სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აკაკი |
Feb 1 2013, 04:49 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მშვიდობა. ცოტა მოულოდნელი თემის წამოჭრა განვიზრახე, მაგრამ მემგონი არ უნდა იყოს უინტერესო და, როგორც მე ვიცი, ფორუმელებიდანაც მრავალი ხატავს. ამიტომ, მათთვის და ფორუმის მომავალი წევრებისათვის (რომლებიდანაც, იმედია, მხატვრობით დაინტერესებულნიც იქნებიან) საინტერესო იქნება.
![]() "ფერწერის ტექნოლოგია" აერთიანებს მასალების მომზადების წესს, მათ ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებს და იმ რთულ ტექნოლოგიურ პროცესს, რომელსაც განიცდის ეს მასალები სურათის წერის მომენტიდან წლების განმავლობაში. "ფერწერის ტექნიკა" კი განსაზღვრავს სურათის შექმნის ძირითად ეტაპს, როდესაც მხატვარი უშუალოდ იწყებს შემოქმედებით მუშაობას. ამ შემთხვევაში ამ ცნების შინაარის გამოხატავს ჩვევებს, რის შედეგადაც ცნობილი ხდება ფერწერული ამოცანების გადაწყვეტა. ლ. კვასხვაძე მოდი პირდაპირვე ამოვწერ ამ წიგნიდან (ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია") რაიმეს. ე სიქნება სამხატვრო გრუნტის შესახებ, ე.ი. ამ შეთხვევაში ტილოს მომზადება დასახატად. ციტატა ტილოს დაგრუნტვა ზეთის ფერწერისათვის ზეთის ტექნიკის განვითარების პირველი ნაბიჯებიდან, ე.ი XV საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, გრუნტის რეცეპტების უამრავი რიცხვი დაგროვდა; რომ გავარჩიოთ კარგი გრუნტი ცუდისაგან საჭიროა მათი განხილვა, გაანალიზება და კლასიფიკაცია, ვინაიდან სპეციალურ ლიტერატურაშI ბევრი ისეთი რეცეპტია, რომელიც ვერ პასუიხობს ზეთის ფერწერის მოთხოვნილებას. ისმება კითხვა, რა მოთხოვნას უნდა უყენებდეს მხატვარი გრუნტს?
გრუნტების თვისებები ძირითადად განისაზღვრება შემაკავშირებელი ნივთიერებებით და ამიტომ იმ მაკავშირებლის სახელს ატარებს, რომელზეც დამზადებულია ესა თუ ის გრუნტი. მაგალითად: ზეთის და ნახევარზეთის გრუნტი, წებოს გრუნტი, კაცეინის, ემულსიური, სინთეტიკური და სხვ.; გრუნტები იყოფა ორ ჯგუფად: შემწოვ და არაშემწოვ გრუნტებად. პირველს ეკუთვნის: წებოზე, კაზეინზე, ემულსიასა და სინთეტიკურ მაკავშირებლებზე დამზადებული გრუნტები, მეორე-ს ზეთის, ნახევარზეთის და ალკიდის გრუნტი (რომელზეც ქვმეოთ მინდა მოკლედ გესაუბროთ). მხატვართა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ამა თუ იმ გრუნტს და კატეგორიულად უარყოფს დანარჩენს. მხატვარი, რომელიც გამოიმუშავებს საკუთარ ხერხებს, ტექნიკას და მუშაობის მანერას, მოითხოვს ისეთ გრუნტს, რომელიც მისი მუშაობის პრინციპს შეესაბამება. მზა, დაგრუნტული ტილოს ნაკლი სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მას შეუძლია დააკმაყოფილოს მხატვართა მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ვინაიდან წარმოება სერიულად ამზადებს მხოლოდ ერთI სახის, კერძოდ, სინთეტიკური გრუნტით დამუშავებულ ტილოს, რომელიც პოდოლსკის კომბინატში 1970-1971 წელს დაინერგა; მანამდე მზადდებოდა ემულსიური გრუნტი სერიული წარმოებისათვის, რომელიც ვერ პასუხობდა ზეთის ფერწერის მოთხოვნილებას, რადგან რეცეპტურაშI თავიდანვე იყო შეცდომა დაშვებული; დღეისათვის ეს ჩეცდომა გამოსწორებულია, მაგრამ სერიული წარმოებისათვის ასეთი გრუნტის დამზადება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ტილოს ხელახალი გადაჭიმვის დროს ქვეჩარჩოზე, გრუნტი საკმაოდ ზიანდება, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ასეთ გრუნტზე შესრულებული ნამუშევარი ნაკლები გამძლეობით ხასიათდება. ბევრი დიდი მხატვარი, როგორც ძველად, ისე ეხლაც, თვითონ ამზადებდა და ამზადებს გრუნტს; ერთი მხრივ, ამან განაპირობა, რომ მათი ნამუშევრები დღემდე კარგად არის შემონახული, მაგრამ ავტორის მიერ შესრულებული გრუნტის ყოველთვის არ მოგვცემს სასურველ შედეგს, თუ მან არ იცის გრუნტის და მასში შემავალ მასალათა თვისებები და არ არის დახელოვნებული გრუნტების დამზადებაში. ახლა კი ალკიდის გრუნტი; რატომღაც მე ეს ავირჩიე, ალბათ აღწერილთაგან უფრო კარგი, ხარისხიანი, დადებითი თვისებებით დატვირთული და ზეთის ფერწერის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მეჩვენა. მაშ ასე ალკიდის გრუნტი: ციტატა არაშემწოვ გრუნტებს მიეკუთვნება ალკიდის გრუნტი, რომელიც თავისი თვისებებით ტრადიციული ზეთის გრუნტის ანალოგიურია, მაგრამ განსხვავდება რიგი დადებითი თვისებებით. ტილოს დაგრუნტვა ალკიდის თუთია-ტიტანის თეთრათი (белилa титаного-цинковые, zinc-titan white) შეიძლება პირდაპირ, გაწებვის გარეშეც, ან დავკმაყოფილდეთ წებოს ერთი ფენით. ჯერ პემზით ან ზუმფარით (ე.წ. შკურკა) უნდა დავამუშავოთ ტილოს ზედაპირი (თუ ადგილ-ადგილ ძალიან ამოიჩეჩა მაკრატლით ან ბრიტვით, ისე რომ ტილოს ქსოვილი არ დაიჭრას, წავჭრით ნაჩეჩებს) , შემდეგ საღებავს გამოვწურავთ ტუბიდან და მასტიხინის საშუალებით გავშლით ისე, რომ ფორები კარგად ამოივსოს; საკმარისია ერთი ფენაც, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ორი-სამი დღის შემდეგ შეგვიძლია დავფაროთ მეორე ფენითაც. ზეთის გრუნტისაგან განსხვავებით ალკიდის გრუნტი ძალიან სწრაფად შრება და საიმედოდ იცავს ტილოს დაძველებისაგან. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია სასურათე ტილო უკანა მხრიდანაც დავფაროთ თუთია ტიტანის თეთრათი და ამით საბოლოოდ დავიცავთ ატმოსფეროს ზეგავლენისაგან. ზეთის გრუნტისაგან განსხვავებით, ალკიდის გრუნტზე მუშაობა შეგვიძლია დავიწყოთ ორი-სამი დღის შემდეგ და , რაც მთავარია, ზედაპირის საფენათაშორისო ლაქით დამუშავების გარეშე, ურომლისოდაც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტებზე მუშაობა დაუშვებელია. ალკიდის თუთია-ტიტანის თეთრა ხასიათდება დიდი ადგეზიური უნარით და ამიტომ ამ საღებავით დაფარულ ზედაპირზე ზეთის საღებავები მტკიცედ მაგრდება საფენათაშორისო ლაქის გარეშეც. ეს თვისება ერთ-ერთი და უდავოდ ალკიდის გრუნტის დიდი დადებითი მხარეა. ალკიდის გრუნტი, ისე როგორც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტი, არ იწოვს ზეთს საღებავებიდან, რის გაოც მათი უთხელესი ფენაც კი მასზე ინარჩუნებს პირველად ტონს და ჟღერადობას. საღებავები აქაც ისევე, შრება, როგორც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტზე. ავტორი: ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია" |
აკაკი ფერწერის ტექნიკა Feb 1 2013, 04:49 AM
ქევანა საინტერესო თემაა :) ... Feb 1 2013, 11:05 AM
qetevano აკაკი
ვააა კაი თემ... Feb 1 2013, 01:18 PM
აკაკი [b]დასაგრუნტი მასალ... Feb 12 2013, 02:53 AM
აკაკი [size=3]ფანერი
ფერწერი... Feb 12 2013, 01:52 PM
qetevano
[b][size=3]ფანერი
ფერწერ... Feb 12 2013, 03:01 PM
აკაკი qetevano
მემგონი სხვა რა... Feb 12 2013, 04:32 PM
qetevano აკაკი
არა მასეთზე ... Feb 12 2013, 04:57 PM
აკაკი qetevano
მართალი ვთქვა, ... Feb 12 2013, 05:11 PM
ქევანა ჩემს კონსპექტებში ... Feb 12 2013, 05:52 PM
qetevano
ჩემს კონსპექტებში... Feb 12 2013, 06:39 PM
აკაკი მე ხელოვნური ხის დ... Feb 12 2013, 05:56 PM
აკაკი ხატმწერებო, შეგიძლ... Mar 16 2013, 09:57 PM
qetevano
ხატმწერებო, შეგიძ... Mar 23 2013, 08:56 PM
qetevano აკაკი
ვიდეო არ გამ... Mar 17 2013, 06:14 PM
აკაკი გამომადგება, მაგრა... Mar 17 2013, 06:28 PM
qetevano რაღაც წიგნს ვეძებ ... Mar 17 2013, 06:34 PM
qetevano v25kcz6Wyvo
ეს ემულსიის მ... Mar 17 2013, 06:53 PM
qetevano აკაკი
HTb7l3VF1HY
ესეც დაფ... Mar 17 2013, 07:08 PM
qetevano http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=86.585;w... Mar 17 2013, 07:33 PM
აკაკი დიდი მადლობა. ადრე ... Mar 17 2013, 08:34 PM
tamuna m ფერწერის ტექნოლოგ... Mar 17 2013, 09:10 PM
qetevano tamuna m
ხვალ უნდა მომიტ... Mar 17 2013, 09:30 PM
ქევანა tamuna m
qetevano
ფერწერის ტე... Mar 18 2013, 11:05 AM
აკაკი უღრმესი მადლობა.. Mar 24 2013, 02:00 PM
qetevano ადრე მახსოვს ვიღაც... Oct 2 2013, 11:46 PM
davita74 აკაკი
ქევანა
არა... Feb 8 2015, 07:42 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2025 - 07:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი