IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რელიგია და სამართალი
kristine
პოსტი Mar 24 2007, 09:28 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 21-March 07
წევრი № 1,455



დამლოცეთ მამაო !


მე როგორც მომავალი იურისტი ვცდილობ რომ ღრმად დავეუფლო იურისპრუდენციას,თუმცა ამავე დროს როგორც მორწმუნე ადამიანმა მინდა გავაცნობიერო ამ ორი ცნების_ რელიგიისა და სამართლის ურთიერთკავშირი.ეს იმდენად დიდი და ფილოსოფიური თემაა, რომ შეუძლებელია ყველა საკითხის ამოწურვა, თუმცა გთხოვთ რომ გამარკვიოთ ზოგადად ამ საკითხში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 26 2007, 10:56 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



kristine
მამა დავითის ლოცვა-კურთხევით, მე გიპასუხებ

რელიგიასა და სამართალს აქვთ როგორც საერთო, ისე განსხვავებული ნიშნები.

მსგავსება არის ის, რომ ორივეს მიზანია, მოაწესრიგოს ადამიანთა შორის ურთიერთობები, განსაზღვროს ის დებულებები, რაც სავალდებულოა შესასრულებლად, რაც დასაშვებია და რაც აკრძალულია. მაგრამ მთავარი განსხვავება არის მათი მიზანი, თუ რატომ, რის გამო ხდება ამ წესებისა თუ ნორმების დადგენა.

ეს ბოლო საკითხი კარგად რომ გავმიჯნოთ, აუცილებელია ითქვას, რომ განსხვავდება თავად სამართლის სხვადასხვა სკოლებისა თუ მიმართულებების მიდგომა ამ საკითხისადმი. თავისთავად ცხადია, რომ შუა საუკუნეების ეპოქასა და XXI საუკუნეში, სხვაგვარად ხდებოდა სამართლის, კანონისა და ზოგადად, სამართლიანობის იდეის აღქმა.

მეცნიერებაში მიჯნავენ სამართლის სამ მიმართულებას წარმოშობის მიხედვით:
ა) სახელმწიფოს მიერ დადგენილი
ბ) რელიგიური სამართალი
გ) ჩვეულებითი, ანუ ხალხური სამართალი

სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლის მიზანია მშვიდობიანობა დამყარდეს მოქალაქეთა შორის, მიეცეთ მათ შესაძლებლობა სრულად განავითარონ თავისი უნარი. რელიგიური სამართლის მიზანი საერთოდ სხვაა - იგი ასწავლის ადამიანებს იმას, თუ რაა საჭირო იმქვეყნად ნეტარების მოსაპოვებლად, ხოლო ხალხური სამართალი ერთგვარი ალტერნატივაა სახელმწიფოს სამართლისათვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რელიგიური სამართალი აწესრიგებს ურთიერთობებს არამხოლოდ ადამიანთა შორის, არამედ ღმერთთან დამოკიდებულების, მორჩილებისა თუ სხვა წესებს და ამით იგი ძირეულად განსხვავდება სახელმწიფოს სამართლისაგან.

რელიგიური სამართალი ის დარგია, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს ღვთისმეტყველებისა და სამართლისმცოდნეობის მეცნიერებებს. თუმცა მისი მიდგომაც განსხვავებულია იმის კვალობაზე, თუ რომელი რელიგიის სამართალზეა საუბარი.

მაგალითად, ისლამური სამართალი სრულად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების დარგს და ერთგვარად "იჭრება" სახელმწიფოს სამართალში და განსაზღვრავს ისეთ საკითხებსაც, რომელსაც ცხონება-წარწყმედასთან კავშირი არ აქვს. მუსლიმური დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, დაადგინოს რაიმე განსხვავებული სამართალი, რადგან სახელმწიფო მთელი თავისი აპარატით ოდენ მსახურია ალლაჰისა და მისი მოციქულის მიერ ნასწავლი სჯულისა. ამიტომაც, ისლამურ სახელმწიფოებში რელიგიური ლიდერი და სახელმწიფოს მეთაური ერთიდაიგივე პირია.

ქრისტიანული სამართლის მიდგომა განსხვავდება ისლამურისაგან. ქრისტეს ეკლესია აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მისგან განსხვავებული სამართალი. თავისთავად ცხადია, რომ სასურველია ეს სამართალი ზოგადად იზიარებდეს ეკლესიურ სულს და ქრისტეს მცნებებს ეფუძნებოდეს, მაგრამ ის აუცილებლად სხვა უნდა იყოს, რამეთუ "კეისრისანი კეისარსა და ღმრთისანი - ღმერთსა".

საეკლესიო სამართალი შეიძლება ეხებოდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ქორწინება, მევახშეობის აკრძალვა, მემკვიდრეობის საკითხები და ა.შ., მაგრამ არსებითი არის ის, რომ მათ აუცილებლად აქვს მნიშვნელობა ადამიანის სულიერი განვითარებისათვის და, შესაბამისად, ცხონების საკითხისათვის.

თვით ქრისტიანობის აყვავების წლებშიც არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფოს საეკლესიო სამართალი ერთადერთ მოქმედ სამართლად გამოეცხადებინოს ან კიდევ რელიგიური მმართველობა პირდაპირ შეეთავსებინოს მონარქს (გამონაკლისია რუსეთის იმპერია 1703-1917 წწ.).

სამართალი ეკლესიისათვის არ არის ისეთი მნიშვნელობისა და გაგების, როგორიც ეს სახელმწიფოსთვისაა. ეკლესიისთვის და მორწმუნე ადამიანისათვის არსებითია ის სჯული, რაც მოგვეცა ჩვენ მოციქულთა მიერ უფლისაგან, ხოლო სამართალი ეკლესიას აქვს საიმისოდ, რომ ზუსტად განსაზღვროს როგორც საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის წესი, ისევე ქრისტიანული მოძღვრების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხები. ამიტომაცაა, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრების კანონები არც კი ასახელებენ უზიარებლობის კონკრეტულ ვადებს, რადგანაც საეკლესიო სასჯელს სულიერი დატვირთვა აქვს და არა პოლიციური.

თავად სასჯელისადმი მიდგომაც განსხვავებულია. გამართულ სახელმწიფო აპარატს აქვს პოლიციური რეჟიმი, რაც გულისხმობს დამნაშავის უპირობო დასჯას. ცხადია, რომ უმრავლეს შემთხვევაში დამნაშავეს არ უნდა, რომ ის იზოლატორში მოხვდეს გისოსებს მიღმა, მაგრამ სახელმწიფო იძულების წესით, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე აღასრულებს ამას. საეკლესიო სასჯელი კი სხვაა, იგი იძულება არაა, იგი ფაქტის კონსტატაციაა. ადამიანი, რომელიც არ ასრულებს, მაგალითად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, არ ემორჩილება მას, იგი თავისთავად განაყენებს თავს ეკლესიისაგან და სინოდის მიერ გამოტანილი განჩინება ამ პირის განკვეთის თაობაზე არის არა იძულების ღონისძიება, არამედ ფაქტის დადასტურება, რომ ეს ადამიანი ამიერიდან აღარ არის ეკლესიის წევრი.

ამდენად, სამართალი და რელიგია ორივე უმნიშვნელოვანესი დარგია და საცოდნელად აუცილებელი, ხოლო მათი ჰარმონიული ურთიერთმიმართების საკითხი გადამწყვეტი სახელმწიფოს განვითარებისათვის.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Apr 26 2007, 10:44 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!


მადლობას ვუხდი მონა ღვთისა დავითს, საინტერესო და გააზრებული პასუხისათვის.

ჩემის მხრიდან დავამატებდი, ასეთ მოსაზრებას, რომ რაც უფრო დაუახლოვდება სახელმწიფო სამართალი რელიგიურ მრწამსს და მცნებებს, მით უფრო კეთილშობილი და ამაღლებული საზოგადოება ჩამოყალიბდება.
ასეტი ტიპის სამოქალაქო საზოგადოება კი თავის მხრივ მაღალზნეობრივ სახელმწიფოს შექმნის.




ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისმშობელო, მადლითა და მოწყალებითა შენითა, მოჰხედენ წილხვდომილსა ქუეყანასა შენსა ივერიასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 05:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი