IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 21 22 23 24 25 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
A.V.M
პოსტი Aug 20 2013, 09:22 PM
პოსტი #441


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
როცა უწმინდესზეა ხოლმე საუბარი , ან მის მიერ აღსრულებული ქმედება , უმჯობესია , პატრიარქის განყოფილებაში დადო ხოლმე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 21 2013, 08:47 AM
პოსტი #442


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
კარგი აწი იქანე დავდებ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 31 2013, 02:25 AM
პოსტი #443


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



“მე მიხარია, რომ უმაღლესი სასულიერო პირები ნერგავენ ტოლერანტობის კულტურას და, ბუნებრივია, მათ მიყვება მრევლიც. სახელმწიფო ამ პროცესებში, ბუნებრივია, იმუშავებს მხოლოდ, როგორც რელიგიური ტოლერანტობის და .. ძირითადად, აგრეთვე, სამართელბრივი პროცესების გარანტად”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის ეს კომენტარი ტელევიზიებმა გაავრცელეს. მან ქუთაისში ნეტგაზეთის ჟურნალისტთან ამ თემაზე კომენტარი უდროობის მიზეზით არ გააკეთა და განუცხადა, რომ თავის მოსაზრებას ხონში დააფიქსრირებდა.

სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟი 26 მაისს განხორციელდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აქციით გააპროტესტა. სამართალდამცველებმა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით ათამდე ჭელელი დააკავეს, რომლებიც თავს მუსლიმურ თემს მიაკუთვნებენ. მინარეთი, რომლის დემონტაჟის და შემოწმების გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მიიღო, ამ დროისთვის უკვე სოფელშია დასაწყობებული.
გიორგი მარგველაშილი
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/23008/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 1 2013, 01:35 PM
პოსტი #444


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



არიქა...biggrin.gif


სექს-შოფი მორწმუნეებისთვის
დღეს - 09:40

ნიდერლანდებში, ყოფილმა სასულიერო პირმა და მოქმედმა ექსპერტმა სექსის საკითხებში, მორწმუნეებისთვის ონლაინ სექს-მაღაზია გახსნა. მაღაზიის მფლობელის, ყოფილი პასტორის, მარკ ანგენენტის აზრით, სექს მაღაზია მორწმუნე ქრისტიანებს დაეხმარებათ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობასთან ბრძოლაში. რადგანაც, პასტორი მიიჩნევს, რომ მორმწმუნეებს არ უნდა სრცხვენოდეთ საჯაროდ სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისა. საიტზე სახელწოდებით “სიყვარულის ბაღში ” მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი ნივთი, ასევე გაიარონ კონსულტაციები ინსტრუქტორებთან . აღსანიშნავია, რომ ონლაინ სექს- შოფის საიტზე არ არის განთავსებული არც ეროტიკული და არც პორნოგრაფიული მასალა როგორც ფოტო ასევე ტექსტური სახით.
“სიყვარულის ბაღი” არ გახლავთ პირველი სექს-შოფი მორწმუნეებისთვის, 2010 წელს ნიდერლანდებში მსგავსი ტიპის მაღაზია მორმწუნე მუსულმანი წყილებისთვისაც გაიხსნა.

http://life.mediamall.ge/?id=56423


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2013, 03:08 PM
პოსტი #445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,636
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იაშვაილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, კლინიკის თურქი მეპატრონე მათ ჯვრის ტარებას უკრძალავს.

იაშვილის კლინიკის თანამშრომლები დილიდან გაიფიცნენ, ისინი კლინიკის ახალი თურქი მეპატრონის თექინ ატიკი ქცევებს აპროტესტებენ.

იაშვილის კლინიკის თანამშრომლის, მარინა იოსელიანის განცხადებით, თექინ ატიკი რამოდენიმე დღის წინ კლინიკაში მთვრალი მივიდა და თანამშრომლებს კედლებიდან ხატების ჩამოხსნა მოსთხოვა. მან ასევე მედპერსონალს ჯვრის ტარების აუკრძალა.

„ვაპროტესტებ თურქი მეპატრონის დანიშნვნას, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მთვრალი მოვიდა და განაცხადა, რომ კედლებიდან უნდა ჩამოვხსნათ ხატები და მოგვეხსნა ჯვრები, ეს ქმედება ჩვენთვის შეურაწცმყოფელია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არავის არააქვს უფლება აგვიკრძალოს ჯვრის ტარება“, – განაცხადა კლინიკის თანამშრომელმა.

ექიმ ირინე ნაცვლიშვილის განმარტებით, თექინ ატიკმა მათ განუცხადა, რომ კლინიკაში ექიმები მხოლოდ მუსლიმ მოსახლეობას უნდა მოემსახურონ.

„ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობის პაციენტებს. ვემსახურებით განურჩევლად ერისა და რჯულისა და არავის არააქვს უფლება აგვიკრძალოს ჩვენი სარწმუნოება, თურქმა მფლობელმა მოგვთხოვა, რომ მოვემსახუროთ მხოლოდ ისლამ პაციენტებს“, – განაცხადა ირინე ნაცვლიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, თექინ ატიკი მედპერსონალს განსაკუთრებით კი ექთნებს შეურაცხყოფას აყენებს, უკრძალავს კლინიკაში კედლებზე ხატების ჩამოკიდებას, ჯვრის ტარებას, გარდა ამისა, თექინ ატიკი მედპერსონალს სთავაზობს, რომ უფასოდ შეასწავლის თურქულ ენას.






პ.ს. როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ექიმს თურქმა საყვარლობაც კი მოსთხოვა mad.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 2 2013, 05:41 PM
პოსტი #446


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ციტატა

პ.ს. როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ექიმს თურქმა საყვარლობაც კი მოსთხოვა

ეტყობა თავი შაჰ-აბასი ჰგონია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 3 2013, 09:07 AM
პოსტი #447


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(marine @ Sep 2 2013, 03:08 PM) *

პ.ს. როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ექიმს თურქმა საყვარლობაც კი მოსთხოვა mad.gif

ეს როგორ აკადრა, ეგ უტაფირი ეგა biggrin.gif
მეტის ღირსები ვართ მე თუ მკითხავ. ის არ ვიცით ვის უნდა მივყიდოთ და რა უნდა მივყიდოთ. ახია ჩვემზე.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2013, 09:59 PM
პოსტი #448


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ურთულესი ამოცანის წინაშე დგას ქარელის რაიონის პოლია ! იგი ერთობლივად უნდა გაუმკლავდეს კონსტიტუციიის დამრღვევებს და ლუციფერის მოგზავნილ სულებს !
სოფელ ზღუდერში უცნობი სული თავს ესხმის და აწიოკებს მოსახლეობას !
ის არის ჰუსეინ ბოლტზე სწრაფი ! ნინო სალუქვაძეზე ზუსტი და შერლოკ ჰოლმსზე მოხერხებული!
იცის წერა–კითხვა და რეაგირებს გინებაზე :
მაგ : გამზრდლის გინებაზე ამტვრევს ფანჯრებს , პატრონის გინებაზე წვავს ფარდებს , ხოლო უბრალოდ კეთილების გინებაზე , სიკვდილით იმუქრება !
სოფლის მოსახლეობა ვერ ხვდება იგი ,,მფრინავი თეფშია'' , ,, ღმერთის სული'' , თუ ,,ჭინკა''. და ყოველ დილით , საღ–სალამათი ზღუდერლები ერთმანეთს ,,გამოულოცავენ'' ხოლმე !
ქარელის რაიონის პოლიციას ვთხოვთ გულდათუთქული ხაშურლები რომ , თუკი დამნაშავეს ვერ დაიჭერენ , კვეთებულები მაინც წაუკითხონ მოსახლეობას!
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 7 2013, 10:36 PM
პოსტი #449


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
გურამ ეს რა არუს?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 11 2013, 02:16 PM
პოსტი #450


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
რა არის და მოჩვენებააო ქარელშიო...biggrin.gif

moutmenlad velodebi demokratiis shemobijebas chvens qveyanashi !

საზაფხულო ბანაკები პატარა ბიჭუნებისთვის - როგორ ზრდიან ამერიკელები გეებს და ტრანსსექსუალებს
საზაფხულო ბანაკები პატარა ბიჭუნებისთვის - როგორ ზრდიან ამერიკელები გეებს და ტრანსსექსუალებს

10 სექტემბერი, 2013
სანამ განათლებული ევროპა ცდილობს, როგორმე წინ აღუდგეს გეების წამახალისებელ კანონებს და აპროტესტებს ერთსქესიან ქორწინებებს თუ ჰომოსექსუალების მიერ ბავშვების აყვანას, აშშ-ში ''შეგნებული'' დედები და მამები თვითონ დაატარებენ თავიანთ შვილებს ''ცისფერ'' საზოგადოებებში.

ცნობილია, რომ აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინებების მიმართ საკმაოდ ტოლერანტულები არიან - ნებას რთავენ, შექმნან ოჯახები, აიყვანონ შვილები და არც მოერიდოთ საკუთარი თავისებურებების. ახლა კი თითქმის მთელ აშშ-ში გაჩნდა საზაფხულო ბანაკების ქსელი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ვერ გაურკვევიათ საკუთარი სქესობრივი კუთვნილება.

ნორმალური ადამიანებისთვის ჩაკეტილ ამ კემპინგებში ძირითადად 6-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭუნები მიჰყავთ. მშობლები ხელს აწერენ შეთანხმებას, რომ არ გაახმაურებენ ბანაკის სახელწოდებასა და მდებარეობას. ბანაკი დაახლოებით ერთთვიანია.

ფეხბურთისა და ჩვეული ბიჭური თამაშების ნაცვლად ბიჭები იქ თოჯინებითა და მოდების ჩვენებით ერთობიან - დეფილეებს სპეციალურად ამისთვის შექმნილი კაბებით აწყობენ პოდიუმზე, ძირითადად, გახარებული მშობლებისა და ორგანიზატორების წინაშე.
Rating
ბიჭებს ასწავლიან კოსმეტიკით სარგებლობას, სამკაულების ტარებას, მაღალ ქუსლებზე სიარულს და სხვა ''ქალურ'' რამეებს, რაც, ჩანაფიქრის თანახმად, მალე გამოადგებათ. ამ ბიჭებს ასევე ასწავლიან ''გეიაღლუმების'' ჩატარებას. ამ ბანაკებში ბავშვებს თვითგამოხატვის სრული თავისუფლება აქვს.

- ეს ბანაკები იმ მშობლების დასახმარებლად არის, რომელთა ბიჭებს სიამოვნებთ მაღალი ქუსლები და ვარდისფერი კაბები და არა საშინელი მუქი ფერის სამოსი, - ამბობს ორი შვილის დედა, ფოტოგრაფი ლინდსი მორისი. სწორედ მან გადაიღო რამდენიმე ფოტო სერიიდან ''შენ ხან შენ'' .
Rating
მშობლების უმეტესობას რამდენჯერმე მიჰყავს იქ თავისი შვილი, ხშირად თან დაჰყავთ სამი-ოთხი წლის ბავშვებიც. ვაშინგტონის ''ნაციონალური ბავშვთა სამედიცინო ცენტრისა'' და ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალთან არსებული ''სქესის შეცვლის სამსახურის'' ექიმების ''თავგანწირვის'' წყალობით, მსგავსი ბანაკების ხშირი სტუმრების 80 პროცენტი შემდგომში სასქესო ორგანოების ამპუტაციას გადის.

ამერიკელების ამგვარ ''დეგენერაციას'' სახელმწიფო საფუძველი აქვს: სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილია ტრანსგენდერული თანასწორობის ნაციონალური ცენტრი. აშშ-ის დაახლოებით 700 ათასი მოქალაქე უკვე გადაიქცა ტრანსსექსუალად და სოდომიტად და ეს ციფრი კვლავ იზრდება.

კალიფორნია პირველი ამერიკული შტატი გახდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეებს ნება დართეს, თავად აირჩიონ ტუალეტი ან გასახდელი. ახლა ნებისმიერი ბიჭი შეძლებს გოგონების ოთახში შესვლას და მისი გამოძევების უფლება არ ექნებათ.

ასევე გოგონას, რომელიც ''ფიქრობს'' , რომ ბიჭია, შეუძლია მამაკაცების ტუალეტში შესვლა. კანონპროექტის მომხრეთა აზრით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს ტრანსგენდერების დისკრიმინაციის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდების, რომელთაც ჯერ ვერ გაურკვევიათ, რომელ სქესს მიეკუთვნებიან.

P.S. კანადაში ახალი მიგრაციული პოლიტიკაა. იქ ცხოვრების უფლება რომ მოგცენ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის უნდა იყო. კანადას მიაწყდნენ მამაკაცები, რომელთაც საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა სურთ და ამისთვის მზად არიან, თუნდაც არ იყვნენ გეები, მაინც იძახონ, რომ ჰომოსექსუალები არიან.

მაგრამ არც ასე იოლად არის საქმე. კანადის პასპორტის ყველა პრეტენდენტს განსაკუთრებულად იკვლევენ ფსიქოანალიტიკოსები და სპეციალურად განსწავლული პროქტოლოგები.
http://www.reitingi.ge/uckhoethi/810-sazaf...html?lang=ka-GE


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 14 2013, 06:15 PM
პოსტი #451


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ძვირიანი საათი აჩუქაო უწმინდესმა ბიძინას და აყროლდნენ იუდები....


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 30 2013, 02:33 PM
პოსტი #452


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ეკლესიას აკისრებს. ამის შესახებ ჰამერბერგმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, მიუღებელი იყო და ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ამ დღეს დაირღვა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებები...

იმ დღეს მოხდა ბევრი ისეთი რამ, რასაც ქრისტიანული დოქტრინებიც გმობენ, - უპირველესად, ძალადობა. ქრისტიანობა, როგორც მე მესმის, მოყვასის სიყვარულსა და მიმტევებლობას ქადაგებს და არა ერთმანეთის ცემას. სხვათა შორის, მე ამ თემაზე სასაუბროდ პატრიარქსაც შევხვდი და მანაც დამიდასტურა, რომ ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი. ამასთან, ხშირად ამბობენ,

რომ მათ, ვინც ჰომოსექსუალების წინააღმდეგი არიან, ასევე უნდა მიეცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. ამ არგუმენტს ხშირად იყენებს ეკლესია. კეთილი და პატიოსანი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თემაზე უნდა გვქონდეს დიალოგი ხალხთან და გავეცნოთ მის მოსაზრებებს. ვფიქრობ, ამ თემაზე ფხიზელი გონებით მსჯელობა ორივე მხარეს წაადგება", -აღნიშნა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის" ორგანიზებული აქცია უნდა გამართულიყო. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა და ათასობით მოქალაქემ მათ ამ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

რუ/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86944-tho...l#ixzz2gN3IN14S


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 2 2013, 12:32 PM
პოსტი #453


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ახალი 1,5 მლნ. წმიდანი სომხურ ეკლესიაში
სომხეთის არაქალკედონური ეკლესიის სინოდის სხდომამ, რომელიც გასულ პარასკევს დასრულდა, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, 1915 წლის ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი “სომეხთა გენოციდის” მსხვერპლთა კანონიზაციის შესახებ, ამ გზით სომხეთის ეკლესიას 1,5 მლნ. წმიდანი შეემატა.

სინოდის სხდომა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ 1651 წლის იერუსალიმის სომეხთა კრების შემდეგ პირველად სომხური ეკლესიის ორივე საკათალიკოსოს - ეჩმიაძინის პირველსატახტო საკათალიკოსოს (სომხეთი, წინამძღვარი გარეგინ II ) და კილიკიის “დიადი სახლის” საკათალიკოსოს (ლიბანი, წინამძღვარი არამ II), ასევე იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის სომეხთა საპატრიარქოებიდან 62 ეპისკოპოსი შეიკრიბა.

კრებაზე დადგინდა ნათლობის აღსრულების საერთო წესი, რომელიც ამ პერიოდამდე განსხვავებული იყო სომხურ ეკლესიებში, გარეგინ II ხაზი გაუსვა სომხურ ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობას.

კრებას მიესალმა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, რომელმაც აღნიშნა , რომ სომეხთა გენოცდის 100 წლისთავის წინ (2015 წ.) ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მათ წმიდანად შერაცხვას და მადლობა მოუხადა შეკრებილ სასულიერო პირებს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 3 2013, 01:09 AM
პოსტი #454


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
გვაჯობეს...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 3 2013, 09:09 AM
პოსტი #455


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Oct 3 2013, 01:09 AM) *

G_saxva
გვაჯობეს...
biggrin.gif

ვიჩაგრებით მე შენ გეუბნები ვიჩაგრებით.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 3 2013, 11:08 PM
პოსტი #456


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
გამოსავალი სადაა?
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 3 2013, 11:19 PM
პოსტი #457


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
სად და რაც ჩვენ გვიომია გენაცვლე და რაც ჩვენ ვუხოცივაღ მაგის ნახევარი რო წმინდანად შევრაცხოთ მთელ მსოფლოიოს აიწონს მგონი biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 4 2013, 03:38 PM
პოსტი #458


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი
მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი
04-10-2013
ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, "ჯუმა მეჩეთში" მივიდნენ. მისიაში მონაწილე სამხედროები, საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს, ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მუსლიმური ტრადიციებისა და ადათ-წესების უკეთესად გაცნობა იყო. "ანალოგიური შეხვედრები, ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა" - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, შეიხმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. განსაკუთრებული უკმაყოფილება კი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოხატეს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ მამა თეოდორე გიგნაძეს ვეწვიეთ.

მამა თეოდორე გიგნაძე:

- ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, როდესაც მიდიან ისეთ მისიაზე, სადაც ისლამური გარემო და წესებია, იმისთვის, რათა სამხედროებს იქ არსებულ გარემოზე წარმოდგენა შეუქმნან. თუმცა, სიტყვაზე, მე თუ ვიცი, რომ იქ მივალ და მუსლიმების სასულიერო პირმა უნდა დამლოცოს, ეს ცოტა გაუგებარი და არასწორი საქციელია ქრისტიანის მხრიდან.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თუ ადამიანმა იცის და გააზრებული აქვს, რომ ის ქრისტიანია და ეს არის ჭეშმარიტება, ის სხვის დალოცვას არ საჭიროებს. თუ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს შემთხვევით შევხვდი და მან საკუთარი სურვილით დამლოცა, ამას კეთილ ნებად მივიღებ. ათეისტმაც რომ დამლოცოს, - ჯანმრთელად იყავიო, - მაგასაც კი მივიღებ, აბა, რატომ დამლოცეო, ხომ არ ვეტყვი. ანუ გააჩნია სიტუაციას, - ჩვენ ძალზე ხშირად ერთი შეხედვით ვაფასებთ ამა თუ იმ მოვლენას. თუკი ეს იყო ტრენინგი, ან სწავლება, ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთში ჯარისკაცებს რომ გზავნიდნენ, მაშინაც ტარდებოდა სპეციალური ტრენინგი, იმაზე, თუ რა ხდებოდა ავღანეთში. მაგრამ თუ ადამიანს იქაური ყოფა-ცხოვრება აინტერესებს, ინსტრუქტორმა უნდა ასწავლოს და ვერ ვხვდები, რა საჭიროა სასულიერო პირი?!.

- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ცოდვაა?

- ვიმეორებ, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ჯარები რომ შეჰყავდა, მათაც უტარებდნენ ტრენინგებს, მაგრამ სპეციალისტები და არა სასულიერო პირები. მნიშვნელობა ხომ აქვს, სად ხდება შეხვედრა, მეჩეთში თუ დარბაზში, ანუ სადმე, ნეიტრალურ ადგილას... მეც მიწევს ხოლმე ლექციების ჩატარება სხვადასხვა ადგილას, მაგრამ მე იქ ღვთისმსახურებას კი არ აღვასრულებ, არამედ, ქრისტიანობაზე ვუკითხავ ლექციებს, რა დროსაც მე მათ ტაძარში კი არა, დარბაზში, ან სადმე ისეთ, ნეიტრალურ ადგილას ვხვდები... ამიტომ თუ ამაში დევს რაღაც ისეთი გამიზნული, რომ მოდი, იმათი დალოცვაც მივიღოთ და რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან იქნება, ანუ კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე, ეს შესაძლოა რელიგიური აღრევის მცდელობა იყოს და ეს ჩემთვის მიუღებელია. პირადად მე, ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მუსლიმ მოლას თავს არ დავალოცინებდი. თუ მოლა თავად, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დამლოცავდა, ამაზე პროტესტი არ მექნებოდა. საინტერესოა, ვისი იდეა იყო, მოლას დაელოცა ავღანეთში მიმავალი ქართველი სამხედროები...

- იმ სამხედროებს თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსიც ახლდნენ...

- მერე ისეთი სპეციალისტთან მიეყვანათ გასაუბრებაზე, რომელიც ასეთ საკითხებში ერკვევა. ცოტა უცნაური ფაქტიც კი არის, - ქართველი ბიჭები იქ იმიტომ მიდიან, რომ ომია, ხომ ასეა? ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი უწევთ. მათი იდეოლოგიის მიხედვით, ყველა მუსლიმი ერთმანეთის ძმა არის და აქ მცხოვრები მუსლიმი რომ რჩევებს აძლევს იქ ჩასულ ქრისტიანს - გარემოს შეგუება რომ არ გაგიჭირდეს, მე გასწავლიო, - არ არის უცნაური?.. ეს ხომ აბსურდია... ეს იგივეა, ქრისტიანულ ქვეყანაში რომ მიდიოდეს ჯარი და მე ვასწავლიდე, მართლმადიდებლებით დასახლებულ სოფლებში როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და მოხერხებულად დახოცონ მტერი. მგონი, ლოგიკის პოვნა ძნელია...

- დეკანოზმა დავით ქვლივიძემ, ეს ფაქტი რუსეთის მიერ საზღვრების გადმოწევასთან დააკავშირა, - "ამ ჯარის პატრონებს უნდათ, რომ ღმერთმა დაიფაროს ეს ჯარი და ეს ქვეყანა? რუსეთი კი არა ყველა გადმოწევს საზღვრებს, თუ ღმერთმა ჩვენზე ხელი აიღო, ყველა გადაგვივლის" - განაცხადა მან...

- თუ დეკანოზი ამაში იმას გულისხმობს, რომ რაიმე ცოდვის გამო ვისჯებით, ეს სხვა თემაა, მაგრამ საერთოდ, ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება, - ყოველი განსაცდელი ღვთის დაშვებით არის. იცით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს შოუს, თანაც უნიჭოსა და უინტერესოს. ვითომ მუსლიმებს კი არა, ტერორისტებს ვებრძვითო, უბრალოდ არასერიოზულია. ამას აჯობებს, ჩვენს ჯარისკაცებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და მუსლიმ ჯარიკაცებს კიდევ, თუკი რელიგიური მოთხოვნილებები აქვთ, თავიანთ სასულიერო პირებთან დაკავშირების საშუალება მისცენ. მათთვის საჭირო თემებზე კვალიფიციური სპეციალისტები უნდა ესაუბრებოდნენ, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება და არა სასულიერო პირები... არა მგონია, ამერიკულ ჯარში ტრენინგებს მოლები ატარებდნენ... რაც ნაკლები შოუ დაიდგმება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რადგან ასეთი რამ არც სახელმწიფოს უხდება, არც ჯარს და არც ჩვენ სარწმუნოებას.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
რუ: kvirispalitra.ge


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2013, 01:58 AM
პოსტი #459


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ფორმა ამ ყველაფრისა არც მე მომეწონა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 7 2013, 01:17 PM
პოსტი #460


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



რატომ არავინ იცავს საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებებს


2013 წლის 13 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების: "უფლებადამცველთა გაერთიანების", "სახალხო დარბაზისა" და "ერთსულოვნების" წარმომადგენლებმა ჩაატარეს ბრიფინგი, სადაც ჩემს მიერ შესწავლილი "მართლმადიდებელთა უფლებადარღვევის ფაქტების" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა დღემდე მძლავრობენ და გავლენას ახდენენ რა ფსევდოლიბერალები მასმედიის საშუალებებზე, აღნიშნულ ბრიფინგზე ორი ტელეკომპანიის (ტელეკომპანია "კავკასია" და ტელეკომპანია "იმედი") გარდა, არავინ მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეიმედმა სიუჟეტი ჩაწერა, არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში აღნიშნული ბრიფინგი არ გაუშუქებია.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინაღმდეგ დაწესებული დღის აღსანიშნავად სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განიზრახეს, მოეწყოთ აქცია-ფლეშმობი, რამაც საზოგადოებაში სერიოზული დაძაბულობა წარმოშვა და დიდი პროტესტი გამოითქვა, რადგან აღნიშნული აქცია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად იქნა მიჩნეული. უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელდა პატრიარქის წერილობითი თხოვნა, რომ არ ჩატარებულიყო დაგეგმილი აქცია, რათა მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არ მომხდარიყო სერიოზული დაპირისპირება. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო და ყოველთვის იქნება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა (და არა თავად "ელგებეტე" ადამიანები). სამწუხაროდ, ამ დღეს აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს და მოწინააღმდეგე მხარეთა შორის მოხდა არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური დაპირისპირებაც, ხალხმა პოლიციის კორდონის გარღვევაც შეძლო, თუმცა ამ შეხლა-შემოხლის დროს "ელგებეტე" ორგანიზაციათა წარმომადგენლები არ დაშავებულან, რადგან პოლიციამ ეფექტურად მოახდინა მათი დაცვა და ესკალაციის ადგილიდან მათი ევაკუაცია. ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ აღმოჩნდნენ "მოწინააღმდეგე გუნდში" ათეულობით დაშავებული. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ თავს არ გალახავდნენ. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა, მათ სანდო წყაროდან აქვთ ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები აღნიშნულ აქციაზე გეგმავდნენ დიდ პროვოკაციებს; მათ შორის, დაგეგმილი იყო სისხლისღვრაც. მეუფე იაკობის თქმით, აქციაზე გამოჩნდნენ ნიღბიანი ადამიანებიც, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, ეს ფაქტი ძალზე ბევრმა თვითმხილველმა დააფიქსირა; და რომ არა სასულიერო პირთა დიდი აქტივობა, რომლებმაც წარმოუდგენელი დახმარება გაუწიეს პოლიციას დაძაბულობის განმუხტვაში (მათი უშუალო მონაწილეობით განეიტრალდა რამოდენიმე ცხელი კერა), გარდაუვალი იყო არა მხოლოდ ფიზიკური შეხლა-შემოხლა, არამედ დიდი ალბათობით - მხსვერპლიც. ფსევდოლიბერალთა გავლენის ქვეშ მყოფმა ტელეკომპანიათა უმრავლესობამ სასულიერო პირთა ამგვარ პოზიტიურ როლზე დუმილი არჩია და მხოლოდ ის კადრები გაუშვა, სადაც ერთი სასულიერო პირი პატარა ხის სკამით გარბის, მეორე - იგინება, თუმცა პირველმა მოძღვარმა განაცხადა, რომ იგი ახალი ნაოპერაციები იყო და ტაბურეტიც ამიტომ სჭირდებოდა; არც მეორე მღვდლის გინება ნიშნავს ვინმესთან ფიზიკურ დაპირისპირებას, მით უმეტეს, მანაც განაცხადა, გინება კადრებზე შემდეგ არის დადებული, ეს ხმა ჩემი არ არისო. უდავოა, რომ სასულიერო პირს მსგავს შემთხვევებში დიდი თავშეკავება მართებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მედია ტენდენციურად მხოლოდ ამ ორი სასულიერო პირის მოქმედების გაშუქებით შემოიფარგლა და არაფერი თქვა დანარჩენთა დამსახურებაზე.

ასევე სამწუხაროა, რომ არ გამოიძიეს, ვინ გეგმავდა პროვოკაციებს, სისხლისღვრას, ვინ იყვნენის ნიღბიანი და ხელკეტიანი ადამიანები? ან რატომ არ შეეხო გამოძიება და არ მოთხოვა პასუხი "ელგებეტე" ორგანიზაციებს იმის გამო, რომ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიეს და ხელოვნურად

შექმნეს დიდი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონი? ხომ არ აწყობდათ მსგავსი რამ გრანტების მოპოვების მიზნით?

საზოგადოებაში აგრესია დაბადა 2012-13 წლებში გამართულმა აქციებმა, რადგან ისინი პირდაპირ შეიცავდა პროპაგანდას და იმართებოდა საჯარო სკოლების სიახლოვეს. რეალურად კი, გამოდის, რომ ამ "ელგებეტე უფლებადამცველმა" ორგანიზაციებმა ყველაზე მეტად დაარღვიეს თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებები და ვინ უწყის, რა პირადი ინტერესებით გაწირეს და მსხვერპლად გამოიყენეს სექსუალური უმცირესობები, რაზეც მოწმობს მომდევნო დღეებში საზოგადოების მხრიდან მათი დევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა (თუ ეს ინფორმაციაც შეეფერება სინამდვილეს და არ წარმოადგენს "ელგებეტე" აქციის ინსცენირების გაგრძელებას).

ამდენად, დაუშვებელია ხელისუფლებამ გაასამართლოს მხოლოდ ზემოხსენებული სასულიერო პირები და პასუხი არ მოსთხოვოს გაურკვეველი ინტერესებით მოქმედ "ელგებეტე" აქციის ორგანიზატორებს. მსგავსი ტენდენციურობა საზოგადოებაში გააღრმავებს დაპირისპირებასა და აგრესიას. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს უმრავლესობის ინტერესებზე და გამონახოს ოქროს შუალედი ისე, რომ არ შეილახოს არც უმცირესობისა და არც უმრავლესობის უფლებები, რადგან ერთი მხარის ხარჯზე დაუშვებელია მეორის დაჩაგვრა. სწორედ ამგვარი ბალანსი წარმოადგენს ჭეშმარიტ დემოკრატიას. ხელისუფლებამ რომელიმე მხარე არ უნდა ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისთვის თავდაცვის საშუალება და ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება გახდეს.

ერთი რამ ცხადია, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საზოგადოების წინაშე ტოტალურად გაუტყდეს სახელი. როგორც ჩანს, მსგავსი რამ ფსევდოლიბერალებსა და ნაციონალებს კარგად უმყარებთ პოლიტიკურ და ფინანსურ მდგომარეობას. ამის თქმის საფუძველს კი ისიც გვაძლევს, რომ ზემოხსენებულ აქციაზე ნიღბიანი და ხელკეტიანი ადამიანების გამოჩენა სწორედ ნაციონალების აპრობირებული ხელწერაა. მსგავსი პროვოკაციული აქცია კი ახალი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად რომ მივიჩნიოთ, არც ეს იქნებოდა საღ აზრს მოკლებული.

2013 წლის 24-31 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. სცენარი სოფელ ნიგვზიანსა და წინწყაროს მსგავსად განვითარდა. გაურკვეველი პირები მივიდნენ მუსლიმებთან და მათზე ზემოქმედებდნენ, რომ მოეთხოვათ მეჩეთის აშენება. შემდეგ, როგორც ჩანს, მართლმადიდებლებთანაც ვიღაცამ ჩათესა დაპირისპირების თესლი და კონფლიქტიც შედგა, თუმცა შედმგომ, გონს მოსული ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ რეალურად, მათ შორის დაპირისპირება არ არსებობს და კონფლიქტი გაურკვეველ პირთა მიერ ხელოვნურად იყო დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გამოსვლისას მუსლიმთა ლიდერმაც ანალოგიურად შეაფასა სამთაწყაროში განვითარებული მოვლენები. ორივე რელიგიის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სიმშვიდისკენ მოუწოდა, დალოცა და აღნიშნა, რომ ყველანაირი აღმსარებლობის ადამიანს უნდა შეეძლოს, თავისუფლად ლოცვა და, სამომავლოდ რაიმე პრობლემის შექმნის შემთხვევაში, თავად აღუთქვა თანადგომა.

2013 წლის 24 ივლისს დავით გარეჯის ლავრაში, ბერთუბანში, სადაც 2012 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარი თვითნებურად გადმოწია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მხრიდან ოთხი მომლოცველი დააკავა და ერთი დღე-ღამე დაპატიმრებული ჰყავდა. მოტივი _ საზღვრის დარღვევა. ამ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა არშეშვების გამო, დროთა განმავლობაში ნადგურდება უძველესი უნიკალური ფრესკები.

რელიგიური ნიშნით მორიგი დაპირისპირება 2013 წლის 10 აგვისტოს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ თივში, აღმსარებლობით მუსლიმ ეთნიკურ დაღესტნელებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ქრისტიან ეკომიგრანტებს შორის მოხდა. აჭარლების თქმით, დაღესტნელები მათ ავიწროებენ და არ აძლევენ ჯვრის აღმართვის, სოფლის სახელწოდების მიმანიშნებელი ტრაფარეტის დადგმისა და ღორების მოშენების უფლებას, რის გამოც ეკომიგრანტები უყურადღებობაში ადანაშაულებენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს. დაღესტნელები დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ, გარკვეულ საკითხებში, უთანხმოების არსებობას ადასტურებენ. მათ მეჩეთისთვის ადგილიც აქვთ გამოყოფილი, რომლის აშენებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. სამწუხაროა, რომ როდესაც მუსლიმებს შეექმნათ პრობლემები სოფ. ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, მხოლოდ მაშინ აღშფოთდა სახალხო დამცველის აპარატიცა და უფლებადამცველებიც; ტელეკომპანიებმა ამ თემებს გადაცემებიც კი მიუძღვნეს, ხოლო სოფელ თივში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე არავინ დაინტერესებულა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტის ტოტალური იგნორირებაც მოხდა... მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უფლებების შელახვა ეხებოდა ქრისტიანებს და "უფლებადამცველები" გრანტებსაც ვერ მიიღებდნენ.

2013 წლის 26 აგვისტოს ახალციხეში, ადიგენის მუნიპილატიტეტის სოფელ ჭელაში, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლილ იქნა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიერ მეჩეთთან ჩუმად, ერთ ღამეში უკანონოდ აგებული მინარეთი. ამ ფაქტს მოჰყვა საპროტესტო აქციები, როგორც მუსლიმ, ასევე ქრისტიანთა მხრიდან. პირველნი გმობდნენ მინარეთის დაშლას; მეორენი კი _ თანასოფლელთაგან მინარეთის დაუკითხავად აგებას. მუსლიმთა აქცია გამოირჩეოდა მომეტებული აგრესიით, ზოგიერთმა პოლიციასაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რაც კანონის დარღვევაა და ამის გამო რამდენიმე მოქალაქე დაისაჯა კიდეც.

ხელისუფლებამ მინარეთის დაშლის მიზეზად, უკანონო მშენებლობის გარდა, განბაჟებისას აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა. ომბუდსმენი აცხადებდა, რომ ხელისუფლების მოქმედება მინარეთთან დაკავშირებით შეიცავდა სამართლებრივ საფუძვლებს, მაგრამ ეს საქმე მშვიდობიანი ფორმით უნდა გადაწყვეტილიყო, რაზეც შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ბატონ ნანუაშვილს. ბოლო ათი წლის მანძილზე ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველი ვითარებას ობიექტურად აფასებს და ყველაფერში მხოლოდ მართლმადიდებლები არ გამოჰყავს დამნაშავედ.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს აშენდა ათეულობით უკანონო არამართლმადიდებლური რელიგიური ნაგებობა, რაზეც თვალს ხუჭავდა მაშინდელი ხელისუფლება. მოსახლეობა კი, რომელიც ამ უკანონობას აპროტესტებდა, უფლებადამცველთა მხრიდან არატოლერანტულად ცხადდებოდა. 2007 წელს აჭარაში, ბათუმში, ფერიის მთაზე, დაინგრა ნახევრადაშენებული ტაძარი, მიზეზად მშენებლობის უკანონობა დასახელდა, ამაზე არც ერთ უფლებადამცველს პროტესტი არ გამოუთქვამს. სოფელ ჭელაში კი მყისიერად დაირაზმნენ "უფლებადამცველები" და მინარეთის დაშლა ისლამოფობიად შერაცხეს. მსგავსი დემოკრატიის ქადაგება დასავლურ ღირებულებებს აყენებს ჩრდილს და დაუშვებელია, დემოკრატიად ჩაითვალოს უკანონო რელიგიური ნაგებობის აღმართვა, რომელი აღმსარებლობის კუთვნილებაც არ უნდა იყოს იგი. არც ერთი რელიგია არ უნდა იყოს უკანონობის ინდულგენცია, როგორც ჩანს, ფსევდოლიბერალ უფლებადამცველთა გაგებით, უწესრიგობა, სახელმწიფოს უპატივცემულობა და დემოკრატია იდენტური მცნებებია. მისასალმებელია პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ობიექტური დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი, როცა რელიგიურ დაპირისპირებათა შემთხვევებში ობიექტურად აფიქსირებენ ორივე მხარის შეცდომებს და ტენდენციურად მხოლოდ ერთი მხარე არ ცხადდება ტოტალურ დამნაშავედ.

დაისვა საკითხი, მინარეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, შვეიცარიის მაგალითით გამოკითხულ იქნას მოსახლეობის პოზიცია. აქ შეიძლება გავიხსენოთ გერმანიის შემთხვევაც 2010 წელს _ ქალაქ კიოლნში, თურქეთის დაფინანსებითა და ყოველგვარი კანონის დაცვით შენდებოდა მეჩეთი, რასთან დაკავშირებითაც არამუსლიმმა მოსახელობამ დაიწყო საპროტესტო აქციები. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გაიზიარა და მეჩეთის მშენებლობა აღარ დაუშვა. ეს ფაქტი არავის შეურაცხავს არადემოკრატიულ ან არატოლერანტულ მოვლენად, საქართველოსგან განსხვავებით, სადაც არათუ კანონიერი, არამედ უკანონო მშენებლობის აკრძალვაც "შეუწყნარებლობად" ითვლება.

ხელისუფლების აზრით, ჭელაში, ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მსგავსად, დაძაბულობის ესკალაცია ხელოვნურად იქნა გამოწვეული ნაციონალების მიერ, რათა საპრეზიდენტო არჩევნების წინ საგრძნობლად დაეცეს ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგი და შეელახოს საერთაშორისო ავტორიტეტი. გაურკვეველ პირთა მიერ მიზანმიმართულად, პროცესების ხელოვნურად დაძაბვაზე საუბრობს სოფელ ჭელას ადგილობრივი მოსახლეობაც. ასევე მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას თურქული ძალები და ფინანსები, რომელთაც საქართველოს გარკვეულ კუთხეთა ისლამიზაცია აქვთ განზრახული.

რამოდენიმე თვის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ ოღლუმ დაუფარავად გამოხატა ინტერესი საქართველოს კონკრეტული რაიონების მიმართ და განაცხადა, რომ ისინი ისტორიულად მათ ეკუთვნით და მიზანს მალე მიაღწევენ. ამ კონტექსტში ჯდება 2013 წლის ზაფხულში აგორებული სკნადალი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც მფლობელმა საავადმყოფო თურქ ინვესტორზე გაყიდა. ახალმა მეპატრონემ, რომელიც აღმსარებლობით მუსლიმია, საავადმყოფოს კედლებიდან ჩამოახსნევინა ხატები, სადაც ქრისტიანი ავადმყოფები მიდიოდნენ ხოლმე სალცავად, ხოლო მომსახურე პერსონასლ აუკრძალა ჯვრის ტარება; ზოგიერთ მათგანს კი ხელფასის მომატების სანაცვლოდ, სექსუალური ურთიერთობაც შესთავაზა. საავადმყოფოს პერსონალის საპროტესტო აქციის შემდეგ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო და დღეისათვის საუბარია იმაზე, რომ კლინიკა სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ხოლო საქმეს სწავლობს სამინისტროს გენინსპექცია... სხვათა შორის, არც ამის შესახებ დაუფიქსირებიათ სამართალდამცავებსა და ომბუდსმენს საკუთარი პოზიცია.

ლაშა ცაიშვილი
გაზეთი "ვერსია"


რუ/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/87430-rat...l#ixzz2h1fZLrjn

კარგი სტატიაა წაიკითხეთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 21 22 23 24 25 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი