სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Oct 13 2025, 02:17 PM
პოსტი
#221
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სანამ ბეთლემის გამოქვაბულს ვნახავდი და ათონის კლდოვან ადგილას მიუწვდომელ კატუნაკებში ერთ პატარა კელიაში ვცხოვრობდი, სადაც ყველა აუცილებელი საგნებიც კი ძლივს ეტევა, ვფიქრობდი, რომ რაღაცას წარმოვადგენდი. ახლა კი, როდესაც ვნახე ადგილი, სადაც ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იშვა, საკუთარ არარაობას ვგრძნობ, რადგან ვხედავ და განვიცდი, თუ როგორ დაიმდაბლა ღმერთმა თავი, როდესაც ასეთ პატარა, ცხოველების სადგომ გამოქვაბულში დაიბადა"
/წმ. ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 10 2026, 05:15 PM
პოსტი
#222
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შობაა
შ ო ბ ა ა, შვიდია, საღამო მშვიდია. ლოცვაში რიდია, დღენი კი მიდიან... ტაძარი ხიდია უფლისკენ დიდია... თუ კაცი ფლიდია, სჭირდება გიდია! მან უნდა ასწავლოს გზა როგორ გაკვალოს. ცოდვამ თუ დაღალოს, ლოცვაში დამალოს! ეს გიდი ვინ არის? ბერი ცრემლმდინარი... უფლისკენ წინ არის და გვლოცავს მცინარი! მის ნათელ ღიმილში და გულისტკივილში, ვეცადოთ ღვიძილში დავძლიოთ ფინიში! თუ სულში აცივდა ან გული გაცივდა... გვმოძღვრავდეს ტაძრიდან - უსმინეთ ხმას ციდან! უფალი გვარიგებს, მდიდრებს და ღარიბებს: "მე მაშინ გაგიგებთ რწმენას თუ აიგებთ! ფსალმუნნი ისწავლეთ და წინ წაიმძღვარეთ. ტკივილი იტანეთ, თუნდ ცრემლად იღვარეთ! მამაოს მიმართეთ კვლავ თავს ნუ იმართლებთ. ცოდვანი ინანეთ და სულს გაგინათებთ! ვინც ლოცვას გაურბის, მას ქსელი გავუბი... არ უთხრათ აუგი, ხელი-ხელს ჩაუბით!" ქრისტეს სათნოებით მეც მიტომ მოვედი. დიდი სასოებით, ვთქვა გრძნობა-გონებით: შენ, ჩვენო მოძღვარო, მშვიდობის მგოსანო... უფლისგან ნდობაა, დაგვლოცეთ, შ ო ბ ა ა!!! /ცისფერმანდილოსანი (ანა გიგაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 4 2026, 03:23 PM
პოსტი
#223
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს სახარებისეულ მწყემსებთან და მოგვებთან ერთად ჩვენც ვდგავართ ბეთლემის ბაგასთან ღვთისადმი საპასუხო სიყვარულითა და მოწიწებით აღვსილნი!
ჩვენც გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, მის შუქზე ვდგავართ. ეს ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს! გვინათებს ცხოვრებას, ეალერსება, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება!" /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 23 2026, 08:01 PM
პოსტი
#224
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქმარს გავშორდი, რადგან ის ნარკომანი იყო. ჩემს ცხოვრებას არ აღვწერ, რადგან ისედაც ყველაფერი გასაგებია.
მე თვითონ აღმზრდელად ვმუშაობდი და ორი ვაჟი და დედა მყავდა სარჩენი. ფული არ მყოფნიდა, ვალები მქონდა და დაღლილი და გაწამებული ვიყავი. და აი, შობას ეკლესიაში წავედი ბავშვებთან ერთად, ვტიროდი, რადგან ფული არ მქონდა, თან ყინავდა. უფალს შევთხოვე: "უფალო, ქმარი მომეცი, რომ ბავშვები ფეხზე დავაყენო. მარტო ჩემთვის ეს ძალიან ძნელია". გულით ვილოცე. რამდენიმე ხნის შემდეგ ადამიანი გავიცანი, ცოლად გავყევი და საზღვარგარეთ გავემგზავრე. ქმარი ბავშვების აღზრდაში დამეხმარა. მე მორწმუნე გავხდი და ეკლესიაში დავდივარ, ჩვენ გოგონა შეგვეძინა, რომელიც ახლა 11 წლისაა. ეს ნამდვილი სასწაული იყო. შობას გილოცავთ!" /ნატალია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 24 2026, 08:49 PM
პოსტი
#225
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახალ 2005 წელს ესპანეთში შევხვდი. უკან დასაბრუნებელი ბილეთი 6 იანვრის გვიანი საღამოსთვის მქონდა აღებული. საერთოდ არ მიფიქრია, რომ ეს შობის ღამე იყო. მე თვითონ მუსლიმი ვიყავი, თუმცა იესო ქრისტეს შესახებ გაგებული მქონდა.
მეზობელმა, რომელიც თვითმფრინავში ვახშმობდა, ღვინით სავსე ჭიქა ასწია და თქვა: "ქრისტეს შობას გაუმარჯოს". მაშინღა გამახსენდა, რომ ეს უჩვეულო რამე იყო. სტიუარდესებმა შუქი ჩააქრეს და მგზავრებმა ჩათვლიმეს. მე ილუმინატორში ვიხედებოდი და ჩემს მარტოხელა ცხოვრებაზე ვფიქრობდი (უკვე 50 წლის ვიყავი). უეცრად ვიგრძენი, თითქოს ჩვენი თვითმფრინავი ბამბის ღრუებელში ჩაიძირა და მას რაღაც რბილად და თბილად შემოეხვია. სული სიხარულით და სიმშვიდით ამევსო. ისეთი მადლი იყო, მივხვდი, რომ უკვე სხვა, ახალი ცხოვრება მეწყებოდა. ასეც მოხდა. გადავწყვიტე მოვნათლულიყავი და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, სურვილი ავისრულე. შემდეგ კი ქორწინების გარეშე თანაცხვორების ცოდვის გამო სინანული დამეუფლა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი მხურვალე ვედრების შემდეგ საიმედო მამაკაცს შევხვდი და ჩვენ ჯვარი დავიწერეთ. ამ მოვლენებს მე შობის საოცარ ღამეს ვუკავშირებ, როცა თვითმფრინავში უფალმა ჩემი ვედრება შეისმინა. შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემამი შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა! შობას გილოცვათ!" /მხევალი ღმრთისა თამარი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 25 2026, 07:14 PM
პოსტი
#226
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შობის ღამეს ჩვენი ვაჟი ღამის მსახურებაზე წავიდა მეგობართან ერთად, მე და ჩემი მეუღლე კი ყინვაში სასეირნოდ გავემართეთ (12 გრადუსამდე ყინვა იყო). შესანიშნავ ხასიათზე ვიყავით და რამდენჯერმე გორაკიდან ბავშვების მიერ დატოვებული მუყაოს ნაჭრითაც კი ჩამოვსრიალდით.
მივედით სახლში და ვნახეთ, რომ გასაღები არ გვქონდა. პირველ რიგში გორაკზე წავედით, მაგრამ იქ ვერ ვიპოვეთ. ქმარს ცოტა ფული ჰქონდა. კაფეში შევედით, ყავა შევუკვეთეთ და სადამდეც შეიძლებოდა, დავრჩით. შემდეგ სადღეღამისო სუპერმარკეტში შევედით, და მანამ ვიარეთ, სანამ მცველებმა ირიბად არ დაგვიწყეს ყურება. იქიდან გამოსულებმა ყურები ჩამოვყარეთ, რადგან დილამდე, როცა მეტრო დაიწყებდა მუშაობას და ვაჟი დაბრუნდებოდა, ჯერ კიდევ ბევრი იყო დარჩენილი და თან ძალიან ყინავდა. უფალს შევევედრე: ჩვენ ცოდვილები ვართ და ამ დღესასწაულს არ ვიმსახურებთ, მაგრამ მაინც შეგვიწყალე, უფალო. უეცრად ვამჩნევ, რომ ქმარი ხელში ლუდის ბოთლის თავსახურს ატრიალებს, რომელიც მან გორაკიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დალია. და უეცრად თვალწინ დამიდგა, როგორ გადააგდო მან რაღაც თოვლში. გასაღები! ადგილი დაახლოებით გვახსოვდა, მაგრამ ის, რომ ამ თოვლში გასაღები ვიპოვეთ, მაინც ნამდვილი საშობაო სასწაული იყო" /ოლგა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 26 2026, 07:53 PM
პოსტი
#227
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,482 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შექმნილი მდგომარეობის გამო გერმანიაში პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ჩვენს ქალაქში მართლმადიდებლური ტაძრები არ არის, მაგრამ, დიდება უფალს, ისინი ჰამბურგშია. როგორც წესი, ტაძარში მატარებლით მივდივარ და პატარა სადგურზე სხვა მატარებელში გადაჯდომას ვახდენ.
ვცდილობ საშობაო მსახურებას ყოველ წელს დავესწრო, მაგრამ 6 წლის წინ ესვერ მოვახერხე. ამიტომ 7 იანვარს დილით ადრე ავდექი და ჯერ კიდევ ღამე იყო, როცა გავემგზავრე. სადგურზე, სადაც გადაჯდომა ხდება, ცოტა ხნით ჰამბურგის მატარებლის ლოდინი მომიწია. ამ კვირა დღეს მატარებლის მომლოდინე სხვა ადამიანები ბაქანზე არ ჩანდნენ. მსუბუქი ყინვა იყო და ციდან ლამაზი ფიფქები ცვიოდა, მაგრამ ამ ბნელ, ცარიელ ბაქანზე ცოტათი შიშმა ამიტანა. ლოცვა დავიწყე, რომ შიში არ გაძლიერებულიყო და შფოთვა არ დამეწყო. უეცრად შორიდან ზარების რეკვა მომესმა. ჯერ ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მაგრამ დრო გადიოდა და სადღესასწაულო მხიარული რეკვა გრძელდებოდა. რასაკვირველია, უფალს მადლობა შევწირე ასეთი სიხარულის და ბედნიერებისთვის. მაშინ ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი და არაფრის აღარ მეშინოდა. ზარები მატარებლის მოსვლამდე რეკდნენ. ეჭვი არ მეპარება, რომ რეკვა შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ მე ჩემს ეკლესიაში სადღესასწაულზე ლიტურგიაზე მიმეჩქარებოდა. ქრისტეს შობას გილოცავთ! ყველას ბედნიერ შობას ვუსურვებ!" /ნატალია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th March 2026 - 07:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი