განათლების მიღების გზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განათლების მიღების გზები |
T_ titanov |
Oct 5 2007, 12:09 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 4-October 07 წევრი № 2,894 |
განათლებას ბევრი ინტერნეტით ღებულობს,ეს კი ბევრი ფსიქოლოგის აზრით კლავს გონებას. რას იტყვით?
|
Homo Faber |
Oct 5 2007, 04:47 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
გონებას ფსიქოლოგები უფრო კლავენ ყველაფერი საფრთხედ რომ ეჩვენებათ.
უბრალოდ ინტერნეტი ერთ-ერთი საშუალებაა ინფორმაციის მიღების, და იმით არის განსაკუთრებული, რომ შესაძლებელია მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო. თან ისეთი რომელიც თავს არ გახვევს ბევრ რამეს. მოკლედ ინტერნეტი ყველაზე დემოკრატიზებული სივრცეა, სადაც შეგიძლია ის აკეთო რაც გინდა და როგორც გინდა, ის წაიკითხო რაც გინდა და ის მოისმინო რაც გინდა, იმას აგინო ვისაც დგინდა და იმას მოეფერო ვისაც გინდა... მგონი კარგად ჩამოვაყალიბე... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
k@the |
Oct 5 2007, 12:45 PM
პოსტი
#3
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გონებას ფსიქოლოგები უფრო კლავენ ყველაფერი საფრთხედ რომ ეჩვენებათ. უბრალოდ ინტერნეტი ერთ-ერთი საშუალებაა ინფორმაციის მიღების, და იმით არის განსაკუთრებული, რომ შესაძლებელია მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო. გააჩნია ადამიანი ინტელექტუალური განვითარების რა დონეზეა. ხშირად ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია იმ ეტაპზე ბავშვისათვის საერთოდაც არაა საჭირო და მეტიც, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს ციტატა თან ისეთი რომელიც თავს არ გახვევს ბევრ რამეს. ის სწორედაც რომ შეფარულად, თავს გახვევს ბევრ რამეს და ისეთ ინფორმაციას გაწვდის როგორიც თვითონ უნდა ამ ინფორმაციის მომწოდებელს. ციტატა მოკლედ ინტერნეტი ყველაზე დემოკრატიზებული სივრცეა, ის ქმნის ვირტუალურ, ილუზიებით სავსე სამყაროს, სადაც ბავშვს გონია რომ ის თავისუფალია და ისე შეუძლია მოიქცეს როგორც 'უნდა' და შემდეგ ამწყვდევს ამ 'ვირტუალურ რეალობაში'. მოკლედ ზომიერებაა ყველაფერში საჭირო. ინტერნეტი არაა სამყარო, სახელმწიფო, ქალაქი, სამშობლო, ოჯახი, რწმენა. ინტერნეტი არის უბრალოდ ბიბლიოთეკა, რომელსაც არ ყავს ბიბლიოთეკარი. ამიტომაცაა საშიში ბავშვის იქ მარტო შეშვება, რომ შემთხვევით რაიმე 'ფსიქიკის დამმახინჯებელი' წიგნი არ ჩაუვარდეს ხელში. ციტატა სადაც შეგიძლია ის აკეთო რაც გინდა და როგორც გინდა, ის წაიკითხო რაც გინდა და ის მოისმინო რაც გინდა, იმას აგინო ვისაც დგინდა და იმას მოეფერო ვისაც გინდა... მგონი კარგად ჩამოვაყალიბე... ხო, კარგად დაწერე რატომაც კრძალავენ ფსიქოლოგები ზედმეტ ინტერნეტს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Homo Faber |
Oct 6 2007, 05:50 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
ის სწორედაც რომ შეფარულად, თავს გახვევს ბევრ რამეს და ისეთ ინფორმაციას გაწვდის როგორიც თვითონ უნდა ამ ინფორმაციის მომწოდებელს. ის ქმნის ვირტუალურ, ილუზიებით სავსე სამყაროს, სადაც ბავშვს გონია რომ ის თავისუფალია და ისე შეუძლია მოიქცეს როგორც 'უნდა' და შემდეგ ამწყვდევს ამ 'ვირტუალურ რეალობაში'. მოკლედ ზომიერებაა ყველაფერში საჭირო. ინტერნეტი არაა სამყარო, სახელმწიფო, ქალაქი, სამშობლო, ოჯახი, რწმენა. ინტერნეტი არის უბრალოდ ბიბლიოთეკა, რომელსაც არ ყავს ბიბლიოთეკარი. ამიტომაცაა საშიში ბავშვის იქ მარტო შეშვება, რომ შემთხვევით რაიმე 'ფსიქიკის დამმახინჯებელი' წიგნი არ ჩაუვარდეს ხელში. ხო, კარგად დაწერე რატომაც კრძალავენ ფსიქოლოგები ზედმეტ ინტერნეტს პრობლემაც ეგ არის ზუსტად რომ ეგრე თვლიან ფსიქოლოგები და ვითომ ზრუნავენ სრულფასოვანი მოქალაქეებბის ჩამოყალიბებას. არადა სრულფასოვანი მაშინ შეიძლება იყო როდესაც ამ ყველაფრის გამოცდილება გაქვს და არავითარ შემთხვევაში სხვის მიერ თავსმოხვეული აზრის გამო თავის არიდება. საფრთხეს რაც შეხება კიდე ინტერნეტი მაგ მხრივ ყველაზე უსაფრთხოა იმიტომ, რომ ნებისმიერ საკითხზე გაწვდის ინფორმაციას და შესაბამისად მეტ ცოდნას იღებ. რეალურ ცხოვრებაში, თანაც ჩვენთან შეუძლებელია დაიკმაყოფილო სურვილი თუნდაც რაღაც წიგნის წაკითხვის რადგან ის ფიზიკურად არ არის აქ. ამასთან საზოგადოება ყოველთვის და ყველგან თავს გახვევს იმას რაც მას უნდა გინდა თუ არ გინდა რაღაც დოზით მაინც, და ისეთ განუვითარებელ საზოგადოებაში როგორიც არის ქართული საზოგადოება ფაქტიურად სიახლის ინტერესს სპობს ინდივიდში... ვირტუალური რელიზმი და კიბერსაზოგადოება კიდევ სრულიადაც არ არის ეგეთ პრინციპზე დაფუძნებული, და პირიქით ყველას აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება... რაც შეხება იმას რომ მოჩვენებითი თავისუფლებაა, შეიძლება ესეც არის, მაგრამ არა იმაზე დიდი რომელიც რეალურ სამყაროში არსებობს. თანამედროვე თავისუფლების ცნება არის პოლიტიკის ნაწილი, ისევე როგორც პატრიოტიზმი, სამშობლო, ოჯახი, რწმენა და ასე შემდეგ. პოლიტიზირებული თავისუფლება თვითონ იდეაში გულისხმობს იმას რომ ადამიანს დააჯეროს მისი თავისუფლება არათავისუფლების პირობებში. ილუზიებზე კიდე იმას გეტყვი რომ ინტერნეტი შემოქმედებით ილუზიებს უფრო ქმნის ვიდრე დამოკიდებულების. შემოქმედებითი ილუზია კიდე თავის მხრივ ხელოვნებაა... ილუზიების თავსმოხვევაზე თუ მიდგა მაშინ საქმე ჩართეთ ტელევიზორი, ან უბრალოდ ქუჩაში გადით და ვინმეს გამოელაპარაკეთ, აი ეს არის ყველაზე დიდი ილუზია რომელსაც რეალობად ასაღებენ... ვირტუალურს კიდე გასაღება არაფერში ჭირდება... ფსიკიკის დამახინჯება ეს კიდე რა უბედურებაა... ვიღაც პიჟონთა საძმოს გამოგონილი საზოგადოებრივი აქტივობის შესაფასებელი მექანიზმი. რატომ უნდა მიკონტროლოს მე ვიღაცამ რას წავიკითხავ და რას არა? ბავშვი ვიყავი მეც და სრულიად არ მაინტერესებდა მაშინ ჩემთვის შემოთავაზებული ლიტერატურა და სხვა ინტერესი მქონდა. რატომ არ უნდა დამეკმაყოფილებინა ეს სურვილი მაგალითად? რატომ უნდა მეკითხა მაგალითად ვოინიჩი და არა ბუკოვსკი? რატომ უნდა მენახა უსაშინლესი ქართული ფილმი "ჭრიჭინა" და არა მაგალითად ბერტოლუჩის "უკანასკნელი ტანგო პარიზში"? ბავშვობაში უფრო კარგად აღიქვამს ადამიანი ყველაფერს, სანამ ჯერ კიდე არ შემოუხვევიათ ათასობით შესაფუთი საშუალება მისთვის საკუთარი თავსიგან დასაცავად. ბავშვები გაცილებით კარგად და მართებულად იგებენ ყველაფერ იმას რაზეც უფროსები ჭამენ ერთმანეთს. ამას ქვია დამახინჯება? მაშინ მე მსურს რომ დამიმახინჯდეს ფსიქიკა... ბაზარი არაა... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
toka@ |
Mar 30 2012, 10:38 AM
პოსტი
#5
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
რადგან ასეთი თემა ბევრია ვხურავ..
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი