![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
agnosticos |
![]()
პოსტი
#81
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 30-June 08 წევრი № 5,232 ![]() |
ციტატა ბატონი აგნოსტიცოს პუნქტების მიხედვით: ზოგადად: არგუმენტები იხილეტ სტატიაში, რომლის ლინკი ზემოთ დავპოსტე. 1. დახატვის მოვაზრება არსებობს, ასევე ნაპოვნია სხავადსვა საღებავის ნამცეცები და ასევე შემოთავაზებულა ჰიპოთეზა არა დახატვის, არამედ გახუნება-გათეთრებით გამოსახულების დატანის. 2. სუდარა შედგება რამოდენიმე ნაწილისგან, არაერთხელ რესტავრირდა, უკანასკნელად 2002 წელს, ასე რომ ზუსტი თარიღის თქმა ძნელია, არ ვიცით საკვლევი ნიმუშები რომელი ნაწილიდან აიღეს. რადიონახშირბადის ანალიზი გვეუბნება, რომ შედარებით ახალი ქსოვილია (გვიანი შუა საუკუნეები) 3. უამრავი. ვიკიპედიაში არის სტატიების უზარმაზარი სია. ზოგის გადმოქაჩვა შეიძლება. 4. იხ. პუნქტი 3. 5. ფოტოგრაფიის ვერსია საინტერესოა... რენესანსის დროს უკვე არსებობდა საპროექციო მოწყობილობები, თუმცა საკითხი გაურკვეელია. ერთერთივერსიით თვით ლეონარდო და ვინჩი აკეტებდა მარტივ ფოტოგრაფიებს კამერა-ობსკურით. ქსოვილის ძაფებზე დაკვირვებაც თითქოს ამაზე მეტყველებს, ამას გულისხმობდნენ მგონი ფილმში, როდესაც თქვეს სამგანზომილებიანიაო. P.S. საინტერესო საკითხია. პოსტის კატეგორიულობაზე კი მოგახსენებთ, რომ ფილმი არის არაპროფესიონალური, სიცხადის შეტანის მაგივრად ერტ აზრს ქადაგებს და იმიტომ ვაკრიტიკებ -------------------- Sjakk matt...
|
abo |
![]()
პოსტი
#82
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
როგორც ჩემთვის ცნობილია მართლმადიდებლობა დიდად არ განიხილავს სუდარის უტყუარობას. თუმცა რაც მე ვნახე მაგ ფილმში, მის სისწორეზე უფრო მეტი არგუმენტები ვნახე ვიდრე საწინააღმდეგო.
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
agnosticos |
![]()
პოსტი
#83
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 30-June 08 წევრი № 5,232 ![]() |
abo
ჰოდა იმიტომ ნახე, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები გამოტოვეს. ეს არ ნიშნავს რომ არ არის. რამდენიც გინდათ ორივე მხარეს -------------------- Sjakk matt...
|
abo |
![]()
პოსტი
#84
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ციტატა(abo @ Jul 1 2008, 08:53 PM) კანუდოსელი ძლერი ადეფტი. და ეს მეთოდი მაგ შემთხვევაში მართებული გგონია?თუ შენს ადრინდელ პოსტებს მივიღებთ მხედველობაში? კი მგონია, თუ რამე სერიოზული არგუმენტი არ იქნა ნაჩვენები, რაც ჯერ არ მინახავს აი ჩემი არგუმენტი . შენ ამბობდი: ჰაერიდან, სადაც ნახშირბადის შემცველობა მცირე პროცენტია და ამ პროცენტში კიდევ მცირე ნაწილი რადიოაქტიური ნახშირბადისაც ამ შენი პოსტიდან თუ ვიხელმძღვანელებთ, რომ ჰაერი შეიცავს რადიაქტიური ნახშირბადის მცირე რაოდენობას , არაა დასაშვები შუა საუკუნეებში ის დალექილიყო სუდარაზე და ის დალექილი მოხვედრილიყო იმ ანალიზის პორციაში? მითუმეტეს ზუსტად შუა საუკუნეებში მოხდა იქ ხანძარი რაც ამ ალბათობას კიდევ დიდად ზრდის.? და იქ რომ ამბობ დიდი ტემპერატურაა საჭირო ნახშირბადის მოსახვედრადო და გვერდზე ცოცხალი არსების სუნთქვას უკავშირებ ამ ნახშირბადის დალექვას, ეს ამბები ერთმანეთის წინააღმდეგობაში რომ მოდის? კანუდოს მე როგორც ვიცი, კვლევის ნახშირბადის ნახევარდაშლის მეთოდი უფრო უჰაერო (არქეოლოგიურ და მიწისწვეშა, წყლისქვეშა და კირქვისშიგა) გარემოში მყოფ მასალებზე უფრო გამოიყენება. ამიტომ ეს ჩემი დასახელებული არგუმენტად არ გამოდგება? რომ ეს შუასაუკუნეების ამბავი ამოვაგდოთ? ისე მე სულ არ ვარ დიდი დაჟინებული დამცველი ტურინის სუდარის, თუნცა მისი სინამდვილის დამტკიცება გამეხარდებოდა. იქნებ ათეისტები კიდევ ერთხელ ცოტათი შეტოკებულიყვნენ. ისე იმ ფილმში ბევრი ისეთი რამაა დამტკიცებული რისი ალბათობა ხელოვნურად გამორიცხულია და უდაოა, ხოლო სადაო რაც არის ისიც ნაკლებ არგუმენტირებულია. საინტერესოა შენი აზრი ამ საკითხებზე. პატივისცემით აბო. agnosticos ციტატა საწინააღმდეგო არგუმენტები გამოტოვეს. ცოტა ტენდენციურობა იგრძნობა ფილმში, ისეა გაკეთებული, რომ ჰე მორჩა ასეა გადაწყვეტილიო და საწინააღმდეგო აზრები შეიძლება მართლა გამოტოვეს, თუმცა ბევრიც აჩვენეს და გააქარწყლეს. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#85
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
http://www.predanie.ru/video/
აქ არის 2 ფილმი ტურინის სუდარაზე თუ კარგი ინტერნეტი გაქვთ პირდაპირ უყურეთ თუ არა და გადმოწერა იქნება საჭირო. |
IZAKUNA |
![]()
პოსტი
#86
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,371 ![]() |
აუ როგორ მომეწონა კარგი პილმიია.მაგრამ გულნატკენი კი დავრჩი ისე რასაც ვუყურე საშინელებბაა
![]() ![]() ![]() ![]() -------------------- გიყვარდეს,გწამდეს და იმედი გქონდეს!
######################## |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#87
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
მოკლედ ლინკი პირველ გვერდზე დევს. თუ ვინიცობაა ვეღარ ტვირთავთ ამ თემაში თქვით და ხელახლა ავტვირთავ
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#88
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
წმ. მოციქულები გვიმოწმებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს საიდუმლო მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორ ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ვნებათა კვირის უძველეს საეკლესიო სამსახურში პირდაპირ ნათქვამია "მიცვალებულის და აღმდგარის ანაბეჭდებზე" სუდარაზე. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. ყოველი ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზი იმდენად ზუსტი და დეტალურია, რომ მათი აღბეჭვდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოტოგრაფიის გამოყენებით. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია! (გამოსახულება იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი შეუძლებელი და წარმოუდგენელია მსგავსი გამოსახულების მიღება!). ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს. სუდარაზე აღიბეჭდა აბსოლუტურად ყოველივე... Christ გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად სუდარა ინახებოდა წმ. პეტრე მოციქულთან, შემდგომში კი გადაეცემოდა მოციქულიდან მოციქულს. ქრისტიანების დევნისას სუდარას მალავდნენ, რადგან ებრაელები და რომაელები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანული რელიკვიები. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. V ს. სუდარა გადაიტანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში ქ. ვლახერნში. ხატთმებრძოლთა რეაქციის პერიოდში სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს. შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში, სადაც სპეციალურად განკუთვნილ დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე. სუდარა სურნელოვან არომატს გამოსცემდა. მოშორებიდან სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება მამაკაცის სხეულს ჩამოჰგავდა, ახლოდან კი ეს ეფექტი იკარგებოდა. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ, სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წ.). სუდარა ჯერ ინახებოდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, შემდგომში კი გადაიტანეს იტალიაში, ქ. ტურინის საკათედრო ტაძარში, სადაც ის დღემდე ინახება. სუდარის სინამდვილეში, რა თქმა უნდა ბევრს შეჰქონდა ეჭვი. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსახულებანი სუდარაზე არ იყო დახატული, 1508 წ. ის დიდხანს ადუღეს ზეთში, შემდეგ გაიტანეს მოედანზე და ხალხის თანდასწრებით გარეცხეს და გახეხეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეულის ანაბეჭდები სუდარაზე არ გამქრალა. სუდარა 3-ჯერ მოჰყვა ხანძარში - ერთხელ კონსტანტინოპოლში და ორჯერ ევროპაში, მაგრამ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მე-19-ე ს.-ში, როდესაც მეცნიერებამ თითქოს განდევნა რწმენა ბევრთა გონებიდან თუ გულიდან, სუდარა გამოიტანეს რელიგიური ხელოვნების გამოფენაზე ქ. ტურინში, სადაც ის გადაიღო იტალიელმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ. მან გააკეთა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას, როგორც სეკონდო პია იხსენებს იგი გააოცა ნანახმა... ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება! სეკონდო პიამ მთელი ღამე გაატარა საოცარი სურათის წინაშე, მიხვდა რა ბოლოს, რომ სუდარა წარმოადგენს თვით მაცხოვრის აღუწერელი სულიერი შემცველობის ფოტოგრაფიულ ნეგატივს. ჯვრიდან ახლადჩამოხსნილი ქრისტე წარსდგა ადამიანთა წინაშე. მაცხოვარი წარმოგვიდგა არა მარტო თავისი მკაფიოდ გამოხატული სახის ნაკვთებით, არამედ მთელი თავისი სხეულით, რომელზედაც სჩანს მრავალი ჭრილობის, ეკლის გვირგვინის და ჯვარცმის კვალი... თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ნათლად და მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. უფალმა თითქოს შეახსენა თავი მის დამვიწყებელ კაცობრიობას. სუდარის მიმართ მომენტალურად უდიდესი ინტერესი გაჩნდა მთელ მსოფლიოში. მრავალ ქვეყანაში დაიწყო მეცნიერული კვლევები; როგორ შეიძლებოდა ყოველივე ეს მომხდარიყო ფიზიკურად? მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სმირნისა და ალოესაგან დამზადებულ ნელსაცხებელს თუ წავუსვამთ მიცვალებულს, ანაბეჭდები მართლაც გადავა სუდარაზე, მაგრამ ასეთ ანაბეჭდებს არ ექნებათ სხეულის კონტურის სწორი მოხაზულობა. ასეთი ანაბეჭდები დაემსგავსებიან ლაქებს და კარიკატურულ სილუეტებს, რაც დამოკიდაბული იქნება იმაზე, თუ სად შეეხება ტილო სხეულს. თანამედროვე ეპოქაში დაიწყო სუდარის აუტენტიფიკაცია, მისი შესწავლა-გამოკვლევა ყველაზე დახვეწილი მეთოდებით. აი რა დაადგინეს ამ გამოკვლევებმა: ექსპერტებმა პირველ რიგში დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავათ სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. "დამასკო", რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; შემდგომში მისი დამზადების საიდუმლო დაიკარგა. მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს. მონეტა ძალზედ მკაფიოდ არის აღბეჭდილი სუდარაზე, იმდენად მკაფიოდ, რომ მეცნიერებმა შესძლეს გრავიურაზე ორთოგრაფიული შეცდომის აღმოჩენა. ნუმიზმატებმა რამოდენიმე ასეთი მონეტა მოიძიეს, რომლებიც ზუსტად ადასტურებენ დამზადების დროს - I ს. ქრისტეშობიდან. დადგინდა ასევე გეოგრაფიული მდებარეობა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს ბასეინში. სუდარა უტყუარი დამადასტურებელია თვით სახარებისა. სუდარა დოკუმენტალურად ადასტურებს ქრისტეს ვნებათა ყოველ მოწმობას, მათ სიზუსტეს და საშინელ კონკრეტულობას... კრიმინალისტები ამტკიცებენ, დღეს რომ ეპოვნათ ასეთი სუდარა, მას აუცილებლად გააგზავნიდნენ სასამართლო ექსპერტიზაში, რათა დაედგინათ ასეთი საშინელი და შემაძრწუნებელი მკვლელობის მიზეზები. სუდარა, როგორც ნამოქმედარის დამამტკიცებელი, ექსპერტებში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენთვის კი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ სუდარა წარმოადგენს არა უბრალო ანაბეჭდებს, არამედ თავათ ქრისტეს პირად მოწმობს. სუდარამ ასახა ის, რაც თავათ ქრისტემ აღბეჭდა ჩვენთვის. ეს არის ჭეშმარიტი დამამტკიცებელი მისი განცდებისა და სიკვდილისა, რომელიც ამასთან ერთად წარმოადგენს სახარების ლაკონურ კომენტარებს. სახარებისეულ სიტყვათა ყოველი მნიშვნელობა გახსნილია. სუდარას უწოდეს “მეხუთე სახარება”, რადგანაც იგი გვიდასტურებს არა მარტო სიკვდილს, არამედ მასზე გამარჯვებას! ეს მოვლენა პირველად გაახმოვანა წმ. ანგელოზმა, რომელმაც საფლავზე მისულ დედებს ახარა უფლის აღდგომა: “ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა”. მეცნიერებას 2000 წელი დასჭირდა წმ. ანგელოზის მიერ მინიშნებული სუდარის “ნამდვილი ხილვისთვის”! სუდარა ამტკიცებს, თუ როგორ ატარა ქრისტემ ჯვარი გოლგოთამდე, როგორ ეცემოდა იგი ამ საშინელ და უკანასკნელ გზაზე; ეს არის დამამტკიცებელი მისი ეკლიანი გვირგვინისა, თუ როგორ და რითი სცემდნენ მას სიკვდილის წინ; ჯვარცმისა; შუბით მიყენებული ფერდის ჭრილობისა; დამამტკიცებელი მისი სიკვდილისა და აღდგომისა... (მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი. აღსანიშნავია, რომ გამათრახების შემდეგ რომაელები ჯვარს აღარ აცვამდნენ. ქრისტე, კი მიუხედავად იმპერიის კანონებისა ორჯერ დასაჯეს!). სუდარის სამედიცინო გამოკვლევანი განსაცვიფრებელი და გამაოგნებელია. ჩვენთვის, რასაკვირველია, ძნელად წარმოსადგენია ის ზომა უსაშინელესი წამებისა, რაც ქრისტემ აიღო თავის თავზე; მაცხოვარი ხომ აბსოლუტურად უცოდველი იყო. მისი ტანჯვანი ნებაყოფლობითია; და როდესაც ჩვენ ვუყურებთ სუდარს, ვგრძნობთ შემოქმედის წმინდა სიყვარულს ადამიანთადმი. რა უზარმაზარი ტანჯვა-წამებისას იყო წარმოთქმული ეს სიტყვები: "მამაო, შეუნდე მათ"! ისტორიული და მეცნიერული მტკიცებულებანი სუდარის სინამდვილისა მტკიცდება ასევე ჩვენი განცდებით. სახარებისეული ქრისტე და სუდარისეული ქრისტე ერთი და იგივეა. მეცნიერები, ამდენ გამოკვლევათა შედეგად მივიდნენ უმთავრეს დასკვნამდე - მტკიცებულებანი ქრისტეს ცხოვრებისა, სიკვდილისა და აღდგომისა უდავო და ეჭვგარეშეა. მეცნიერთა უმრავლესობა, ჯერ კიდევ გამოკვლევათა პროცესში გახდა მორწმუნე. განა მათზე არ ამბობს მაცხოვარი: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ" (იოან. 20:29)? მართალია მეცნიერებს არ უნახავთ ქრისტე, მაგრამ მათ ნახეს მისი ხელთუქმნელი ხატი სუდარაზე... XX ს.-ში სუდარის გამოკვლევებში თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნის მეცნიერული საზოგადოებები ჩაებნენ. 1988 წელს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის ლაბორატორიებში ჩატარდა რადიო-იზოტოპური ანალიზი ნახშირბადის იზოტოპის C14-ის გამოყენებით. გამოკველვამ დაადგინა სუდარის ასაკი - დაახ. XIII-XIV სს. გამოკვლევის შედეგებმა აალაპარაკა ურწმუნოები, მაგრამ, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფმა გამოთქა მოსაზრება, რომელიც შემდგომში მართლაც დადასტურდა: სუდარიდან ნიმუშები აღებული იყო შუა საუკუნეებში დაზიანებული ფრაგმენტდან. იგივე დაადასტურა წამყვანმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. როჯერსმა თავის ცნობილ გამოკვლევებში (შუა საუკუნეებში სუდარა რამოდენიმეჯერ არის აღდგენილი, რაც კარგად სჩანს ფოტოებზე; სუდარა რამოდენიმეჯერ მოხვდა ხანძარში. და დამუშავდა მცენარეული ზეთით). სწორედ ამ ნივთიერებათა კვალმა გამოიწვია ქსოვილის ”გაახალგაზრდავება”. ამ შეცდომის გამოსწორებისთვის მეცნიერებს რამოდენიმე წელი დასჭირდათ. თანამედროვე მონაცამებით სუდარის ასაკი ყველა მაჩვენებლების მიხედვით ~2000 წ. განისაზღვრება. მეცნიერებისთვის უმთავრესი გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამოდენიმე მიკრონია. ჯერ კიდევ 1978 წ. ცნობილ გამოკვლევებისას (სუდარის აუტენტიფიკაციაში საბჭოთა მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, თეოლოგიური დასკვნები არ გაუკეთებიათ სუდარაზე გამოსახული ადამიანის შესახებ). მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად ქრისტეს აღდგომის მომენტში. ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს ხიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირადა ე.წ. "მუდმივი ჩრდილები". რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გაქმოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა. აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე გამოსახულება დატოვა, ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა (სუდარის გვამიდან აცლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი). ქრისტეს სხეული სუდარიდან სინათლის სახით გავიდა! მეცნიერთა მტკიცებით ეს წარმოადგენს უდაო ფიზიკურ დასტურს ქრისტეს აღდგომისა! წმ. მოციქული პეტრე ქადაგებს: "ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რის მოწმენი ჩვენ ყველანი ვართ" (საქ. 2:32). ქრისტიანული მოძღვრების არსიც სწორედ აღდგომაშია. "... ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც" (1 კორ. 15:14) ამბობს მოციქული პავლე. მოციქულთა მოწმობა და მეცნიერული მტკიცებებიც ერთნაირად ჟღერს: ქრისტე აღსდგა! მაგრამ ქრისტე არა მხოლოდ აღსდგა მკვდრეთით, ის აღსდგა ახალ სხეულში, რომელზედაც აღარ ბატონობს სიკვდილი და ხრწნა. ერთი სხეულებრივი ფორმიდან მეორეში გარდასვლა მიმდინარეობს გარკვეული ატომურ-მოლეკულარული პროცესებით, რომლებიც სცილდება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს. მაგრამ თავათ ფაქტი აღდგომისა უდავოა. ეს არის დასაწყისი ახალი ცხოვრებისა ყველა ჩვენგანისთვის. ქრისტე პირველი აღსდგა მკვდრეთით, მასთან ერად კი აღსდგებიან მისი რჩეული ადამიანებიც. აი, რას ვზეიმობთ ჩვენ ამ დღეს - ქრისტეს აღდგომას, რომელიც მოხდა იერუსალემში ორი ათასი წლის წინ, და ასევე ჩვენს მომავალ აღდგომას! მოკლედ ესეც წაიკითხეთ ვისაც არ გეზარებათ! -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#89
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#90
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
orthodox-georgia
გაიხარე ძან მაგარია წავიკითხე სუ ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
orthodox-georgia |
![]() ![]()
პოსტი
#91
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
მოკლედ , ხალხნო და ჯამაათნო
![]() თემის პირველ პოსტში რო ლინკია გაუქმდა და ხელახლა უნდა ავტვირთო ფილმი. ხოდა ატვირთვას კი ვერ ვახერხებ ჯერ, რადგან Our site is currently under maintenance. We should be back shortly. Thank you for your patience. აუცილებლად დავდებ ახალ ლინკს მალე. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#92
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
დღეს იყო კიდევ ერთი კარგი დოკუმენტური-სამეცნიერო ფილმი პირველ არხზე ტურინის სუდარაზე.(უმეტესობა იმ გადაცემის მეცნიერებისა იყვნენ ებრაელები და ისინი ტურინის სუდარის ნამდვილობას დაეთნხმნენ)
მოკლედ ძირითადი საკითხები რაც ფილმში იყო: 1.ტურინის სუდარა არ არის დახატული ან სხვა მსგავსი. სახის სამგანზომილებიანი და ძვლების რენდგენული გამოსახულებების გამო სუდარაზე. 2.80_იან წლებში ჩატარებული სუდარის წლოვანების განმსაზღვრელი ნახშირბადის (თუ რაღაცა ) ანალიზმა რომელმაც აჩვენა რომ ვითომ ტურინის სუდარა შუა საუკუნეების დაახ.მე 10ს წლოვანებისაა .ამის საწინააღმდეგოდ 1996 წელს მეცნიერებმა დაადგინეს რომ იმ ანალიზში ბევრი შეცდომა იყო და არსწორი დათარიღება. 3.მეცნიერული ანალიზით მე 6 საუკუნის უფლის ხატი "პანტოკრატორი"შედარებისას ტურინის სუდარასთან სრული იდენტურობა დადგინდა და მეცნიერები ფიქრობენ რომ იმ ხატის დამწერი ხატის წერისას ტურინის სუდარის გამოსახულებით ხელმძღვანელობდა. 4.ესპანეთში რომელიღაც კათოლიკურ ეკლესიაში (სახელი ვერ დავიმახსოვრე) არის ტილო რომელიც მანამდე შემოახვიეს უფალს თავზე რათა სისხლის ლაქები მოეწმინდათ და შემდგომ შემოსეს უფალს ტურინის სუდარა და ეს ტილო რომელიც 1საუკუნით თარიღდება და მისი ისტორია თუ როგორ მოხდა ესპანეთში დაწვრილებითაა ცნობილი.ამ ტილოზე გამოსახული სისხლის ლაქები სწორედ არის და იდენტურობასა და შესაბამისობაში მოდის ტურინის სუდარასთან. 5.მას შემდეგ რაც 1203 წელს სუდარა კონსტანტინოპოლიდან წაიღეს ჯვაროსნებმა ეწოდა ტურინის და მანამდე მას მედილიონი ერქვა რომელიც თავისმხრივ მე7საუკუნის შუა რიცხვებში წაიღეს ედესიდან კონსტანტინოპოლში.მაშინ სუდარა დაკეცილი იყო და მხოლოდ უფლის სახე იყო გამოჩენილი როგორც ხატი და ეს რვა ნაკეცი ჩანს რენდგენზე როგორც იყო დაკეცილი. და კიდე სხვა.(აღარ გავაგრძელებ) ყველაფერი ვიცოდი რაც იმ ფილმში იყო გარდა მე 3და4 პუნქტებში რაც დავწერე იმის გარდა.ტურინის სუდარის ნამდვილობაში ეჭვის შემტანთა 1 და 2 მათი მთავარი არგუმენტები ძირეულად იქნა უარყოფილი მე მხოლოდ მოკლედ დავწერე. როგორც ვიცი კათოლიკური ისე მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ტურინის სუდარის ნამდვილობას და ჩემი აზრით როგორც მათე მახარებელმა დაწერა სახარება როგორც ებრაულ ისე ბერძნულ ენაზე რითაც ებრაელებს წაართვა თავის მართლების საშვალება.ასევე ტურინის სუდაც არის კიდევ ერთი მამხილებელი მსოფლიოსი. |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#93
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
მოკლედ , ხალხნო და ჯამაათნო ![]() თემის პირველ პოსტში რო ლინკია გაუქმდა და ხელახლა უნდა ავტვირთო ფილმი. ხოდა ატვირთვას კი ვერ ვახერხებ ჯერ, რადგან Our site is currently under maintenance. We should be back shortly. Thank you for your patience. აუცილებლად დავდებ ახალ ლინკს მალე. დაპირებისამებრ ფილმის "მაცხოვრის სუდარა" გადმოსატვირთი ლინკი: -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#94
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#95
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ა კიდე ერტი. ვინც იქიდან ვერ იწერთ იმათთვის http://www.link.ge/file/159570/-jurnalisti...eorgia.wmv.html -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#96
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
abo
ციტატა და იქ რომ ამბობ დიდი ტემპერატურაა საჭირო ნახშირბადის მოსახვედრადო და გვერდზე ცოცხალი არსების სუნთქვას უკავშირებ ამ ნახშირბადის დალექვას, ეს ამბები ერთმანეთის წინააღმდეგობაში რომ მოდის? არა, არ მოდის, რადგან პირველ შემთხვევაში ხდება მიერთება სითბული ენერგიის ხარჯზე გარედან - მაღალი ტემპერატურით, მეორეში-ქიმიო-ფიზიკური რეაქციის ხარჯზე, ანუ არასითბური გზით ერთი მოლეკულის მიერთებისთვის ორივეგან ერთი და იგივე ენერგია იხარჯება, მაგრამ პირველში არამიზნობრივად - სპონტანურად, რაც გულისხმობს, მთელი გარემოს გაცხელებას, ხოლო მეორეში მიზნობრივად და ენერგიის ლოკალურად გადაცემას არასითბური გზით -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Abe |
![]()
პოსტი
#97
|
![]() აბე(salom) ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 ![]() |
|
Delusion |
![]()
პოსტი
#98
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 ![]() |
orthodox-georgia
მაცხოვრის სუდარა არ დასტურდება რომ ქრისტესია, თავად ტურინის ეპისკოპოსმა თქვა ეს და მისი შემოწმება აკრძალა -------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
tatoabdushelishvili |
![]()
პოსტი
#99
|
![]() თათო ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 ![]() |
ხალხი რა გჭირთ? ესე თუ გადააკვდით და მაინც ვერ ნახეთ ვერაფერი რა აზრი აქ.თუ ესე ჩაუღმავდებით და არ დაიჯერებთ მაშინ ქრისტეს ცხოვრებაც და არსებობაც სადავოა კარგით რა უბრალოდ იწამეთ
-------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
Atman |
![]()
პოსტი
#100
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მაცხოვრის სუდარა გამოკვლეულიცაა და შესწავლილიც.
თბილისში ჩამოსული იყო სეკონდო პია და ჩაატარა (დიუმას ცენტრში) ლექცია მაგ ფოტოს შექმნის ისტორიაზე. ასევე იყო კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი, რომელმაც მეცნიერულ და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ ტურინის სუდარა ნამდვილად მაცხოვარს ეკუთვნოდა. ეს ლექცია თავად გადავიღე და დავამონტაჟე. ერთი ეგზემპლარი მაქვს შენახული დისკებზე. მსურველებს შემიძლია ვათხოვო. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი