IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:34 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი! smile.gif

Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi

IPB-ს სურათი


ამასაც!

http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw

ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ!

როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე!

თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ!

რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ!

როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.

ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".

ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."

წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".


"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_

"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)

"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)

"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)

17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

(ეკლესიასტე. თავი მესამე)


ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

(ესაია 1.10-11)


ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

(ესაია 1.15)



ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
39 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 79)
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 01:33 PM
პოსტი #61



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მხევალი ნინო

ბავშვობაში სოფელში ბებიაჩემმა წიწილა მაჩუქა შენ გაზარდეო. დავარქვი ჯულიეტა და თავს ვევლებოდი. რომ წამოვედი თბილისში სულ წერილებს ვწერდი ისე მაინტერესებდა ამბები. 1 წლის მერე ისევ რომ ჩავედი ბებიაჩემმა მომატყუა ჯულიეტა მეზობლებში არის და საღამოს გადმოვაო. სახელდახელო სუფრა გაშალა და ეს ჩემი სიმწრით გაზრდილი ჯულიეტა ნიორწყალში შემაჭამა. biggrin.gif

დღეს ქათმებს ვერ ვიტან, მაგრამ ის ბავშვობის ტრაგედია ძაან მძიმე იყო იმ დროს biggrin.gif

შესაბამისად ქათმებთან ერთად ბებიაჩემსაც ვერ ვიტან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 01:33 PM
პოსტი #62


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ქათამსაც ვერ დავკლავ მგონია, მაგრამ ქათმის ხორცზე ამის გამო, უარს ვე ვიტყვი.


ანუ სხვას უკვეთავ მკვლელობას ჩუმჩუმელა მელაკუდა მაფიოზო? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 6 2010, 01:35 PM
პოსტი #63


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Atman
ციტატა
ანუ სხვას უკვეთავ მკვლელობას ჩუმჩუმელა მელაკუდა მაფიოზო?



laugh.gif laugh.gif

ეგრე გამოდის.


Giorgi-
ციტატა
შესაბამისად ქათმებთან ერთად ბებიაჩემსაც ვერ ვიტან



გადაყეი ეხლა ამფერ ბადიშს biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 01:35 PM
პოსტი #64



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Atman

ეჰ ისე ვაჟაზე გამიგია რომ შეუდარებელი მონადირე იყო ... (დავკარგე შთაბეჭდილება biggrin.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 01:42 PM
პოსტი #65


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მხევალი ნინო

ციტატა
ატმან, ვერ გეტყვი რას ჭამდა ვაჟა, მაგრამ კავკასია და მათ შორის საქართვლო, ასე ვტქვათ დალგაჟიტელებით ცნობილი მხარე იყო. მე მგონი ის დალგაჟიტელები ხორცზე უარს არ ამბობდნენ.


ამ "დალგაჟიტელებს" "ბლაგოჩესტიე" ქონდათ იმხელა, რომ ხორცის ჭამა დიდ გავლენას ვეღარ მოახდენდა მათზე. თან ჰაერიც სუფთა იყო, მეტი ცხოვრობდა სოფლად, გონებრივად და სულიერად უფრო ჯანმრთელად. თან დალგაჟიტელობა სწორ სულიერ ცხოვრებას არ ნიშნავს. შეიძლება მკვლელი იყო და 100 წელი იცოცხლო, მაგრამ 100 წლის მერე ჯოჯოხეთში დურთო თავი biggrin.gif

ერთს დავაკონკრეტებ ხორცთან და სწორად კვებასთან დაკავშირებით:

კონკრეტულად ჯანმრთელობისთვის საზიანო მხოლოდ ღორის ხორცია, იმიტომ რომ ბინძურია, მაგრამ სხვა ხორცი, მითუმეტეს ძროხის, თუ ზომიერად შევჭამთ, ჯანმრთელობაზე არანაირ ცუდ გავლენას არ ახდენს. მაგრამ მოქმედებს გონებაზე, კარმაზე (ბედზე) და გვიკეტავს სულიერ ხედვას, საღად აზროვნების უნარს და თანდათან გადავყავართ ილუზიაში (და ამ ილუზიის გამოხატულებაა ის მტკიცებაც რომ ხორცის ჭამა სასარგებლოა და არა პირიქით!). ესეც ვედებში წერია.

ისევ ვიმეორებ: თუ ღმერთის გზაზე გვინდა სიარული, უხორცოდ ეს გაცილებით ადვილია, თუ არადა გემრიელად მიირთვით a075.gif

Giorgi-

ციტატა
ეჰ ისე ვაჟაზე გამიგია რომ შეუდარებელი მონადირე იყო ... (დავკარგე შთაბეჭდილება )


ვაჟა მონადირეც იყო და ხორცსაც ჭამდა და სინანულმა და ამის გაცნობიერება აწერინებდა ზუსტად ასეთ პოემებს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 01:46 PM
პოსტი #66



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Atman
ციტატა
ვაჟა მონადირეც იყო და ხორცსაც ჭამდა და სინანულმა და ამის გაცნობიერება აწერინებდა ზუსტად ასეთ პოემებს.


ჩემსავით ყოფილა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 6 2010, 02:28 PM
პოსტი #67


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა
მოქმედებს გონებაზე, კარმაზე (ბედზე) და გვიკეტავს სულიერ ხედვას, საღად აზროვნების უნარს და თანდათან გადავყავართ ილუზიაში

დავით მეფსალმუნე ძროხის ხორცს ჭამდა და მაცხოვარზე წინასწარმეტყველებდა

ციტატა
თუ ღმერთის გზაზე გვინდა სიარული, უხორცოდ ეს გაცილებით ადვილია, თუ არადა გემრიელად მიირთვით


ისე შენ ბიბლიას არ აღიარებ?
პ.ს. სერიოზულად გეკითხები yes.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 02:28 PM
პოსტი #68


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეს არის ძალიან კარგი აუდიოლექცია რძის პროდუქტების სწორად გამოყენებაზე და სარგებლობაზე:

http://allshares.ge/download.php?id=66CBDDB627


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 02:28 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ერთი ღმერთშემოსილი და დაფარულთ-მცოდნეობის მადლს მიწევნილი ღირსი მამა ძმებთან ერთად ტაბლას უჯდა და ტრაპეზობდა, თან მდუმარედ ლოცულობდა. უეცრად ღვთის ხედვით ამაღლდა და იხილა, რომ ზოგი ძმათაგანი თაფლს იღებდა ტაბლიდან, ზოგი - პურს, ზოგი კი - უშვერს რასმე. განცვიფრდა ბერი. თავს ეკითხებოდა, ნეტავ რას ნიშნავს ეს ხილვა, წინ ხომ ყველას ერთიდაიგივე უწყვიაო. უეცრად თვალწინ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და აუწყა: „ღირსო მამაო, აი, რას ნიშნავს შენი ხილვა: ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით იხმევს პურს და გონებით ილოცავს, მათი ლოცვა, ვითარცა საკმეველი აღვალს უფლის წინაშე; ეს ის ძმები არიან, თაფლს რომ ჭამენ. პურის მჭამელნი ისინი არიან, ვინც მადლობას სწირავს ღმერთს იმ წყალობისთვის, საზრდელის სახით რომ მიენიჭათ, ხოლო ვინც დრტვინავს საზრდელის გამო, თვალბოროტია და ნაყროვანი, უშვერს რასმე ჭამსო“.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 02:31 PM
პოსტი #70


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
ისე შენ ბიბლიას არ აღიარებ?პ.ს. სერიოზულად გეკითხები


ვაღიარებ რომ ბევრი რამეა ბიბლიაში შეცვლილი, გადაკეთებული და დროისა თუ პოლიტიკური ფაქტორების გამო ჩამატებულ-მოკლებული.
თან ბიბლიას აღიარება კი არა სწორად გაგება ჭირდება პირველ რიგში.

ციტატა
დავით მეფსალმუნე ძროხის ხორცს ჭამდა და მაცხოვარზე წინასწარმეტყველებდა


ჩვენ არ ვართ იმხელა წმინდანები და არ გვაქვს იმხელა თანდაყოლილი მადლი რომ თან ძროხა ვჭამოთ და თან "ვიწინასწარმეტყველოთ". ნუ შევედრებით თუ შეიძლება დავიოთ მეფსალმუნეს.


და არ გეჩვენებათ რომ მაგ ფრაზებით თავს იმართლებთ და ხორცის ჭამას ამართლებთ? ვინც დამნაშავე არაა ის თავსაც არ გაიმართლებს a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 6 2010, 02:45 PM
პოსტი #71


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 02:31 PM) *

ვაღიარებ რომ ბევრი რამეა ბიბლიაში შეცვლილი, გადაკეთებული და დროისა თუ პოლიტიკური ფაქტორების გამო ჩამატებულ-მოკლებული.

smile.gif რით ადასტურებ ამ აღიარებას?
და რომელ კონკრეტულ ცვლილებეს გულისხმობ ხორცეულის აკრძალვის იდეის დაცვისას?! unsure.gif

ციტატა
ჩვენ არ ვართ იმხელა წმინდანები და არ გვაქვს იმხელა თანდაყოლილი მადლი რომ თან ძროხა ვჭამოთ და თან "ვიწინასწარმეტყველოთ". ნუ შევედრებით თუ შეიძლება დავიოთ მეფსალმუნეს.
ყველა ადამიანი თანაბარი მადლით იბადება, მხოლოდ შემდეგი ცხოვრება განსაზღვრავს იმას მრავლლდება თუ კნინდება ეს მადლი ჩვენში...
და წმინდანები ცოდვებს გამოცდებს არ უწყობენ, ისინი მათ განერიდებიან

ციტატა
და არ გეჩვენებათ რომ მაგ ფრაზებით თავს იმართლებთ და ხორცის ჭამას ამართლებთ? ვინც დამნაშავე არაა ის თავსაც არ გაიმართლებს a075.gif

smile.gif გაგიკვირდება და მე ხორცს უიშვიათესაად ვჭამ... laugh.gif
მაგრამ ცოდვა კი არ მგონია, უბრალოდ არ მიყვარს...



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 03:21 PM
პოსტი #72


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
რით ადასტურებ ამ აღიარებას?და რომელ კონკრეტულ ცვლილებეს გულისხმობ ხორცეულის აკრძალვის იდეის დაცვისას?!


ამ თემაში არ ვაპირებ ამაზე კამათს. ეს ჩემი პირადი აზრია და არც დადასტურებას ვაპირებ. ხორცის ჭამას ან არ ჭამას მე ბიბლიას არ ვუკავშირებ.





ციტატა
ყველა ადამიანი თანაბარი მადლით იბადება, მხოლოდ შემდეგი ცხოვრება განსაზღვრავს იმას მრავლლდება თუ კნინდება ეს მადლი ჩვენში...და წმინდანები ცოდვებს გამოცდებს არ უწყობენ, ისინი მათ განერიდებიან


არაა ეს მართალი. გაბრიელ ბერი ბავშვობაში ასანთისგან ეკლესიებს აშენებდა, მე კი კატებს კუდზე კონსერვის ქილას ვაბამდი და მიხაროდა იმის ყურება, როგორ კნაოდა და დარბოდა biggrin.gif ჩვენი წინა ცხოვრებიდან მოგვყვება მადლიც და ცოდვაც. თუმცა ვაღიარებ რომ გამოსწორების შანსი და უფლება ყველას ერთნაირად გვიბოძა ღმერთმა. უბრალოდ ზოგს მეტი კარგი ჩვევა გამოყვა წინა ცხოვრებიდან, ზოგს პირიქით, მეტი ცუდი ჩვევა. რეინკარნაციის თემაზე ნუ გადამიყვანე ახლა! biggrin.gif



ციტატა
გაგიკვირდება და მე ხორცს უიშვიათესაად ვჭამ... მაგრამ ცოდვა კი არ მგონია, უბრალოდ არ მიყვარს...


ჰოდა ძალიან კარგი. თუ ხორცი არ გიყვარს ეს უკვე მადლია. თუ საერთოდ არ შეჭამ მით უკეთესი smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 6 2010, 03:31 PM
პოსტი #73


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 03:21 PM) *

ნონა
ეს ჩემი პირადი აზრია და არც დადასტურებას ვაპირებ.
ჰო პირადი აზრები დადასტურებას არ საჭიროებენ biggrin.gif tongue.gif

ციტატა
არაა ეს მართალი. გაბრიელ ბერი ბავშვობაში ასანთისგან ეკლესიებს აშენებდა, მე კი კატებს კუდზე კონსერვის ქილას ვაბამდი და მიხაროდა იმის ყურება, როგორ კნაოდა და დარბოდა biggrin.gif
მადლი და ხასიათი სხვადასხვა რამეა

ციტატა

თუ ხორცი არ გიყვარს ეს უკვე მადლია

კიდეც არ მიკვირს საიდან მეღვრება ამდენი მადლითქო biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 03:37 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ნონა @ Apr 6 2010, 03:31 PM) *

კიდეც არ მიკვირს საიდან მეღვრება ამდენი მადლითქო biggrin.gif

ძროხის ხორცს მიეძალე სასწრაფოდ, თორემ დაგადგა შარავანდედი biggrin.gif biggrin.gif

ატმან, არ გვიწყინო ხუმრობა smile.gif))


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 03:39 PM
პოსტი #75


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სათითაოდ უნდა მესპარინგოთ თუ რა ხდება? biggrin.gif

მთავარი და ყველაზე შაბლონური ციტატები ბიბლიიდან უკვე წამოვიდა. ვნახოთ კიდევ რას შემოგვთავაზებთ. smile.gif

terra
ციტატა
ძროხის ხორცს მიეძალე სასწრაფოდ, თორემ დაგადგა შარავანდედი ატმან, არ გვიწყინო ხუმრობა ))


ხუმრობა ჩემი მოგონილია, მაგრამ ამ თემაში არ ვხუმრობ მე პირადად!
თქვენ იხუმრეთ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 6 2010, 03:44 PM
პოსტი #76


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(terra @ Apr 6 2010, 03:37 PM) *

ძროხის ხორცს მიეძალე სასწრაფოდ, თორემ დაგადგა შარავანდედი biggrin.gif biggrin.gif

ანუ მადლომანია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
მთავარი და ყველაზე შაბლონური ციტატები ბიბლიიდან უკვე წამოვიდა. ვნახოთ კიდევ რას შემოგვთავაზებთ.


ამ თემის ბოლომდე წაკითხვა აზრადაც არ მომსვლია sad.gif
არ ვიცი რა დაწერეს, მაგრამ მაგ დალოცვილ ბიბლიას მეც ვკითხულობ და შენ ჩემთვის გაუგებარი რელიგიების გარდა რა არგუმენტი გაქვს ის უფრო მაინტერესებს yes.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 03:45 PM
პოსტი #77


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
მადლი და ხასიათი სხვადასხვა რამეა


მადლის დამსახურებაა კარგი და სწორი ხასიათი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 03:47 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

მანტრა და ჯაპა გასაგებია, მაგრამ იესოს ლოცვა თუ გიცდია სისტემურად?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 03:52 PM
პოსტი #79


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
არ ვიცი რა დაწერეს, მაგრამ მაგ დალოცვილ ბიბლიას მეც ვკითხულობ და შენ ჩემთვის გაუგებარი რელიგიების გარდა რა არგუმენტი გაქვს ის უფრო მაინტერესებს


საკუთარი გამოცდილება. ვედებში ყველაფერზე წერია რომ ცოდნა უნდა გამოსცადო, იმსთვის რომ დარწმუნდე და ბრმად არ უნდა ირწმუნო. მოცემულია რჩევები და მოცემულია ასევე შედეგები რაც ამ რჩევების შესრულებას მოყვება. აბსოლუტურად ყველა რჩევა, რომელიც გავითვალისწინე, გამართლდა!

ისევ ვიმეორებ: ვედები ცოდნაა და სიტყვა "ვედა" ცოდნას ნიშნავს. და ეს ცოდნა იარაღია, გააჩნია რისთვის გამოიყენებ. მე ვცდილობ კეთილი მიზნებით გამოვიყენო, გამომივა თუ არა ეს ღმერთის ნებაა...

terra
ციტატა
მანტრა და ჯაპა გასაგებია, მაგრამ იესოს ლოცვა თუ გიცდია სისტემურად?


მიცდია. მაგრამ ამ თემასთან ეს კავშირში არაა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 6 2010, 03:54 PM
პოსტი #80


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 03:45 PM) *

ნონა
მადლის დამსახურებაა კარგი და სწორი ხასიათი.

no.gif
ის რომ ერთმა შეიძლება მეორე განსაზღვროს, არ ნიშნავს რომ რეალურად კორელაციის კოეფიციენტი 1-ის ტოლია biggrin.gif biggrin.gif
(სულ guest1-ს ბრალია რა, იმ თემიდან გამომყვა ახლა ამნეირი დამოკიდებულება ) biggrin.gif

კარგი ხასიათის უმადლოზე რას იტყვი?
ოღონდ არ თქვა არ არსებობენო smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

39 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 05:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი