IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

247 გვერდი V « < 245 246 247  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 6 2026, 10:37 AM
პოსტი #4921


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“ - მამაო, რამდენად მნიშვნელოვანია მონასტერში ძმათა ერთსულოვნება?

-მონასტრის ძმათა შორის ერთსულოვნება და ერთობლივი ძალისხმევა სულიერი მოღვაწეობისა განწმენდის მისაღწევად ოდითგანვე უმთავრესი მნიშვნელობის საკითხი გახლდათ. თითოეულის სულიერი წინსვა მხოლოდ პირადული საკითხი როდია, იგი ყველა ძმის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ერთი ძმის ჩამორჩენა ისევე აბრკოლებს მთელი კრებულის მსვლელობას, როგორც ქვა - ნაკადულის დინებას. ეს ერთი ქვა, ერთი მხრივ, აკავებს ნაფოტებს და სხვა ნაგავს, რომელსაც წყალი ჩაითრევს, მეორე მხრივ კი წყალი ცოტა უკან ბრუნდება და მარჯვნივ თუ მარცხნივ მიმოიფანტება, ვიდრე ცოტა ქვემოთ დინებას არ გააგრძელებს. იგივე ხდება, როცა მონასტერში რომელიმე ძმა სულიერად ჩამორჩება. და პირიქით, ერთი ძმის დადებითს მცდელობასა და სულიერ წინსვლას სასიკეთო შედეგები მოაქვს მთელი საძმოსთვის, რამეთუ ზეცისკენ სვლას უადვილებს.

შესაბამისად, ძმებს შორის ერთსულოვნება ჩვენი მონაზვნური ცხოვრების უმთავრესი ფაქტორი და კანონი უნდა იყოს. ნაყოფად იგი ბერის პიროვნებისადმი სრულ მორჩილებას გვაძლევს და ხდება ფარი, რომელიც ყოველგვარ ბოროტებას უკუაგდებს.

პირველი, ვინც მორჩილების სათნოება გვასწავლა, იყო თავად ქრისტე, რომელიც „იქმნა მორჩილ, ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“. ქრისტეს მორჩილებას მიბაძეს მოციქულებმა და გადასცეს მთელი ეკლესიის სისავსეს, როგორც ადამიანთა ცხონების ძირითადი წინაპირობა.

თითქმის ყველა წმინდა მამა იყო დაკავებული ამ სათნოების მნიშვნელოვნობით, თუმცა ჯერ იგი საკუთარი ცხოვრების წესად აქციეს. ამის შემდეგ, მოღვაწე მამებმა მორჩილება ქალწულებასა და უპოვარებასთან ერთად მონაზვნური სათნოებების ტრიპტიქს მიაკუთვნეს. ამრიგად, მონაზონი ნიშნავს დაქვემდებარებულს, ანუ მორჩილების მუშაკს. წმ. ანას სკიტში ისეთი ქრისტეს მიმბაძველი მორჩილები გავიცანი, როგორიც, მაგალითად, მ. მაქსიმეა. მორჩილი ყოველთვის მოგებულია და, ექნება რა კეთილი განწყობა, ღმერთი მის ბერს ყოველთვის მართებულს შთააგონებს“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2026, 11:21 AM
პოსტი #4922


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ათეისტური მმართველობის დროს, 1954 წელს, მიტროპოლიტ გაბრიელ ჩაჩანიძის მიერ მონასტერი აღდგა მოწამეთაში, რაც იშვიათი გამონაკლისია, რადგან ხრუშოვის მმართველობის პერიოდში მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. ამავე წელს დიდმოწამე დავით და კონსტანტინეს ნაწილები მუზეუმიდან დაბრუნდა მოწამეთაში“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2026, 12:44 PM
პოსტი #4923


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ახალგაზრდა ბერს მართებს ეთათბიროს უხუცეს ბერს ყოველი ნაბიჯისთვის, რომელსაც იგი გადადგამს თავის სენაკშიც კი, ყოველი წვეთი წყლისათვის, რომელსაც იგი სვამს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი ზოგიერთი ბერები, რომლებიც დაეცნენ სწორედ იმისგან, რომ თავი ღვთის სათნოყოფილებად მიიჩნევდნენ. თუ ისეთ რამეს დაგავალებენ, რაც ჩვენი უფალი ღვთის მცნებების შესაბამისია, დაიცავი და შეასრულე ზედმიწევნით, რათა თქვენზე აღსრულდეს მოციქულის ნათქვამი: „დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა“.

/წმ. ანტონი დიდი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2026, 12:36 PM
პოსტი #4924


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო, თქვენ როგორ ისწავლეთ ეგოიზმის სენთან დაპირისპირება?

-ჩვენმა ბერებმა დახმარება გაგვიწიეს, რომ, პირველ ყოვლისა, ეგოიზმის ცოდვა შეგვეგრძნო და შემდეგ - ყველა დანარჩენი. ჩვენს კალივში მღვდელ-მონაზონ იოაკიმეს მოძღვრებათა მთავარი თემა ეგოიზმი იყო, სხვა დანარჩენს კი ზედაპირულად ეხებოდა.

ოთხი წლის განმავლობაში მეხმარებოდა, რომ ეგოიზმის საკითხში საბაზისო პრინციპებს დავუფლებოდი. გაცნობიერებული მქონდა ბოროტების ის სიდიდე, რომელსაც იგი შობს. როცა წმინდა მთა დავტოვე და ერში მოვედი, ჩემი სული სადაც კი გადააწყდებოდა, მკვეთრად რეაგირებდა ეგოიზმზე.

ვისაც ეგოისტური „ჰიპერტროფია“ აქვს, მის სულის სიკვდილი გარდაუვალია, ან ქრისტეს ფეხებში უნდა ჩაუვარდეს და მისი გამომხსნელი მსხვერპლის სისხლი „შეისრუტოს“. ქურდისთვის არსებობს გამოსწორების იმედები, ხოლო „ჰიპერტროფიული“ ეგოიზმი განწირულია სიკვდილისთვის ან ამქვეყნად ან მომავალ ცხოვრებაში.“

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2026, 12:09 PM
პოსტი #4925


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა დავით გარეჯელის „ცხოვრების“ თანახმად, გარეჯის უდაბნოში გასვლის პირველ ეტაპზე წმინდა მამები დავით და ლუკიანე მძოვრობდნენ, ანუ საკვებად მხოლოდ უმ ბალახეულობასა და მცენარეულ ფესვებს მოიხმარდნენ. მძოვრობის თემა არ არის ტიპოსი, არამედ ისტორიული ფაქტი. ამ ტრადიციის საფუძველი ეგვიპტის, სირიისა და პალესტინის ადრეულ მეუდაბნოეთა ცხოვრების წესში იძებნება.

მძოვრები ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ, ან ბუნებრივ მღვიმეებს აფარებდნენ თავს. ეს არის სირიული მონაზვნობის დამკვიდრების დასაწყისი, მძოვარი მონაზვნები ჩვენ შემდგომ პერიოდშიც გვხვდება, მაგალითად ილარიონ ქართველის ცხოვრებაში (875წ.), აღნიშნული მონაზვნური ცხოვრების მკაცრი წესი თვით მეცხრამეტე საუკუნეშიც გვხვდება შიო გელათელის შემთხვევაში“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2026, 11:01 AM
პოსტი #4926


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი ბერი არ უნდა იცინოდეს, იგი უნდა ტიროდეს მათზე, ვინც ღმერთს შეურაცხყოფს მისი რჯულის დარღვევით, და მათზე, ვინც მთელ ცხოვრებას ცოდვების ჩადენაში ატარებს. მოთქმასა და ტირილში ვიყოთ, განუწყვეტლი ვევედროთ ღმერთს, რომ არ დაუშვას მათი ცოდვილ ცხოვრებაში ყოფნა, რათა ისინი სიკვდილმა მანამ არ მიიტაცოს, სანამ სინანულის შეწირვას მოასწრებდნენ“.

/წმ. ანტონი დიდი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2026, 05:04 PM
პოსტი #4927


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო, რა არის ის, რის გამოც არ გვსურს, სამოთხის ღია კარისკენ გადავდგათ ნაბიჯი?

-პირველი და უდიდესი დაბრკოლება ჩვენივე საკუთარი „მეა“. აქ ხდება ყველაზე დიდი უგუნურებაც - მაშინ, როცა შექმნილნი და გაჩენილნი ვართ უკვდავებისთვის, დაუცხორმელი მოშურნეობით ვესწრაფვით სიკვდილს ამ ცხოვრებაში.

ქრისტე ჯვარს ეცვა და ყველაფერი აღასრულა და ასრულებს, რათა სიკვდილისგან განგვათავისუფლოს, ჩვენ კი ჯიუტად უარზე ვდგავართ! და, მიუხედავად ჩვენი ამ დაუშვებელი ან, უფრო სწორად, დანაშაულებრივი გულგრილობისა, უფალი „დგას კარსა ზედა“ თითოეული ჩვენი სულისა და მზად არის, მიანიჭოს მაცხოვნებელი წამლები თითოეულ მთხოვნელს.

როდესაც უფალი ჯვარზე იყო გაკრული, ტკივილის უდიდესი ნაწილი განპირობებული იყო იმით, რომ წინდაწინ უწყოდა, ადამიანები უგულებელყოფდნენ მის მაცხოვნებელ მსხვერპლს და არ მიისაკუთრებდნენ სიკვდილისგან თავიანთ გათავისუფლებას, რომელიც აღმოცენდებოდა მისი სიკვდილისგან.

ამიტომაც ვხედავთ მონაზვნებს, რომლებიც ოცდაათი-ორმოცი წელია მონასტერში არიან და, ამის მიუხედავად, ჯიუტად იჟინებენ თავიანთი სიკვდილის უბადრუკებას, რჩებიან ცარიელნი და, საბოლოოდ, ვაი, უბადრუკებას - მარადიული ცხოვრების ნაცვლად მარადიულ სატნჯველს იმკვიდრებენ! თანაც, წარმოიდგინე, რომ ყველა წამალი და ყველა პანაცეა გადარჩენისთვის თითოეულ ჩვენგანს უხვად ეძლევა ეკლესიისგან“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2026, 10:15 AM
პოსტი #4928


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„წმინდა აკეფსიმას ცხოვრებაში მოთხრობილია, თუ როგორ დაემკვიდრა წმინდა დედა კლდის ნაპრალში, სადაც იგი საკვებად იღებდა დამბალ ცერცვს, ხოლო წყლის დასალევად კვირაში ერთხელ გამოდიოდა მახლობელ წყაროსთან. ასკეტი ოთხზე დადიოდა, რადგან ტანზე ატარებდა რკინის ჯაჭვს: „სიმძიმისა რკინისაითა, რომელი ზედა-ესხნეს მას“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2026, 12:32 PM
პოსტი #4929


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა სკიტში მივიდა, წმინდა არსენიმ მღვდლებს აუხსნა თავისი განზრახვა ბერობის შესახებ. მათ იგი უხუცეს ბერთან, იოანე კოლოვთან მიიყვანეს, რომელიც სულიწმინდით იყო აღსავსე. უხუცესმა ბერმა მოისურვა არსენი გამოეცადა. როცა ისინი სატრაპეზოდ დასხდნენ, რათა პური ეგემათ, უხუცესმა ბერმა არსენი არ მიიწვია, მდგომარე დატოვა. იგი იდგა, თვალები ძირს ჰქონდა დახრილი და ფიქრობდა, რომ ღვთის თანდასწრებით მისი ანგელოზების წინაშე დგას. როცა ჭამა დაიწყეს, ბერმა ორცხობილა აიღო და არსენის ესროლა.

არსენიმ ეს რომ დაინახა, ასე განსაჯა ბერის საქციელი: „უხუცესმა ბერმა, რომელიც ღვთის ანგელოზის დარია, გაიგო, რომ მე ძაღლის მსგავსი ვარ, ძაღლზე უარესიც ვარ, და ამიტომაც პური ისე მომცა, როგორც ძაღლს ეკუთვნის. მაშ, შევჭამ პურს ისე, როგორც ძაღლები ჭამენ“.

ამ ფიქრის შემდეგ არსენი ოთხზე დადგა, ასე მივიდა ორცხობილამდე, პირით აიღო, მიიტან კუთხეში და იქ შეჭამა. უხუცესმა ბერმა მისი დიდი თავმდაბლობა რომ ნახა, მღვდლებს უთხრა: „მისგან შესანიშნავი ბერი დადგება“. მცირე ხნის შემდეგ იოანემ მას თავის მახლობლად სენაკი მისცა და თავისი ხსნისათვის მოსაგრეობა ასწავლა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2026, 12:04 PM
პოსტი #4930


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო, როცა მიგვაჩნია, რომ ბერი ცდება, მაშინაც კი უსიტყვო მორჩილება გმართებს?

-თუკი ძმებს ისეთი უსიტყვო მორჩილება ექნებათ, როგორც ამას წმ. იოანე კიბისაღმწერელი გვიწესებს, ბერის შესაძლო შეცდომებიც კი დაკარგავენ თავიანთ დამაზიანებელ შედეგებს როგორც თითოეული მორჩილის, ისე მთელი მონასტრის ცხოვრებაში. მორჩილება აქარწყლებს ბერის შეცდომებს, რომ მათაც კი ძმების სულიერ აღმშენებლობას შეუწყონ ხელი“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2026, 11:19 AM
პოსტი #4931


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონმა თავი უნდა დაიცვას მემთვრალეობისაგან, რადგან სიმთვრალე სულის წარმწყმედელია. ასევე მონაზონს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა არ ჩავარდეს მრისხანებაში და არ იყოს ურჩი, მდრტვინავი და წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს უხუცესებს. ამასთანავე მონაზონს არ უნდა უყვარდეს „განსვლაი სოფლად“, ანუ ერში სიარული უნდა შეწყვიტოს.

ბერს ეკრძალება ასევე შური და ხდომა ერთმანეთს შორის. ისინი უნდა მისდევნენ მხოლოდ ქრისტეს სწავლებას, უნდა შეიყვარონ ქრისტეს მცნებანი და „ყოველი შუებაი მსოფლიოი უნდა მოიძულონ“.

პავლე მოციქულის სიტყვით მათ ქრისტესთვის უნდა დაითმინონ: „მოითმენდით ყოველსა სიყვარულისთვის ქრისტესისა“, რადგან მან ჩვენი სიყვარულისთვის თავს იდვა გინება, ყვედრება, ცემა, ძმარი, ნაღველი და „ჯუარითა დასჯა და სიკუდილი“.

ყველა განსაცდელი მონაზონმა ქრისტეს სიყვარულის გამო უნდა დაითმინოს, მისთვის მხოლოდ ქრისტეა მასწავლებელი, მაგალითი, სასოება, იმედი და გზის მაჩვენებელი. ყველაფერთან ერთად ბერი „მოუწყინებელად“ უნდა ლოცულობდეს, რათა გასანცდელი არ ეწიოს და, რაც მთავარია, მათ ლოცვაში უნდა ითხოვონ „რაი იგი უფალსა ნებავს“, რადგან ღმერთს ყველა დაბადებულისათვის მხოლოდ კეთილი სურს.

ბერის აღთქმანი ანგელოზთა მიერ აღიწერება და ყოველივე ქრისტეს ეუწყება. ანგელოზები, რომლებიც იცავენ ადამიანებს, „წერენ ცხოვრებასა ჩუენსა“ და ისიც „დამარხულ არს“, ასევე „დამარხულ არს“, მონაზონს რამდენჯერაც შეაცდენს ბოროტი და ღვთის სავალი გზისგან გადაუხვევს“

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2026, 09:43 AM
პოსტი #4932


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც თევზები იხოცებიან ხმელეთზე დაყოვნებისას, ისე ბერებიც სენაკის გარეთ საერო ადამიანებთან ყოფნისას მდუმარე ცხოვრების უნარს კარგავენ. როგორც თევზები მიისწრაფვიან ზღვისაკენ, ჩვენც ისე უნდა ვისწრაფვოდეთ ჩვენი სენაკებისკენ, რათა სენაკის გარეთ დაყოვნებით არ დავივიწყოთ შინაგანი ღვაწლი“.

/წმ. ანტონი დიდი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2026, 10:54 AM
პოსტი #4933


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არცთუ იშვიათად ხედავ ღვთისთვის შეწირულ ადამიანს და, მისი ნაკლოვანებების შემხედვარე, სიცილი, უფრო სწორად, ტირილი გინდება: საერთოდ არ ჰგავს ღვთისთვის შეწირულ ადამიანს. აქედან „შემოარტყამ“, წაგიყრუებს; იქიდან „შემოარტყამ“, ისევ წაგიყრუებს. მერე შენთვის ფიქრობ: „რა ეშველება ამ ადამიანს? როგორ დაასრულებს?“

ზოგჯერ მონასტრის ბერი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება: ყოყმანობს, მორჩილს რაიმე უთხრას, რაიმე შენიშვნა მისცეს. „ვუთხრა თუ არ ვუთხრა? - ამბობს თავისთვის, - მიიღებს თუ წინააღმდეგობას გამიწევს? თუ ვეტყვი, იქნებ უარესი გახდეს?“

ამ სირთულის დროს, რომლის წინაშეც მორჩილის უბადრუკობის გამი უწევს დგომა, აღარ იცის, რა იღონოს. თანაც ფიქრობს, რომ ამ მონაზონმა ქრისტესთან „ხელშეკრულებას“ მოაწერა ხელი. პირობა დადო, რომ ყველაფერში მას მიბაძავდა, ყველაფერს დაითმენდა, თუკი მასაც ისე უგულებელყოფდნენ და მიწასთან გაასწორებდნენ, როგორც ქრისტეს დასცინოდნენ და სცემდნენ; სწამდა, რომ სიხარულით შეუდგებოდა განსაცდელთა გზას, როგორც ქრისტე...“

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2026, 12:25 PM
პოსტი #4934


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნინო განმანათლებელი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ასკეტური, მონაზვნური ცხოვრების პირველმქადაგებელიც იყო. კაბადოკიელი ასული ადრეულ ქრისტიანობაში ჩამოყალიბებული ქალწულთა დასის ტიპიური წარმომადგენელია.

აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ სამონაზვნო ცხოვრების სათავეებთან თავად ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო დგას. მისმა მოღვაწეობამ დიდი შედეგი გამოიღო, მან დაიმოწაფა არაერთი მანდილოსანი, მათ შორის მეფის მეუღლეც.

ვფიქრობთ, რომ მოციქულთასწორი ნინოს მოწაფეები წმინდანის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელებდნენ მონაზვნურ ღვაწლს, რაც გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ სამონასტრო ცხოვრებაზე წარმოდგენები საქართველოში ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის 20-30-იან წლებში გაჩნდა“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2026, 12:29 PM
პოსტი #4935


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ბერმა აბბა არსენის უთხრა: „გულისსიტყვები მაწუხებენ, მეუბნებიან: შენ არც მარხვის ატანა შეგიძლია, არც ღვაწლისა; სნეულები მაინც მოინახულე, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საქმეა“. უხუცესი ბერი მიხვდა, რომ გულისსიტყვებს ეშმაკები თესავდნენ და მას უთხრა: „წადი, ჭამე, სვი, არაფერი გააკეთო, მხოლოდ სენაკში მდუმარებას ნუ მიატოვებ“. უხუცესმა ბერმა ეს თქვა, რადგან იცოდა, რომ სენაკში მდუმარებას ბერი სათანადო ცხოვრებამდე მიჰყავს, თუკი ბერი მდუმარებაში მოთმინებით დარჩება“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2026, 08:21 AM
პოსტი #4936


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო, თუ მონაზონი, რომელიც, წმინდა მამათა თანახმად, ზეციური მეუფის მეომარია, მორჩილების გზას ადგას, ხომ გადაჭრილი აქვს ყველა პრობლემა? განა იგი „უზრუნველი მოგზაურობით“ არ ცხოვრობს?

-დიახ, როცა შინაგანად ასე მოწესრიგებულია, ყველაფერს სულიერი სიმშვიდითა და სიმყუდროვით უპირისპირდება. წინდაწინ განიცდის ზეციურ სიკეთეებს.
ჩემი ნეტარხსენებული ბერი ამბობდა: „ბერი ამ ცხოვრებაშივე გრძნობს თავისი მორჩილის ცხონებას“.

ქრისტესთან ჩვენი მსგავსება ჩვენი ყოლვედღიური მისწრაფება, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს. სირთულეების გამო საჭე არ უნდა მივმართოთ სხვა მიმართულებით.

პატერიკებში ვკითხულობთ, რომ ერთი მონაზონი მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად გადიოდა ერში და სცოდავდა. შემდეგ თავის სენაკში ბრუნდებოდა, უფლის ხატის წინ დგებოდა და შენდობას სთხოვდა, უფალიც პატიობდა. ეშმაკმა ვეღარ აიტანა უფლის სულგრძელება და ჰკითხა: „რატომ იწყნარებ მას, ხომ ჩემი მონაა?“ მაშინ უფალმა მიუგო: „რატომ არ უნდა შევიწყნარო, როცა ჩემთან მოდის, აკი, შენც ღებულობ მას, როცა შენთან მოდის?“

განუწყვეტლივ გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი: „როგორ ვცხოვრობ? რასაც ახლა ვფირობ, რასაც ახლა ვაკეთებ, ჩემს მონაზვნურ ხაზს ხომ არ ამრუდებს?“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2026, 11:47 AM
პოსტი #4937


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შიშველი ბერები, რომლებიც სამოსელთან ერთად უარყოფდნენ ხორცზე ზრუნვას, არ იკვეცდნენ თმებს და ეძინათ პირდაპირ მიწაზე“.

/ლევან ტყეშელაშვილი/

„ამა წლის 17 ივნისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების „ჩინებულის“ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტერში დიდ სქემაში აღკვეცა გულიკო მჭედლიშვილი, რომელსაც სახელად მართა უწოდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2026, 10:08 AM
პოსტი #4938


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვიცი ბერები, რომლებიც მრავალი შრომის შემდეგ დაეცნენ და შეიშალნენ, იმიტომ, რომ თავიანთი საქმეების იმედი ჰქონდათ და უარყვეს იმისი მცნება, ვინც თქვა: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ“

/წმ. ანტონი დიდი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:32 AM
პოსტი #4939


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო, ხშირად ხდება, რომ ძმების რაიმე სიტყვისა თუ ქცევის გამო ჩვენში წინააღმდეგობა აბობოქრდება. ეს უგუნებობის ბრალია?

-მონაზვნურ ცხოვრებას ყოველთვის ენთუზიაზმით ვიწყებთ. მცირე ხნის შემდეგ ეს ენთუზიაზმი იკლებს და სწორედ მაშინ იჩენს თავს წინააღდეგობა. ვაპროტესტებთ იმას, რაც გვესმის და რასაც ვხედავთ, განსაკუთრებით, თუ ეს პირადად ჩვენ გვეხება. გამოცდილება გვასწავლის, რომ არავინაა ისეთი, ვისაც წინააღდეგობაში წილი არ უძევს.

წინააღმდეგობა ფესვგადგმულია ჩვენს ბუნებაში, მაგრამ ვლინდება სხვადასხვაგვარად, შესაბამისად თითოეული ადამიანის ხასიათისა, ტემპერამენტისა, მემკვიდრეობისა და აღზრდისა. მშვიდი ხასიათის ადამიანი უფრო ადვილად გადალახავს წინააღმდეგობას, ხოლო ფეთქებადი ადამიანი მეტ სირთულეს წააწყდება მის გასამკლავებლად.

წინააღმდეგობას ნათესაური კავშირი აქვს უგუნებობასთან. ხან მის გამომწვევად გვევლინება, ხანაც მისგან მომდინარეობს. იგი ერთგვარი ვნებიანი მდგომარეობაა, რომლის გამოც ბევრმა თავი დაიღუპა. თავი დაიღუპა და ბევრი ახლაც იღუპავს, მონასტერშიც კი. წინააღდეგობის მსხვერპლნი უფრო მეტნი არიან, ვიდრე უგუნებობისა, განურჩევლად იმისა, მონასტერში დარჩებიან ისინი თუ წავლენ.

წინააღმდეგობები, შეიძლება ითქვას, სიმპლეგადებს ჰგავს. დამწყები მონაზონი მასზე ცხვირ-პირს წაიტეხს, და, თუკი ღვთისმიერად ვერ გაუმკლავდება, შეიძლება, მონასტერში კი დარჩეს, მაგრამ მონაზონი ვერასდროს გახდება.

წინააღდეგობის მიზეზები შესაძლებელია წარმოიშვას ყველაზე მარტივი და ყოველდღიური მოვლენებით დაწყებული და ყველაზე რთული, ჩახლართული და ხანგრძლივი შემთხვევებით დასრულებული.

წინააღმდეგობა არის ტირანი, რომელიც ტანჯავს სულიერად მოუწესრიგებელ მორჩილებს, მაგრამ ასევე მათ ბერსაც. მონაზვნის წარმატება მაშინ იწყება, როცა გადაწყვეტს, თავისი ბერის მეშვეობით ყველაფერი ღმერთს მიანდოს. ამისთვის საჭიროა, გადალახოს ყველა შინაგანი დაბრკოლება, რომლებიც ამ გზაზე შეხვდება. წარმტებულ მონაზონთა დეფიციტი განპირობებულია იმით, რომ ბერისთვის არ არის ადვილი, დაეხმაროს მორჩილს შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევაში. ამიტომაც არ გვყავვს წმინდა მონაზვნები.

ხშირად იმის მიხედვით ვცდი და ვაფასებ მონაზონს, თუ რამდენად შემიძლია თავისუფლად ვუთხრა სათქმელი ისე, რომ წინააღმდეგობა არ გამიწიოს. ბერსა და მორჩილს შორის ტიტანური ბრძოლა მიმდინარეობს. ბერი იღვწის, დაუპირისპირდეს მორჩილის წინააღმდეგობებს, რომლებიც აბრკოლებენ მის წარმატებას, მორჩილი კი ხან ეხმარება ბერს, ხანაც - არა. თავისი წინააღმდეგობებით იგი ხელს უშლის საკუთარი ცხონების საქმეს, რომელსაც მასში სულიწმიდა აღასრულებს. ამგვარად, წინააღმდეგობაში მოდის ღმერთთთან.“

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

247 გვერდი V « < 245 246 247
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2026 - 10:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი