IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Closed TopicStart new topic
> მოძრაობა "ჰარი კრიშნა"
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 07:57 PM
პოსტი #161


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



კრიშნას მოძრაობის ფილოსოფიის შესახებ ამ ფილმში მოკლედ არის ახსნილი.საინტერესოა და გირჩევთ ყველამ უყუროთ,ყოველ შემთხვევაში იმას მაიც გაიგებთ რას ასწავლის ეს რელიგიური მოძრაობა
http://rutube.ru/tracks/1716640.html?v=aff...2ed65fe7afc02e4


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 30 2011, 02:29 PM
პოსტი #162


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ვფიქრობ,როდესაც ამ რელიგიურ მოძრაობაზე ვსაუბრობთ,კარგი იქნება თუ გავეცნობით კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელ აჩარიას-ა.ჩ.ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადას.
("დამაარსებელი" არ ნიშნავს ამ მოძრაობის შემქმნელს,აქ იგულისხმება მთელ მსოფლიოში გამარცელებელი)


IPB-ს სურათი


სხვადასხვა დროს ადამიანებმა მას სწავლული,ფილოსოფოსი კულტურის ელჩი,ნაყოფიერი შემოქმედი,რელიგიური ლიდერი,სულიერი მოძღვარი,სოციალური კრიტიკოსი და წმინდანი უწოდეს.
სინამდვილეში იგი ყველაფერ ამას მოიცავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არავის აერეოდა იგი თნამედროვე დიდკაცა"გურუებში",რომლებიც დასავლეთში მოდიან და თან მოაქვთ შელამაზებული და განზავებული სულიერება.
შრილა პრაბჰუპადას ღრმა ინტელექტუალური და სულიერი მგრძნობელბა ჰქონდა.იგი დიდ მზრუნველობასა და თანაგრძნობას იჩენდა საზოგადოების მიმართ,რომელთაც ასე აკლიათ სულიერება.
კაცობრიობის გასანათლებლად მისმა ღვთაებრივმა მოწყალებამ გამოსცა ინდოეთის სულიერ კლასიკოსთა თარგმანებისა და მიმოხილვების 80-მდე ტომი,მისი ნაშრომები დაიბეჭდა როგორც ინგლისურ,ასევე მრავალ სხვა ენაზეც.1944 წელს შრილა პრაბჰუპადამ დამოუკიდებლად დაარსა ჟურნალი"back to godhed"(უკან ღმთეებასთან),რომელიც სადღეისოდ ყოველთვიური ჟურნალია.მ,ისი ტირაჟი მარტო ინგლისურ ენაზე ნახევარ მილიონს აღემატება.



კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელი,ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადაშრილა დაიბადა კალკუტაში 1896 წელს. შრილა პრაბჰუპადამ ინდოეთში 1959 წელს მიიღო განდეგილი ცხოვრების წესი,რის გამოც პირადი საჭიროებისათვის ფულის ტარებისა და შოვნის უფლება არ ჰქონდა.მან დაამთავრა კალკუტის უნივერსიტეტი.ყავდა ოჯახი,მაგრამ შემდეგ ოჯახისა და ბიზნესის საქმეები უფოს ვაჟიშვილს ჩააბარა.განდეგილი ცხოვრების წესის მიღების შემდეგ მან მეგობრების დახმარებით ინდოეთის სატვირთო გემზე უფასოდ მგზავრობის ნებართვის მიღება მოახერხა.1965 წლის სექტემბერში იგი გემით გაემგზავრა მომბეიდან ბოსტონში,თან წაიღო შვიდიოდე დოლარის რუპიები,წიგნებით სავსე ჩემოდანი და რამდენიმეხელი ტანსაცმელი.მისმა სულიერმა მოძღვარმა ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურამ მას მიანდო ინგლიურენოვან სამყაროში ვედური მოძღვრების გავრცელების საქმე.



შრილა პრაბჰუპადას ეძინა თხელ ლეიბზე.იგი თვითონ ირეცხავდა და თვითონ იმზადებდა საჭმელს.მის ოთახში პორტატული საბეჭდი მანქანის იგვლივ ხელნაწერების გროვა ეწყო.იგი მთელ თვის აქტიურ დროს-დღე ღამეში დაახლოებით 20 საათს ანდომებდა წერასა და ვედური წმინდა წერილების კომენტარებს.
1966 წლიდან პრაბჰუპადამ მოწაფეების აყვანა დაიწყო.იგი თვიდანვე უხსნიდა მათ,რომ უნდა მოპყრობოდნენ მას არა როგორც ღმერთს,არამედ,როგოც ღმერთის მსახურს.1970-იანი წლებიდან შრილა პრაბჰუპადას წიგნების თარგმნისა და გამოცემის ტემპმა მკვეთრად იმატა.მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს მის წიგნებს,რომლებიც ამერიკის ყველა კოლეჯის სტანდარტული სახელმძრვანელოები გახდა.მან გამოუშვა 80-მდე წიგნი,რომლებიც მისმა მოწაფეებმა 25 ენაზე თარგმნეს და
95 000 000 ეგზემპლარად გაავრცელეს.მან მსოფლიოში 108 ტაძაი დააარსა,ჰყავდა 10 000 ინიცირებული მოწაფე და მილიონობით მიმდევარი.

"მე არასოდეს მოვკვდები",თქვა ერთხელ შრილა პრაბჰუპადამ,"მე მარად ვიცოცხლებ ჩემ წიგნებში."1977 წლის 14 ნოემბერს მან დატოვა ეს ქვეყანა.



IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 3 2011, 05:22 PM
პოსტი #163


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



გაუდია–ვაიშნავიზმი (კრიშნაიზმი)

IPB-ს სურათი

ვაგრძელებ ინდოეთის რელიგიური მიმდინარეობების მიმოხილვას და ამჯერად მოკლედ მოგითხრობთ ე.წ. „კრიშნაიტების“ სარწმუნოებაზე, რომელმაც მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში ინდოეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპასა და ამერიკაშიც დაიწყო გავრცელება და რომელიც გაუდია–ვაიშნავიზმის სახელითაა ცნობილი.

გაუდია–ვაიშნავიზმი (ბენგალური ვაიშნავიზმი, ჩაიტანია–ვაიშნავიზმი ან კრიშნაიზმი) – რელიგიური მიმდინარეობაა ინდუიზმის შიგნით და ვაიშნავიზმის მიმდინარეობას ან განტოტებას წარმოადგენს. გაუდია–ვაიშნავიზმის მიმდევრებს ვაიშნავებს ან კრიშნაიტებს ეძახიან. სიტყვა „გაუდია“აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე პროვინცია „გაუდადეშას“ სახელიდან წარმოსდგება. ეს პროვინცია თანამედროვე დასავლეთ ბენგალიის და ბანგლადეშის ნაწილზე იყო განლაგებული. სწორედ აქ ჩაისახა თავდაპირველად გაუდია–ვაიშნავიზმი და აქედან დაიწყო გავრცელება. „ვაიშნავიზმი“ ღმერთ „ვიშნუს თაყვანისმეცამს“ ნიშნავს.

გაუდია–ვაიშნავიზმი ერთ–ერთი მონოთეისტური მიმდინარეობაა ინდუიზმში. მისი ფილოსოფია პირველ რიგში „ბჰაგავატ–გიტას“ და „ბჰაგავატ–პურანას“ სწავლებაზეა აგებული, ასევე ისეთი ვედური წიგნების სწავლებაზე, როგორებიცაა უპანიშადები. გაუდია–ვაიშნავიზმის რელიგიური პრაქტიკა ეფუძნება ქალღმერთ რადჰასა და ღმერთ კრიშნას ქალური და მამაკაცური საწყისების თაყვანისცემას. გაუდია–ვაიშნავიზმის ღვთისმეტყველებაში რადჰა–კრიშნა წარმოსდგება როგორც ღმერთის ყოველგვარი გამოვლინების მთავარი წყარო, რომლებიც მათ სხვადასხვა ავატარებად განიხილება. თაყვანისცემის პროცესს ბჰაქტი–იოგა ჰქვია. კრიშნაიტებისთვის ბჰაქტი–იოგას უმნიშვნელოვანეს მეთოდად ითვლება რადჰასა და კრიშნას სახელების გალობა, განსაკუთრებით კი მანტრა „ჰარე–კრიშნას“ სახით. ამ სასულიერო პრაქტიკას კირტანა ან სანკირტანა ჰქვია.

გაუდია–ვაიშნავიზმის ფუძემდებლად ინდუისტური რელიგიური მქადაგებელი და რეფორმატორი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ითვლება (1486–1534), რომელსაც კრიშნაიტები რადჰასა და კრიშნას განსაკუთრებულ ერთსახიერებად მიიჩნევენ და რომლის მოვლენაც ამქვეყნად ნაწინასწარმეტყველები იყო ვედებსა და პურანებში.

1960–იანი წლებიდან გაუდია–ვაიშნავიზმმა მთელს მსოფლიოში დაიწყო გავრცელება ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადის ქადაგებების და მის მიერ დაფუძნებული კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების წყალობით. კრიშნაიზმის გავრცელებას ასევე ხელს უწყობდნენ ორი სხვა კრიშნაიტი გურუ და მათი ორგანიზაციები, რომლებიც ინდოეთის ფარგლებს მიღმა მოღვაწეობდნენ.

ვაიშნავიზმი ერთ–ერთია ინდუიზმის ორი მთავარი მიმართულებიან შივაიზმთან ერთად. ეს ორივე ტრადიცია ერთი და იგივე ფესვიდან წარმოსდგება, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი შეხედულება აქვს უფალზე, და განსაკუთრებით, თაყვანისცემის ობიექტზე. ვაიშნავიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ვიშნუს თაყვანისცემა უმთავრესი ღმერთის სახით.

გაუდია ვაიშნავიზმი, ანუ ბენგალური ვაიშნავიზმი – ეს რელიგიური ტრადიციაა და იმავე დროს რელიგიურ–ფილოსოფიურო სკოლაცაა, რომელიც ვაიშნავიზმის განშტოებას წარმოაგდენს. მისი მიმდევრები, სხვა მონათესავე მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ღვთის უზენაეს გამოვლინებად თვლიან კრიშნას და არა ვიშნუს, ხოლო ვიშნუ კრიშნას ერთერთ გარდასახვად მიიჩნევენ. ამის გამო გაუდია–ვაიშნავებს კრიშნაიტებსაც ეძახიან.

ვაიშნავიზმის ყველა სხვა მიმართულებას შორის გაუდია–ვაიშნავიზმი (კრიშნაიზმი) ყველაზე მოქნილი აღმოჩნდა ინდოეთის ფარგლებს მიღმა მისი გავრცელების თვალსაზრისით. დასავლეთის ქვეყნებში კრიშნაიზმმა გავრცელება 1930–იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ უკვე მყარად ფეხის მოკიდება მხოლოდ 1960–იანი წლებიდან შეძლო ევროპასა და ამერიკაში. 1965 წელს ნიუ–იორკში დაფუძნებულ იქნა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება. ეს რელიგიური მოძრაობა დღესისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. თბილისში მათ თავიანთი სამლოცველოც აქვთ. 1990–იან წლებში, განსაკუთრებით მეორე ნახევარში და 2000–იანი წლების დასაწყისში ვრცელდებოდა ცნობები, რომ გარკვეული ძალები რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მათ შევიწროვებას ცდილობდნენ და ლიტერატურასაც უნადგურებდნენ, რათა ამ მიმდინარეობამ საქართველოში ფეხის მოკიდება ვერ შეძლოს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ცნობები აღარ გავრცელებულა. შესაძლოა ამისი მიზეზი ისიც იყოს, რომ ამ რელიგიურ მიმდინარეობას არც ისე ბევრი მიმდევარი ჰყავდეს და მათაც საზოგადოების მხრიდან ზეწოლის და შევიწროების შიშით საკუთარი არსებობის აფიშირება არ სურდეთ...




კრიშნაიტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 3 2011, 11:05 PM
პოსტი #164


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ტაჯ მაჰალი


IPB-ს სურათი


დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...


IPB-ს სურათი


ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...


IPB-ს სურათი



ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.


IPB-ს სურათი


მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 4 2011, 03:31 PM
პოსტი #165


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ჰარე კრიშნა,გიორგიsmile.gif

შენთან მინდოდა ამ რელიგიური მიმდევრობის შესახებ გასაუბრება და უფრო ამიტომ დავრეგისტრირდი.
მე სოხუმელი ვარ,სადაც ეს რელიგიური მოძრაობა ძალიან მყარად არის უკვე ფესვგადგმული.ბევრი აშრამია,სადაც მეც ხშირად დავდივარ ხოლმე.
მაინტერესებს შენი შეხედულებები "რელიგიური მოძრაობა ჰერე კრიშნას"შესახებ.თან რამდენიმე კითხვა მაქ და შენი გამოხმაურების შემდეგ დაგისვამ.


კრიშნას მიმდევარი ხარ,თუ უბრალოდ დაინტერესებული ხარ ამით?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 4 2011, 03:42 PM
პოსტი #166


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



GIORGI LELUASHVILI

ატმანს თუ გიორგი ლელუაშვილი ერქვა არ ვიცოდი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 4 2011, 04:18 PM
პოსტი #167


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ჰარე კრიშნა

ჰარიბოოოლ!!! biggrin.gif

ვაჰ,ძლივს ჩემი ჭკუისა გიპოვეbiggrin.gif
სასიამოვნოა შენი გაცნობა კანიშთჰა-ადჰიკარ,ანუ ახალბედა ერთუგულოsmile.gif (ნახე,განმარტებაც მცოდნიაsmile.gif )

სოხუმში მართლა კარგად აქვთ კრიშნას მიმდევრებს საქმეsmile.gif
საერთოდ ეს მოძრაობაც ხო მაქედან შემოვიდა.
გამიხარდა ნამდვილად შენი აქ დარეგისტრირება,ის ტეხავს რომ სოხუმელი ხარ.(ანუ შორს ხარ)
ციტატა
მაინტერესებს შენი შეხედულებები "რელიგიური მოძრაობა ჰერე კრიშნას"შესახებ.

თუ წინა პოსტებს გადახედავ,ალბათ იქ იპოვი ამ კითხვაზე პასუხსa075.gif
ციტატა
თან რამდენიმე კითხვა მაქ და შენი გამოხმაურების შემდეგ დაგისვამ.

აბა კითხვებს ველოდებიlodini.gif
ციტატა
კრიშნას მიმდევარი ხარ,თუ უბრალოდ დაინტერესებული ხარ ამით?

როგორც ამ ფორუმზე მეუბნებიან:გაურკვეველი რელიგიური მიმდევრობის წარმომადგენელი ვარbiggrin.gif
ასე რომ ეს სტატუსი მექნებაbiggrin.gif


k@the
ციტატა
ატმანს თუ გიორგი ლელუაშვილი ერქვა არ ვიცოდი.

არა,ხალხო,გაიგეთ-არ ვარ ატმანიიი!
კრიშნას შესახებ მარტო ატმანს ესმის კაცოო,ვაჰ!
ატმანი ჩემი ძმაკაციაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 4 2011, 05:16 PM
პოსტი #168


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
გამიხარდა რომ გამომეხმაურეsmile.gif
ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა და საუბარიც ალბათ ასევე კარგად წარიმართებაsmile.gif

როგორც ჩანს გესმის ეს რელიგიური მიმდევრობა.წინა პოსტები წავიკითხე და რაღაც ორაზროვანი პოსტები გაქვსbiggrin.gif
გეტყობა მართლმადიდებლობა და მისი სწავლებები,დოგმები კარგად გესმის.(ეს დასკვნა იქიდან გავაკეთე,რომ თემებს"იეჰოვას მოწმეები"და"სხვა რელიგიები"გადავხედე)ერთგან ისიც გიწერია ტაძარში სტიქაროსნად და მედავითნედ ვმსახურობო.
ციტატა
აბა კითხვებს ველოდები

ხოდა ეხლა მინდა გკითხო:ინიციაციის შესახებ რას ფიქრობ?
თუ შეგიძლია რამდენიმე ადგილი რომ დამიწერო ამის შესახებ ვედური წმინდა წერილებიდან და შემდეგ შენი აზრი მაინტერესებს.
მინდა ნათლობას შევადარო.

მე მართლმადიდებელიც არ ვარ ბოლომდე.ცოტა სუსტადაა აქ ქრისტიანობა.გამიხარდა ჩვენი უწმინდესი რომ გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 4 2011, 05:45 PM
პოსტი #169


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა და საუბარიც ალბათ ასევე კარგად წარიმართება

აუცილებლადsmile.gif
ციტატა
როგორც ჩანს გესმის ეს რელიგიური მიმდევრობა.წინა პოსტები წავიკითხე და რაღაც ორაზროვანი პოსტები გაქვს

არა,უბრალოდ ხალხი ვერ მიგებს და მე მესმის მათიsmile.gif
ციტატა
გეტყობა მართლმადიდებლობა და მისი სწავლებები,დოგმები კარგად გესმის.(ეს დასკვნა იქიდან გავაკეთე,რომ თემებს"იეჰოვას მოწმეები"და"სხვა რელიგიები"გადავხედე)ერთგან ისიც გიწერია ტაძარში სტიქაროსნად და მედავითნედ ვმსახურობო.

კი ასეაsmile.gif
ვეცნობი და ვსწავლობ მართლმადიდებლობას.ამაში რამდენიმე გამოცდილი მოძღვარი მეხმარება.მართლმადიდებლობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ციტატა
ხოდა ეხლა მინდა გკითხო:ინიციაციის შესახებ რას ფიქრობ?თუ შეგიძლია რამდენიმე ადგილი რომ დამიწერო ამის შესახებ ვედური წმინდა წერილებიდან

აი,ვიპოვე ასეთი ადგილებიც:

"ინიციაციის შემდეგ,როდესაც ერთგული მთლიანად უფლის მსახურებას მიეცემა,კრიშნა მას საკუთარი თავისაგან არ ანსხვავებს"
(ჩაიტანია-ჩარიტამრიტა.ანტია4,192)

დიკშა,ანუ სულიერი ინიციაცია "ბჰაკტი სანდჰარბაში"(868),აღწერილი აქვს შრილა ჯივა გოსვამის:

"დიკშის წყალობით ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის მიმართ ყოველგვაი ინტერესი ეკარგება და თანდათან სულიერი ცხოვრებით ინტერესედება"

როცა ვინმეს ნამდვილად აინტერესებს კრიშნას ცნობიერება და ინიციაციის მიღება სურს,მაშინ იღებენ მას.როცა ახალბედა ერთგული ინიციაციას მიიღებს და სულიერი მოძღვის მითითებებით ერთგულ მსახურებას დაიწყებს,მაშინ მას ვაიშნავი ეწოდება.ვაიშნავი,რომელიც ყველა წესს მკაცრად აღასრულებს და უფლის განსაკუთრებული სიყვერულით გამოირჩევა,მას უკვე უტტამა-ადჰიკარი ეწოდება,ანუ ის ხდება დიდად დაწინაურებული ერთგული.

"შრიმად ბჰაგავატამში"(6.1.13)ნათქვამია:
"როცა ადამიანი სერიოზულად ფიქრობს დიკშას(ინიციაციის)მიღებას, მზად უნდა იყოს ასკეტიზმისათვის, უქორწინებლობისათვის და სხეულისა და ჭკუის კონტროლი უნდა შეძლოს."

პიროვნება,რომელიც სეიოზულადაა დაინტერესებული ღმერთით და სურს მისი მსახურება და სულიერების შესწავლა,მაშინ მან უნდა მიიღოს ინიცირება.
ციტატა
მინდა ნათლობას შევადარო.

კი,ზუსტად ინიციაცია ნათლობას ჰგავს.
როგორც მართლმადიდებლობაში მოსანათლს (ნათლობისათვის გამზადებულს)კათაკმეველი ეწოდება,ვაიშნავიზმში-შენი ნიკიsmile.gif -კანიშთჰა ადჰიკარი.
რა მოთხოვნებიც მართლმადიდებლობაშია ნათლობის მისაღებად(თუ ჩვილი არ არის),თითქმის იგივეა აქაც.
გამოიკვლიე ქრისტიანული ნათლობის შესახებ და ამას შეადარე.
საერთოს ნამდვილად ბევრს იპოვი.
აი ეს წაიკითხე:
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/oqropiri/natlisgeba.htm

არ დატოვო მართლმადიდებლობა!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 4 2011, 05:56 PM
პოსტი #170


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
მადლობა გიორგიsmile.gif madlioba.gif
ეს საკითხი მაინტერესებს და მართლმადიდებლურ ნათლობას გავეცნობი ახლა კარგად.
შენი დადებული ლინკიც დამეხმარებაsmile.gif
მონათლული არ ვარ ჯერ მართლმადიდებლურად და მინდა მოვემზადო.
ამხელა კაცი ვარ და ჯერ კიდევ მოსანათლი დავდივარ.
ციტატა
არ დატოვო მართლმადიდებლობა!

არა,რას ამბობ!
მეც შენს მსგავსად ამ მიმდევრობასთან მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს და პატივს ვცემ.კრიშნაიტებიც ძაან კარგი ხალხი ჩანს.ადგილობრივ აშრამში ყველას ვიცნობ.

ლიტერატურა კრიშნას მიმდევრებისა,ბევრი მაქ და დავიხმარებ სულიერ ცხოვრებაში.
ალბათ შენც ჩემ მსგავსად ხარ,არა?(ამ რელიგიასთან დამოკიდებულებას ვგულისხმობ)


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 4 2011, 06:05 PM
პოსტი #171


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



თუ მოსანათლად ემზადები და ამ საიდუმლოში მონაწილეობის მიღება სიხარულით გინდა,ძალიან კარგია და მიხარია.
არ დააყოვნო მონათვლა.
გეტყობა სულიერ ცხოვრებას იწყებ და სერიოზულად ხარ გაინტერესებული ღმერთით.ასე განაგრძე,ძალიან ბევრს მოიგებ.ღმერთის გარეშე ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს.მასთან ურთიერთობას ძალიან დიდი ბედნიერება,მადლი და წყალობა მოაქვს.მართალია ძალიან ძნელია სულიერი ცხოვრება,რომელსაც წმინდა მამები მდინარის ტალღების საპირისპიროდ ცურვას ადარებენ,მაგრამ შემდეგ დაუსრულებელი ბედნიერება მოაქვს.
წარმატებები სულიერ ცხოვრებაშიsmile.gif
ციტატა
ალბათ შენც ჩემ მსგავსად ხარ,არა?(ამ რელიგიასთან დამოკიდებულებას ვგულისხმობ)

კი,აბსოლუტურად.
ვმეგობრობ მათთან,პატივს ვცემ და საერთოდ ძალიან კარგი ხალხია.არავისი დასაცინი არ არიან.მაგარი ასკეტურად ცხოვრობენ და სულიერებაში განვითარებას ესწრაფვიან მთელი ცხოვრება.
ამას კი ხალხი ვერ იგებს და არც უნდათ გაგება


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 4 2011, 06:09 PM
პოსტი #172


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
მადლობა,გაიხარეmadlioba.gif
smile.gif
ეხლა გავდივარ და სხვა დროს შეგეხმიანები.რაღაც რაღაცეები მაინტერესებს.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 4 2011, 06:13 PM
პოსტი #173


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ეხლა გავდივარ და სხვა დროს შეგეხმიანები.რაღაც რაღაცეები მაინტერესებს.

აბა შენ იციsmile.gif
მკითხე ხოლმე რაც დაგაინტერესებს ,გინდა მართლმადიდებლობაში,გინდა კრიშნაიზმში.შეძლებისდაგვარად გიპასუხებ


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 4 2011, 10:43 PM
პოსტი #174


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ვიშნუ,შივა,ბრაჰმა,რადჰა, ბალარამა, ნიტიანანდა, ჩაიტანია, ნრასიმჰა-ვინ არიან?
ზოგადად ვიცი და თუ დამიზუსტებ შეძლებისდაგვარად,კარგი იქნება.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი May 4 2011, 10:55 PM
პოსტი #175


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ვიშნუ

ვიშნუ (სანსკრ. विष्णु viṣṇu „ყოვლისმომცველი“) — ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით.

ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როცა მსოფლიოს საფრთხე ემუქრება.

ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.
http://yoga.ge/pages/theme.php?id=86&categ...%83%9B%E1%83%98
IPB-ს სურათი
ციტატა
შივა

შივა (სანსკ. शिव śiva ”კეთილი”) - ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით.

თუ ბრაჰმას ფუქნცია უხსოვარ დროში მსოფლიოს შექმნა იყო, ხოლო ვიშნუს მისია ყოველ საუკუნეში იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მრავალრიცხოვან ატარებად მანიფესტირებულმა ღვთაებრივი კანონი (დჰარმა) აღადგინოს, შივას ბედისწერამ ამდაგვარი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დააკისრა. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა.

შივა არა მხოლოდ სიცოცხლის და სიკეთის წყაროა, ჰიმალაების მთებში მედიტაციაში მჯდომი ასკეტური იოგი, იგი კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა). მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა შივას მიერვე ნაყოფიერდება, იხ. ლინგამი.
http://yoga.ge/pages/theme.php?id=89&categ...%83%9B%E1%83%98
IPB-ს სურათი
ციტატა
ბრაჰმა

ბრაჰმა (სანსკრ. ब्रह्मा brahmā „შემოქმედი“) — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.

ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.

ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.

ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა.
http://yoga.ge/pages/theme.php?id=85&categ...%83%9B%E1%83%98
IPB-ს სურათი
ციტატა
რადჰა

რადჰა (სანსკ. राधा rādhā ”ელვა”) - კრიშნას მარადიული თანამგზავრი მწყემსი ქალი, ბედნიერების ქალღმერთის ლაკშმის ერთერთი ფორმა.
კრიშნას და რადჰას სიყვარული ინდუიზმის მიმდევრებისთვის ადამიანის ღმერთთან კავშირის სიმბოლო და ფილოსოფიური პაექრობების თემაა, ხოლო ინდური ხელოვნების და კინომატოგრაფიის დაუსრულებელი სიუჟეტური წყაროა.
IPB-ს სურათი
ციტატა
ბალარამა


კრიშნასთან ერთად იმყოფებოდა,მისი ძმაა.
ცოტა ძნელი გასაგებია,მაგრამ იგივე კრიშნაა
IPB-ს სურათი
ციტატა
ნიტიანანდა

ბალარამას მსგავსია,ოღონდ კიშნას მაგივრად ჩაიტანიასთან ერთად იმყოფებოდა

ციტატა
ჩაიტანია

IPB-ს სურათი
ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ (caitanya mahāprabhu) (চৈতন্য মহাপ্রভূ) (დაიბადა 1486 - 1534) არის ინდუისტთა წმინდანი და აღმოსავლეთ ინდოეთის სოციალური რეფორმატორი, განსაკუთრებით თანამედროვე ბანგლადეშის, ბენგალიის და სხვა მხარეებისა. მოღვაწეობდა მე-16 საუკუნეში. გაუდია ვაიშნავიზმის მიმდევართა მიხედვით, ის უფალ კრშნას სრული ინკარნაცია იყო. შრი კრშნა ჩაიტანია იყო ბჰაკტური ვაიშნავიზმის გამოჩენილი მიმდევარი და დამცველი (ბჰაკტი იოგა ნიშნავს კრშნას/უფლის სიყვარულით ერთგულება), რომელიც დაარსებული იყო ბჰაგავატა პურანასა და ბჰაგავად გიტაზე. ის განსაკუთრებით აღმერთებდა და თაყვანს ცემდა უფლის ფორმებს, რადჰას და კრშნას, მანვე გახადა პოპულარული ჰარე კრშნა მაჰა მანტრას გალობა და შექმნა სიკსასტაკამი სანსკრიტულ ენაზე.

მას ასევე ეძახიან გაურას, რაც სანსკრიტულად ნიშნავს ოქროსფერს (მისი კანის ფერის გამო) და ნიმაი, ხის გამო, რომლის ქვეშაც ის დაიბადა. არსებობს მისი უამრავი ბიოგაფიები, მათგან ყველაზე გამორჩეულია კრშნადასა კავირაჯა გოსვამის მიერ დაწერილი ჩაიტანია ჩარიტამრტა, და მოგვიანებით ვრინდავანა დასა თაკურას მიერ დაწერილი ჩაიტანია ბჰაგავატა (ეს ორივე წიგნი დაწერილია ბენგალურ ენაზე).
http://studentshouse.ge/forum/index.php?showtopic=1072
ციტატა
ნრასიმჰა

კრიშნას ერთ-ერთი ავატარაა.
IPB-ს სურათი

რაც მოვძებნე ეს არის.თუ კიდე რამე დაგაინტერესებს აქ ვარsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 4 2011, 11:02 PM
პოსტი #176


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ძალიან საინტერესო იყო.მოსმენილი მქონდა მათ შესახებ,მაგრამ ასე ზუსტად არ ვიცოდი.მადლობა.

თუ არ დაგეზარება თითოეული მათგანის სურათო რომ დადო?
თუ გეზარება შეეშვი


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 4 2011, 11:04 PM
პოსტი #177


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ეს თემა, კრიშნაიდების ფანებიან და მიმდევრებიანად, კარგი იქნება თუ გატანილ იქნება ფორუმს მიღმა.



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 4 2011, 11:06 PM
პოსტი #178


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



არ არის ახლა ეს პროპაგანდა? ვეტო! biggrin.gif


ციტატა
ეს თემა, კრიშნაიდების ფანებიან და მიმდევრებიანად, კარგი იქნება თუ გატანილ იქნება ფორუმს მიღმა.

ვეთანხმებიუს


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი May 5 2011, 08:37 AM
პოსტი #179


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
რეინკარნაციაზე რა აზრის ხარ?გჯერა?
ამ საკითხს დიდი ხანია ვიკვლევ.ძალიან ბევრს სჯერა.ეს მთავარი საკითხია როგორც ინდუიზმში,ისევე ბუდიზმში.
მე მოვისმინე ვაიშნავების აზრი,თუ რატომ სჯერათ მათ რეინკარნაციის და გავიგე ისიც,თუ რატომ არ სჯერათ ქრისტიანებს მისი.(ამაში შენი დადებული მასალაც დამეხმარა"წმინდა მამების შეხედულება რეინკარნაციაზე")
რეინკარნაციას ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ რელიგიებში და შეიძლება ითქვას,რომ მასზეა აგებული ნახევარზე მეტი სწავლებები.
ეხლა შენი,როგორც მართლმადიდებლის აზრი მაინტერესებს ამის შეასხებ.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 5 2011, 11:06 AM
პოსტი #180


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვ თ პ, გიორგის და მის მეგობარს biggrin.gif

თან იძახით რომ
ციტატა
მე მართლმადიდებელიც არ ვარ ბოლომდე.ცოტა სუსტადაა აქ ქრისტიანობა.გამიხარდა ჩვენი უწმინდესი რომ გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.


და თან კრიშნაიდობაც გინდათ...

თუ გგონიათ რომ ქრისტიანობას საერთო ძირი აქვს კრიშნაიდებთან, ძალიან ცდებით biggrin.gif

მაგ თქვენი კრიშნას ცნობიერების საზოგადოების (სრულად ასეა) დაარსება მოხდა 1966 წელს ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას მიერ. და რა გგონიათ, არ გადაიღებდა ქრისტიანული მოძღვრებისგან? rolleyes.gif მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, სად არ იყო და რას არ კითხულობდა და რას არ ეცნობოდა smile.gif

თან მით უმეტეს, რომ ეს არ არის ტრადიციული კრიშნაიზმი, ის რომელიც ინდიეთშია. ეს არის ნეოკრიშნაიზმი, როგორც მას უწოდებენ სხვები, რელიგიური ორგანიზაცია და არა საკუთრივ რელიგია.. მანტრაც მარტო ჰარე კრიშნა იციან, არადა რამდენი მანტრაა და არცერთს არ მღერიან ჰარე კრიშნას გარდა. მერე კიდე, დღესასწაული ჰოლი (რომელიც ინდოეთში ინდუსების მიერ აღინიშნება), ესენი არ აღნიშნავენ :/ და კიდევ არის ასეთი განსხვავებები

კაი ტიპები არიან კი, გეთანხმები, მით უფრო რომ ნანახი მყვანან, მაგრამ ჩემი აზრით როცა საქმე გაქვს რელიგიური ორგანიზაციასთან, იქ რაღაც ცუდიც გამოერევა. რელიგიური ორგანიზაციები არ მიყვარს cool.gif

GIORGI LELUASHVILI
შენი ადგილი ეკლესიაში არ არის, წადი!
უთხარი მოძღვარს რომ მიდიხარ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 05:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი