სექსი და მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სექსი და მართლმადიდებლობა |
esre ars cheshmariteba |
Dec 5 2013, 10:55 PM
პოსტი
#101
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
თემას ცოტა რომ დავუბრუნდეთ. afxazi ისე გამოვიდა, თითქოს ბიბლიაში ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არაფერია პირდაპირ გასაგები. ანუ, გამრავლება ასე არ ხდებოდაო, საჭმელს ასე არ იღებდნენო, სამოთხეში ცხოველებს-მცენარეებს არაფერი ესაქმებათ და ა.შ. და მაინც, მე ვფიქრობ რომ ღმერთმა რაც შექმნა, ყველაფერში თავისი აზრი ჩადო. მაგალითად, რატომ გადაწყვიტა რომ მის ხატად და სახედ შექმნილ ადამიანს სწორედ ასეთი გარემო ესაჭიროებოდა დედამიწაზე? ადამიანი კი ბატონო, ჰქონდა მაგალითი და შექმნა. დანარჩენი? რა აუცილებელი იყო ბუნება? ყოფილიყო მიწა, წყალი და ჰაერი. რატომ ჩათვალა რომ ამ ყოველივეს გამშვენება საჭირო იყო მცენარეებით და ცხოველებით, თუ ამის მსგავსი არაფერია სამოთხეში? თუნდაც არამატერიალური სახით. და როცა შექმნა ცხოველები, იყო თუ არა მათში ჩადებული რომ მათ უნდა ეკვებათ, თუნდაც მხოლოდ მცენარეებით, ნაყოფით და უნდა გამრავლებულიყვნენ, ისე როგორც მრავლდებიან ახლაც? ხოლო თუ ცხოველში ეს თავიდან იყო ჩადებული, რატომ გამოვრიცხავთ, რომ ადამიანიც ძალიან ჩვეულებრივად იკვებებოდა სამოთხეში? როგორც დავითი ბრძანებს ფსალმუნებში_ ცა -ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ ! ბიბლიაში ყველაფერი სიმბოლური ნამდვილად არ არის. მეც სიმბოლურად ხომ არ ვარ მოვლენილი ამ ქვეყნიერებაზე??? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი