IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 149 150 151 152 153 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
ზარნაშო
პოსტი Nov 22 2007, 02:19 PM
პოსტი #3001


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



აქ ზემოთ ხალხს უწერია,
შემყურეს ღრანჭი მომექცა.
აი, ამათა სცოდნიათ
წერის ხერხიც და ღონეცა!

GABAONI და ქეთევან
მართლა რითმებად დაღვრილან.
მიკვირს, ამდენი წერისგან
ოდნავაც რომ არ დაღლილან.
ციტატა(zviadauri @ Nov 22 2007, 01:58 PM) *


ახლა კი მე ველოდები,
თემა რამე რომ ავაგდოთ.
ბილწისტყვა,წყენა,ბუტვაი,
გვერძე,გან და გან გავაგდოთ wink.gif


ბუტიას გახსენებაზე,
Genesisს შევუთვალეო:
"მობრძანდი როცა გენებოს,
გინდა დღეს, გინდა ხვალეო".

რა ვიცი რა გამომივა,
მე კი ვუთხარი ესაო.
გუშინ არ გამოჩენილა,
იქნებ მოვიდეს დღესაო.



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 22 2007, 03:35 PM
პოსტი #3002


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(M.M. @ Nov 22 2007, 02:19 PM) *

აქ ზემოთ ხალხს უწერია,
შემყურეს ღრანჭი მომექცა.
აი, ამათა სცოდნიათ
წერის ხერხიც და ღონეცა!

GABAONI და ქეთევან
მართლა რითმებად დაღვრილან.
მიკვირს, ამდენი წერისგან
ოდნავაც რომ არ დაღლილან.

ბუტიას გახსენებაზე,
Genesisს შევუთვალეო:
"მობრძანდი როცა გენებოს,
გინდა დღეს, გინდა ხვალეო".

რა ვიცი რა გამომივა,
მე კი ვუთხარი ესაო.
გუშინ არ გამოჩენილა,
იქნებ მოვიდეს დღესაო.



მოვა და ჩვენც აქ დავხვდებით,
გვეტყვის და ვეტყვით ჩვენცაო.
იცოცხლე კაფვიის წერა,
არ მოგვბეზრდების არაო

ზაზა წერამ კაფიასა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABAONI
პოსტი Nov 22 2007, 03:36 PM
პოსტი #3003


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



ციტატა
მე ლევანი ვარ ძმობილო,
26 წელსა გადავცდი.
სხირტლაძე გვარად გახლავარ,
თბილისში ადრე დავვაცდი

მოკლედ მიგიღებთ,აბა რა,
აქ დიდი ჩვენ გვაქვს მაფია.
"მობრძანდი,როგორც ძმა-ძმასთან,
ნათლიმამასთან-ნათლია".

ახლა კი მე ველოდები,
თემა რამე რომ ავაგდოთ.
ბილწისტყვა,წყენა,ბუტვაი,
გვერძე,გან და გან გავაგდოთ



კიდევ ერთხელ გამარჯობათ
როგორ გიკიტხოთ ძამაო?
მუზის მოძებნა მინდოდა
მცდელობა მქონდა ამაო

მემგონი აღარ გამომდის
რაღაც ვერა ვარ დღესაო
კლავიატურაც მიხურებს
ცოტას მატკიებს ხელსაო

................................



--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 22 2007, 03:39 PM
პოსტი #3004


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(GABAONI @ Nov 22 2007, 03:36 PM) *

კიდევ ერთხელ გამარჯობათ
როგორ გიკიტხოთ ძამაო?
მუზის მოძებნა მინდოდა
მცდელობა მქონდა ამაო

მემგონი აღარ გამომდის
რაღაც ვერა ვარ დღესაო
კლავიატურაც მიხურებს
ცოტას მატკიებს ხელსაო

................................


ხელი თუ გტკივა ჯიგარო,
ნუ დააბრალებ კომპსაო laugh.gif
ნუ დაამსხვრევ და დალეწვ,
ნუ აუტეხავ ომსაო.

ახალი პრემიერი გვყავს,
კი დაერია ბანკებსო.
კარტები მგონი დამრჩება,
რა ვუყო ცარიელსაო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 22 2007, 03:55 PM
პოსტი #3005


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



რას წერ ბიჭო ამდენს? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABAONI
პოსტი Nov 22 2007, 04:02 PM
პოსტი #3006


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



ეს მესამე პრემიერიც
აქამდე გვყავდა ორიო
შალვას თქმისა არ იყოს
არის დაღლილი ჯორიო biggrin.gif

ნოღაიდელის ფუნქცია
მე ჯერ ვერ გამირკვევია
ეგეთი ხალხი მთავრობაში
დღესაც რომ ძალზედ ბევრია

გურგენიძესაც შევხედოთ
მგონი რაღაცა გამოვა
თუ არ გამოვა რას იზამს
ალბათ ოპოზიციაში წამოვა smile.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 22 2007, 04:14 PM
პოსტი #3007


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(GABAONI @ Nov 22 2007, 04:02 PM) *

ეს მესამე პრემიერიც
აქამდე გვყავდა ორიო
შალვას თქმისა არ იყოს
არის დაღლილი ჯორიო biggrin.gif

ნოღაიდელის ფუნქცია
მე ჯერ ვერ გამირკვევია
ეგეთი ხალხი მთავრობაში
დღესაც რომ ძალზედ ბევრია

გურგენიძესაც შევხედოთ
მგონი რაღაცა გამოვა
თუ არ გამოვა რას იზამს
ალბათ ოპოზიციაში წამოვა smile.gif



ნოღაიდელზე რა გითხრა,
იყო პატარა კაცია.
ჩასძახებდნენ და იძახდა,
ხმა მაღლა, კუკუნ ხმაშია.

ხოდა კიდევაც მიიღო,
მთავრობის განაწყენება.
მოფერებით და ღიმილით,
მოუხდა გამობრძანება.

გაბაშვილები ხო იცი wink.gif
რას ბლატაობენ ორ-ხმაში.
თუ იცნობ ჩემგან მოკითხვა,
თუ არა ჭამონ ბოზბაში laugh.gif

ხუთ წუთში მოვალ მკაფველნო,
ვაი თქვენ ჩემო საქმენო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABAONI
პოსტი Nov 22 2007, 04:40 PM
პოსტი #3008


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



ციტატა
გაბაშვილები ხო იცი
რას ბლატაობენ ორ-ხმაში.
თუ იცნობ ჩემგან მოკითხვა,
თუ არა ჭამონ ბოზბაში


ჩემი მოგვარე კი არის
ცნობად არ ვიცი ნაღდადა
ერთხელ ნასვამზე გამაცნეს
მაშინ არ ვიყავ საღადა

მეც სამსახურში გახლავართ
მიტომ ვცერ ალაგ ალაგო
იმდენი დროცა არა მაქ
აქ რომ ლექსები ავაგო

რაც შეეხება მთავრობას
სულ ცალ ფეხზედა მკიდია
ალბათ მალე სხვა მოვა
ესენი უკვე მიდიან

მაგრამ ნეტა ვინ მოვა
ალბათ იგივე ნაგავი
ჩემი ქალაქის მეეზოვე
აჰა ცოცხი და დაგავი biggrin.gif

ცოტა იუმორიც დაურთოთ
თორე მეშლება ნერვები
ნეტავ პარლამენტს შეავსებს
ოპოზიციის წევრები?



--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 22 2007, 05:01 PM
პოსტი #3009


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(GABAONI @ Nov 22 2007, 04:40 PM) *

ჩემი მოგვარე კი არის
ცნობად არ ვიცი ნაღდადა
ერთხელ ნასვამზე გამაცნეს
მაშინ არ ვიყავ საღადა


მეც სამსახურში გახლავართ
მიტომ ვცერ ალაგ ალაგო
იმდენი დროცა არა მაქ
აქ რომ ლექსები ავაგო

რაც შეეხება მთავრობას
სულ ცალ ფეხზედა მკიდია
ალბათ მალე სხვა მოვა
ესენი უკვე მიდიან

მაგრამ ნეტა ვინ მოვა
ალბათ იგივე ნაგავი
ჩემი ქალაქის მეეზოვე
აჰა ცოცხი და დაგავი biggrin.gif

ცოტა იუმორიც დაურთოთ
თორე მეშლება ნერვები
ნეტავ პარლამენტს შეავსებს
ოპოზიციის წევრები?



ნასვამზე თუ კი გაიცან,
კი გეხსომება სიტყვები.
ეტყოდი"თქვენი ჭირიმეთ,
მეც თქვენიანი ვიქნები". wink.gif

მაგრამ ფხიზელზე ფიქრები,
კი აგიშლიდნენ შენ ნერვებს.
ნუ დარდობ, უკვე მიდიან,
ვერ დაგვაჭამენ ჩვენ ფეხ..ს wink.gif

ვინ მოვა ეგ სულერთია,
ოღონდ ა ეს კი წავიდეს.
იქნება ასე ძახილით,
ვაის ქლოშინით გაფრინდეს.

გაფრინდებიან მეთქი,ხო ვამბობდი laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABAONI
პოსტი Nov 22 2007, 06:37 PM
პოსტი #3010


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



ციტატა
ნასვამზე თუ კი გაიცან,
კი გეხსომება სიტყვები.
ეტყოდი"თქვენი ჭირიმეთ,
მეც თქვენიანი ვიქნები".


მაგრამ ფხიზელზე ფიქრები,
კი აგიშლიდნენ შენ ნერვებს.
ნუ დარდობ, უკვე მიდიან,
ვერ დაგვაჭამენ ჩვენ ფეხ..ს

ვინ მოვა ეგ სულერთია,
ოღონდ ა ეს კი წავიდეს.
იქნება ასე ძახილით,
ვაის ქლოშინით გაფრინდეს.

გაფრინდებიან მეთქი,ხო ვამბობდი



არა ეგეთი არა ვარ
მაგას როგორა ვეტყოდი
გინდ ფხიზელ ვიყო გინდ მთვრალი
მათ წინააღმდეგ ვდგებოდი

გულში რაცა მაქვს აზრები
იმას პირშიაც ვამბობ
გინდ ჩემი ძმა იყოს
ბოროტს ყოველთვის დავგმობ




--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 23 2007, 02:31 AM
პოსტი #3011


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გიორგობას!

დაგლოცოთ წმინდა გიორგიმ,
მადლი მოგფინოთ თავზედა!
მისთვის ნათხოვნნი, ნალოცნი,
წინ დაგხვეროდეთ გზაზედა!

არა შეუდრკეთ, მოსეულს,
ცდუნებას - მტერსა თქვენსაო!
აჰკაფოს წმინდა გიორგიმ,
შემოტევისვე დღესაო!

გილოცავთ! სადედოებსა,
მამებსა, დედებს ღვაწლითა,
საოჯახოთა ვაჟკაცთა,
ბალღებს წითური ღაწვითა,

წასულებსა და ჯერმც მყოფთა,
წმინდა გირგის სეხნიათ
მისი სახელის რქმევისა,
ბედნიერება შეჰყრიათ!

მათაც ვინ იცის მის მადლი,
მათაც ვინც ჯერ არ შობილა,
უძლურებითა მწოლარეთ,
მოსილთა, დედიშობილათ...

ვინც თუ გამომრჩეს, შემინდეთ,
რა მოსთვლის უფლის შვილთაო... sad.gif
- მეც შემეწიე წმინდაო,
ძლევა ვეღარ მაქვს ჭირთაო...








--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 24 2007, 01:57 PM
პოსტი #3012


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



zviadauri
GABAONI
რა პოლიტიკა აგიტყდათ,
რამ გადაგრიათ თქვენაო?
აგერ, ქეთევანს შეხედეთ,
როგორ დაიტკბო ენაო!

აქ მაინც ნუ გამაგონებთ
პოლიტიკაზე კამათსა,
ამითი ნუ ამატკიებთ
ამ გოგრას, საღ-სალამათსა!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 25 2007, 02:44 AM
პოსტი #3013


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
იხარე!

***
აბა რა ნოტა გვეცვალა?
რაღაც არ მომწონს ბანიო!..
მე ვამბობ, პასუხს არ წერენ,
დღეს ამ თემაში სხვანიო...

რა ხდება? - მე მოვიწყინე?
მერე თქვენ რასა სტირიხართ?
თუ ჩემსა მოწყენილობას,
დარდიანობას ჩივიხართ? smile.gif

ჰოდა გაცნობებთ: იხარეთ!
ქეთი იბრუნებს ფორმასო!
აღარ ვაპირებ წუხილებს,
ანდა თავ-ბედის გლოვასო!

ყოველი რამე გვარდება,
დღეს არა, ხვალ რამ დღესაო!
რაც გვაქვს, იმაზეც მადლობა,
უნდა შევწიროთ ღმერთსაო!

ასე, რომ ამაყად, შემართებით!
ქართველო მიყევ ცხოვრებას!
უფლის იმედით ვიღვაწოთ,
ვესწრაფოდ სულის ცხონებას!

მიყვარხართ ყველა! იცოდეთ,
ალალად ვამბობ, არ ფლიდად!
როცა იქნება, შევხვდებით...
სახეს შამატყობთ ადვილად smile.gif

გადმეფინება ღიმილი,
თვალს ჩამეღვრება სისველე...
თქვენ თავი კარგად მიმყოფოს,
ღმერთო ამაში მიშველე!

smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 25 2007, 07:56 PM
პოსტი #3014


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ქალო, რა მუზა იშოვე,
რომ ვეღარ ცხრები წერითა?
თვალები გადამეღალა
შენი ლექსების ცქერითა.

შენ გაიხარე, გამრავლდი,
ახარე ჩვენი გულიო!
ვიმედოვნებ, რომ არა გაქვს
ეგ ლექსი მოპარულიო biggrin.gif

ცოტათი გადაკრულში ვარ,
ვიხრჩობი სიყვარულშიო.
თქვენ შემოგევლეთ, გაკოცებთ,
ყველას ჩაგიკრავთ გულშიო!

სადა ხართ დაკარგულები,
ქეთო რომ დარჩა მარტოკა?
რაღად ივარგებს მკაფველი,
თუ ხელი არ გაატოკა?

ეს ქალი მიყვარს დასავით,
თუმც არ მინახავს ჯერაო.
ვატყობ კეთილი გული აქვს
და ეხერხება წერაო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 25 2007, 08:02 PM
პოსტი #3015


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ქურმუხს მოვცვითე მუხლები
ჩამოველ სავსე გულითა
საზღვარზე ბევრიც გვაწვალეს
ვერ გასტეხს რწმენა სულითა...
-----------------------------------------

თქვენ ლექსებს ისე ვუცქერი
როგორც ნაომარ ველსაო
არაფრის თავი აღარ მაქვს
ისე დავიღალ დღესაო...


ასე რომ დღეს მაპატიეთ
ურითმაობა ჩემიო
ხვალიდან ფორმაში მოვალ
შემოგევლოთ ჩემ დღენიო!!!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 25 2007, 08:10 PM
პოსტი #3016


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(M.M. @ Nov 25 2007, 04:56 PM) *

ქალო, რა მუზა იშოვე,
რომ ვეღარ ცხრები წერითა?
თვალები გადამეღალა
შენი ლექსების ცქერითა.

შენ გაიხარე, გამრავლდი,
ახარე ჩვენი გულიო!
ვიმედოვნებ, რომ არა გაქვს
ეგ ლექსი მოპარულიო biggrin.gif

ცოტათი გადაკრულში ვარ,
ვიხრჩობი სიყვარულშიო.
თქვენ შემოგევლეთ, გაკოცებთ,
ყველას ჩაგიკრავთ გულშიო!

სადა ხართ დაკარგულები,
ქეთო რომ დარჩა მარტოკა?
რაღად ივარგებს მკაფველი,
თუ ხელი არ გაატოკა?

ეს ქალი მიყვარს დასავით,
თუმც არ მინახავს ჯერაო.
ვატყობ კეთილი გული აქვს
და ეხერხება წერაო.


გენაცვალე biggrin.gif

გადაკრულშია ყოფილხარ,
გადაკარგულში მე ვარო! biggrin.gif
შენ სვავ, მე კიდევ სიცილით
ფეხზე ვეღარა ვდგევარო...

რავი რა მუზა მეტაკა,
რა შემიწუხა გონოი...
სულ რითმით მინდა დავწერო,
გინდა რამ სიტყვა ორიო.. biggrin.gif

ამოსთვი კიდევ, გვითხარი
მიზეზი შენი ლხენისო..
იქნებ ღირდეს და ღვინითა,
აქ მე 'ბოკალი' შევივსო! biggrin.gif

ვიტყვი და დავილოცებით,
ერთხელაც მიზეზს შენსაო!
მოკლედ მოვრითმავ, ლამაზად,
გულს არ შეგიწყენ ბევრსაო!

ციტატა(თათი87 @ Nov 25 2007, 05:02 PM) *

ქურმუხს მოვცვითე მუხლები
ჩამოველ სავსე გულითა
საზღვარზე ბევრიც გვაწვალეს
ვერ გასტეხს რწმენა სულითა...
-----------------------------------------


იხარე! შეგწეოდესა
დღეს რამ ნალოცი ყოველი!
აბა სურათებს ამბებსა,
გვერძე თემაში მოველი! 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 25 2007, 11:15 PM
პოსტი #3017


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(k@the @ Oct 3 2007, 02:11 PM) *

Jnosy
თათი87
meleqse
nini_1
QORBUDA
izi-bartki

რა ამბავია ხალხო აქ?
სად ვწერო ყველას პასუხი? (ვაი დედა biggrin.gif)
თავს რეტი დამახვიეთ აქ
ისედაც მტანჯავს ბახუსი. (ცხოვრებისა biggrin.gif)

თუ გინდათ გავიხალისო,
შევაფრთხიალო ფრთებიო
აქეთ მეწვიეთ სტუმრადა
გადმოიფრინეთ მთებიო smile.gif

ხაჭაპურს მეც კი დავაცხობ,
ვიცი მოხვევა კარგია..
ჩემგან დამცხვარი ყოველი
ხელუკუღმაც კი ვარგია biggrin.gif

IPB-ს სურათი
(სურათის გალერეაში გადატანას ვკრძალავ smile.gif)

აგერ საბუთიც დაგიდეთ,
ფაქტზედა საჩინოსაო biggrin.gif
მოსაწვევებს დაგიგზავნით
ვიზისთვის საჭიროსაო.

აბა დალაგდით, დაეწყვეთ
'აინკაუფზე' მივალ (საყიდლებზე )
უნდა დაგახვედროთ
ხაჭაპური და პივა (გერმანული სუფთა biggrin.gif biggrin.gif)
(14,366)




wow ქეთ!

მოვდივარ laugh.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 26 2007, 11:04 AM
პოსტი #3018


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნათია
ციტატა
wow ქეთ!

მოვდივარ


რა გჭირს ან შენ და ან სხვას.

GABAONI

ციტატა
რაც შეეხება მთავრობას
სულ ცალ ფეხზედა მკიდია
ალბათ მალე სხვა მოვა
ესენი უკვე მიდიან


ამის დაწერისთვის ყვითელი ბარათი (იმედია წითელში არ გადაზრდი)

და საერთოდ იქნებ პოლიტიკაზე ნაკლებად...

zviadauri
ეს შენც გეხება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 26 2007, 12:05 PM
პოსტი #3019


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Nov 25 2007, 08:02 PM) *

ქურმუხს მოვცვითე მუხლები
ჩამოველ სავსე გულითა
საზღვარზე ბევრიც გვაწვალეს
ვერ გასტეხს რწმენა სულითა...
-----------------------------------------

თქვენ ლექსებს ისე ვუცქერი
როგორც ნაომარ ველსაო
არაფრის თავი აღარ მაქვს
ისე დავიღალ დღესაო...
ასე რომ დღეს მაპატიეთ
ურითმაობა
ჩემიო
ხვალიდან ფორმაში მოვალ
შემოგევლოთ ჩემ დღენიო!!!
ამას თუ დაღლას უწოდებ,
ურითმოდ ყოფნას, ჯახირსა,
მაშინ ფორმაში თუ ჩადექ,
გაგვრეკავ, როგორც ნახირსა biggrin.gif
ციტატა(k@the @ Nov 25 2007, 08:10 PM) *

გენაცვალე biggrin.gif

გადაკრულშია ყოფილხარ,
გადაკარგულში მე ვარო! biggrin.gif
შენ სვავ, მე კიდევ სიცილით
ფეხზე ვეღარა ვდგევარო...

რავი რა მუზა მეტაკა,
რა შემიწუხა გონოი...
სულ რითმით მინდა დავწერო,
გინდა რამ სიტყვა ორიო.. biggrin.gif

ამოსთვი კიდევ, გვითხარი
მიზეზი შენი ლხენისო..

იქნებ ღირდეს და ღვინითა,
აქ მე 'ბოკალი' შევივსო! biggrin.gif

ვიტყვი და დავილოცებით,
ერთხელაც მიზეზს შენსაო!
მოკლედ მოვრითმავ, ლამაზად,
გულს არ შეგიწყენ ბევრსაო!
ლხენისა რა მოგახსენო,
ის სუფრა გახლდათ ჭირისა.
ასეა, ზოგი რომ ლხინობს,
ზოგი ამავ დროს სტირისა.

ერთ ჩემს მეგობარს ხუთშაბათს
გარდაეცვალა დედაო,
ისეთი ინერვიულა,
ლამის გადაჰყვა ზედაო.

სოფელი ბინდისფერია,
ვერსად წავუვალთ ამასა.
კაცი მაინც არ მოიშლის
ქორწილს, სმასა და ჭამასა.

ბოკალი მაშინ ასწიე,
ის თუ დაგადგა ჩუმადა,
გითხრა: "ისეთი ტურფა ხარ,
ლამის შეგჭამო უმადა" laugh.gif



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABAONI
პოსტი Nov 26 2007, 02:02 PM
პოსტი #3020


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



ციტატა
ამის დაწერისთვის ყვითელი ბარათი (იმედია წითელში არ გადაზრდი)

და საერთოდ იქნებ პოლიტიკაზე ნაკლებად...

ბოდიშს მოვიხდი მოდერო
პოლიტიკაში ჩავერთეთ
მემგონი თემა შეგვეშალა
რა მოხდა ცოტა გავერთეთ

აბა ხალხო დავჯარიმდი
ავირტყი ყვითელი ბარათი
მთავრობაზე ლაპარაკით
გაგვიგრძელდა კამათი

დაგვიანებით მარა მაინც
მოგილოცავთ გიორგობას
წმინდა გიორგიმ დაგიფაროთ
არ მოგაკლოთ წყალობა

ეს დღეები არ ვიყავი
ლექსიც ცოტა მომიძველდა
დასვენება ერთ დღეს მქონდა
მაგრამ ცოტა გამიგრძელდა









--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 149 150 151 152 153 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 11:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი