ბაბილონური რელიგია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბაბილონური რელიგია |
mari-mari15 |
Jan 17 2010, 09:27 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 |
ბაბილონელები ასურელებთან ერთად არიან შუამდინარეთში მოსული სემიტები, ისინი შუამდინარეთში მოვიდნენ მაშინ როდესაც აქ არსებობდა ძლიერი შუმერული სახელმწიფო. ბაბილონელები მოექცნენ შუმერების კულტურის გავლენის ქვეშ, მათ გადაიღეს შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული დამწერლობა და შეითვისეს მათი რელიგიური ტრადიციები. აქედან გამომდინარე ბაბილონში ღვთაებათა პანთეონი ძირითადად შუმერულია. ბაბილონის ახალი სამეფოს აღორძინება უკავშირდება ძვ.წთ მე-7 საუკუნეს, ბაბილონის ახალ სამეფოს ქალდეურ ბაბილონსაც უწოდებენ, ხოლო მოსახლეობას ქალდეველებს, რადგან მის შექმნაში დიდი როლი შეასრულეს მოსულმა სემიტურმა ტომებმა ქალდეველებმა.
თუ დაგაინტერესებთ ეს თემა გავაგრძელებ , და თქვენც შემომიერთდით -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
mari-mari15 |
Jan 17 2010, 10:37 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 |
რას გავხსენი ეს თემა , ალბათ უინტერესო გამოვიდა ხო?
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
ქევანა |
Jan 24 2010, 01:59 PM
პოსტი
#3
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
mari-mari15
გააგრძელე ბაბილონელთა რელიგია არაფრით არ განსხვავდება ასურელების, ხეთების ეგვიპტელების რელიგიისაგან. ბევრი მითები და ღვთაებები წააგავს ერთმანეთს. აი, ჩემთვის უფრო საინტერესო ეხნატონის რელიგიური რეფორმა და შუმერულ-აქადური საოცრება - გილგამეში ბაბილონი ხელოვნებისა და ისტორიის, მეცნიერების კუთხით არის საინტერესო ჩემთვის დაNპალი ამერიკელი ჯარისკაცები, ერაყის დაბომბვისას ბევრი რამ გაანადგურესო, თურმე მაგრამ რახან შენ გამოჰყავი ბაბილონური რელიგია ცალკე, ალბათ რამე საინტერესო იპოვე, ან საინტერესო აზრი ან ხედვა გაქვს, ხოდა გაგვიზიარე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
mari-mari15 |
Feb 5 2010, 06:06 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 |
როგორც ზემოთ ავღნიშნე ბაბილონელთა რელიგიური მსოფლმხედველობის ძირითადი წყარო შუმერული რელიგია იყო. ბაბილონში მთავარი ღვთაება მარდუქი იყო, რომლის უამრავი ტაძარი არსებობდა,ასევეარსებობდა ღვთაებათა ტრიადებად დაყოფაც, პირველი ტრიადა უზენაესი და კოსმოსის შემქმნელი ღვთაებათა ჯგუფებისგან შედგებოდა, მომდევმო ტრიადა კი ასტრალური ხასიათის გახლდათ, აქ ერთიანდებოდა მთვარის ღვთაება სინი, მზის ღვთაება შამაში და პლანეტა ვენერასთან გაიგივებული ღვთაება იშთარი. ბაბილონელთა პანთეონი დროდადრო ივსებოდა დაპყრობილი უცხო ტომების ღმერთებით, მცირე ღვთაებების რიცხვი 3000 აღწევდა.
ბაბილონელთა რელიგია ბოლომდე პოლითეისტური დარჩა. ღვთაება მარდუქმა სხვა ღმერთებთან ბრძოლის მოგების შემდეგ მოიარა ზეცა, გაანაწილა ადგილები, გაანათლა ვარსკვლავები, შექმნა წელიწადი დროების მიხედვით,ამის შემდეგ ის მიწიერი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობს,იგი ენუმა ელიშის მიხედვით ადამიანს შექმნის , ადამიანის შექმნის არსი იმაში მდგომარეობდა რომ საკუთრივ ღმერთებს განესვენათ და მათ ემსახურათ მიწაზე. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი