დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა |
უჩა |
Mar 26 2007, 03:26 AM
პოსტი
#81
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვენ და სრულიად საქართველო.
ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კანონისტი |
Mar 27 2007, 06:08 PM
პოსტი
#82
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ღმერთო მართალო, საკვირველო და გამოუთქმელო,
გარდამოიხილე მოწყალითა თვალითა ჭირვეულსა ერსა ჩვენსა ზედა და აღგვიდგინე რწმენა ცხოველი, გული შემუსვრილი, ეკლესია ძლიერი, მოძღვარნი ღვთივგანბრძნობილნი, მთავრობა ქრისტეს მსახური, სამზღვარნი დაცულნი, ყოველი ქართველი შენი მადიდებელი!!! უფალო, იყავნ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
elene1504 |
Mar 27 2007, 06:18 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 25-March 07 წევრი № 1,490 |
უფალმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ რწმენაში.და ჭეშმარიტებას გზა აცდენილნიც დალოცოს და გააძლიეროს ისე რო მართმადიდებლოდის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. სინანულისა ბჭენი განუხვენ სულსა ჩემსა, ცხოვრებისმომცემელო
|
kristine |
Mar 30 2007, 10:51 PM
პოსტი
#84
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 21-March 07 წევრი № 1,455 |
ქრისტეს მიერ საყვარელნო იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!!!
|
მათველა |
Apr 5 2007, 11:44 PM
პოსტი
#85
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
მეც ზოსიმესი არ იყოს, ვინ ვარ მე თქვენ რო დაგლოცოთ,...
თუმცა გისურვებთ რწმენაში უფრო გაძლიერებას და ღვთის ნების აღსრულებას. -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
tamari_irakli |
Apr 6 2007, 10:13 PM
პოსტი
#86
|
tako ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 |
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!
ქრისტე არს ჩვენს შორის! -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
Floyd |
Apr 8 2007, 11:55 AM
პოსტი
#87
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ღმერთმა დაგვლოცოს ყველა ქრიასტიანი და არა ქრისტიანი.
გვფარავდეს ყოველთა წმიდათა მადლი და მათი ლოცვა გვეწეოდეს! -------------------- And the times , they are all changin' ...
|
ქავთარაძე |
Apr 8 2007, 11:56 AM
პოსტი
#88
|
დაურეგისტრირებელი |
Floyd
ვაააააა შენც დაგლოცოს ზზზზზზზზ გირეკავ აიღე |
სოფიო |
Apr 8 2007, 03:57 PM
პოსტი
#89
|
ს ო ფ ი ო ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 16-March 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,383 |
ღმერთმა დაგლოცოთ.
დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს და გვფარავდეს სრულიად საქართველოს. -------------------- უფალი გფარავდეთ
|
meri |
Apr 9 2007, 07:26 PM
პოსტი
#90
|
meri ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 19-February 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,130 |
ქრისტე აღსდგა!!!!!! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
უფალს ებარებოდეთ! -------------------- თუკი საქართველო დაივიწყებს წარსულს,ვერ გაიგონებს მდუმარებას მთებისას და ტაძრიდან მომდინარე ზეციურ ნათელს ვერ დაინახავს... მას ზეცაც დაივიწყებს!!!
|
ნიანია |
Apr 10 2007, 10:23 AM
პოსტი
#91
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ქრისტე აღსდგა!!!!!!!!!!!!!!!
შეგეწიოთ აღდგომის მადლი და ცხონდით ორსავ სოფელსა შინა. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ნოდარიკო |
Apr 10 2007, 07:18 PM
პოსტი
#92
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
დამილოცნიხართ შვილნო ჩემნო ეგე აბრაამ დანელიასი
მღვდელი უნდა გამოვიდე,ისე ბევრჯერ მიფიქრია ბერობაზე |
adamis_nekni |
Apr 10 2007, 07:26 PM
პოსტი
#93
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
დამილოცნიხართ შვილნო ჩემნო ეგე აბრაამ დანელიასი მღვდელი უნდა გამოვიდე,ისე ბევრჯერ მიფიქრია ბერობაზე კაი ბიცჰო, კაი აზრია,მაგრამ სანამ არ გახდები ნუ ლოცავ ხალხს -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
z_a_z_a |
Apr 12 2007, 01:37 PM
პოსტი
#94
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 12-April 07 წევრი № 1,634 |
ღმერთმა დალოცოს ამ თემის გამხსნელი და სუყველა აქ დარეგისტრირებული და მარტმადიდებელი ქრისტიანენი !
აღდგომა მშვიდობისა და სიხარულისა არ მოგიშალოთ ღმერთმა! ქრისტე აღსგა! ვაკის წმინდა სამების მრევლი ზაზა იმედია მიცნობთ. |
abo |
Apr 13 2007, 02:39 AM
პოსტი
#95
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ერთმანეთი არ მოგვიშალოს. მადლობა უფალს ამ ფორუმისთვის. ციტატა ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე, სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს, ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა, მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა, უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა, ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა, გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა უფალო, იყავნ! ღმერთმა გაგიმარჯოს კანონისტო!..... მამულიშვილებო , ხალხო, ფორუმელებო,მინდა იგივე ლოცვით დაგლოცოთ, ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა გაათმაგებულიყოს თქვენში. ღმერთს ებარებოდეთ! უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს თქვენ ოჯახებს! დიდება უფალს! ამენ! -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
sofia |
Apr 13 2007, 07:18 AM
პოსტი
#96
|
სოფიო ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 983 |
გაიხარეთ !
გვეცხოვროს სარწმუნოებაში სიხარულისთვის! |
::სალომე:: |
Apr 13 2007, 02:54 PM
პოსტი
#97
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ლოცვის მადლი შეგეწიოთ,
ანგელოზთა გალობა, ზეციური სამყარო და მამა ღმერთის წყალობა... -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
leluka |
Apr 13 2007, 03:52 PM
პოსტი
#98
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
გლოცავთ ღმერთის ნებით ყველა კარგად ჯამრთელად და ბედნიერად ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა რწმენაში გავძლიერებულიყავით
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ნათია |
Apr 19 2007, 11:21 PM
პოსტი
#99
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ყველას კომენტარზე ვიტყოდი ა მ ი ნ !!!
უფალი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ერი გისმინოთ უფალმა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
Apr 26 2007, 11:08 AM
პოსტი
#100
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი