IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> თურმე ასეთებიც არიან????????????, ზიარების საიდუმლო
ლეონტი
პოსტი Apr 25 2012, 03:10 PM
პოსტი #81


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ფაილი არის პედეეფ ფორმატის, იმისთვის რომ გაიხსნას, შენს ბრაუზერს უნდა ჰქონდეს განახლებული პედეეფ ფლაგინი, რომელიც უნდა გადმოწერო და დააყენო საიტიდან: adobe.com
300 გვერდიანი წიგნის მაგივრად მოკლე განმარტებას მთხოვ?
ეგრე ვერ დავმეგობრდებით და სამუდამოდ დავრჩებით "მართლმადიდებლური" ფორუმის ჭორიკნებად.
მიკიბულ-მოკიბული მანდ არაფერია, ამ ფორუმზე კი რომელსაც ასე ჩასციებიხარ, უამრავი და უმრავლესი.
მპუა(სმაილიკი)


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 25 2012, 03:52 PM
პოსტი #82


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



შეკითხვა: თურმე ასეთებიც არიან????????????
პასუხი: არიან რომელია??????????


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Apr 25 2012, 06:21 PM
პოსტი #83


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



გამარჯობათ, დიდი ხანია ამ ფორუმზე არაფერი დამიწერია და აღარც ვაპირებდი მიზეზთა გამო, მაგრამ ეხლა გულმა ვეღარ მომითმინა, წმ. ბაბილას ისეთ რამეს მიაწერენ (მართალია ვარაუდით, მაგრამ ზოგიერთებმა შეიძლება დაიჯერონ; არადა პასუხსაც რომ არავინ სცემს...), რისი საპირისპიროცაა მისი ცხოვრება, – ის სწორედ იმისთვის აწამეს, რომ უსჯულოებას დიდი მოშურნეობით აღუდგა წინ. წმინდანის ცხოვრებაში ვკითხულობთ:

„ბოროტმსახურმა მეფე ნუმერიანემ (რომის იმპერატორი – 283-284 წ.წ.) ქ. ანტიოქიაში ყოფნისას დიდი ზეიმი მოაწყო კერპების პატივად...

ამ დროს ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო წმიდა და ღვთისმოშიში ეპისკოპოსი ბაბილა... იმ დროს, როცა (წარმართები) აღასრულებდნენ კერპთა დღესასწაულსა და საშინელ მკვლელობას (ნუმერიანემ ერთ-ერთი მეფის შვილი, მძევალი, კერპებს შესწირა - მთარგმ. შენიშვნა), ეპისკოპოსმა წმიდა ტაძარში შეკრიბა ანტიოქიის ყველა ქრისტიანი და იქ ჭეშმარიტ ღმერთს სწირავდა უსისხლო მსხვერპლს, ლოცულობდა თავის სამწყსოზე, რომ სულთა წარმწყმედელ მგლებს არ მიეტაცებინათ იგი; შეაგონებდა თავის სიტყვიერ ცხვრებს, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაში და არ განვარდნილიყვნენ ეკლესიიდან განსაცდელის ჟამს.

ბილწი და კაცთმკვლელი მსხვერპლშეწირვიდან დაბრუნებისას უსჯულო მეფე ქრისტიანული ტაძრისკენ გაემართა... ღვთის დიდების მოშურნემ, დიდმა მღვდელმთავარმა ბაბილამ, როცა შეიტყო, რომ უსჯულო მეფე თავის დიდებულებთან ერთად ეკლესიისკენ მიემართებოდა, გამოვიდა საღვთო საკურთხევლიდან და მეფის შესახვედრად ტაძრის შესასვლელში გაჩერდა. როდესაც მეფე ტაძარს მიუახლოვდა, მღვდელმთავარმა ხმამაღლა შესძახა: არ ეგების, რომ შენ, კერპთაყვანისმცემელი მეფე, ცოცხალი ღმერთის სიწმიდეში შეხვიდე და შებილწო იგი შენი იქ ყოფნით... როდესაც მეფე ტაძრის კართან მივიდა, წმიდა ბამილამ მას მკერდზე ხელი ჰკრა და ღვთის ტაძარს მოაცილა“...

ამის შემდეგ მეფემ უკან დაიხია, რადგან ღვთის ძალამ არ მისცა ტაძარში შესვლის საშუალება. მეორე დღეს ნუმერიანემ მღვდელმთავარი თავისთან დაიბარა და საყვედურებთან ერთად სარწმუნოებაზე დაუწყო საუბარი. ნუმერიანე გარეგნულად ყველაფერში ეთანხმებოდა წმინდანს, მხოლოდ ერთადერთ რამეს ითხოვდა მისგან – კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას. როცა ვერაფერს გახდა, ბაბილა და მისი სამი ახალგაზრდა მოწაფე საშინელი ტანჯვის შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

ასე რომ წმ. ბაბილამ კი არ აზიარა წარმართი იმპერატორი, არამედ ტაძრის კართანაც არ მიუშვა. არც ერთი წმინდანის ცხოვრებაში ან სწავლებაში არ შემხვედრია მართლმადიდებლის მიერ მწვალებლის ან წარმართის ზიარების გამართლება, ეს დღეს გახშირდა, ძირითადად როგორც თანამედროვე ეკუმენისტურ-მოდერნისტული აზროვნების გამოხატულება და ნაყოფი... და როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოციქულებზე და ღმერთშემოსილ მამებზე დიდი სიყვარული არ გაგვაჩნია, ხოლო ეკლესიის წესები და კანონები, რომლებიც ჩვენ საცხოვნებლად დაიწერა და რომლებიც ზოგჯერ მკაცრად გვეჩვენება, სწორედ მათ მიერაა დაწესებული.

ეკლესიის სწავლების ერთგულება და წმიდა მამების მიბაძვა ფანატიზმი და უსიყვარულობა რომ ყოფილიყო, ეკლესიის მთელი ისტორია ფანატიზმის ისტორია იქნებოდა და წმინდანები ფანატიკოსთა და კაცთმოძულეთა წინამძღვრები... რამდენი წმინდანი აწამეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს თუნდაც მხოლოდ სხვების დასანახად შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის ან მწვალებელ იმპერატორთან ერთად ზიარებულიყვნენ...

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, ჩვენს პატრიარქს, მან 1998 (ან 97) წლის შენდობის კვირას სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ „შეუმცდარი ადამიანი არ არის, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს თავის შეცდომას“. შემდეგ დასძინა, რომ მწვალებელთა მოქცევის მიზნით იყო შემთხვევები მათი ზიარების და მათთან ერთობლივი ლოცვის, მაგრამ ეს იყო დიდი შეცდომაო.

მწვალებლების ზიარებას რაც შეეხება, წმ. იოანე დამასკელი ძალიან გასაგებად გვასწავლის, თუ რატომ არ შეიძლება მწვალებლების ზიარება ან მათგან ზიარების მიღება:

„აწ უკუე ყოვლითა დაცვითა დავიცვნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არა მოვიღოთ ნაწილი მწვალებელთაჲ, არცაღა მივსცეთ მწვალებელთა ნაწილი საიდუმლოჲსაგან ჩუენისა. რამეთუ "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, – უფალი იტყჳს, – ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა". ამისთჳსცა გურწმენინ და ნუცა მივსცემთ, ნუცა მოვიღებთ მათგან ზიარებასა, რაჲთა არა ზიარ ბოროტადმადიდებლობისა მათისა ვიქმნნეთ. რამეთუ ზიარებაჲ წმიდათა საიდუმლოთაჲ უკუეთუ ნამდჳლვე შეერთებაჲ არს ქრისტეს მიმართ და ურთიერთას, უეჭუელად ცხად არს, ვითარმედ ყოველთავე ჩუენ თანა მიმღებელთა თანა შემაერთებს გონებითითა აღრჩევითა, რამეთუ გონებით და აღრჩევით იქმნების შეერთებაჲ ესე და არა თჳნიერ ცნობისა ჩუენისა. და ესრეთ "ყოველნი ერთგუამ ვართ" და "ერთისაგან პურისა მივიღებთ" (2. კორ. 10, 17), – ვითარცა იტყჳს მოციქული“. (წმ. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", გვ. 252-253, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბ. 2000.)

ისე ბატონი ლეონტის მიერ დალინკული წიგნის ავტორი ფრიად საინტერესო რამეებს წერს სხვა წიგნში მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის შედარებაზე, ვინც რუსული იცით შეგიძლიათ წაიკითხოთ (ლინკი იხ. ქვემოთ):

http://www.dorogadomoj.com/dr169ili.html

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 25 2012, 09:21 PM
პოსტი #84


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



lado s
გამარჯობა ძმობილო, რამდენი ხანია არსად დამინახიხარ, ხომ ხედავ ჩემმა მწვალებლურმა აზრებმა შენც კი შეგძრა და აღთქმა დაგარღვევია, ამ ფორუმზე აღარასოდეს დაგეპოსტაsmile.gif
შენ წყაროდან ციტატები მოიყვანე, მაგრამ მე ეგ ნაწარმოები ესე 20 წლის წინ მაქვს წაკითხული და შეიძლება რაღაც შემეშალა, გადავამოწმებ და გეტყვი , თუ მეშლება არ მეშინია აღვიარო, ზოგიერთებივით არ გავცვითავ ქიბორდს თავის მართლებაში.
smile.gif
ეხლა გადავხედე და ლადო_ს ს ინფორმაცია ბაბილას შესახებ სწორია.
http://orthodoxwiki.org/Babylas_of_Antioch
ლადო მოციქულთა და წმინდა მამათა დადგენილ წესებზე რომ ლაპარაკობ, კონკრეტულ შემთხვევას რაც სეეხება იმაზე უნდა მოიყვანო ციტატა, თორემ ზოგადად აქსიომაა რომ დაწყევლილ და სეჩვენებულ მწვალებლებს ახლიოს არავინ იკარებდა, და მართალი გითხრა არც ზალიან იგლეჯდნენ ისინი ტანსაცმელს, ვინც სეინანებდა მწვალებლობას კანონს დაადებდნენ და გადანატლავდნენ. ეს ყველაფერი მარტივად იყო. და დამასკელის ციტატა რომ მოიტანე , ძირითადად იმათთან ზიარებას კტრძალავს, რადგან სიცრუესტან ზიარებაა, ხოლო ჩვენთან ნუ აზიარებთ, იმიტომ რომ მათ მწვალებლობას გონებით ვუერთდებით და ვეთანხმებითო და ერთნი ვხდებითო. ანუ იმათ თუ ჩვენთან ვაზიარებთ ესე იგი მათ მწვალებლობას ვეთანხმებითო.
ნუ გარკვეულ გარემოებაში ეს ესეა, მაგრამ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება გარდაქმნის გონებას და მწვალებლებიც მოექცევიან, თუ თავის შეგნებით ღებულობენ იმ ეკლესიის ზიარებას , რომელსიც მივიდნენ., მე ესე ვფიქრობ, და ეხლა ვიპოვნე თურმე სხვებიც ესე ფიქრობდნენ:
http://www.omolenko.com/otstuplenie/jmp1970-01-a.htm
სიყვარული ფანატიზმი არაა ლადო, და უსიყვარულო ზედმიწევნითი მართლმადიდებლობა, რაც აქ ზოგიერთებს სევნისნე, კი არის ფანატიზმის მსგავსი რაღაც.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 25 2012, 10:23 PM
პოსტი #85


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(lado s @ Apr 25 2012, 06:21 PM) *

გამარჯობათ, დიდი ხანია ამ ფორუმზე არაფერი დამიწერია და აღარც ვაპირებდი მიზეზთა გამო, მაგრამ ეხლა გულმა ვეღარ მომითმინა, წმ. ბაბილას ისეთ რამეს მიაწერენ (მართალია ვარაუდით, მაგრამ ზოგიერთებმა შეიძლება დაიჯერონ; არადა პასუხსაც რომ არავინ სცემს...), რისი საპირისპიროცაა მისი ცხოვრება, – ის სწორედ იმისთვის აწამეს, რომ უსჯულოებას დიდი მოშურნეობით აღუდგა წინ. წმინდანის ცხოვრებაში ვკითხულობთ:

„ბოროტმსახურმა მეფე ნუმერიანემ (რომის იმპერატორი – 283-284 წ.წ.) ქ. ანტიოქიაში ყოფნისას დიდი ზეიმი მოაწყო კერპების პატივად...

ამ დროს ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო წმიდა და ღვთისმოშიში ეპისკოპოსი ბაბილა... იმ დროს, როცა (წარმართები) აღასრულებდნენ კერპთა დღესასწაულსა და საშინელ მკვლელობას (ნუმერიანემ ერთ-ერთი მეფის შვილი, მძევალი, კერპებს შესწირა - მთარგმ. შენიშვნა), ეპისკოპოსმა წმიდა ტაძარში შეკრიბა ანტიოქიის ყველა ქრისტიანი და იქ ჭეშმარიტ ღმერთს სწირავდა უსისხლო მსხვერპლს, ლოცულობდა თავის სამწყსოზე, რომ სულთა წარმწყმედელ მგლებს არ მიეტაცებინათ იგი; შეაგონებდა თავის სიტყვიერ ცხვრებს, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაში და არ განვარდნილიყვნენ ეკლესიიდან განსაცდელის ჟამს.

ბილწი და კაცთმკვლელი მსხვერპლშეწირვიდან დაბრუნებისას უსჯულო მეფე ქრისტიანული ტაძრისკენ გაემართა... ღვთის დიდების მოშურნემ, დიდმა მღვდელმთავარმა ბაბილამ, როცა შეიტყო, რომ უსჯულო მეფე თავის დიდებულებთან ერთად ეკლესიისკენ მიემართებოდა, გამოვიდა საღვთო საკურთხევლიდან და მეფის შესახვედრად ტაძრის შესასვლელში გაჩერდა. როდესაც მეფე ტაძარს მიუახლოვდა, მღვდელმთავარმა ხმამაღლა შესძახა: არ ეგების, რომ შენ, კერპთაყვანისმცემელი მეფე, ცოცხალი ღმერთის სიწმიდეში შეხვიდე და შებილწო იგი შენი იქ ყოფნით... როდესაც მეფე ტაძრის კართან მივიდა, წმიდა ბამილამ მას მკერდზე ხელი ჰკრა და ღვთის ტაძარს მოაცილა“...

ამის შემდეგ მეფემ უკან დაიხია, რადგან ღვთის ძალამ არ მისცა ტაძარში შესვლის საშუალება. მეორე დღეს ნუმერიანემ მღვდელმთავარი თავისთან დაიბარა და საყვედურებთან ერთად სარწმუნოებაზე დაუწყო საუბარი. ნუმერიანე გარეგნულად ყველაფერში ეთანხმებოდა წმინდანს, მხოლოდ ერთადერთ რამეს ითხოვდა მისგან – კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას. როცა ვერაფერს გახდა, ბაბილა და მისი სამი ახალგაზრდა მოწაფე საშინელი ტანჯვის შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

ასე რომ წმ. ბაბილამ კი არ აზიარა წარმართი იმპერატორი, არამედ ტაძრის კართანაც არ მიუშვა. არც ერთი წმინდანის ცხოვრებაში ან სწავლებაში არ შემხვედრია მართლმადიდებლის მიერ მწვალებლის ან წარმართის ზიარების გამართლება, ეს დღეს გახშირდა, ძირითადად როგორც თანამედროვე ეკუმენისტურ-მოდერნისტული აზროვნების გამოხატულება და ნაყოფი... და როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოციქულებზე და ღმერთშემოსილ მამებზე დიდი სიყვარული არ გაგვაჩნია, ხოლო ეკლესიის წესები და კანონები, რომლებიც ჩვენ საცხოვნებლად დაიწერა და რომლებიც ზოგჯერ მკაცრად გვეჩვენება, სწორედ მათ მიერაა დაწესებული.

ეკლესიის სწავლების ერთგულება და წმიდა მამების მიბაძვა ფანატიზმი და უსიყვარულობა რომ ყოფილიყო, ეკლესიის მთელი ისტორია ფანატიზმის ისტორია იქნებოდა და წმინდანები ფანატიკოსთა და კაცთმოძულეთა წინამძღვრები... რამდენი წმინდანი აწამეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს თუნდაც მხოლოდ სხვების დასანახად შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის ან მწვალებელ იმპერატორთან ერთად ზიარებულიყვნენ...

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, ჩვენს პატრიარქს, მან 1998 (ან 97) წლის შენდობის კვირას სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ „შეუმცდარი ადამიანი არ არის, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს თავის შეცდომას“. შემდეგ დასძინა, რომ მწვალებელთა მოქცევის მიზნით იყო შემთხვევები მათი ზიარების და მათთან ერთობლივი ლოცვის, მაგრამ ეს იყო დიდი შეცდომაო.

მწვალებლების ზიარებას რაც შეეხება, წმ. იოანე დამასკელი ძალიან გასაგებად გვასწავლის, თუ რატომ არ შეიძლება მწვალებლების ზიარება ან მათგან ზიარების მიღება:

„აწ უკუე ყოვლითა დაცვითა დავიცვნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არა მოვიღოთ ნაწილი მწვალებელთაჲ, არცაღა მივსცეთ მწვალებელთა ნაწილი საიდუმლოჲსაგან ჩუენისა. რამეთუ "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, – უფალი იტყჳს, – ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა". ამისთჳსცა გურწმენინ და ნუცა მივსცემთ, ნუცა მოვიღებთ მათგან ზიარებასა, რაჲთა არა ზიარ ბოროტადმადიდებლობისა მათისა ვიქმნნეთ. რამეთუ ზიარებაჲ წმიდათა საიდუმლოთაჲ უკუეთუ ნამდჳლვე შეერთებაჲ არს ქრისტეს მიმართ და ურთიერთას, უეჭუელად ცხად არს, ვითარმედ ყოველთავე ჩუენ თანა მიმღებელთა თანა შემაერთებს გონებითითა აღრჩევითა, რამეთუ გონებით და აღრჩევით იქმნების შეერთებაჲ ესე და არა თჳნიერ ცნობისა ჩუენისა. და ესრეთ "ყოველნი ერთგუამ ვართ" და "ერთისაგან პურისა მივიღებთ" (2. კორ. 10, 17), – ვითარცა იტყჳს მოციქული“. (წმ. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", გვ. 252-253, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბ. 2000.)

ისე ბატონი ლეონტის მიერ დალინკული წიგნის ავტორი ფრიად საინტერესო რამეებს წერს სხვა წიგნში მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის შედარებაზე, ვინც რუსული იცით შეგიძლიათ წაიკითხოთ (ლინკი იხ. ქვემოთ):

http://www.dorogadomoj.com/dr169ili.html

wub.gif მგონი არც აღარაფრის დამატება არაა საჭირო იმდენად ამომწურავად და ლაკონურად გიწერიათ smile.gif

QUOTE

ფაილი არის პედეეფ ფორმატის, იმისთვის რომ გაიხსნას, შენს ბრაუზერს უნდა ჰქონდეს განახლებული პედეეფ ფლაგინი, რომელიც უნდა გადმოწერო და დააყენო საიტიდან: adobe.com
300 გვერდიანი წიგნის მაგივრად მოკლე განმარტებას მთხოვ?
ეგრე ვერ დავმეგობრდებით და სამუდამოდ დავრჩებით "მართლმადიდებლური" ფორუმის ჭორიკნებად.
მიკიბულ-მოკიბული მანდ არაფერია, ამ ფორუმზე კი რომელსაც ასე ჩასციებიხარ, უამრავი და უმრავლესი.
მპუა(სმაილიკი)


დიდი მადლობა ლეონტი


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 12:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი