დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
marine |
Jan 21 2024, 07:26 PM
პოსტი
#421
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი კაცი ამბობდა: "დედაჩემის ყოველი სიტყვა, - ეს ოქროს მონეტაა"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2024, 08:28 PM
პოსტი
#422
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მომაკვდავი წყნარი ჩურჩულით წარმოთქვამს იმქვეყნად წასულთა სახელებს; უფრო ხშირად კი სიტყვას - "დედა". ალბათ დედა სიკვდილის შემდეგაც შვილისათვის ყველაზე ახლობელ არსებად რჩება, თუმცა შვილიც ღრმად მოხუცდა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2024, 02:56 PM
პოსტი
#423
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დედას!
"მზეს ამზეურებ შენი კისკისით, შენში ავკინძე სუნთქვის საწყისი, ღმერთს დაულოცავს შენი ივლისი, ხარ ყვავილობის დიასახლისი. დედა, შენ სულის ხარ საფიცარი, "დედიკოს" ძახილს მეც დავუღლივარ, მადლობა უფალს, დედად გიცანი, ჩემი სამყაროს მხატვრის ფუნჯი ხარ. მზეს ამზეურებ შენი კისკისით, შენში ანგელოზს მინდა ვკოცნიდე, ქარსაც უსიტყვოდ გადამიცვლიდი, გთხოვ, მშობლის მადლით მარად მლოცვლიდე". /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 05:53 PM
პოსტი
#424
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იგავი დედობრივ სიყვარულზე
"რუსულ სტეპში ერთმა უზნეო შვილმა დააბა დედამისი კარვის წინ, თვითონ კი კარავში ლოთობდა თავის ტოლებთან და ცუდი ყოფაქცევის ქალებთან ერთად. ავაზაკთა ბანდა თავს დაესხა ამ ადგილს და როდესაც ნახეს დედა შეკრული, გადაწყვიტეს სასწარფოდ შური ეძიათ მის გამო, მაგრამ მან მთელი ხმით დაიყვირა და ასე გააფრთხილა უბედური შვილი, რომ საშიშროება ელოდა. შვილი გადარჩა, ავაზაკებმა კი შვილის ნაცვლად დედა აჩეხეს" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 08:27 PM
პოსტი
#425
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღე და ღამე განავითარე, ვაჟო, შენში, დედის თაყვანისცემა, ვინაიდან მხოლოდ ასე დაისწავლი ყველა სხვა დედის პატივისცემას დედამიწაზე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 14 2024, 06:15 PM
პოსტი
#426
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მშობლების ლოცვა - განსაკუთრებით დედისა - ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ ის გულით აღესრულება და საკუთარ თავში ტკივილს ატარებს"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 27 2024, 09:12 PM
პოსტი
#427
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედა, შვილისათვის ყველაზე საყვარელი არსება, სიყვარულისა და სინაზის წყარო, ქრისტეს ხატის წინაშე მლოცველი დგას. ბავშვი ხან დედას უცქერის, ხან კი - იესოს ხატს და არ საჭიროებს ბევრ ახსნა-განმარტებას იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რას ნიშნავს ეს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2024, 07:47 PM
პოსტი
#428
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
"დიახ, არ უნდა უკვდებოდნენ შვილები დედებს! მაგრა ეს "ხერხი" რომ არ ჰქონდეს ავ წუთისოფელს, თვალი ვერასდროს იხილავდა ღვთაებრივ სევდას - როცა დედები ჰგვანან ჯვართან მტირალ ღმრთისმშობელს..." /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი