ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან) |
izi-bartki |
Mar 15 2010, 05:55 PM
პოსტი
#81
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
giorgi 7
შემოგევლეეე,გაიხარე გიორგი დიდი მადლობა დაგლოცოს უფალმა და გაგაძლიეროს -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
თამარ |
Mar 16 2010, 03:50 PM
პოსტი
#82
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
giorgi 7
ციტატა -კითხვა: წმიდაო მამაო, იქნებ, ჩემი სიყვარული რომელიმე წმიდანის მიმართ ასუსტებს ღვთისადმი სიყვარულს? -პასუხი: არა, რადგანაც, როდესაც ადამიანი რომელიმე წმიდანს ძლიერად სცემს პატივს და მისდამი დიდ სიყვარულს განიცდის, ამის მიღმა იმალება ძლიერი სიყვარული სამება-ერთარსება ღვთისადმი და ღვთისმშობლისადმი. ვინც პატივს მიაგებს წმიდანებს, უეჭველია, რომ კიდევ უფრო მეტ პატივს მიაგებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ასევე, იგი უმეტეს თაყვანისცემას განიცდის ყოვლადწმიდა სამებისადმი. თუკი შენ რომელიმე წმიდანთან მჭიდროდ ხარ დაკავშირებული და მისდამი მიჯაჭვულობის ძლიერ გრძნობას განიცდი, ხდება რომ ამ წმიდანისათვის თავის გასაწირადაც კი მზად ხარ, მაგრამ თუკი შენ წმიდანისათვის სწირავ თავს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ხარ თავი ღმერთს შესწირო?! გაიხარე, გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებაა. |
giorgi 7 |
Mar 23 2010, 01:35 PM
პოსტი
#83
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
“შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან ღმრთის წინასწარმეტყველნი ისევე, როგორც სატანის მსახურები! უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება. ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარებითა და დიდებისმოყვარებით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარეობა იმეფებს მაშინ, და ვაი, ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრებელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმერთის სახეს.”
წმ. ნიფონტი კონსტანტინეპოლელი (IV საუკუნე) ,,ვინც მთელი სიყვარულით და სურვილით,მორჩილებით არ შეუერთდება თავისი უახლოესი დროის წმიდანს,მისდამი დიდი უნდობლობის გამო ის ვერასოდეს ვერ შეუერთდება ადრინდელ წმიდანებსაც,თუნდაც გააჩნდეს დიდი რწმენა და სიყვარული ღმერთისა და ყველა წმიდანის მიმართ.ის იქნება განგდებული,ვინაიდან მორჩილებით არ ინება დამდგარიყო იმ ადგილზე,რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვრა მას და არ შეუერთდა თავისი უახლოესი დროის წმიდანს,რომელიც მისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა". წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. დედა პარასკევა იგონებს: მამა გაბრიელთან ერთი მღვდელი მოვიდა და უთხრა: მაპატიე მაგრამ შენი სასწაულებისა არა მჯერაო.აბა დაიჩოქეო,აკურთხა მამა გაბრიელმა,- ამდენი ხნის ბერი იყო და მორჩილებით დავიჩოქეო თქვა მღვდელმა. მამა გაბრიელმა უთხრა: ,,გაკურთხებ რომ არ ადგე, მაგრამ თუ ბიჭი ხარ ადექიო". წარმოიდგინეთ რომ ვერ ავდექიო თქვა მღვდელმა. |
თამარ |
Mar 23 2010, 04:28 PM
პოსტი
#84
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
ციტატა ,,ვინც მთელი სიყვარულით და სურვილით,მორჩილებით არ შეუერთდება თავისი უახლოესი დროის წმიდანს,მისდამი დიდი უნდობლობის გამო ის ვერასოდეს ვერ შეუერთდება ადრინდელ წმიდანებსაც,თუნდაც გააჩნდეს დიდი რწმენა და სიყვარული ღმერთისა და ყველა წმიდანის მიმართ.ის იქნება განგდებული,ვინაიდან მორჩილებით არ ინება დამდგარიყო იმ ადგილზე,რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვრა მას და არ შეუერთდა თავისი უახლოესი დროის წმიდანს,რომელიც მისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა". წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. წმიდა სიმეონი ბევრ სხვა საკითხსაც წერს, რაც მეუფე იეროთეოსს აქვს მოყვანილი თავის წიგნში "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია". იგი წერს, რომ წმიდა უნდა იყოს ყველა სასულიერო პირი, ჯერ კიდევ ხელდასხმამდე, თუმცა, ამ საკითხს როცა პირდაპირ ეხები, ეგრევე გეუბნებიან, რომ "რაღაცა არასწორად გესმის" და იშველიებენ იოანე ოქროპირის ციტატას, სადაც იგი წერს, რომ ცოდვილი მსახურის მიერაც აღესრულება საიდუმლოებანი. ამ დროს, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს, არამედ ავსებს. მამა გაბრიელის უზარმაზარ ძალას მას შემდეგ ვგრძნობ, რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე - სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან. მენანება, რომ თავისუფლად შემეძლო, გამეცნო, სანამ ამქვეყნად ჩვენთვის ხილულად იყო, მაგრამ არ მეღირსა. მე კი ვხვდები, რატომაც. ახლა თავს ვინუგეშებ, რომ ვიცნობ მის აღზრდილ ბერს, მის სხვა ახლობლებს, ადამიანებს, ვისაც იგი გულით უყვართ. საფლავზე ყოფნისას ფიზიკურად ვგრძნობდი თითქოს მაგნიტური ტალღების მოქმედებას: აი, გამტარი რომ იყოს შენი სხეული, მაგრამ დენის გასვლა ტკივილს რომ არ განიჭებდეს. ასეთი რაღაცა იყო. |
KAIROS |
Mar 26 2010, 04:33 AM
პოსტი
#85
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა წმიდა უნდა იყოს ყველა სასულიერო პირი, ჯერ კიდევ ხელდასხმამდე, თუმცა, ამ საკითხს როცა პირდაპირ ეხები, ეგრევე გეუბნებიან, რომ "რაღაცა არასწორად გესმის" და იშველიებენ იოანე ოქროპირის ციტატას, სადაც იგი წერს, რომ ცოდვილი მსახურის მიერაც აღესრულება საიდუმლოებანი. ამ დროს, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს, არამედ ავსებს არანაირად არ მსურდა თქვენი მშვიდი ყოფნის დარღვევა, და ჩარევა, მაგრამ თამარს კიდევ ერთხელ ვუმეორებ, არაკაცი არა არს წმიდა, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, და წირვა შეიწირვის არა ადამიანის დამსახურების გამო, რამეთუ ყველა ცოდვილია, არამედ სულიწმიდის მადლით, თავად ყველაზე ცოდვილი მღვდლის მიერ აღვლენილი საიდუმლო აღევლინება და სრულდება (ერთერთი მამა ასე ამბობს,რაც მღვდელმა დააკლო ანგელოზი ასრულებსო), შეიძლება ასეთ მღვდელს ძნელად ძალუძს გასწიოს მაღალსულიერი მოძღვრობა (თუმცა ხანდახან ესენიც კი ისეთ სიბრძნეს იტყვიან, რომ უცილობლად გაგახსენდება, როგორ აამეტყველა ღმერთმა ვირი), მაგრამ როგორც მღვდელი , სანამ არის მღვდელი, იგი მადლმოსილია და აღასრულებს საიდუმლოებებს, ასე რომ წვალებაა საუბარი რომელიმე ცოცხალ ადამიანზე რომ იგი წმიდანია, შეიძლება ჩვენთან შედარებით კი, მაგრამ ზოგადად წმიდანი ცოცხალ ადამიანზე არ ითქმის, წმიდანად შერაცხვა ხდება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ და მეტიც, არსებობს კართაგენეის კრების განჩინება, სადაც წმიდა მამები ხაზს უსვამენ იმას, რომ არათუ ცოცხალი ვინმე, არამედ თავად უკვე გარდაცვალებული წმიდანიც ცოდვილი იყო ცხოვრებაში, ანუ ცოდვა ქონდა და უცოდველი არ ყოფილა, და სწორედ ამ ცოდვის დამარცხებით გახდა წმიდანი, ცოდვის საბოლოო დამარცხება კი გარდაცვალებისას და უფალთან მისვლისას ხდება, ვიმეორებ ამ კრების 115-ე კანონმა უარყო აზრი წმიდათა უცოდველობის შესახებ, „რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი7, იზი, ლამარა და თამარ-ი, და ყველა ვინც ამ თემაში (და მსგავს თემებში) აქტიურობს, არ მიიღოთ ჩემი პოსტი ნეგატიურად, ან რომელიმე ცოცხალი ან გარდაცვლილი მოძღვრის საწინააღმდეგოდ, რაც არ დამიწერია, იმაში ნუ დამდებთ ბრალს, უბრალოდ თუკი დავწერე (ძალაინ არ მინდოდა ისე), მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით და უნებლიედ ცრუ სწავლებამ არ გაჟონოს. იხარეთ და მაპატიეთ შემოჭრა; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
gurulo |
Apr 5 2010, 01:45 AM
პოსტი
#86
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
KAIROS
ფრაგმენტულად მახსოვს ერთი მღვდელი ამბობდა ადამიანი რომელიც სამოთხეში ხვდება, უფლისთვის წმინდააო. ანუ სამოთხეში მყოფი ყველა ადამიანი წმინდანია?.. იქნებ თეოლოგიურად განმიმარტო -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
llaasshhaa |
Apr 5 2010, 08:29 PM
პოსტი
#87
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ეხლა აპრილში უნდა გახსნან მისი საფლავი?
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
აკაკი |
Apr 5 2010, 09:09 PM
პოსტი
#88
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
რამდენიმე დღის წინ მომიყვა მამაჩემმა ერთი ისტორია და სასწაული. . .
თურმე ერთხელ მამა გაბრიელი ძონძებში ჩაცმული ვითარცა მათხოვარი (როგორც სალოსებს სჩვევიათ) მისულა ეკლესიის მშენებლობაზე.. და იქ ვინმე რესტავრატორი დაუნახია და მისულა.. გამოელაპარაკა.. ეუბნებოდა: ეს ასე ქენიო, ის ისეო... ამ რესტავრატორმაც უთხრა: რა გინდა შენო?! დამანებე თავი თუ კაცი ხარო მამა გაბრიელი კი ისევ ეუბნებოდა: დამიჯერე ეს.. ასე გააკეთეო. .. ვიცი რასაც ვამბობო... ამ რესტავრატორმაც: გაიყვანეთ რა აქედან ეს მათხოვარი ვიღაცაო... მოკლედ მამა გაბრიელი მაინც ეუბნებოდა" დამიჯერეო რა ასე გააკეთ.. მოკლედ არ მოეშვა არც მამა გაბრიელი არც ის.. იძახოდა გაიყვანეთ მომაშორეთო.. გადი ვიღაცა ხარო... ბოლოს და ბოლოს ხელი კრა ამ რესტავრატორმა მამა გაბრიელს და ძირს დავარდა . . . უცებ წამოდგა მამა გაბრიელი და მივიდა ამ რესტავრატორთან და ეუბნება: "მეუფეო, რატომ მოექეცი სალოსს ასეო?!" - რესტავრატორი გაოგნებული იყო რას მეუბნებაო ხოდა 26 წლის შემდეგ ის ბიჭი ვინმე "რესტავრატორი" დღეს მეუფეა (სახელი არ დაუსახელებია) |
თამარ |
Apr 6 2010, 02:30 PM
პოსტი
#89
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
აკაკი
გაიხარე! ასეთი მოგონებები იშვიათად ხდება-ხოლმე ცნობილი... მაგარია! ეჰ, რამდენჯერ სცემეს მამა გაბრიელს, რამდენი სიმწარე და ტკივილი გადაიტანა. 25 წელი სასაფლაოებზე ძილი და 15 წელი მათხოვრობა! მასზე გამოცემული წიგნების უმრავლესობაში ესენი არ წერია! იყო დაყენებული და უზიარებლობით დასჯილიც! ისეა ზოგიერთი მონაცემი მასზე შედგენილი, თითქოს 1955 წლიდან 1991 წლამდე სად იყო, არავინ იცოდა. ერთი 1965 წელს ლენინის პორტრეტის დაწვის ამბავს ურთავენ შუაში, ეგაა და ეგ! რა ტანჯვაც მან გაიარა, ფიზიკური თუ მორალური, ამას ჩვეულებრივი, თუნდაც, ძლიერი ადამიანი ვერანაირად ვერ გაუძლებდა... ნეტა ის ახალგაზრდა რესტავრატორი იყო თუ არქიტექტორი? მამაშენი იცნობდა გაბრიელ ბერს? |
აკაკი |
Apr 6 2010, 02:50 PM
პოსტი
#90
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
თამარ
არვიცი რესტავრატორი თU არქიტექტორი . . . რომელიღაც იყო შეიძLება არქიტექტორი რა ვიცი . . . არა არ იცნობდა... მასაც უამბეს |
Atman |
Apr 6 2010, 03:31 PM
პოსტი
#91
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ერთხელ გაბრიელ ბერს ეს ციტატა წაუკითხეს "ბჰაგავად-გიტადან":
"როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება." (ბჰაგავად-გიტა 2.13) ბერს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. იქ მხლებლებმა კითხეს, "რატომ ტირი მამაო, ეს ხომ ჩვენი ტრადიცია არააო?!" (თუ რაღაც ამდაგვარი, ტექსტი ზუსტად არ ვიცი). გაბრიელ ბერი გაუბრაზდა და უპასუხა, ამ სიტყვების უკან ღმერთი დგასო! შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას აქ, მითუმეტეს არ დაიჯერებთ. მაგრამ ეს ვინც მომიყვა იმ ადამიანის სიტყვას ვენდობი... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Apr 6 2010, 04:22 PM
პოსტი
#92
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას აქ, მითუმეტეს არ დაიჯერებთ. მაგრამ ეს ვინც მომიყვა იმ ადამიანის სიტყვას ვენდობი... კარგი რაა შენი აზრით მამა გაბრიელი მიიჩნევდა რომ სული სანამ მარადიულ სამყოფელში დავანდება სხვადასხვა ჭურჭელს იცვლის?! -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
Apr 6 2010, 04:31 PM
პოსტი
#93
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
რომ გაიგო ეგ სიტყვები ცოცხალი ბერისგან 2 ვარიანტი გაქვს, ან არ დაიჯერებ და ერეტიკოსად და არამართლმადიდებლად გამოაცხადებ, ან დაიჯერებ და მთლად დაიბნევი და ბევრ შენს მტკიცე დოგმატურ რწმენაზე მოგიწევს გადახედვა. ასე რომ იყავი შენი რწმენით და მშვიდი სისოვლით
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Apr 6 2010, 04:33 PM
პოსტი
#94
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, მართლა შედგა თუ არა ასეთი საუბარი მამა გაბრიელსა და მავანს შორის (ზუსტი ციტირებით). თუ მართლა შედგა, მაშინ ის უნდა ვიცოდეთ, რა კონტექსტში თქვა მან აღნიშნული. იქნებ სულის სხვა სხეულში გადასვლაში ივარაუდა, რომ ის მანამდე ხორცით იყო შეზღუდული და გათავისუფლდა ამ საკრველებისგან, ანუ მიიღო თავისი ბუნებრივი სუბსტანცია?! და თუ მაინც ისე იყო (ნუ იყოფინ), როგორც შენ გინდა და წარმოაჩენ, ამაზეც გეტყვი, რომ მართლმადიდებელთათვის, უპირველესი და უაღრესი ავტორიტეტი არის ე კ ლ ე ს ი ა (რომელიც უცთომელია) და არა კერძო პირები, რა სასულიერო ხარისხს და გამოცდილებასაც უნდა ფლობდნენ ისინი. ეკლესია კი გვეუბნება, რომ.. და რომ.. და რომ.. )) -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
Apr 6 2010, 04:41 PM
პოსტი
#95
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
რომ გაიგო ეგ სიტყვები ცოცხალი ბერისგან 2 ვარიანტი გაქვს, ან არ დაიჯერებ და ერეტიკოსად და არამართლმადიდებლად გამოაცხადებ, ან დაიჯერებ და მთლად დაიბნევი და ბევრ შენს მტკიცე დოგმატურ რწმენაზე მოგიწევს გადახედვა. მგონი, ზუსტად ვიცი რასაც გავიფიქრბ მაგ დროს.. მცდისთქო თუ დამარწმუნებს რომ არ მცდის, სწორედაც პირველი ვარიანტის სცენარი შედგება არ მნებავს ძლივსდაწყებული დალაგების პროცესი ვინმეს ცდომილებამ არიოს... ამ მდგომარეობამ ისე რთულად მოიწია რომ აშკარად ფასი დაუდებელი დაიდო ციტატა ასე რომ იყავი შენი რწმენით და მშვიდი სისოვლით მეტი არც რა მბადია და კი ვეკურკურებით ერთურთს -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
თამარ |
Apr 6 2010, 04:43 PM
პოსტი
#96
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
ციტატა როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება. ეს წინადადება გულდასმით რომ განვიხილოთ, შეიძლება, ძალიან მშვენივრადაც გავიგოთ. სხვა სხეული რა არის? მაინცდამაინც ბაობაბსა და მანგუსტას ხომ არ ნიშნავს? ადამიანს ხომ გააჩნდა ანგელოზებრივი სხეული, სანამ ცოდვით დაეცემოდა? აბა, ისე როგორ იარსებებდა ტრანსცენდენტურ სამყაროში? მე გამიგია, რომ ის ტყავის ტანსაცმელი, რომელიც ღმერთმა შეუკერა ადამსა და ევას, სწორედ ეს ჩვენი ტყავია, რომელშიაც ვართ ხორციელად მოქცეულები... ფოთოლი სიმბოლურია... ასე რომ, არაფერი ერეტიკოსად არ უნდა მიიჩნიო კაცმა და კარგ თქმას კარგი გამგები უნდა... თან ყველა რელიგიაში არსებობს სიბრძნე... სიბრძნე საერთოდ რომ არ იყოს და სისულელეებით იყოს გადაჭედილი სხვა რელიგიები, ამოდენა ხალხი როგორ ირწმუნებდა? სწავლა ყველაფრიდან შეიძლება. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რა არის მართალი და რა - არა. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ. სიბრძნე ზღაპრებშიც ბევრია . |
Atman |
Apr 6 2010, 04:47 PM
პოსტი
#97
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თამარ
ციტატა ეს წინადადება გულდასმით რომ განვიხილოთ, შეიძლება, ძალიან მშვენივრადაც გავიგოთ.სხვა სხეული რა არის? მაინცდამაინც ბაობაბსა და მანგუსტას ხომ არ ნიშნავს? ადამიანს ხომ გააჩნდა ანგელოზებრივი სხეული, სანამ ცოდვით დაეცემოდა? აბა, ისე როგორ იარსებებდა ტრანსცენდენტურ სამყაროში? მე გამიგია, რომ ის ტყავის ტანსაცმელი, რომელიც ღმერთმა შეუკერა ადამსა და ევას, სწორედ ეს ჩვენი ტყავია, რომელშიაც ვართ ხორციელად მოქცეულები... ფოთოლი სიმბოლურია... ასე რომ, არაფერი ერეტიკოსად არ უნდა მიიჩნიო კაცმა და კარგ თქმას კარგი გამგები უნდა... თან ყველა რელიგიაში არსებობს სიბრძნე... სიბრძნე საერთოდ რომ არ იყოს და სისულელეებით იყოს გადაჭედილი სხვა რელიგიები, ამოდენა ხალხი როგორ ირწმუნებდა? სწავლა ყველაფრიდან შეიძლება.მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რა არის მართალი და რა - არა. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ. სიბრძნე ზღაპრებშიც ბევრია . როგორ სხეულში გადავა სული ეს სხვა საქმეა და ეგ სიტყვები რეინკარნაციის თეორიას ადასტურებს. ბჰაგავად-გიტაში სხვა და უფრო დამაჯერებელი სიტყვებიცაა მაგასთან დაკავშირებით და თუ გვჯერა რომ მამა გაბრიელმა ეს მართლა თქვა, მაშინ მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ღმერთი მარტო ამ სიტყვების კი არა, მთლიანად ბჰაგავად-გიტას უკან დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგმობდა ამ წიგნს.(და თუ სიმართლე გაინტერესებთ ბჰაგავად-გიტა ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგია). მოკლედ ეს რწმენის საკითხია... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
giorgi 7 |
Apr 6 2010, 11:23 PM
პოსტი
#98
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
უცებ წამოდგა მამა გაბრიელი და მივიდა ამ რესტავრატორთან და ეუბნება:
"მეუფეო, რატომ მოექეცი სალოსს ასეო?!" - რესტავრატორი გაოგნებული იყო რას მეუბნებაო ხოდა ის ბიჭი ვინმე "რესტავრატორი" დღეს მეუფეა (სახელი არ დაუსახელებია) ის რესტავრატორი დღევანდელი მიტროპოლიტი დავითია(მახარაძე) რამდენიმე დღის წინ მომიყვა მამაჩემმა ერთი ისტორია და სასწაული. . . თურმე ერთხელ მამა გაბრიელი ძონძებში ჩაცმული ვითარცა მათხოვარი (როგორც სალოსებს სჩვევიათ) მისულა ეკლესიის მშენებლობაზე.. და იქ ვინმე რესტავრატორი დაუნახია და მისულა.. გამოელაპარაკა.. ეუბნებოდა: ეს ასე ქენიო, ის ისეო... ამ რესტავრატორმაც უთხრა: რა გინდა შენო?! დამანებე თავი თუ კაცი ხარო მამა გაბრიელი კი ისევ ეუბნებოდა: დამიჯერე ეს.. ასე გააკეთეო. .. ვიცი რასაც ვამბობო... ამ რესტავრატორმაც: გაიყვანეთ რა აქედან ეს მათხოვარი ვიღაცაო... მოკლედ მამა გაბრიელი მაინც ეუბნებოდა" დამიჯერეო რა ასე გააკეთ.. მოკლედ არ მოეშვა არც მამა გაბრიელი არც ის.. იძახოდა გაიყვანეთ მომაშორეთო.. გადი ვიღაცა ხარო... ბოლოს და ბოლოს ხელი კრა ამ რესტავრატორმა მამა გაბრიელს და ძირს დავარდა . . . უცებ წამოდგა მამა გაბრიელი და მივიდა ამ რესტავრატორთან და ეუბნება: "მეუფეო, რატომ მოექეცი სალოსს ასეო?!" - რესტავრატორი გაოგნებული იყო რას მეუბნებაო ხოდა 26 წლის შემდეგ ის ბიჭი ვინმე "რესტავრატორი" დღეს მეუფეა (სახელი არ დაუსახელებია) |
თამარ |
Apr 18 2010, 12:53 AM
პოსტი
#99
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
giorgi 7
ციტატა ის რესტავრატორი დღევანდელი მიტროპოლიტი დავითია(მახარაძე) შეიძლება. ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმეც არქიტექტორია, ეს ორი მეუფეა არქიტექტორი და ერთ-ერთი იქნებოდა, ვფიქრობდი . ხომ არაფერი გაგიგია, რა ხდება კანონიზაციასთან დაკავშირებით? |
მხევალი ნინო |
Apr 18 2010, 10:59 AM
პოსტი
#100
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თამარ
ციტატა შეიძლება. ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმეც არქიტექტორია, ეს ორი მეუფეა არქიტექტორი და ერთ-ერთი იქნებოდა, ვფიქრობდი . თუ ამ ისტორიას ნამდვილად ჰქონდა ადგილი კი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი