IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი
marine
პოსტი Feb 27 2025, 05:48 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი უთბილესი სიცილი, მზესავით რომ ამოხდება ხოლმე... შენ რომ ძალიან დამძიმებული მიდიხარ მასთან და გინდა, რომ თუნდაც წამით თვალი მოკრა და ამ დროს რომ გაგიღიმებს, მზედ რომ ამოვა, გათბობს, გააცისკროვნებს და უკან იმედით სავსეს გამოგისტუმრებს, მაგას დიდი ძალა სჭირდება. ეგ ჰაერიდან კი არ მოდის... ზეციდან მოდის"

/ეთერ თათარაიძე, პოეტი, ფოკლორისტი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2025, 10:07 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფეხშიშველა.... და მე მივხვდი, რომ ეს კაცი - თუნდაც ფეხშემოსილი - მაინც მარადიულად ფეხშიშველაა და მისი მზირალი ტერფები მუდამ ხედავენ და გრძნობენ იმ სიმძიმეს რასაც - მიწა ჰქვია...
რასაც - მამული ჰქვია...
რასაც - დედამიწა ჰქვია...
სიმძიმე იგი ამ კაცს მაღლა ეზიდება - ცისკენ!"

/თამაზ კვაჭანტირაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2025, 09:27 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიუხედავად, პატრიარქი ილია მეორეს ერში დიდი დამსახურებისა და ნდობისა, ჯერ კიდევ, ჯეროვნად არაა დაფასებული მისი ღვაწლი და არ ვიყენებთ მის რჩევებს, შენიშვნებს, სწავლებებს, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება - თვითონაც ხომ ამბობს: "არავინ არაფერს არ მეკითხება", "ნეტა მისმენდნენო".

ამიტომ, არა მხოლოდ სიტყვით და სადღერგძელოებით უნდა ვაფასებდეთ, მართლაც, ამ ბრძენ, პატრიოტ, ჭეშმარიტ სულიერ წინამძღვარს, - მეფე-პატრიარქადაც რომ მოიხსენებენ, არამედ ვირწმუნოთ, რომ ის არის ნამდვილი ღვთის რჩეული, ღვთის ხმის გამტარებელი, მადლმოსილი პიროვნება და მადლობა შევწიროთ ღმერთს, იმისათვის რაც აქამდე გვითხრა, შევეკითხოთ და ისე მოვიქცეთ, მინდობილნი მის მადლმოსილებას, სულიერ ჭვრეტას და ალღოს, რომელიც მისსავე მრავალმხრივ ცოდნაზე, ინტელექტზე და ღმერთის და ერის სიყვარულზეა დაფუძნებული.

ეს არ ნიშნავს პატრიარქისადმი მონურ დამოკიდებულებას, პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის მოწოდებულია დიალოგისათვის, მსჯელობისათვის. იმასაც კი ამბობს, მე ვეკითხები მღვდელმთავრებს, სამღვდელოებას, სტიქაროსნებსაც კი და ვითვალისწინებ გადაწყვეტილებაშიო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2025, 01:51 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უცხოელ ჟურნალისტებთან აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი აღნიშნავდა ილია II-ის უდიდეს ღვაწლს:

"ეს ღვთის სასწაულია, ამას მხოლოდ ქადაგებით ვერ ავხსნი. ადგილობრივი მუსულმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია II მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენც, მუსულმანებსო?"




"უწმიდესო, მადლობას გიხდით, რომ არსებობთ. თქვენ ის იმედის ნაპერწკალი ხართ, რომელიც არასოდეს ქრება"

/სტუდენტი ნინო კამლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2025, 05:48 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მას შემდეგ, რაც უწმიდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქო ტახტზე ავიდა, სანათესაო მას როგორ მიმართავთ?

- სანათესაომ პირველ დღესვე გადალახა ეს ზღვარი. პატრიარქის კურთხევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეს პრობლემა აღარ იდგა. უფროსებისგან მე თვითონ გამიკვირდა, ვკითხე კიდეც: "თქვენ ხომ მას გუშინ ირაკლის ეძახდით, ახლა ასე უცებ, როგორ შესძელით ამის გადალახვა?" პასუხი იყო: "არა, ეგ დაბადებიდან უწმიდესი იყო, ახლა კი ეს აღსრულდა"

/პატრიარქის ბიძაშვილი, ქალბატონი ნელი შიოლაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2025, 08:14 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვერ წარმოვიდგენთ და არც ვიცით რა გამოიარა მისმა უწმიდესობამ კომუნისტების ხელში, ეს იცის მხოლოდ თვით პატრიარქმა და უფალმა"

/დედა ქეთევანი (ტოჩილაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2025, 09:09 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა პატრიარქის სიტყვას გავყვებით, ამით უფლისკენ მიმავალ გზას დავადგებით"

/დედა ქეთევანი (ტოჩილაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2026, 08:53 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქვენც ხშირად გატკინეს გული, რადგან როცა პირველი ხარ, ყველა სამიზნე და ისარი შენსკენაა მომართული, მით უფრო ამ დაუნდობელ მსოფლიო ლაბირინთებში, მაგრამ, სადაც ღმერთის წყალობა თან გდევს, იქ ადამიანთა უსუსური კენჭები ვერაფერს დაგაკლებს!... თქვენ ბევრ რამეს გაუძელით, გადალახეთ და მერე როგორ..."

/მაია შაორშაძე
ისტორიის დოქტორი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2026, 06:30 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და ბოლოს, ესეც მინდა, გითხრათ: ეს მაკურთხეველი ხელი არასდროს გაგვიშვათ, თქვენო უწმინდესობავ! არა მარტო ჩემ თავს ვგულისხმობ, არამედ სრულიად საქართველოს! კათოლიკოს-პატრიარქის მაკურთხეველ მარჯვენას სასწაულების მოხდენა შეუძლია და ხილული თუ უხილავი ძალების დახმარებით ქვეყნის გამთლიანების მიღწევა!.."

/მაია შაორშაძე
ისტორიის დოქტორი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2026, 11:55 AM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს პატრიარქს მივბაძოთ, ღვთაებრივად მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს და ვეცადოთ, მასავით თუ ვერა, ჩვენი გულით რასაც დავიტევთ და ვზიდავთ, იმდენი სიმშვიდე, სიკეთე და ურთიერთკეთილგანწყობა მაინც ვუწილადოთ ერთმანეთს.

ერთ დღესაც, მღვდელმა ბასილ მკლავიშვილმა წარმადგინა პატრიარქის წინაშე და უთხრა, რომ მე ის გოგონა ვიყავი, ვინც ნახშირგორის ღვთისმშობლის ტაძარი მოხატა. პატრიარქმა ძალიან გაიხარა, დამლოცა. იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არც არსებობდა დედამიწაზე. გამომკითხა მუშაობის დროინდელი ამბები, მამობრივი მზრუნველობა ვიგრძენი მისგან და ის ხელი, რომელიც დამლოცა და შემეხო, სახლში მოსვლისთანავე გადავიბინტე, და ასე დაბინტული დავდიოდი კარგა ხანს...

ძალიან, ძალიან მინდოდა უწმინდესის შენახები ხელი, როგორც წარმოუდგენლად უძვირფასესი სახსოვარი, ასე მეტარებინა... ეს ამბავი კი დიდი ხნის მერე ისევ ჩემმა მოძღვარმა, მღვდელმა არჩილ მინდიაშვილმა გამახსენა. ასე რომ, მე მაინც მივიღე თავად უწმინდესისგან იმ სამი წლის შრომის უძვირფასესი გასამრჯელო - ცხოვრების საგზალი - პატრიარქის დალოცვა!

ახლა, როცა მრავალი წელია ამ ამბიდან გასული, მწამს იმ დალოცვის მადლით ვარსებობ. სად არ მატარა ცხოვრებამ, მაგრამ ამ ლოცვის ცხოველმყოფელ ძალას დღემდე შევიგრძნობ. მეტიც, სწორედ იმ ხელზე, რომელიც დამილოცა მაშინ პატრიარქმა და მე კი დაბინტულს ვატარებდი დიდხანს, წლების მერე უწმინდესმა ოქროს სამაჯური გამიკეთა.

ეს მაშინ მოხდა, როცა მე მის წინაშე სიმღერის შესაძლებლობა მომეცა, პირველად წარვსდექი, როგორც მომღერალი და შევუსრულე "ავე მარია". ეს უძვირფასესი სამკაულია ჩემთვის, მთელი ცხოვრება არა მხოლოდ მაჯას, არამედ სულს და გულს, რომ მიმშვენებს"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2026, 07:43 PM
პოსტი #111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატრიარქმა რამდენი ადამიანის სული, და მათთან ერთად ჩემიც გააცოცხლა ამ მზისა და სიკეთის გზაზე სასიარულოდ. უთვალავი ადამიანი შეგვაყენა ამ გზას!"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2026, 02:57 PM
პოსტი #112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორ ვყვარებივარ უფალს, რომ იმ დროში მშვა, როცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია დედა-ეკლესიის გამაცოცხლებელი, სრულიად ამაღორძინებელი ქართველებში რწმენისა, იმ საბჭოური, რწმენისგან გამორეცხილი, უღვთოობის ჟამის მინავლებული ცხოვრების მერე. ჩვენს პატარა საქართველოს უდიდესი ზნეობრივი გმირობის მაგალითები მიუცია მსოფლიოსათვის და მე ვთვლი, რომ მე მოწმე და დამსწრე ვარ იმ უდიდესი გმირობისა, რასაც რწმენით, პირადი მაგალითით, ზნეობით აკეთებს ჩვენი უწმინდესი ადამიანებისთვის, სამშობლოსთვის და ღვთისთვის. აკი ხშირად ამბობს ის "ღმერთი, სამშობლო, ადამიანიო".

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2026, 09:45 PM
პოსტი #113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთის ფოლკლორში ხშირად ახსენებენ დედამიწაზე ადამიანის სახით მოსულ ანგელოზებს - "ღვთისშვილებს" და მათ "ხორცივლებს" უწოდებენ. ისინი ღვთის საქმეებს აღასრულებენ. ასეთად მიმაჩნია მე ჩვენი უწმინდესი. ადამიანი, რომელშიც ანგელოზის სულია დაბუდებული"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2026, 06:40 PM
პოსტი #114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,482
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცი, პატრიარქმა შეძლო სული გაენედლებინა, გაეცოცხლებინა ჩემი, უამრავი ჩემნაირისა და მთლიანი საქართველოს სული გაეცოცხლებინა! მან ისეთი სიკეთე მოგვმადლა ამით, რომელსაც ვერა მიწიერ სასწორზე ვერ აწონი, ეს მაღლა ღვთის წიაღში აიწონება მხოლოდ!"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th March 2026 - 09:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი