IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის, ქადაგება!
George Leluashvili
პოსტი Jul 10 2012, 11:23 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



afxazi
ციტატა
ძე არის სული რას ნიშნავს?

იქნებ იმას გულისხმობს, რომ ღმერთი სულია, როგორც ამას უფალი ამბობს? (იოანე 4,24)


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 10 2012, 11:24 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
იქნებ იმას გულისხმობს, რომ ღმერთი სულია, როგორც ამას ამბობს უფალი ამბობს?

ვითომ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 10 2012, 11:26 PM
პოსტი #23


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



George Leluashvili

ციტატა
იქნებ იმას გულისხმობს, რომ ღმერთი სულია, როგორც ამას უფალი ამბობს? (იოანე 4,24)


მაგრამ როცა ვამბობთ ძეს, როგორც დავწერე, უეჭველად სამების მეორე ჰიპოსტასს ვგულისხმობთ, რადგან ტერმინი ძე მხოლოდ მას მიემართება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 10 2012, 11:30 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



afxazi
ციტატა
მაგრამ როცა ვამბობთ ძეს, როგორც დავწერე, უეჭველად სამების მეორე ჰიპოსტასს ვგულისხმობთ, რადგან ტერმინი ძე მხოლოდ მას მიემართება.

გასაგებია, მაგრამ ძეც ხომ ისეთივე სულია, როგორიც მამა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 10 2012, 11:36 PM
პოსტი #25


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



George Leluashvili

ციტატა
გასაგებია, მაგრამ ძეც ხომ ისეთივე სულია, როგორიც მამა?


კითხვას შეგიბრუნებ, რას ნიშნავს ღმერთი არის სული?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 10 2012, 11:49 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



afxazi
ციტატა
რას ნიშნავს ღმერთი არის სული?

იმას, რომ მისთვის უცხოა ყოველგვარი სხეული, მატერიალურობა.
ღმერთი არის უზენაესი სული.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jul 11 2012, 07:45 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



კარგი იქნებოდა თავად მეუფესთვის ეკითხა ვინმეს, თუ რა იგულისხმა, ისე ხორცი ისესხაო, ეგ უფრო ვერ ავხსენი გონებაში, ვიდრე სულიაო, ან ღვთისმშობელს ვეზიარებითო.იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ მისი სიტყვები რა აზრსაც გამოხატავს პირდაპირ გასაგებად, მეუფეს არ უგულისხმია, აშკარაა, რომ სხვა რამეს გულისხმობდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 13 2012, 12:42 PM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ და კონკრეტულად ახლა მე ეპისკოპოსები შესახებ საეკლესიო კანონებს დავწერ.ჯერ-ჯერობით არ გამოვიყენებ დიდ სჯულისკანონს და ციტატებს მოვიხმობ მხოლოდ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებიდან რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ.
(1995 წლის 18-19 სექტემბერს.
მცხეთა, სვეტიცხოველი)

თავი II საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი
9. ირჩევს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს და ახდენს მათ ხელდასხმას.

11 . საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი მღვდელმთავრების პენსიაში გასვლის შესახებ.


აგრეთვე ვნახოთ თუ რამდენად საჭიროა ეპისკოპოსის ამა თუ იმ დარღვევაზე ვინმეს რეაგირება და მოახდენს თუ არა ეს ზეგავლენას კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე:


,,შენიშვნა: ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლეაიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს.''

აგრეთვე კარგი იქნება ვნახოთ თუ ვინ და რა არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოში,როდესაც ეპისკოპოსი არღვევს რამე კანონს:

,,§9. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელშთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სიკვდილამდე უზიარებლობა ან ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა); აგრეთვე იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის.''

ახლა ვნახოთ თუ არის კანონიერი ვინმე,როდესაც არ ემორჩილება წმ.სინოდის გადაწყვეტილებას:

,,§15. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისათვის.''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Jul 13 2012, 03:39 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ყველაზე სამწუხარო არის ის რომ ეკლესიის წევრები უწოდებენ მეუფეს მწვალებელს

მაგ დავით ხოსიტაშვილმა ესეთი ტერმინიც კი დაწერა ერთ-ერთ ფორუმზე "სპირიდონიზმი" და მეუფეზე ამბობს რომ მწვალებლობას ქადაგებს

ესაა გულდასაწყვეტი და არა ლათინების ბაპტსტების და სხვა სექტების მიერ ამ თემის გაბუქება ხელოვნურად


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jul 15 2012, 03:16 AM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



რა ხდება სპირიდონის ქადაგებასთან დაკავშირებით? ახალი არის რამე?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 15 2012, 09:55 PM
პოსტი #31


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რა ხდება სპირიდონის ქადაგებასთან დაკავშირებით? ახალი არის რამე?

ველოდებით მეუფე რას იტყვის თავის სიტყვის შესახებ.
შეცდომა რომაა არ უნდა საუბარი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jul 18 2012, 12:17 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



მეუფე რას იტყვის არ ვიცი, მაგრამ მამხილებელი სტატია მიუძღვნეს მეუფის უკიდურეს ცდომილებებს:



ქრიტიანული მოძღვრება მაცხოვრის განკაცების შესახებ


ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ქადაგება, სადაც ერთერთი მაღალიერარქი ქადაგებისას, სამწუხაროდ ამახინჯებს ქრისტოლოგიურ დოგმატს: …ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძე ღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმინდა მამები, და სისხლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისგან, და როცა სისხლსა და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი. აი, ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ, აი, ვინ არის ჩვენი პატრონი…

ეს უკიდურესი ნესტორიანიზმია. ჩვენი ღრმა რწმენით მქადაგებელმა შეცდომა დაუშვა და არაგანზარხულად იქადაგა მწვალებლობა, მაგრამ იმისათვის რომ მრევლი არ შევიდეს ცდუნებაში, მოკლედ განმარტავთ, რომ ეს ქრისტოლოგიური სწავლება მდგომარეობს შემდეგში: ქრისტემ შეურევნელად, შეურწყმელად, განუყოფელად და განუშორებლად მიიღო ადამიანური ბუნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვყავს რამოდენიმე ციტატა წმიდა მამათა ნაშრომებიდან.

წმ. იოანე დამასკელი;

(მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა; თავი 46)

” წმინდა ქალწულის მუცელში, ქალწულის წმინდა სისხლთაგან თავის ჰიპოსტასში გარეშემოუწერლად შეაგვამოვნა ხორცი, სულიერქმნილი მოაზროვნეობითი და გონისმივრი სულით. თვით სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი, ითვისა რა მან ადამიანური ცომის სათავე. ამრიგად, როგორც კი – ხორცი, მაშინვე – ღვთის სიტყვის ხორცი”

საკითხში უკეთ გარკვევისათვის მოგვყავს საკმაოდ ვრცელი ამონარიდები წმ. კირილე ალექსანდრიელის ნაშრომებიდან:

“… 2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!

5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!

10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!

11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!”

(“თორმეტი ანათემა”)

“ანათემა

თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!



ქადაგებისას ასევე გაიჟღერა კიდევ ერთმა მძიმე შეცდომამ, რომ ზიარებისას ადამიანი ეზიარება “ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს” რაც ასევე უმძიმესი შეცდომაა, რადგან მაზიარებელი ზიარების საიდუმლოში ეზიარება უფლის, იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც საღვთო ზიარების შესახებ, “დოგმატური ღვთისმეტყველების” სახელძღვანელოში წერია: ” ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία – ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის “დოგმატური ღვთისმეტყველება”) ხოლო წმ. სვიმეონ თესალონიკელი ბრძანებს: “ზიარება გვაერთებს თვით უფალთან და ვეზიარებით ჭეშმარიტად მის ხორცსა და სისხლს. რადგან ჭამის შედეგად მოვკვდით და დავშორდით სამოთხესა და ღმერთს, ზიარების მიერ კვლავ ახლად ვიძენთ მარადიულ ცხოვრებას და ხრწნილების უკუმგდებელნი ვუერთდებით მას, უკვდავს, მოკვდავქმნილს ხორცით ჩვენს გამო” (წმ. სვიმეონ თესალონიკელი “წმინდა საიდუმლოთა შესახებ”), დამატებით მოვიყვანთ სხვა ამონარიდებსაც ამ თემასათან დაკავშირებით:

ამონაკრები ზიარების ლოცვებიდან:

“ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.”

“ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა”



დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ცენტრის ეს მცირე ამონარიდი ქრისტიანული მოძღვრების უმნიშვნელოვანესი დოგმატების შესახებ, მიმართული არაა კერძოდ რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, არამედ ემსახურება საზოგადოებისათვის ქრისტიანული მოძღვრების მიტანას და მათი შეცდომაში შეყვანისაგან დაცვას.

© წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყვეების ცენტრი – 2012 წელი


სტატია სრულად: http://www.orthodoxtheology.ge/qristologiamodzgvreba/


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Jul 19 2012, 02:59 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



benediqt
ციტატა
მეუფე რას იტყვის არ ვიცი, მაგრამ მამხილებელი სტატია მიუძღვნეს მეუფის უკიდურეს ცდომილებებს:

კი მართლაც ძალიან გააქტიურდა ამხანაგი ხოსიტაშვილი

სამწუხარო ის არის რომ იარლიყების მიკერებით ისეა დაკავებული რომ არც კი კითხულობს რას ფიქრობს მეუფე ამის შესახებ.

მე რამდენადაც ვიცი წმინდა წერილი მხილების სხვაგვარ ფორმას იცნობს რომლის ერთ-ერთი საფეხური პირადი გასაუბრებაა.

მაგრამ ამხანაგმა ხოსიტაშვილმა გადაწყვიტა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ჩაბმულიყო ამ კამპანიაში და პირველივე გამოხმაურებისას მეუფე და მწვალებლობა ერთმანეთან დაეკავშირებინა.

სამწუხაროა რომ ამას სხვა ანტი-მართლმადიებლურ კონფესიებტან ერთად აკეთებს და არაფერი საერთო აქვს მამა-შვილურ და ძმურ მხილებასთან. (თუკი საერთოდ რაიმე არის სამხილებელი)

ღმერთმა შეუნდოს


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დოკერი
პოსტი Jul 19 2012, 03:36 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 13-June 12
წევრი № 12,424



სასულიერო პირის (მითუმეტეს მღვდელმთავრის) შესახებ ასეთი რამეების დაწერა დიდი ცოდვაა. თანაც მსჯელობა მიდის ისეთ საკითხზე რასაც სასულიერო განათლება სჭირდება.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jul 19 2012, 11:14 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ბატონი დავითი ჩასაფრებულს გავს smile.gif

ისიც ჩანს, რომ ამ ცენტრს, მსაგავსი საკითხების განმარტება აუღია თავის თავზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 06:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი