სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება? |
Alterego |
Jan 9 2013, 10:09 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
ადამიანი თუკი სხვა სარწმუნოებისაა მაგრამ მისი სარწმუნოების ერთგულია, მაგალითად არის სასულიერო პირი, მონასტერში ბერია და მთელი სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნა მაგრამ მართლმადიდებელი არ ყოფილა, თქვენი აზრით ცხონდება? მე ვფიქრობ რომ კი
|
A.V.M |
Jan 9 2013, 10:16 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Alterego
დღეს ცოტა ,,შფოთია'' ხომ ხედავ? დამშვიდდება თუ არა ეგრევე ვისაუბროთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Martl_madidebeli |
Jan 9 2013, 10:31 PM
პოსტი
#3
|
მართმადიდებელი ჯგუფი: Members პოსტები: 134 რეგისტრ.: 4-January 13 წევრი № 12,857 |
Alterego
სარწმუნოების ერთგულება არაფერშუაშია. ეგრე მუსლიმებიც წაიკუზებიან და ბაგეებით რაღაცას ამბობენ მაგრამ მანდ მადლი არ გადმოდის ეგ ერთგულება არ არის ეგ ჩვევაა ერთგული სიყვარულით უნდა იყო თუნდაც სხვაგან არამართლამდიდებლობაშჳ რათქმაუნდა ცხონდება ადამიანი თუ კეთილშობილია და ზევიდანაა გახსოვს მოციქულის წიგნში რომ გამოცხადება ნახა სამჯერ ზედიზედ ზეციდან ჭიამატლი ჩამოდიოდა და ეუბნებოდა უფალს, ამას არ შევჭამ რჯული კრძალავსო, მაგრამ უფალი ეუბნებოდა ჭამეო, და ახსნა ის იყო რომ არ უდნა განერჩივა სხვადასხვა ერები დამშვიდდი შეიძლება სომეხი ხარ თნაც იაღოველი, არ ინერვიულო ღმერთს ყველა უყვარს შენამდეც მოვა მადლი -------------------- www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია საქართველო сакартвело saqartvelo |
zaz |
Jan 9 2013, 10:51 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
Alterego
მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არამართლმადიდებელი ადამიანი არ ცხონდება. უფალი იმიტომ განკაცდა, რომ კაცთა მოდგმა გადაერჩინა. თუ სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება, მაშინ გამოდის უფლის გამომხსნელი მსხვერპლი საჭირო არ ყოფილა და ისედაც შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ფსალმუნშიც წერია "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და სხვა სარწმუნოების ადამიანი ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანება. |
Martl_madidebeli |
Jan 9 2013, 10:53 PM
პოსტი
#5
|
მართმადიდებელი ჯგუფი: Members პოსტები: 134 რეგისტრ.: 4-January 13 წევრი № 12,857 |
zaz
ვააა მართლა არ ვიცოდი ეგ საოცარია და რა ეშველება იმათ? -------------------- www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია საქართველო сакартвело saqartvelo |
აკაკი |
Jan 9 2013, 11:59 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
რაც ჩვენს უფლებამოსილებას არ ეხება იმისაგან თავი შევიკავოთ... ვიცით, რომ ჩვენთან, უფრო სწორად იქ, სადაც ჩვენ ვართ, არის ცხონება, მოდი ამას მივყვეთ.
მსმენია, ასეთი კითხვები ჩნდება იქ, სადაც არ აინტერესებთ ცხონება, საკუთარი თავის გადარჩენა. |
Alterego |
Jan 10 2013, 12:09 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
Alterego დამშვიდდი შეიძლება სომეხი ხარ თნაც იაღოველი, არ ინერვიულო ღმერთს ყველა უყვარს შენამდეც მოვა მადლი შენ რა მაგარი ქსენოფობი იქნები წარმომიდგენია ) სომეხი ვარ და პლუს იაღოველი ხო? Alterego მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არამართლმადიდებელი ადამიანი არ ცხონდება. უფალი იმიტომ განკაცდა, რომ კაცთა მოდგმა გადაერჩინა. თუ სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება, მაშინ გამოდის უფლის გამომხსნელი მსხვერპლი საჭირო არ ყოფილა და ისედაც შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ფსალმუნშიც წერია "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და სხვა სარწმუნოების ადამიანი ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანება. ხოო? მაშინ გამოდის რო ღმერთი უსამართლო ყოფილა თუკი დავუშვათ მე ესე დავიბადე სხვა სარწმუნოებით ესე გამზარდეს ესე ვუერთგულე ღმერთს და ამის გამო თუ მე დამსჯის ღმერთი რო აი კარგი ბიჭი იყავი, ბევრ სიკეთეს აკეთებდი , ეხმარებოდი გაჭირვებულებს, გიყვარდა შენი მოყვასი და ა.შ, მაგრამ აი მართლმადიდებელი არ იყავი და ამის გამო გასწი ჯოჯოხეთის გზაზეო )) არ არის ეს უსამართლობა შენი აზრით? და დარწმუნებული ხარ რო მართლმადიდებლობა იმას ასწავლის რო თუ არ ხარ ჩვენი ეკლესიის წევრი წარწყმედილი ხარო? )) |
MIRDAT |
Jan 10 2013, 02:44 AM
პოსტი
#8
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
Alterego მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არამართლმადიდებელი ადამიანი არ ცხონდება. უფალი იმიტომ განკაცდა, რომ კაცთა მოდგმა გადაერჩინა. თუ სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება, მაშინ გამოდის უფლის გამომხსნელი მსხვერპლი საჭირო არ ყოფილა და ისედაც შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ფსალმუნშიც წერია "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და სხვა სარწმუნოების ადამიანი ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანება. ძაან შორსაა სიმართლისგან... ვინც არაა მართლმადიდებელი ვერ ცხონდება, ანუ თუ ავიღებ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ მუსლიმანს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ჯოჯოხეთში მოხვდება. არადა შეუძლებელია განსაზღვრო ვის სად წაიყვანს ღმერთი. აქედან გამომდინარე დაშვება რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან არასწორია. (რა ვქნა, მივეჩვიე ასე მტკიცებებს, მათემატიკა თავისას შვება ) |
Alterego |
Jan 10 2013, 03:11 AM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
ძაან შორსაა სიმართლისგან... ვინც არაა მართლმადიდებელი ვერ ცხონდება, ანუ თუ ავიღებ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ მუსლიმანს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ჯოჯოხეთში მოხვდება. არადა შეუძლებელია განსაზღვრო ვის სად წაიყვანს ღმერთი. აქედან გამომდინარე დაშვება რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან არასწორია. (რა ვქნა, მივეჩვიე ასე მტკიცებებს, მათემატიკა თავისას შვება ) აბსოლუტურად გეთანხმები და არ მესმის იმ ადამიანებს ვინც არამართლმადიდებლებს ჯოჯოხეთისთვის წირავენ ) |
A.V.M |
Jan 10 2013, 11:09 AM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Alterego
MIRDAT საკითხი რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ ზალიან რთული და შეიზლება ითქვას პიკანტურიცაა. მართლმადიდებლები ყოველთვის ერიდებოდნენ და ერიდებიან ამ თემებზე საუბარს , იმიტომ რომ არ ვიცით საკითხის შესახებ თითქმის არაფერი და რომც ვიცოდეთ რამდენად სასარგებლო იქნება ეს სხვა საკითხია. მართალკია დღეს ბევრი ,,მართლმადიდელური'' ექსტრემისტული დაჯგუფება იმასაც ამბობს რომ უნათლავი ჩვილებიც კი ჯოჯოხეთში ხვდებიან , რაც სრული უგულვებელყოფაა საეკლესიო გადმოცემის. არსებობს ასეთი გამოთქმარომ ადამიანს 3 რამ გაუკვირდება სამოთხეში როდესაც იქ მოხვდება: 1-მე რა მინდა აქ. 2-ვისაც ელოდა ის რომ არ იქნება. 3-ვისაც არ ელოდა ის რომ იქ დახვდება. ასე რომ გავანებოთ ამ საკითხს თავი. როგორც წმ.ანასტასი ამბობს-,,არ არის კარგი , ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა.'' არ ვიცით ჩვენ უფალი ვის აცხოვნებს და ვის არა და გავანებოთ თავი დასკვნების კეთებას. ჩვენი ცხონების საკითხს მივხედოთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
zaz |
Jan 10 2013, 12:18 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
MIRDAT
ციტატა ძაან შორსაა სიმართლისგან... ვინც არაა მართლმადიდებელი ვერ ცხონდება, ანუ თუ ავიღებ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ მუსლიმანს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ჯოჯოხეთში მოხვდება. არადა შეუძლებელია განსაზღვრო ვის სად წაიყვანს ღმერთი. აქედან გამომდინარე დაშვება რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან არასწორია. (რა ვქნა, მივეჩვიე ასე მტკიცებებს, მათემატიკა თავისას შვება ) გამოდის, რომ უფლის განკაცება და ჯვარზე აღსრულებული გამომხსნელი მსხვერპლი ამაო ყოფილა, თუ არამართლმადიდებლებიც ცხონდებიან. რა საჭიროა ეკლესიაში სიარული, ღვთის მცნებების შესრულება თუ დაცემული ბუნების კეთილი საქმეეებით შესაძლებელია ცხონება. ამ თემაზე რაზეც ვსაუბრობთ წმ. მამებს უამრავი თხზულება აქვთ დაწერილი. A.V.M ციტატა იმიტომ რომ არ ვიცით საკითხის შესახებ თითქმის არაფერი მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ცალსახაა-არამართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან. გამონაკლისია, მე როგორც ვიცი, აბორტის შედეგად მოწყვეტილ ჩვილთა მდგომარეობა. მათზე ამბობენ სასუფეველში შევლენ, მაგრამ ბრმები იქნებიანო. |
benediqt |
Jan 10 2013, 01:09 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
-------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
აკაკი |
Jan 10 2013, 03:01 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
თქვენი ხელმოწერა (ყველაფერი მის ირგვლივ) და ეს სპამფოტო სრულიად არ შეეფერება ერთმანეთს.
ვფიქრობთ კი იმაზე, რომ ასე ადამიანს ტკივილს, ზიანს ვაყენებთ? ჩვენთვის თუ რაღაც არაფერს ნიშნავს, სხვისთვის ხომ ნიშნავს; შეიძლება ზიანის მომტანი იყოს... არ არის საჭირო ეს, თავის დროზე ისედაც ყველა ყველაფერს მიხვდება, ბუნებრივად და წყნარად, ნაკლები ზიანით. გულისსატკენი დამოკიდებულებაა... ასეთი სპამფოტოებით ხომ გამოხატავ ინტერნეტ სივრცეში იმას, რასაც ბუნებრივად ფიქრობ იმ მომენტში... ხოდა წარმოუდგენელია საერთოდ ასეთი დამოკიდებულება (რაც ამ ანიმაციურ ფოტოზეა) და ქრისტიანობა (არ ვგულისხმობ წესებს, კანონებს და ა.შ, რაზე საუბარიც ასე გამაღიზიანებელია, ერთი სიტყვით თეორეტიკოსობა, იმ შემთხვევაში როცა პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ). ახლა შეიძლება მეც სპამფოტოთი მიპასუხო |
.zakaria. |
Jan 10 2013, 03:08 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
საინტერესო თემაა, მე არ ვეთანხმები იმას რომ სამოთხეში მარტო მართლმადიდებლები მოხვდებიან, თუ ღმერთი მამაა, მშობელს მართლმადიდებელი შვილიც და ბუდისტიც ერთნაირად უყვარს, მშობელს ყველანაირი შვილი უყვარს.
მართმადიდებლები ალბათ მსოფლიოს მოსახლეობის 5 % არ იქნება აქედან 1% მა თუ ისე იცხოვრა რომ სამოთხეში მოხვდა კარგია, ანუ რა გამოდის, დედამიწის მოსახლეობის 1% -ის გარდა ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება, ეხლა ციფრებზე ნახეთ რამდენია და ესე იყო მილიონობით წელი ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდა, წარმოიდგინეთ რამდენი სული იტანჯება ჯოჯოხეთში. ჩნდება კითხვა რიღასთვისღა შეიქმნა ადამიანი? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
marine |
Jan 10 2013, 03:24 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი, თუკი ის სიწმინდით ცხოვრობს, სათნოა უფლისთვის... მე ასე მიმაჩნია ცხონება არცხონების საკითხი უფლის პრეროგატივაა...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Alterego |
Jan 10 2013, 03:53 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
Alterego MIRDAT საკითხი რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ ზალიან რთული და შეიზლება ითქვას პიკანტურიცაა. მართლმადიდებლები ყოველთვის ერიდებოდნენ და ერიდებიან ამ თემებზე საუბარს , იმიტომ რომ არ ვიცით საკითხის შესახებ თითქმის არაფერი და რომც ვიცოდეთ რამდენად სასარგებლო იქნება ეს სხვა საკითხია. მართალკია დღეს ბევრი ,,მართლმადიდელური'' ექსტრემისტული დაჯგუფება იმასაც ამბობს რომ უნათლავი ჩვილებიც კი ჯოჯოხეთში ხვდებიან , რაც სრული უგულვებელყოფაა საეკლესიო გადმოცემის. არსებობს ასეთი გამოთქმარომ ადამიანს 3 რამ გაუკვირდება სამოთხეში როდესაც იქ მოხვდება: 1-მე რა მინდა აქ. 2-ვისაც ელოდა ის რომ არ იქნება. 3-ვისაც არ ელოდა ის რომ იქ დახვდება. ასე რომ გავანებოთ ამ საკითხს თავი. როგორც წმ.ანასტასი ამბობს-,,არ არის კარგი , ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა.'' არ ვიცით ჩვენ უფალი ვის აცხოვნებს და ვის არა და გავანებოთ თავი დასკვნების კეთებას. ჩვენი ცხონების საკითხს მივხედოთ... კითხვა იმიტო დავსვი და ჩემი პოზიციაც იმიტო დავაფიქსირე რომ ბევრი თვლის რო მართლმადიდებლების გარდა ვერავინ ცხონდება და მაინტერესებდა რამდენი ფიქრობდა ესე რასაც ვთვლი რო არასწორი სწავლებაა და სასულიერო პირი თუ ვინმე ამას ქადაგებს ვთვლი რო მრევლს არასწორად მოძღვრავს და ადამიანებს უნდა ვასწავლოთ ღვთის სამართალი და არა პირიქით, ნუ გვასწავლიან ისე თითქოს ღმერთი უსამართლოა |
George Leluashvili |
Jan 10 2013, 04:01 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამ საკითხზე უამრავი თემა იყო გახსნილი და მიყვარს ამაზე მსჯელობა, მაგრამ...
შობის ღამისთევის შემდეგ მე და ჩემი მოძღვარი ერთად წამოვედით და დამშვიდობების წინ ვუთხარი: ბუდისტი ბავშვები, რომლებსაც 5 წლის ასაკიდან აბარებენ მონასტრებში და ბუდისტურ ცხოვრებას აწყებინებენ, რა უნდა ქნან მათ, როცა არ აქვთ საშუალება ჭეშმარიტების გაგებისა და მასთან ზიარებისა, განა ცოდოები არ არიან? რა ეშველებათ - მეთქი და მამა იაკობმა მიპასუხა: არსებობს ადამიანში ჩადებული სინდისი. როცა ისინი გაიზრდებიან (ისინი, ვინც მართლა ჭეშმარიტებას ეძებენ) და სიკეთისა და ბოროტების, სიცრუისა და ჭეშმარიტების გარჩევას ისწავლიან, მათი სინდისი არ მიიღებს ბუდისტურ კანონებს, მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში მთავარია არა პირადი კმაყოფილება, საკუთარ ნეტარებაზე ზრუნვა, არამედ ღმერთთან თანაზიარება, ასეთი ადამიანი დატოვებს კიდეც ცრუ რელიგიას და ჭეშმარიტებას დაუწყებს ძებნას. ხოლო ვინც ეძებს, ის აუცილებლად იპოვის... იყო პასუხი. ჯერ მართლმადიდებლები ვცხონდებით თუ არა, ესაა საკითხავი. თითქოს სასუფევლის ბილეთები ხელში გვეჭიროს და უკვე სხვის ცხონება - არ ცხონების საკითხებზე ვმსჯელობთ. უმჯობესია ჩვენ თავებს მივხედოთ და უფალი ვის როგორ განიკითხავს, ეგ უკვე აღარაა ჩვენი საქმე. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Jan 10 2013, 04:39 PM
პოსტი
#18
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
საერთოდ არ მაინტერსებს ეს საკითხი.
საკუთარი ტავი ვერ მიცხოვნებია, სხვისი რა გავანკვლიო (როგორც გურულები იტყვიან) ღვთის განგებულებაა ეს საკითხი და რამენაირად, ჩემი ჩარევის გარეშე გადაწყვეტს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
zaz |
Jan 10 2013, 05:49 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
თუ ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი სათნოა უფლისთვის, რა საჭირო იყო უფლის განკაცება და ჯვარზე აღსასრული?
benediqt მე მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია დავწერე. თუ ამ პოზიციას არ ეთანხმები შენი პრობლემაა. |
Alterego |
Jan 10 2013, 06:07 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
თუ ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი სათნოა უფლისთვის, რა საჭირო იყო უფლის განკაცება და ჯვარზე აღსასრული? benediqt მე მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია დავწერე. თუ ამ პოზიციას არ ეთანხმები შენი პრობლემაა. ყველა რელიგიას არ ვგულისხმობ, სწორი გზა ქრისიტანობაა მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი არის ჩემი აზრით მოკლე გზა უფალთან მისასვლელად, უფრო სწორი მართლმადიდებლობაა ვიდრე კათოლიციზმი მაგრამ არასწორი იქნება რო კათოლიკე არ ცხონდეს და ის კათოლიკე წმინდანები დედა ტერეზა, პადრე პიო და ასე შემდეგ უსამართლობა იქნება რო ჯოჯოხეთში იწვოდენ იმის გამო რო კათოლიკები იყვნენ და სტალინმა რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა და მართლმადიდებელი იყო სამოთხეში იყოს და სხვა რელიგიის მქონე ადამიანები ბუდისტები და მუსლუმანები ალბათ სინდისის მიხედვით განისჯებიან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი