![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#101
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ამ თემაშიც შემოიხედეთ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=66...ndpost&p=518941 P.S. თან გამოკითხვაც არის იქვე გამართული... ძალიან მაინტერესებს საერთო სურათი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
![]()
პოსტი
#102
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ამ სიას რომ დებ როგორ გგონია, რამდენი ადამიანია ვინც კრეაციონიზმს აღიარებს? გაცილებით მეტი ვიდრე ეგ სიაა... მანდ მე რომ კაცმა მკითხოს ინჟინრები საერთოდ ამოსაღებნი არიან სიიდან, მეორეც ეს ე.წ. დამოუკიდებელი მკვლევარები ასევე რაღაც ვერლავეს საზოგადოებაა, რადგან მათგან ბევრი საერთოდ არცაა მეცნიერი აი ის ვინც მეცნიერია და აქვს თავისი მოდელი და თეორია რომ ახსნას კოსმოლოგია, ყოველთვის ძალიან შეზღუდული მონაცემების ბაზაზე მუშაობს ხოლმე. მაგალითად არპი, მის მიერ ნაპოვნი თითქოს შორი ვარსკვლავი, რომელიც მიბმულია გალაქტიკაზე რომელიც არაა შორს - ავისთავად ძალია საინტერესო მოვლენაა, მაგრამ აქ სტატისტიკა ასეთია: 1 ან რამდენიმე ასეთი უცნაური ვარსკვლავი ერთ მხარეს და მილიარდობით "ნორმალური" ვარსკვლავი, რომელიც ამტკიცებს დიდ აფეთქებას. ანუ, თუ მივიღებთ არპის მოდელს, მაშინ დანარჩენი მილიონბით ვარსკვლავი დარჩება ღობეს იქით... ამიტომ სამეცნიერო საზოგადოება ძალიან ფრთხილია ასეთი ძიებებისას... კიდევ არის ერთი გამოკვლევა 2007 წელს არის გამოსული ავტორები: პოლ სტეინჰარდტი და ნეილ თუროქი ,,უსასრულო სამყარო'', სადაც გატარებულია ეწ ,,ციკლური სამყაროს თეორია'', განიხილება როგორც ერთ-ერთი ალტერნატივა დიდი აფეთქების თეორიის. ისე ორივე ცნობილი ფიზიკოსია ერთი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან მეორე პრესტონიდან თუ არ ვცდები, მართალია ამ თეორიას როგორც ერთ-ერთი მიმოხილვევი წერდა (ფიზიკოსი) შეიძლება დიდი აფეთქების თეორიის შემცვლელი არ ვუწოდოთო მაგრამ მაინც საკმაოდ დამაფიქრებელიაო. Endless Universe: Beyond the Big Bang - Paul J. Steinhardt and Neil Turok იხ. საიტი: http://endlessuniverse.net/ ესეც ნაწყვეტი წიგნის მიმოხილვიდან: This book may not convince you that the authors are right. In fact, it is only fair to point out that most of the scientific community does not accept their model; and that many key tenets have not been proven. Nevertheless, this book captures excellently the excitement of scientific advance, and the real thrill of coming up with a new idea. One message the authors communicate clearly is that we should never accept something simply because most people say it is true, but should constantly challenge and look for alternatives to any picture that cannot be rigorously proven. რუთ გრეგორი ფიზიკის თეორეტიკოსი დურჰემის უნივ.-დან. თუმცა ის რომ დღეს დიდი აფეთქების თეორია დომინირებს მეცნიერულ წრეებში ეგ ცალსახაა. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
damiane80 |
![]()
პოსტი
#103
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ვხედავ სერიოზული ამბავია ამ თემაში, კარგი მსჯელობა, აგერ გამოკითხვაც მოაწყო "გიორგიმ", რაც ადასტურებს, საკითხი მნიშვნელობას არა მხოლოდ შემეცნებითი კუთხით, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ამ საკითხში მართლმადიდებელ ქრისტიანს.
ეხლა ეს საუბარია უაზრო, რომ არ იყოს პატარა დასკვნები გავაკეთოთ: (1) მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის დოგმატური (ჩამოყალიბებული) მოსაზრება სამყაროს წარმოშობის ასაკთან და ადამიანის წარმოშობის ასაკთან დაკავშირებით. სრულიად ნათელია, რომ ძველი აღქმის "შესაქმეთა" წიგნის ტექსტის სიტყვასიტყვითი ("ბუკვალური") გაგება არ იქნებოდა სწორი. შესაბამისად შესაქმნის დღეები შეიძლება მილიარდობით ("ბევრ") წლებს მოიცავდეს, ისევე როგორც ადამს და ევას ვაშლი არ უჭამიათ (როგორც ხილი), როცა პირველად შესცოდეს. აქ სულაც ასეთი რამე შეიძლება იყოს, თითოეული დღე პირობითად არის ევოლუციის ეტაპები, თავდაპირველად არარსებულიდან სამყაროს შექმნა, მესამე დღეს !!! მზის სისტემის შექმნა, შემდეგ ცხოველთა სამყაროს შექმნა და ა.შ. აქ ჩემი აზრით, ალბათ ისეა, რომ ღმერთი რასაც აკეთებს (ამბობს) ეს გამოხატულებას ჰქოვებს პროცესბში. მაგ: ციურო მნათობების შექმნა ალბათ არ უნდა გავიგოთ, როგორც მათ დახატვა ცაზე, არამედ შეიქმნა ღმერთმა დაადგინა კანონი (მიზიდულობა/გრავოიტაცია), რომელზეც დაფუძნდა მთელი შემდგომი პროცესი მნათობების შექმნისა და ფორმირების ან/და სამყაროს შექმნა თავდაპირველად, შეიძლება რეალურად გამოხატული ყოფილიყო დიდი აფექების სახით და ა.შ გარკვეული ანალოგია, რომ გავაკეთოთ, მაგ: როცა მაცხოვარი განკურნავს ბრმას, სნეულს ან სისხლმდინარეს, ეს გამოხატულებას ჰპულობს კონკეტულ ბიოლოგიურ პროცესებში. მაგ: ბრმას თვალიდან შორდება ლიბრი და აღუდგება ნორმალური მხედველობის სისტემა და ა.შ. (2) რაც შეეხება ჩვენ და მაიმუნების საკითხს, მე პირადად ამ აზრს ვერაფრით დავეთანხმები, რომ ღმერთმა მაიმუნს შთაბერა სული და ადამიანად აქცია. ბიბლია სრულიად ნათლად ამბობს, რომ ეს იყო დამოუკიდებელი პროცესი და ეხლა რაც არ უნდა ვიძახოთ თავის ქალების ურთიერთმსგავსება და ა.შ. ეს მყარი მტკიცება არ არის. გარდა ამისა ჩნდება კითხვა, თუ საკითხს მეცნიერულად შევხედავთ, რატომ შეწყდა ადამიანზე ევოლუციური განვითარების პროცესი, ხომ შეიძლებოდა, ჩვენ როგორც ფრინველებს ფრენაც გვცოდნოდა, თუ გავითვალისწბეთ მეცნიერულ ვარაუდს, რომ ერთიანი განვითარების ჭაჭვში ვართ ჩაბმული? თუმცა საბოლოოდ მაინც იქამდე მიდის საქმე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანის პოზიცია ალბათ უნდა იყოს ისეთი, რომ გადაჭრით სამყაროსა და ადამიანის შექმნის თარიღზე არც არაფრის უარყოფა და არც არაფრის მტკიცება არ შეიძლება, ერთადერთი, რაც უეჭველად უნდა ვთვათ არის ის რომ საყარო შეიქმნა ღმერთის მიერ, რომლის განგებულებას ჩვენი 2-3%-ზე გახსნილი ტვინი ვერაფრით ჩაწვდება. (ეს კი არა მის მიერ დადგენილი "შაბათის" კანონიც ვერ გაიგო წესიერად ადამიანმა, და სამყაროს შექმნის თეორიებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი). ამიტომ მე მგონი თითოულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ვერსია სამყაროს შექმნაზე (იმ უმთავრსეს დოგმატზე დაყრდნობით, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე) და მაგალითად თუ გიორგის რწმენისათვის უკეთესია, რომ ადამიანი მას მაიმუნის განვითარებისა და მისთვის სულის შთაბერვის გზით შეიქმნა, კი ბატონო, ეგრე იყოს, მთავარია ამ კაცს წამდეს ის რაც მთავარია. "მრწამსით" რა გვევალება სამყაროს შექმნის შესახებ გვწამდეს" მწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქეუყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა", როდის და როგორო შემოქმედიო?? ამაზე იქ არ სწერია არაფერი და როგორც ჩანს არც არის საჭირო. აქიდან გამომდინარე, მე მგონი არ შეიძლება სამყაროს შექმნის საკითხზე ინკვიზიციური დამოკიდებულება და ფეხების ბაკუნი, არც ადამიანის 7508 წლოვან ასაკზე შეიძლება ალბათ დაჟინება, იმიტომ, რომ ეს რეალური არგუმენტებისა და საჭიროების გარეშეც კი ბევრ ადამიანს დააბრკოლებს. ხოდა ადამიანის დაბრკოლება, რა სერიოზული ცოდვაა ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად ყველა ის ადამიანი, ვინც ამას ამბობს (და მასაც შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს) ამას უნდა ამბობდეს მხოლოდ როგორც საკუთარ აზრს, და არ უნდა აიგივებდეს მას ზოგადად ეკლესიის პოზიციასთან, მით უფრო ეს შეეხება საიტებს, მაგ: www.tveni.ge გთხოვთ თქვენი შემაჯამებელი აზრები დააფიქსიროთ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის აქტიურობისათვის, ისე სარგებელიც ხომ მიიღე გიორგი, ცალკე თემა გახსენი - გამოკითხვა ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 12:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი