცხოვრონ მათ, რომ ამავე შესაქმეში, სადაც დაითმინეს მათ მონობა, იმეუფონ, რადგანაც ღმერთი ყოვლად მდიდარია და ყოველივე მას ეკუთვნის. ამიტომაც ხამს, რომ ეს შესაქმე, აღდგენილი პირველსახეში, იყოს მართალთა სამფლობელო შეუზღუდველად”


აგრეთვე წმ. იუსტინე მარტვილიც ამბობს:

"ამ მხრივ იუსტინე, როგორც ჩანს, იზიარებდა მილენარისტთა მოძღვრებას ათასწლეულის შესახებ. იგი აღნიშნავს: “ხოლო მე და ყველამ მათ, რომლებიც აგრეთვე მართლმოაზროვნე (“ორთოგნომენეს”) ქრისტიანები არიან, ვიცით, რომ იქნება ხორცით აღდგომა და როგორც აღიარებენ ეზეკიელი, ესაია და სხვა წინასწარმეტყველნი, ათასი წელი (ვიქნებით) აშენებულ, შეკრულ და გავრცობილ იერუსალიმში... ჩვენს შორის ერთმა კაცმა, სახელად იოანემ, ქრისტეს ერთ-ერთმა მოციქულმა მასზე აღსრულებულ “გამოცხადებაში” იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტეს მორწმუნენი ათას წელს დაჰყოფდნენ იერუსალიმში, ამის შემდეგ კი მოხდებოდა საყოველთაო (“კათოლიკე”) და, მოკლედ რომ ვთქვათ (“სჳნელონტი ფანაი”), ერთსულოვანი (“ჰომოთჳმადონ”) საუკუნო აღდგომა ყველასთან ერთად და განკითხვა მათი”

ეს სწავლება სახეზე იყო III საუკუნეშიც, რასაც ფართო ხასიათი მისცა ვინმე ნეპოტმა, ვისთან პოლემიკაშიც წმ. დიონისე ალექსანდრიელმა ამხილა ეს მოძღვრება. მინდა სრულად წარმოვადგინო ეს თავი ევსების "საეკლესიო ისტორიიდან", რადგან ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს გაუკუღმართებულ ადმაიანებთან.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   მეორედ მოსვლის შესახებ   Aug 25 2011, 01:08 PM
afxazi   VII წიგნის XXV თავი ამ ...   Aug 25 2011, 01:22 PM
ქევანა   ეჰ, ნეტა ბევრს ესმო...   Aug 25 2011, 08:07 PM
afxazi   როგორი იყო ესქატოლ...   Aug 26 2011, 12:34 PM
afxazi   ის რომ ჩვენი საქმე ...   Sep 7 2011, 03:12 PM
afxazi   თავიდანვე ვიტყვი, ...   Sep 13 2011, 10:56 AM
arcivi9   afxazi ყოჩაღ, კარგად გი...   Sep 14 2011, 02:12 AM
lingvo   afxazi გეთანხმები. ჩემ...   Sep 14 2011, 11:01 AM
cxz   http://www.apocalypse.ge/sxv_avismomaswave..._gaci...   Feb 27 2012, 03:58 PM
marine   "როცა მონაზვნობა ...   Nov 6 2014, 01:05 PM
sanfol   მგონი დედა პარასკე...   Nov 17 2014, 01:18 PM
marine   მგონი დედა პარასკ...   Nov 17 2014, 01:52 PM
G_saxva   sanfol და დედა პარასკე...   Nov 17 2014, 04:25 PM
marine   marine ზოგადად ჯვირს გ...   Nov 17 2014, 04:27 PM
esre ars cheshmariteba     Nov 18 2014, 01:14 AM
marine   "უფალი მეორედ მოვ...   Dec 25 2014, 06:32 PM
marine   "უნდა ვივარაუდოთ,...   Dec 28 2014, 07:42 PM
marine   "-უფალო, ნუ წამიყვ...   Feb 15 2015, 10:40 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 08:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი