სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 22 2008, 03:29 PM
პოსტი
#161
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
პ.ს. გიო, Soldier რომ თუ ეღირსა და შემოვა აქ, იმას დაუწერე ეგენი რუსულად, საინტერესოა ხომ იმის აზრიც? ბოლო ბოლო შენგან დახატული პირსისხლიანი სერბი ოფიცერია, ეგება უფრო ნათლად დაწეროს
staywhite გეშინია ხომ ომის? არადა ახლა მართლა მართალია სერბეთი... ჩემს გამო არ მეშინია, მე მივდივარ და მათთან ვიქნები ომში, თუ აუცილებლად დაიწყება,თუმცა მაინც მივდივარ რამდენიმე დღეში. |
კანონისტი |
Feb 22 2008, 03:32 PM
პოსტი
#162
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
ხო სწორია ჩემი ხელმოწერა სერბულად? იოვანს ჩემგან გადაეცი, რომ სერბები ძალიან მიყვარს და საგანგებოდ უნდა მოვიხსენიო ლოცვებში ქრისტესმოყვარე სერბული მხედრობა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
Feb 22 2008, 03:43 PM
პოსტი
#163
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა შენგან დახატული პირსისხლიანი სერბი ოფიცერია არა პირსისხლიანი ერთი ადამიანი არასოდეს არ არის. ხსნა ყველგან არის. ნებისმიერ ომში არსებობენ ვაჟკაცურად მებრძოლები, ნებისმიერ ომში არსებობს ადამიანობის შენარჩუნება. ოფიცერი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოსთვის იბრძვის ყოველთვის პატრიოტია. პასუხისმგებლობა ყველაფერზე ეკისრება ქვეყნის პირველ პირს, რომელიც იძლევა განკარგულებებს... ახლა არაა საჭირო ამათი რუსულად დაწერა. რაც იყო ადრე იმას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. soldier ტყუილა ინერვიულებს რაიმე არა სასიამოვნოს, რომ გაიგებს სერბების მიმართ, არადა ახლა შეიძლება სერბეთში ომი დაიწყოს, რომელშიც სერბეთი მართალია, ამიტომ ახლა წარსულის განხილვის დრო არ არის, მითუმეტეს სერბ ოფიცერთან. ძალიან უადგილო იქნებოდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას მის კონსტიტუციურ ფარგლებში. მას შემდეგ რაც პრიშტინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სათქმელიც აღარაფერია... გადაეცი soldier-ს, რომ თუ კოსოვოში ომი დაიწყო ქართველების უდიდესი უმრავლესობა სერბეთის გულშემატკივარი იქნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 22 2008, 03:58 PM
პოსტი
#164
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გადასარევად გიწერია გადავცემ, თუ მოვახერხე დაკავშირება,იქნებ საღამოს.გაიხარე დავით და ლოცვის მადლი შეგწეოდეს.
გიორგი, ვიმეორებ, საუბარია მართლმორწმუნე ხალხის ჩაგვრაზე და არა მილოშევიჩის პოლიტიკაზე, სწორედაც რომ მართლმადიდებლობა იყო ბევრის მიზეზი. ხალხზეა აქ აქცენტი, მაშინ ასე თქვი სერბები კი არა ეს და ეს, ის და ის, სერბი ხალხი იგივდება სარწმუნოებასთან, იუგოსლავიაში რომ გეცხოვრა მიხვდებოდი რატომაც. რომიძახი ბოსნას, როგორც სუვერენულს თავს დაესხაო, კარგი : აფხაზეთს იგივე სტატუსი აქვს რაც ბოსნა-ჰერცეგოვინას ქონდა, იმპერიალისტურია საქართთველო? თუ ნაკლები ქნა ჩვენმა ჯარმა, აფხაზი და ოსი რად გინდა, სამეგრელო ააწიოკა! გიმეორებ , იქნებ გაიგო : ბოსნა-ჰერცეგოვინა არის სერბული მიწა, წმინდა საბა იყო მაგ მიწის მმართველი (პრინცი), გარდა ამისა რატომ იყო იქ ომი მე გითხარი უკვე იქ მცხოვრები სერბების მაგალითზე, ეკატერინემაც შეგახსენა, რომ ბოსნაში მარტო სერბებს არ ქონიათ ტერიტორიული პრეტენზიები, ჰერცეგოვინის დიდი ნაწილი ხორვატებით იყო დასახლებული. ჯერ კიდევ ტუჯმანის დროს გადაეცა 16 ხორვატი ჰააგას, დანარჩენები მერე მოკრიბეს, რამდენიმე კი ისევ ხორვატებმა ლაჩრულად გადასცეს სასამართლოს, იმის გამო რომ ევროუნიისთვის ერთი ლამაზი ადგილი მოესაყვარლებინათ. ხორვატიის საიდუმლო სამსახურმა იკისრა ხორვატი გენერლის Ante Gotovina-ს კარიბიკაზე დაპატიმრება და ჰააგაში გადაცემა.ეს ბოლო რაც იყო. ვეთანხმები ნიანიას, სად წაკითხული და სად ნანახი,არც გეოგრაფია, არც კარტოგრაფია, დემოგრაფია და მსგავსი ვერ შეგიცვლის შენ ნანახის განცდას და დაჯერებას, რომ არ იცნობ რეალურ სიტუაციას, არ უნდა ამტკიცო,რამხელაა სოფლები ან რამდენი ვინ და ა.შ. მე არ ვამბობ რომ შენ რასაც ამბობ იმას იგონებ, შესაბამისი წყარო გაქვს ამის, მაგრამ ქარალდი სხვაა და ნანახი სხვა. მე მყავს ახლო ნათესავები (იცი ეს შენ კარგად) დღევანდელი რეპუბლიკა სრპსკას ტერიტორიაზეც, ვყოფილვარ იქ ომამდე და მერეც, და მინახია ბევრი რამე, მომისმენია, ამას მე ვერცერთი პროდასავლური "წყარო" ვერ შემიცვლის. ციტატა ანუ ესე იგი ალბანელებსაც გადაუარეს, იქაც იყო დიდი მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანების... კარგი. აჰა, და მანამდე წამებით მოკლული სერბები დანაშაულიანი ყოფილან... თუმცა კი, დანაშაულად ისიც ეყოფოდათ, რომ სერბები იყვნენ .... ციტატა ანუ ესე იგი ალბანელთა მიმართაც იყო სისასტიკე ჩადენილი სერბების მიერ... კარგი. კაია, რომ ეს "ც" მაინც დაწერე. ციტატა თუ აღარ მოხდება სერბეთის პოლიტიკის და მისი არმიის ქმედების წარმოჩინება, როგორც მართლმადიდებლობისთვის დაჩაგრული ხალხის, მაშინ ალბანელთა დანაშაულებზეც ვილაპარაკებ. ბერძნებს, რუმინელებს და სხვებს სხვა აზრი აქვთ , შენგან განსხვავებული ამ საკითხზე. ჯვარამოკვეთილი ცხედრები შენ არც გინახია და არც მათი არაფერი არ ხარ. რად ვერ იგებ, რომ აქ სარწმუნოებასტან კავშირშია ხალხი და არა პოლიტიკა. ისე, საინტერესოა, რომ საკუთარ მიწაზე თავს მოჭრიან შენს ოჯახის წევრებს, მოყვასს, აკუწავენ, შეაგინებენ, აი, მაინტერესებს რატომაა ამის მქნელი საცოდავი და პასუხის გამცემი არაკაცი. ვიმეორებ : ჯერ იმათმა გადაუარეს ამათ და მერე ამათმა იმათ! რად უნდა ამას ბევრი ამბავი, გაცხოვრა ერთი იმ ბარბაროსებთან და მიხვდები მერე ვინაა სერბი და ვინაა ალბანელი ჩაპოხილი ველური. სერბულ იმპერიალიზმზე გითხარი:მშობლიური, ისტორიული, სისხლჩაქცეული მიწის არ დაკარგვის სურვილი არაა იმპერიალიზმი, პატრიოტიზმი უფროა.ეს ზოგადად. სახლების სიმაღლეს კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა ვიცი, ვმეორდებით მგონი. ჯობია სოლჯერს ესაუბრო, უთხარი რომ იმპერიალისტია და მისი მოყვარე არ იყო მართლმადიდებელი ან არ დაღუპულა ამის გამო, უფრო გაგარკვევს. |
ნიანია |
Feb 22 2008, 04:12 PM
პოსტი
#165
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა P.S. სულ ადამიანების უფლებებზე რომ ლაპარაკობ, არაა cruel violation of human rights ის რომ skype არ გაქვს და ორ დღეში ერთ პოსტს წერ? ოხ, გიო ეხლა გვერდიტ რომ მყავდე ისე საყვარლად გეჩხუბებოდი რომ არ ვიცი ისე სიმართლე ტუ გინდა დღეში ორზე მეტ პოსტს იმიტომ ვერარ ვწერ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ოღონდ მართლა. რაც შეეხება სკაიპს, ეგღა მაკლია სკაიპშიც მეჩხუბო. მერე სულ გამაგიჟებ ციტატა და გინახავს ორსართულიან სახლზე უფრო მაღალი სახლი? კაი და ჰოდა ისა და ყველააზე დიიდი რამდენ სართულიანი სახლი გინახავს? რა ვი აბა, მე ორ სართულიან სახლში დავიბად გავიზარდე და მასზე მაღალი შენობა ჯერ არ მინახავს. რა არსებობს რო? შენ თუ ნახე მიტხარი სად ვნახო? მეც მაგრა მაინტერესებს გიო რატომ გადაწვდი ჩემს სამსახურს მაინც ვერ მივხვდი. ისე "რაჭველივით' კი მომივიდა აი, გვიან მქონდა რეაქცია -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანონისტი |
Feb 22 2008, 04:15 PM
პოსტი
#166
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგი
გადამრევ შენ რა.... გინდა აფხაზური საიტები დაგიდო, სადაც მითითებულია როგორ დახვრიტეს, დაწვეს, აწამეს, გააუპატიურეს, ჩამოახრჩვეს და ადუღებულ წყალში მოხარშეს უდანაშაულო აფხაზები ქართველებმა? რა, ამიტომ ჩვენი ომი არ იყო სამართლიანი??? ობიექტურად შეხედე სიტუაციას.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
Feb 22 2008, 04:16 PM
პოსტი
#167
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
1% მაინც დამითმე და 99% შენი იყოს რა ვქნა ახლა მივიღო სერბეთის მოქალაქეობა და გამოვცხადდე ომში? კალაშნიკოვიდანაც ვიცი სროლა და ყუმბრამტყორცნიდანაც, საჭიროების შემთხვევაში ბალისტიკური მრუდების გამოთვლაც და ერთად დავცხოთ ჰაუბიცებიდან პრიშტინას, ქალაქის რუქებს აგერ ნიანია მოგვაწვდის და პირდაპირ ქალაქის ცენტრს დავუმიზნებ, 30-40 კილომეტრიდან "ბეზ პრაბლემ" გავარტყავ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 22 2008, 04:19 PM
პოსტი
#168
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიო
შენ იცი ბევრი რამ, მიცნობ ბევრზე უკეთ და იმიტომ ვეცდები რომ ჩემიც გაგაგებინო ნაიომნიკად არ წახვალ? მოქალაქეობა არ უნდა მაგას, მე არ მაქ მოქალაქეობა, მარა .... ღმერთმა ნუ ქნას ომი, გახსენებაც მზარავს, პარალიზებული ვარ და უმწეო... თან მერამდენეჯერ მადლობა, რომ რაღაც ნუგესად მყავხართ და აქ თქვენტან ვსაუბრობ, თორემ სულ გავგიჟდები. |
ნიანია |
Feb 22 2008, 04:22 PM
პოსტი
#169
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა რა ვქნა ახლა მივიღო სერბეთის მოქალაქეობა და გამოვცხადდე ომში? კალაშნიკოვიდანაც ვიცი სროლა და ყუმბრამტყორცნიდანაც, საჭიროების შემთხვევაში ბალისტიკური მრუდების გამოთვლაც და ერთად დავცხოთ ჰაუბიცებიდან პრიშტინას, ა კაცი ქალაქის რუქებს აგერ ნიანია მოგვაწვდის და პირდაპირ ქალაქის ცენტრს დავუმიზნებ, 30-40 კილომეტრიდან "ბეზ პრაბლემ" გავარტყავ... ეჰ ნია ნიას კარტოგრაფია არ ეხერხება სამწუხაროდ. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
Feb 22 2008, 04:38 PM
პოსტი
#170
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანონისტი
ციტატა რა, ამიტომ ჩვენი ომი არ იყო სამართლიანი??? ქართველებმაც ბევრი საშინელება გააკეთეს, თანაც ყველაფერი რუსეთის პროვოცირებული იყო და მიუხედავად ყველაფრისა მე არ ვიტყვი, რომ აფხაზეთის ომი ქართველებს მათი მართლმადიდებლობის თუ "კაი ადამიანობის" გამო მოუწყვეს. მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე იყო, თავდაცვის მინისტრი - კიტოვანი და საქართველოს სახეც ეგ იყო... შევარდნაძე=საქართველოს სახელმწიფო. მილოშევიჩი=სერბული სახელმწიფო. staywhite ციტატა ნაიომნიკად არ წახვალ? გააჩნია რამდენს გადამიხდით. ნიანია ციტატა ეჰ ნია ნიას კარტოგრაფია არ ეხერხება სამწუხაროდ. ცხადია, მაგას ზუსტი მუშაობა ჭირდება და ნასვამ მდგომარეობაში ძნელია ნიანია Forever! staywhite სტეივაითუნია, ე.ი. რამდენს მიხდით ბოლოსდაბოლოს მითხარით და ეგრევე ბელგრადში ვარ "ნაიომნიკად"! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
Feb 22 2008, 04:40 PM
პოსტი
#171
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა ცხადია, მაგას ზუსტი მუშაობა ჭირდება და ნასვამ მდგომარეობაში ძნელია გიო შენ ჩემს დისკრედიტაციას ნუ ცდილობ არგუმენტები გამოგელია თუ როგორაა შენი საქმე?! ჯერ სამსახური გამილანძღე ახლა მე მომდექი. მართალი გითხრა ეს უკვე მერამდენედ შეგნიშნე ასეთი ნიშნის მოგებით და გადაკვრებით ლაპარაკი და რამდენადაც მე ვთვლი სწორი არაა. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
guest |
Feb 22 2008, 04:40 PM
პოსტი
#172
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
staywhite გააჩნია რამდენს გადამიხდით. კაცო , წვალებას აპირებდი, მოქალაქეობაზე ჩალიჩს, მთელი ამბები და ნაიომნიკი მარტო სახელად რომ იყო რა უჭირს ეეჰ, გიო, ვხუმრობთ,მაგრამ შეძრული ვარ.გუშინ გერმანიიდან ელჩი გაიწვიეს, იქიდან რომ აქაური ელცჩი წამოვიდეს ანუ დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდეს, ან სანქცია და რამე, აი მაგის მეშინია პირველ ეტაპზე. ვეცდები ჩავასწრო, თუ რამე და ასეთი რამე მოხდა მანდ რას ამბობენ, ცხადდება რამე? მე რაც ვიცი ისაა, რომ დღეს და ხვალ თუ არა, ომი აუცილებლად იქნება.მტავარია ჯერ ხალხი აზრზე მოვიდეს და იქ შიდა ინციდენტები არ იყოს, ეს დარბევები და ამბები. კუშტუნიცა რაღაც უფრო მწვავე გამოსვლებით გამოირჩევა, ტადიჩი ნაკლებად ჩანს. ნიკოლიჩს რომ გაემარჯვა, უკვე იქ იქნებოდა ჯარი. ეგება რაიმე მოხდეს და არ იომონ |
გიორგი |
Feb 22 2008, 04:50 PM
პოსტი
#173
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნიანია
ციტატა ჩემს დისკრედიტაციას ნუ ცდილობ ციტატა ნიანია Forever! აგია დისკრეტიდაცია? არგუმენტებს რაც შეეხება ამაზე ლაივში ვილაპარაკოთ და "გავაიასნოთ" ყველაფერი... ციტატა ეს უკვე მერამდენედ შეგნიშნე ასეთი ნიშნის მოგებით და გადაკვრებით ლაპარაკი ალბათ რაცხა ვერ გეიგე ბოშო თუ არა რაის ნიშნის მოგებით ლაპარაკი? staywhite ციტატა გერმანიიდან ელჩი გაიწვიეს ამერიკიდანაც -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
Feb 22 2008, 04:50 PM
პოსტი
#174
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა არგუმენტებს რაც შეეხება ამაზე ლაივში ვილაპარაკოთ და "გავაიასნოთ" ყველაფერი კაი. მე როგორც ფორუმზე აღიარებულ მსმელს მირჩევნია მამა-პაპურ სუფრაზე გავარჩიოთ საქმე -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
Feb 22 2008, 04:57 PM
პოსტი
#175
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა კუშტუნიცა რაღაც უფრო მწვავე გამოსვლებით გამოირჩევა კი, გუშინ აშშ-ს საელჩოზე თავდასხმის და ცეცხლის მოკიდების შემდეგ "ასოშიეთიდ პრესისთვის" უთქვამს, რომ სერბეთი არასოდეს არ ცნობს კოსოვოსო, თუნდაც ევროკავშირის დათმობის ფასადო. მანდ არ ვიცი, როგორ ჩანს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება... ნიანია ერაყში არ გაგზავნიან ვიზიტით ან ავღანეთში? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
Feb 22 2008, 05:00 PM
პოსტი
#176
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა ნიანია ერაყში არ გაგზავნიან ვიზიტით ან ავღანეთში? არა ჯერჯერობით მაგი არ მიზის განრიგში. მაგრამ შვედეთში ვაპირებ წასვლას. შენ ამ ქვეყანაზეც მომიძებნი ეხლა რამე კომპრომატებს. მარა მაინც ვერ გადამაფიქრებინებ -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
Feb 22 2008, 05:01 PM
პოსტი
#177
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნიანია
ციტატა შენ ამ ქვეყანაზეც მომიძებნი ეხლა რამე კომპრომატებს. სკანდინავიაზე არ მაქვს კომპრომატები... სამწუხაროდ! staywhite ჰე, მიდი გამხიარულდი პატარა! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
Feb 22 2008, 05:06 PM
პოსტი
#178
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა სკანდინავიაზე არ მაქვს კომპრომატები დამიკონკრეტა ეხლა რო სკანდინავიშია და არ სამხრეტ ამერიკაშიო. ვიცი ვიცი. ასე უცბად ვერ იპოვი ვერაფერს მარა ხვალ ზეგ დამგრუზავ უკვე. თუმცა მაინც ვერ გადამაფიქრებინებ. სტოქჰოლმის ნახვა ძალიან მინდა -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
Feb 22 2008, 05:17 PM
პოსტი
#179
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნიანია
staywhite კაი აბა, ახლა საქმე მაქვს. სხვა დროს გავაგრძელოთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 22 2008, 05:22 PM
პოსტი
#180
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გავაგრძელოთ თუ რამე სიახლე ჩემზე ადრე გაიგეთ,გთხოვთ დაწეროთ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი