IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;)
afxazi
პოსტი Dec 8 2009, 07:12 PM
პოსტი #141


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman

განაგრძო გზა. აღარც ძალ-ღონე აქვს, აღარც ნატვრა, აღარც ცოდნა. მაინც მიდის. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ გამოქვაბულს მიადგა. გამოქვაბული ისეთი ვიწროა, შიგ ადამიანი ვერ შეეტევა. შემოსასვლელიც არსაითაა, რადგან ყოველი მხრიდან ბნელი უფსკრული შემოსდგომია. რა ექნა უფლისწულს? სხვა გზა არ ჰქონდა, ადგა და რის ვაივაგლახით შევიდა გამოქვაბულში, მიარღვევს გამოქვაბულს და მიდის. ცოტა რომ გაიარა, ხედავს, ძალის ქვეყანაში ორი ყოვლისმძლეველი დედაბერია. ერთი ქვაზე დგას და ცდილობს ის ქვა ასწიოს, რომელზედაც დგას, მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ძალის ქვეყანას და ახლა ნატვრის ქვეყანას მიადგა. ხედავს, აქაც ორი ნატვრის მზეთუნახავია. ერთი ნატვრისთვალს შესცქერის და ევედრება: “ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, ისეთი ნატვრა მანატრე, რომელსაც ვერ შემისრულებო”. მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ნატვრის ქვეყანასაც და ახლა სიბრძნის ქვეყანას მიადგა. ხედავს აქაც ორი სიბრძნის ხელმწიფეა. ერთი ყოვლისმცოდნე ქვევრს შესცქერის და ევედრება: “ქვევრო, ქვევრო. შენს ყოვლისშემძლეობას, აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ გამოიცნო, ერთი მეტია ორზე თუ ორი მეტია ერთზეო”, მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული სიბრძნის ქვეყანასაც. იარა, იარა და ხედავს, ერთ სასახლეში ორი დედოფალია. დგანან ეს დედოფლები და კაპასობენ, არა მე უფრო ლამაზი ვარ და არა მეო. გასცდა უფლისწული მოშურნე დედოფლებს. ხედავს, ორი ძმა გაყრილა და ცალ-ცალკე დასახლებულა. უმცროსი რომ დაიძინებს, უფროსი მის ეზოშიო შეიპარება და სარჩო-საბადებელს ჰპარავს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. უფროსი რომ დაიძინებს უმცროსი შეიპარება მის ეზოში და ახლა ის ჰპარავს სარჩო-საბადებელს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. გასცდა უფლისწული ქურდ ძმებს. ხედავს, ორი ხელმწიფეა. ხელმწიფეებს ერთიმეორე სძულთ, ხმლებით მიიწევენ ერთმანეთზე და სასიკვდილოდიმეტებენ ერთმანეთს.გასცდა უფლისწული მოძულე ხელმწიფეებს. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გამოქვაბულის ბოლოში გავიდა. გაიხედა და ხედავს, არც მიწაა, არც ცა, არც დღეა, არც ღამე. არაფერი არ არის ისეთი, კაცმა რომ თქვას, ესა და ეს არისო. შეკრთა უფლისწული მაგმა მამის ანდერძი გაახსენდა და გადააბიჯა გამოქვაბულიდან. იმავ წამს გამოქვაბული გაქრა. დარჩა უფლისწული სიცარიელეში. უცებ შორს თეთრი ღრუბლები გამოჩნდა. დაინახა თუ არა უფლისწულმა თეთრი ღრუბლები, თვითონაც თეთრ ღრუბლად იქცა., ხოლო მის ირგვლივ ფერების ქარავანი გაჩნდა. მიცურავს ღრუბელი – უფლისწული, მიჰყვებიან ფერები, ლივლივებენ, ხტიან, ეთამაშებიან და აისე წკრიალებენ, რომ ამაზე უფრო ტკბილი ხმა უფლისწულს თავის დღეში არ მოუსმენია. დიდხანს იცურა ასე ღრუბელმა უფლისწულმა თუ ცოტა ხანს, ბოლოს მიადგა ბედნიერების უკიდეგანო ზღვას., რომელსაც სახელი აქვს ზღვისა თორემ ზღვა არ არის. უახლოვდება უფლისწული ზღვას. ხედავს, რომ, როგორც კი ამ ზღვაში დაინთქმება, ბედნიერებას ეწევა. მიდის უფლისწული ზღვისკენ და მოდის ზღვა უფლისწულისკენ. მაგრამ იმ დროს როცა ერთმანეთს მიადგნენ, უეცრად რაღაცამ დაიკვესა, სამმა ელვამ – ლალისფერმა, ოქროსფერმა და ცისფერმა – ერთად იელვა და უფლისწულმა ძმა დაინახა. ძმას ხელები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხო. მაშინვე ზღვა უკუიქცა და გაუჩინარდა. გაკვირვებულმა უფლისწულმა მიხედ-მოიხედა. ხედავს, ირგვლივ ტრიალი მინდორია და თვითონ ამ მინდვრის შუაგულში დგას. უეცრად ტკბილზე ტკბილი ხმა მოესმა:
- უფლისწულო, უფლისწულო!
უფლისწულმა ყური მიუგდო. ხმა მისსივე მკერდიდან ამოდიოდა. გამოვიდა ხმა მკერდიდან, შრიალით მიმოიბნა მინდორში და იქაურობა ულამაზეს წალკოტად აქცია. მერე ერთ ადგილას შეიკრიბა და საცა შეიკრიბა, იქ უმშვენიერესი ქალწული გაჩნდა.
- რატომ არ შეხვედი უფლისწულო, ბედნიერების ზღვაში, განა ამისთვის არ იყავი წამოსულიო? – ჰკითხა ქალწულმა.
- ამისთვის ვიყავი წამოსულიო, - მიუგო უფლისწულმა, - მაგრამ ბედნიერების ზღვას რომ მივადექი, უცებ ძმა დავინახე, ხელები სისხლში ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხოო.
- მერე მაგან დაგაღონა? ბედნიერების ზღვაში ყველა მოგონება გაქრებოდაო.
- უკან უნდა დავბრუნდე უკანო, - თქვა უფლისწულმა, - სანამ ძმას სისხლს არ მოვბან, ვერ მოვისვენებო.
- შენ რომ იცოდე, რა ქვეყანაა ეგ ქვეყანა, უკან დაბრუნებას გულშიაც არ გაივლებდიო.
- ასეთი რა არისო?
- წამოდი გაჩვენებო.
წაიყვანა ქალწულმა უფლისწული და ერთ ბექობთან მიიყვანა.
- აბა გადაიხედეო!
უფლისწულმა გადაიხედა. ხედავს ქვემოთ თვალუწვდენელი უფსკრულია.
- ხედავო? – ჰკითხა ქალწულმა.
- ვერაო, - მიუგო უფლისწულმა, - თვალუწვდენელ უფსკრულის მეტს ვერაფერს ვხედავო.
- კარგად დააკვირდი და დაინახავო.
დააკვირდა უფლისწული. უყურა, უყურა, დიდხანს უყურა თუ ცოტა ხანს, ბოლოს უფსკრულის პირას თავისი ქვეყანა დაინახა. ხედავს, სისხლისფერია მისი ქვეყანა, სისხლის მზე ანათებს და სისხლის წვიმა აწვიმს. ქვეყნის შუაში სისხლის მდინარე მიედინება, მდინარის სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. შეკრთა უფლისწული. შეძრა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინ ცარ მოაშორა. უყურა, უყურა, და აჰა, ადამიანებიც გამოჩნდნენ.ადამიანები ერთმანეთს დაერივნენ, კბილებით გლეჯენ ერთმანეთს, ბრჭყალებით ფლეთენ, თქლაფათქლუფით ჭამენ ერთმანეთის ხორცს, სულმოუთქმელად სვამენ ერთმანეთის სისხლს, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ, ახალ მსხვერპლს ეძებენ. შედრკა უფლისწული, შეზარა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინ ცარ მოაშორა. უყურა, უყურა და აჰა, ძმაც გამოჩნდა, სისხლით მოთხვრილ ხელში ხმალი უჭირავს, გულისპირზეც სისხლი სცხია. ქურან ცხენზე ზის და ყიჟინით მიქრის ვიღაცისკენ, ვინც მისი მტერია. აგერ, მეტრიც გამოჩნდა. მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ხედავს უფლისწული, რომ ისიც, ვინც მისი ძმის მტერია, მისი ძმა არის. მოიქნია უფლისწულის ერთმა ძმამ ხმალი და წააცალა თავი უფლისწულის მეორე ძმას. იშხუვლა სისხლმა და შეასკდა ცას. უფლისწულის ერთი ძმის მოკვეთილმა თავმა საწყალობელი თვალებით შეხედა უფლისწულის მეორე ძმას. ამ დროს ცხენების თქარათქური მოისმა და ორივე მხრიდან წამოვიდა ურიცხვი ლაშქარი. ხედავს უფლისწული, რომ ყველანი მისი ძმები არიან. დაერივნენ უფლისწულის ძმები ერთმანეთს, დააყენეს სისხლის ზღვა, სისხლით შეღებეს მთელი ქვეყანა. გული მოუკვდა უფლისწულს, ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას, მოტრიალდა, პირქვე დაემხო და მწარედ ატირდა. დიდხანს იყო ასე პირქვედამხობილი თუ ცოტა ხანს, ბოლოს ისევ მოესმაქალწულის ტკბილზე ტკბილი ხმა:
- ახლა ხომ ნახე, რა ქვეყანაა ის ქვეყანა, საიდანაც წამოხვედიო?
- ვნახეო.
- მაინ ცარ დაგიშლია იქ დაბრუნებაო?
- არაო, - მიუგო უფლისწულმა, - უნდა დავბრუნდეო.
- რა გაეწყობაო, - უთხრა ქალწულმა, - რაკი არ დაგიშლია, დაბრუნდი, ოღონდ იცოდე, დიდი განსაცდელი გელისო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 07:15 PM
პოსტი #142


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

გაიხარე!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 8 2009, 07:19 PM
პოსტი #143


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(Atman @ Dec 8 2009, 07:50 PM) *

Otherguy
მე არ ვამბობ რომ აუცილებელია, ეს ადამიანის საკუთარი ნება და არჩევანია. თუ მიაჩნია აუცილებლად აირჩევს თუ არადა არა. ღმერთი არავის არაფერს არ ახვევს თავს. თუ სოციალიზმი მოსწონს ვინმეს სოციალიზმს აირჩევს, ეს არ მგონია ცუდი, უაზრობა და დროის კარგვა მგონია და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ოდესმე მიხვდება რომ სოციალიზმზე კარგი გზები არსებობს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, თუ იმდენი სიბრძნე არ ყოფნის რომ სხვის შეცდომებზე სწავლა შეძლოს... ჩემი აზროვნება ისე იყო მოწყობილი რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა მერჩივნა სხვისი რჩევების მოსმენას. და ეს სულაც არ მგონია ცუდი, იმიტომ რომ რაც გავაცნობიერე და გამოვცადე ჩემით გამოვცადე და არა ბრმად მინდობით, რომელიც ასევე კარგი იქნებოდა, მაგრამ საამისოდ სიბრძნე არ მქონდა smile.gif



სოციალიზმი რა შუაშია? სოციალიზაცია ნიშნავს ასე თუ ისე საზოგადოებაში ინტეგრირებას... ყველა პოულობს თავის "სასტავს" სადაც ატარებს დროს და ახდენს თვითაქტუალიზაციას...

მითხარი - ათეისტიც შეიძლება ცხონდეს ისევე როგორც ნებისმიერი რელიგიის ადამიანი?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 07:23 PM
პოსტი #144


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Otherguy

ციტატა
სოციალიზმი რა შუაშია? სოციალიზაცია ნიშნავს ასე თუ ისე საზოგადოებაში ინტეგრირებას... ყველა პოულობს თავის "სასტავს" სადაც ატარებს დროს და ახდენს თვითაქტუალიზაციას...


სოციალიზმი მაგალითად მოვიყვანე.

ციტატა
მითხარი - ათეისტიც შეიძლება ცხონდეს ისევე როგორც ნებისმიერი რელიგიის ადამიანი?


არ არსებობს ათეისტი. ყველას რაღაცის სწამს, თუნდაც იმის რომ ღმერთი არ არსებობს, ესეც რწმენაა თავისებური. და ამასთან ასეთ ადამიანებსაც სწამთ რაღაც იდეალების. ჰოდა ის იდეალი ხდება მისთვის "ღმერთი" და იმის მიხედვით განისჯება თუ რა იდეალია ეს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 8 2009, 07:53 PM
პოსტი #145


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(Atman @ Dec 8 2009, 08:23 PM) *

Otherguy
არ არსებობს ათეისტი. ყველას რაღაცის სწამს, თუნდაც იმის რომ ღმერთი არ არსებობს, ესეც რწმენაა თავისებური. და ამასთან ასეთ ადამიანებსაც სწამთ რაღაც იდეალების. ჰოდა ის იდეალი ხდება მისთვის "ღმერთი" და იმის მიხედვით განისჯება თუ რა იდეალია ეს.


ჰო კარგი კარგი... ეგრე ყველა მორწმუნეა... მე ვიგულისხმე რელიგია... საერთოდ დეიზმზე რა აზრის ხარ? რომ ვიღაცამ შეგვქმნა და მერე ხელები დაიბანა და ვკიდივართ... დეისტიც შეიძლება ცხონდეს? მაშინ როდის არ ცხონდება ადამიანი? დოგმების ასრულებით? იმ დოგმების რომლის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ვერასოდეს იქნება?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 08:00 PM
პოსტი #146


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Otherguy

ციტატა
ჰო კარგი კარგი... ეგრე ყველა მორწმუნეა... მე ვიგულისხმე რელიგია... საერთოდ დეიზმზე რა აზრის ხარ? რომ ვიღაცამ შეგვქმნა და მერე ხელები დაიბანა და ვკიდივართ... დეისტიც შეიძლება ცხონდეს? მაშინ როდის არ ცხონდება ადამიანი? დოგმების ასრულებით? იმ დოგმების რომლის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ვერასოდეს იქნება?


ცხონებაში რას გულისხმობ, სამოთხეს? მე პირადად ცათა სასუფეველი გამოღვიძება მგონია. ის აქაა და ახლაა, უბრალოდ გვძინავს და ვერ ვხედავთ. ოკეანეს შევადარე თავში, შენი კონცეფცია განსხვავებულია მგონი და ვერ ვხვდები რას უწოდებ ცხონებას. ეგ დეიზმი და ათეიზმი და თეიზმიც კი მხოლოდ სიტყვებია...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Dec 8 2009, 08:05 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



atman
ციტატა
ქრისტე რასაც ამბობდა ყველაფერი ცალსახად და უცილობლად თუ მივიღეთ კარგად იქნება ჩვენი საქმე.


ააჰაა. ვოტ ანო შტო. ქრისტესი არ დავიჯერო უცილობლად. აბა ვისი დავიჯერო უცილობლად რომის პაპის?, თუ შენი და კრიშნასი?tongue.gif
ციტატა
ბუდაც კრიშნაც და იესოც ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეამეთქი რა ვერ გაიგეთ რას ვამბობ ვააახ

კაი კაცო.. ამას რის საფუძველზე ამბობ თუ საიდუმლო არაა? მართლმადიდებლობა ამას არ იზიარებს, ამბობ სხვა რელიგიის საფუძველზე რომელიც შენ უცილობლად გჯერა ალბათ.

მართლმადიდებლობაში გადარჩენის ფორმულა სიმდაბლე, სინანულია, ინდუიზმში მსგავსი არაფერია მხოლოდ გაუთავებელი მანტრები და მედიტაციები, და ამპარტევნიბეის ზეიმი, ეს არის ორი საწინააღმდეგო მიმართულება და არა ერთი და იგივე ღმერთან მიმყვანებელი გზები..
ციტატა
გეთანხმები... ისე კი ყველა რელიგიაში გვხვდება სასწაულები, თანაც მსგავსი...

სასწაულს შეიძლება ეშმაკიც აღასრულებდეს გარჩევა უნდა შევძლოთ.

აღდგომას იერუსალიმში ხდება საყოველთაო სასწაული ნათდება ცა, გადმოდის ღვთაებრი ცეცხლი ხომ ასეა? და რატომ გადმოდის ეს ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელზე და არა სხვა რელიგიის წარმომადგენელზე? და როცა სხვა რელიგიის წარმომადგენელი შევიდა საკურთხეველში მაინც მართლმადიდებელის ხელში გადმოვიდა ცეცხლი, რომელიც გარეთ სვეტთან იდგა სვეტიცაა დაზიანებული, რატომ მოხდა ეს თუ იგივე ღმერთია სხვა რელიგიებშიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 8 2009, 08:14 PM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Otherguy @ Dec 8 2009, 07:19 PM) *

მითხარი - ათეისტიც შეიძლება ცხონდეს ისევე როგორც ნებისმიერი რელიგიის ადამიანი?

და სატანისტიც?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 08:26 PM
პოსტი #149


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



newbie

ციტატა
ააჰაა. ვოტ ანო შტო. ქრისტესი არ დავიჯერო უცილობლად. აბა ვისი დავიჯერო უცილობლად რომის პაპის?, თუ შენი და კრიშნასი?


მეკაიფები თუ მართლა ვერ მიხვდი რა ვიგულისხმე? მე გეუბნები რომ ქრისტეს სიტყვები პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგო. ქრისტემ ყველაპერი ტქვა რაც საჭიროა. მთავარია სწორად გავიგოთ და მცნებების იერარქია დავიცვათ. არ გეუბნები რომ აუცილებელია სხვასაც დაუჯერო.

ციტატა
კაი კაცო.. ამას რის საფუძველზე ამბობ თუ საიდუმლო არაა? მართლმადიდებლობა ამას არ იზიარებს, ამბობ სხვა რელიგიის საფუძველზე რომელიც შენ უცილობლად გჯერა ალბათ.


მე არც ერთ რელიგიას არ ვეკუთვნი ეგ თუ გაინტერესებს.

ციტატა
მართლმადიდებლობაში გადარჩენის ფორმულა სიმდაბლე, სინანულია, ინდუიზმში მსგავსი არაფერია მხოლოდ გაუთავებელი მანტრები და მედიტაციები, და ამპარტევნიბეის ზეიმი, ეს არის ორი საწინააღმდეგო მიმართულება და არა ერთი და იგივე ღმერთან მიმყვანებელი გზები..


ეს შენი დასკვნაა, რომელიც ინდუიზმის გაცნობის შემდეგ გამოიტანე თუ მართლმადიდებლური შეხედულება რომაა ასეთი მაგიტომ იზიარებ? smile.gif

ციტატა
აღდგომას იერუსალიმში ხდება საყოველთაო სასწაული ნათდება ცა, გადმოდის ღვთაებრი ცეცხლი ხომ ასეა? და რატომ გადმოდის ეს ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელზე და არა სხვა რელიგიის წარმომადგენელზე? და როცა სხვა რელიგიის წარმომადგენელი შევიდა საკურთხეველში მაინც მართლმადიდებელის ხელში გადმოვიდა ცეცხლი, რომელიც გარეთ სვეტთან იდგა სვეტიცაა დაზიანებული, რატომ მოხდა ეს თუ იგივე ღმერთია სხვა რელიგიებშიც.


ინდოეთს და ტიბეტს არ აკლია სასწაულები და რატომღაც სასაცილოდ მეჩვენება რომ ყველა ეშმაკისგან მოდიოდეს smile.gif

protestanti


ციტატა
და სატანისტიც?


სატანისტი რანაირად უნდა ცხონდეს, მძიმე ავადმყოფობა ჯერ მსუბუქ ფორმებში უნდა გადავიყვანოთ, იმისთვის რომ გამოვაჯანმრთელოთ. smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Dec 8 2009, 09:18 PM
პოსტი #150


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



aTman
კაი : )


ისე მოძღვართან ხომ არ გისაუბრია? გაუზიარებდი შენს აზრებს ბევრ საინტერესოს გეტყოდა, შენც ეტყოდი და რავი..
მეც მირჩიეს ერხელ მოძღვართან მისვლა და ძალიან დამეხმარა, ერთი წელი პროტესტანტების ქადაგებებზე დავდიოდი, ერთ წელი ბუნებაში - და ჰარე კრიშნას , ჰარე რამას გავიძახოდი biggrin.gif ჩემს სამ მეგობართან ერთად რომლებიც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გახდნენ, მერე თეოლოგთან მივედი სხვა რელიგიებზე მაინტერესებს ყველაფერი მეთქი, უუძლიერესი თეოლოგი იყო, და მითხრა მე აზრზე არ ვარ biggrin.gif და ამ მოძღვაართან მიდიო და მივედი.. და .. და გაირკვა ყველაფერი იმწუთასვე. ისეთი პრინციპში არაფერი უთქვამს რაღაც ბუნება რა ლამაზია, ჩიტები ჭიკჭიკებენო თუ რაღაც, biggrin.gif მაგრამ სასწაულებრივი მადლი რომ შეეხება გულს და თვალს სიტყვები ნაკლებად საინტერესოა.. ნუ პირადია დანარჩენი.
ნახე რავი.. მოძღვართან საუბარი მგონი საინტერესო უნდა იყოს შენთვის ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 09:27 PM
პოსტი #151


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



newbie

ციტატა
ისე მოძღვართან ხომ არ გისაუბრია? გაუზიარებდი შენს აზრებს ბევრ საინტერესოს გეტყოდა, შენც ეტყოდი და რავი..


ეს პირველი რჩევაა რასაც ყველა მართლმადიდებელი მაძლევს biggrin.gif

მოძღვართან დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ, ოღონდ სიყვარულზე და ადამიანობაზე, და არა რელიგიებზე smile.gif

ციტატა
ამ მოძღვაართან მიდიო და მივედი.. და .. და გაირკვა ყველაფერი იმწუთასვე. ისეთი პრინციპში არაფერი უთქვამს რაღაც ბუნება რა ლამაზია, ჩიტები ჭიკჭიკებენო თუ რაღაც, მაგრამ სასწაულებრივი მადლი რომ შეეხება გულს და თვალს სიტყვები ნაკლებად საინტერესოა..


მეც მაგას არ ვამბობ? მეორადია სიტყვები, კონცეფციები, იზმები და ლოგიები... მთავარი გული და სიყვარულია, და ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა...

სხვა რელიგიებს კი მხოლოდ იმიტოპმ ვიცავ, რომ რატომღაც საჭიროდ ვთვლი, მათ არც ჭირდებათ დაცვა, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება რომ ყველა რელიგიის ადამიანი გვიყვარდეს და სულელი ფანატიკები ან ეშმაკით შეპყრობილები და ცუდ გზაზე მდგარნი არ გვეგონოს... არც მათზე მაღლა დავაყენოთ თავი და არც "შეგვეცოდოს" იმის გამო რომ არ იციან რასა იქმან biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 8 2009, 11:09 PM
პოსტი #152


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 8 2009, 08:26 PM) *

protestanti
სატანისტი რანაირად უნდა ცხონდეს, მძიმე ავადმყოფობა ჯერ მსუბუქ ფორმებში უნდა გადავიყვანოთ, იმისთვის რომ გამოვაჯანმრთელოთ. smile.gif

აუF sad.gif ისევ მეტემფსიქოზი კაცო?!


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Dec 8 2009, 11:15 PM
პოსტი #153


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203




Atman
ციტატა
მთავარი გული და სიყვარულია, და ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა...

აი ეს მართლა მიყვარს შენი smile.gif
ციტატა
სხვა რელიგიებს კი მხოლოდ იმიტოპმ ვიცავ, რომ რატომღაც საჭიროდ ვთვლი, მათ არც ჭირდებათ დაცვა, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება რომ ყველა რელიგიის ადამიანი გვიყვარდეს და სულელი ფანატიკები ან ეშმაკით შეპყრობილები და ცუდ გზაზე მდგარნი არ გვეგონოს... არც მათზე მაღლა დავაყენოთ თავი და არც "შეგვეცოდოს" იმის გამო რომ არ იციან რასა იქმან

რატომ გგონია რომ მართლმადიდებლებს მარტო მართლმადიდებლები უყვართ და სხვა დანარჩენი ყველა ებრალებათ?? არ გიცვნია კარგად მართლმადიდებლობა ჩემო კარგოsmile.gifმართლმადიდებლობა სიყვარულია,მართო ერთმორწმუნეების კი არა,ყველას მიმართ,განა ვინმეს,დახმარება რომ გინდოდეს ჯერ გამოიკითხავ მართლმადიდებელია თუ არა და მერე დაეხმარები??სიყვარული კიდევ ეგაა,გულის და სითბოს გაყოფაა,თანადგომაა,მოფერებაა
თავგანწირვაცაა,ყველა ადამიანშია,ღვთის უდიდესი საჩუქარი,უკვდავი სული,ყველა ადამიანი უკლებლივ უფლის ხატადაა შექმნილი,(მსგავსების მიღწევა ეგ სხვა საკითხია) რატომ არ უნდა მიყვარდეს სხვა არ მესმის,იმიტომ რომ მართლმადიდებელი არაა??რაო რო მწყუროდეს და მუსულმანმა ჭიქა წყალი მომაწოდოს არ გამოვართმევ??არ მივეფერები?
არ არიან ფანაწიკები მართლმადიდებლები


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 9 2009, 12:03 AM
პოსტი #154


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(izi-bartki @ Dec 9 2009, 12:15 AM) *

Atman


რატომ გგონია რომ მართლმადიდებლებს მარტო მართლმადიდებლები უყვართ და სხვა დანარჩენი ყველა ებრალებათ??


თუ არ ებრალებათ მათ გულქვაობაზე და ამპარტავნებაზე მიუთითებს, თუ ებრალებათ მაშინ სულ იმის ცდაში უნდა იყვნენ რომ მართლმადიდებლობაზე გადმოიყვანონ... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Dec 9 2009, 12:12 AM
პოსტი #155


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Otherguy
ციტატა
თუ არ ებრალებათ მათ გულქვაობაზე და ამპარტავნებაზე მიუთითებს, თუ ებრალებათ მაშინ სულ იმის ცდაში უნდა იყვნენ რომ მართლმადიდებლობაზე გადმოიყვანონ...

მართლმადიდებლობაზე გადმოსვლა იძულებით არ ხდებაsmile.gif მე რაც არ უნდა ბევრი ვიხტუნაო,თავი გავიგიჯოო,მაინც ის მოხდება რაც უფალს უნდა,ვეცადო რაა,რამდენიც მინდა,ეგ ადამიანზეა დამოკიდებული,ყველა თავად აკეთებს არჩევანს,უნდა თუ არა,შეიძლება ღმერთი გულის კარზე გიკაკუნებდეს და ვერ გაიგებ თუ არ გაიგებ ეგ სხვა ამბავია,


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 9 2009, 12:16 AM
პოსტი #156


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(izi-bartki @ Dec 9 2009, 01:12 AM) *

Otherguy

მართლმადიდებლობაზე გადმოსვლა იძულებით არ ხდებაsmile.gif მე რაც არ უნდა ბევრი ვიხტუნაო,თავი გავიგიჯოო,მაინც ის მოხდება რაც უფალს უნდა,ვეცადო რაა,რამდენიც მინდა,ეგ ადამიანზეა დამოკიდებული,ყველა თავად აკეთებს არჩევანს,უნდა თუ არა,შეიძლება ღმერთი გულის კარზე გიკაკუნებდეს და ვერ გაიგებ თუ არ გაიგებ ეგ სხვა ამბავია,


ჰო მაგრამ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ ადამიანს უყურო, ელაპარაკო და ან სიბრალული არ გაგიჩნდეს ანდა ის რომ საერთოდ აღარ შეხვდე? თუ მას ვერ დაანახვებ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას თვალებშიც ვერ უნდა შეხედო რადგან გწამს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 9 2009, 12:49 AM
პოსტი #157


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Otherguy @ Dec 9 2009, 12:16 AM) *

ჰო მაგრამ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ ადამიანს უყურო, ელაპარაკო და ან სიბრალული არ გაგიჩნდეს ანდა ის რომ საერთოდ აღარ შეხვდე? თუ მას ვერ დაანახვებ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას თვალებშიც ვერ უნდა შეხედო რადგან გწამს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება...

"მწვალებელსა კაცსა, შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3;10) - გვასწავლის წმიდა მოციქული პავლე.


http://www.orthodoxchurch.ge/kalomiros.htm


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 9 2009, 12:57 AM
პოსტი #158


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(protestanti @ Dec 9 2009, 01:49 AM) *

"მწვალებელსა კაცსა, შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3;10) - გვასწავლის წმიდა მოციქული პავლე.
http://www.orthodoxchurch.ge/kalomiros.htm


ესეგი არამართლმადიდებელი მეგობარი არ უნდა გყავდეს ხომ? არც უბრალო ნაცნობი როგორც ჩანს(იგულისხმება როცა ნახულობ ხოლმე)...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 9 2009, 12:59 AM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Otherguy @ Dec 9 2009, 12:57 AM) *

ესეგი არამართლმადიდებელი მეგობარი არ უნდა გყავდეს ხომ? არც უბრალო ნაცნობი როგორც ჩანს(იგულისხმება როცა ნახულობ ხოლმე)...

მე ასე რადიკალურად არ ვუყურებ ამ საკითხს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 9 2009, 01:03 AM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(protestanti @ Dec 9 2009, 01:59 AM) *

მე ასე რადიკალურად არ ვუყურებ ამ საკითხს.


მაშინ როცა რამეს ციტირებ, გთხოვ შენი აზრი დააყოლე ხოლმე, მხოლოდ ციტირება არ კმარა ხშირად... smile.gif

მე მიწერია რომ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ მეგობარს თვალებში მაინც შეხედო და ფიქრობდე რომ უყურებ იმ ადამიანს ვინც ჯოჯოხეთში მოხვდება და ამ ადამიანთან მეგობრობა გაკავშირებს და შენ დღე და ღამე იმას არ ფიქრობ თუ როგორ მოაქციო მართლმადიდებლობაზე... smile.gif



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 05:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი