კანონიკური პრობლემა - ამერიკის ქართული სამრევლო! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანონიკური პრობლემა - ამერიკის ქართული სამრევლო! |
მნათე |
Apr 26 2009, 05:24 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ამერიკისა და კანადის სამრევლოების მმართველობა, რომლის წინამძოლად დაინიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, უკვე აღევლინა რამდენიმე წირვა-ლოცვა ქართულად, ლოს-ანჟელესსა და სან-ფრანცისკოში. მოგვეცა კურთხევა რათა სისტემატიურად აღევლინოს წირვა-ლოცვა ორივე ქალაქში, დაგეგმილია გაიხსნას ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ლოს-ანჟელესში... ამ ეტაპზე ვიმყოფებით საქირავებელი ფართის მოძიების პროცესში. პარალელურად, ვმუშაობთ სან ფრანცისკოში ეკლესიის გახსნის საკითხებზე. შემოწირულობებისათვის გახსნილია ბანკში ორი ანგარიშიიხ.გვ. კონტაქტი)
http://www.eklesia.us/index.html რა ხდება? უმწინდეს იონას აღარ ვცნობთ? ეს ხომ მისი კანონიკური ტერიტორიაა, რომელსაც ყველა ეროვნების წარმომადგენელი უნდა ემორჩილებოდეს? ნუ მღვდელი მესმის (რომელიც უცილობელად უნდა იყოს დამორჩილებული ადგილობრივ ეპისკოპოსთან) მაგრამ ეპისკოპოსი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნაინა |
Apr 26 2009, 10:56 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ციტატა მოგვეცა კურთხევა რათა სისტემატიურად აღევლინოს წირვა-ლოცვა ორივე ქალაქში ქართულად აღევლინება წირვა ლოცვა ქალაქ ვაშინგტონში ინტერნეტში საიტიც აქვთ განთავსებული და ასევე ნიუ-იორკშიც, სადაც მიმდინარეობს თანხის აგროვება ქართული ეკლესიის მშენებლობისთვის. ეს ვაშინგტონის საიტია. http://www.mrevli.org/ რატომ საუბრობენ მხოლოდ ლოს-ანჯელესზე და სან-ფრანცისკოზე აი ეგეც ვერ გავიგე. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
KAIROS |
Apr 26 2009, 01:55 PM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რა ხდება? უმწინდეს იონას აღარ ვცნობთ? ეს ხომ მისი კანონიკური ტერიტორიაა, რომელსაც ყველა ეროვნების წარმომადგენელი უნდა ემორჩილებოდეს? ნუ მღვდელი მესმის (რომელიც უცილობელად უნდა იყოს დამორჩილებული ადგილობრივ ეპისკოპოსთან) მაგრამ ეპისკოპოსი? მნათე, შენ არ იცნობ უცხოეთის ჩახლართულ ამბავს, წესით მთელი დასავლეთ ევროპის მმართველი უნდა იყოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, მაგრამ იცი რომ რუსებსაც ყავთ ეპისკოპოსები, ჩვენც გვაყვს და სხვებსაც. ასევეა ამერიკაშიც, სხვათაშორის ეს ერთერთი საკითხია რომელიც მომავალ მსოფლიო კრებაზე უნდა დამუშავდეს. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Apr 26 2009, 02:30 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე, შენ არ იცნობ უცხოეთის ჩახლართულ ამბავს, წესით მთელი დასავლეთ ევროპის მმართველი უნდა იყოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, მაგრამ იცი რომ რუსებსაც ყავთ ეპისკოპოსები, ჩვენც გვაყვს და სხვებსაც. დასავლეთ ევროპა სათუო რამეა, მაგრამ აი ამერიკა, რომელიც ოფიციალურად ვცანით, მე ვფიქრობ რომ აღარ უნდა იყოს სათუო, არათანმიმდევრულია ჯერ კათედრა აღიარო და შემდეგ ამგვარი რამეები ჰქმნა. მსოფლიო კრების ლოდინში თუ ათასი წელი კიდევ გავატარეთ, კარგად გვქონია საქმე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Apr 26 2009, 02:35 PM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა მსოფლიო კრების ლოდინში თუ ათასი წელი კიდევ გავატარეთ, კარგად გვქონია საქმე სულ ცოტა ერთი ათასწლეულიც მიილია მორიგი მსოფლიო კრების მოლოდინში, მაგრამ ამით განსაკუთრებული არაფერი დაშავებულა. კაიროსუნა, რა დაირღვა ახალი ეპარქიის გახსნით ეგებ თქვა, ან კანონისტმა თქვას. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Apr 26 2009, 02:38 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა არა თუ ასე წელი, ათასწლეულიც მიილია მორიგი მსოფლიო კრების მოლოდინში, მაგრამ ამით განსაკუთრებული არაფერი დაშავებულა. რავიცი, ყველა ასე არ ფიქრობს. ციტატა კაიროსუნა, რა დაირღვა ახალი ეპარქიის გახსნით ეგებ თქვა, ან კანონისტმა თქვას. საქართველოში რომ ვინმემ გახსნას თავისი სამრევლო და ეპისკოპოსი დანიშნოს, ეს იმ პირობებში, როცა ის ცნობს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის იურისდიქციას მთელ საქართველოზე, რა იქნება ეს, თუ არა უხეირო ჩარევა პატრიარქის იურისდიქციაში? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Apr 26 2009, 09:08 PM -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Apr 26 2009, 03:12 PM
პოსტი
#7
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა რა იქნება ეს, თუ არა უხეირო ჩარევა პატრიარქის იურისდიქციაში? ლევანი ჩემო კარგო, კანონიკას გადავხედავ აუცილებლად და სპეციალისტებსაც ვკიტხავ, იმასაც გავარკვევ რა გაიხსნა და ამ გახსნით რა დაირღვა, იქნებ, შეთანმებაა რამე და აშ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Apr 26 2009, 09:11 PM -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
llaasshhaa |
Apr 26 2009, 09:46 PM
პოსტი
#8
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
მემფისში არ არის ქართული ეკლესია ნეტა?
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
კანონისტი |
Apr 26 2009, 10:34 PM
პოსტი
#9
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველესად, ეპარქია არ დაფუძნებულა.
დაარსდა სამრევლო მმართველობა, ამასთან, არსად არის მითითებული, რომ სამრევლოების არსებობა არ არის შეთანხმებული ამერიკის ეკლესიასთან. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ღმრთისმსახურება აღევლინება სერბულ კათედრალში, რომელთა ეკლესია ასევე ცნობს ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, ეკლესია სადაც უნდა აღვლენილიყო დღევანდელი წირვა (იხ. http://www.eklesia.us/ganrigi.html ) ექვემდებარება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, შუა და დასავლეთ ამერიკის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (კოვაჩევიჩი) (იხ. საიტი: http://www.serborth.org/metropolitan.html ) ასე, რომ ამ სამრევლოს არსებობა სავსებით დასაშვებია. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Apr 27 2009, 09:50 AM
პოსტი
#10
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა უპირველესად, ეპარქია არ დაფუძნებულა. დაარსდა სამრევლო მმართველობა, ამასთან, არსად არის მითითებული, რომ სამრევლოების არსებობა არ არის შეთანხმებული ამერიკის ეკლესიასთან. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ღმრთისმსახურება აღევლინება სერბულ კათედრალში, რომელთა ეკლესია ასევე ცნობს ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, ეკლესია სადაც უნდა აღვლენილიყო დღევანდელი წირვა (იხ. http://www.eklesia.us/ganrigi.html ) ექვემდებარება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, შუა და დასავლეთ ამერიკის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (კოვაჩევიჩი) (იხ. საიტი: http://www.serborth.org/metropolitan.html ) ასე, რომ ამ სამრევლოს არსებობა სავსებით დასაშვებია. როგორ მიყვარს დაზუსტებული ინფორმაცია, ჭორის გარეშე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
Apr 27 2009, 12:43 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
ციტატა სამრევლო დათო, ეს პაროხიას ნიშნავს? სამრევლო ვიცი (ალბათ) რაცაა, მარა პაროხიაა იგივე? |
კანონისტი |
Apr 27 2009, 02:44 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
მგონი ეგ უნდა იყოს. რუსულად ჰქვია - приход, ინგლისურად - parish -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Apr 27 2009, 03:00 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
ციტატა приход პრიხოდ მრევლია სერბულადაც, მარა მგონი სამრევლო პაროხიაა . მადლობა პასუხისთვის, ჩემი სკორი პომოშები თქვენ ხართ ტერმინოლოგიაში |
მხევალი ნინო |
Apr 29 2009, 11:45 AM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მოიხსნა ბრალდებები, დამთავრდა კინო
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Apr 29 2009, 01:55 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
PH ფაქტორი
ანუ პრავოსლავნი ჰაოს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
lch |
Apr 29 2009, 09:45 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მნათე
ციტატა რა ხდება? უმწინდეს იონას აღარ ვცნობთ? კარგი რა, როდის ვცნობდით იონას, რომელ დიფტიხში გინახავს?... ყველაფერს აქვს საზღვარი და მიკვირს ძალიან რა "მაგიურ ძალებს" ფლობენ კობახიძე, ლადარია, ნაირა გელაშვილი და სხვა შებრუნებულები, რომლებიც ასე უცებ გადაუტრიალებენ ხოლმე ტვინს ხალხს... ნამეტნავი სწავლულებისგან გამომდინარეობს ყველაფერი... ადამინი როცა დაიჯერებს ყველაფერი შეისწავლა, სხვაზე მეტი იცის და სხვაზე განათლებულია, მაშინ იწყება ეს ყველაფერი... რა შუაშია აქ კანონიკა... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ალექსანდრე |
Apr 30 2009, 12:49 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კონსტანტინოპოლი არ ცნობს ხო როგორც მე ვიცი ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიას
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანონისტი |
May 4 2009, 08:12 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
lch
ციტატა კარგი რა, როდის ვცნობდით იონას, რომელ დიფტიხში გინახავს?... სამებაში პატრიარქის წირვაზე საერთოდ ნამყოფი ხარ??? კარგი რა მართლა და მართლა, ამ უაზრო ბრალდებებით ნუთუ არ დაიღალე ყველა მიმართულებით, პრეზიდენტიდან დაწყებული საპატრიარქო დიპტიქით დამთავრებული!... შე დალოცვილო, იკითხე, მიდი, გაერკვიე, მოუსმინე, დაგიშალა ვინმემ? ამნაირი რამე არ გამიგია..... ციტატა ყველაფერს აქვს საზღვარი და მიკვირს ძალიან რა "მაგიურ ძალებს" ფლობენ კობახიძე, ლადარია, ნაირა გელაშვილი და სხვა შებრუნებულები, რომლებიც ასე უცებ გადაუტრიალებენ ხოლმე ტვინს ხალხს... რომ ვაკვირდები, მეორე გიჟების ფრთაც არანაკლებ ძალებს ფლობს.... ;) |
ALIUS |
Dec 5 2010, 05:22 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,026 |
მართალია კონსტანტინეპოლი არ აღიარებს ამერიკის მართ. ეკლესიას, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ ხომ აღიარა? შეუძლია რომ ეპარქიები დააარსოს იქ?
|
კანონისტი |
Mar 15 2011, 12:01 PM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ALIUS
ციტატა შეუძლია რომ ეპარქიები დააარსოს იქ? არა, არ შეუძლია. II მსოფლიო კრების მე-2 კანონით აღიარებული და დაცულია ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი მმართველობითი უფლება მის კანონიკურ ტერიტორიაზე შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს ეპარქიები. სხვა ეკლესიას მსგავსი რამ ეკრძალება. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი