IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

250 გვერდი V « < 247 248 249 250 >  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 17 2026, 10:22 AM
პოსტი #4961


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„აბბა აგათონზე მოგვითხრობენ, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში თავის მოწაფეებთან ერთად თავის სენაკს აშენებდა. კვირაც არ გასულა, რაც მათ საბოლოოდ მოაწყეს სენაკი და მასში ცხოვრება დაიწყეს, რომ აბბამ ამ ადგილზე სულისთვის რაღაც საზიანო დაინახა და თავის მოწაფეებს უთხრა ის, რაც უფალმა უთხრა მოციქულებს: „აღდეგით, წარვიდეთ ამიერ“.

ამან მოწაფეები ძალიან დააღონა და უხუცეს ბერს უთხრეს: „თუ აქედან გადასვლას აპირებდი, მაშინ სენაკის ხანგრძლივად შენებაში ასეთი შრომა რატომ გავწიეთ? ადამიანებიც დაბრკოლდებიან ჩვენ გამო, დაიწყებენ ლაპარაკს, აი, ისინი ისევ გადადიან! ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან!“

უხუცესმა ბერმა მიუგო: „თუ ჩვენი გადასვლა ერთ ნაწილს დააბრკოლებს, მაშინ მეორე ნაწილისთვის აღმზრდელობითი იქნება; გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც იტყვიან: ნეტარები არიან ეს ბერები, რომლებიც გადასახლდნენ ღვთის გულისათვის და თავისი საკუთრება მის გამო არად ჩააგდეს. მე გადაჭრით გეუბნებით, დაუყოვნებლივ მივდივარ ,ვისაც უნდა, წამოვიდეს, ვისაც არა, დარჩეს“. მოსწავლეები მის ფეხებთან დაეცნენ, თხოვნით, რომ იგი მათ თან წაყვანას დათანხმებულიყო“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2026, 10:20 AM
პოსტი #4962


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - და უმცროსების დამოკიდებულება უფროსების მიმართ როგორი უნდა იყოს?

-აქ უნდა აღსრულდეს ის, რაც უფალმა თავისი ზეციური მამის წინაშე აღასრულა - მისი წმინდა ნების მორჩილება. იმავეს ასრულებენ ნამდვილი მორჩილები თავიანთი ბერების მიმართ. ისინი ანგელოზებად მიაჩნიათ და ემორჩილებიან, როგორც წმინდანებს. როცა მათ ემსახურებიან, გრძნობენ ისეთ განუმეორებელ სიხარულს, როგორსაც ანგელოზთა მომსახურებით იგრძნობდნენ.

ასე მივდივართ იმ ნიშნულამდე, როცა ერთმანეთს გადაეკვეთებიან უმცროსების მომსახურეობა უფროსების მიმართ და უფროსების მიერ უმცროსებისგან მომსახურეობის მოთხოვნის უარყოფა. ეს გადაკვეთა მონასტერში ქმნის არაჩვეულებრივ წონასწორობას.

ბერი ფხიზლად უნდა იყოს, რომ არც უმცროსებმა და არც უფროსებმა არ დაკარგონ თავიანთი ჰარმონიული მსვლელობა ზეცისკენ. რადგან იმ წამიდან, როცა უმცროსი იტყვის: „უფროსი ძმა ტვირთად მაწევს“, ხოლო უფროსი იფიქრებს: „უმცროსები უნდა მომემსახურონ“, დაკარგულია ჩვენი ცხონებაცა და განწმენდაც.

ზემოაღნიშნულ წონასწორობას გადამწყვეტი წვლილი აქვს შეტანილი მონასტერთა გადარჩენსა და განვითარებაში. სადაც ეს ბალანსი დაიკარგა, განადგურდნენ მონასტრები და კრებულები, რადგან მათში შეაღწია ეგოიზმის მიკრობმა, რომელიც ყველაფერს მუსრავს.

თუ ქრისტემ გვითხრა, რომ „არა მოვიდა, ვითარცა იმსახურა, არამედ მსახურებად“, ჩვენც მიზნად უნდა დავისახოთ შემდეგი: „ყველანი უნდა გავხდეთ ყველას მსახურნი“. ასე დაივანებს ჩვენში სულიწმიდა.

ამას მაშინ მივაღევთ, როცა თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავთან ფაქიზ სამუშაოს გასწევს და ეშმაკს საშუალებას არ მივცემთ, დაგვიშინოს თავისი „კვერცხები“, რომლებიც შობენ ბოროტებას.

დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ „უხუცესობის“ - მონაზვნურ სამოსში შეფუთული ამსოფლიური აზროვნების მიმართ, რომელიც თავის თავში ეგოიზმს მალავს. „უხუცესობა“ მონასტერში ცეცხლის კერებს აჩენს, რადგან ძმებს ყოფს ორად: „უხუცესებად“ და „მორჩილებად“, ვინც მსახურობს და ვისაც ემსახურებიან.

მონასტერში ვერავინ წარემატება ასეთი აზროვნებით: „მე უფროსი ვარ. ჩემს შემდეგ ოცი ძმა მოვიდა. ე. ი. ოცი მსახური მყავს“.

-მაშ, რომელია, მამაო, სწორი მიდგომა?

-უნდა იფიქროს: „მყავს ოცი ძმა, რომლებიც, თუ საჭირო იქნება, მზად არიან, ჩემთვის თავი გაწირონ. მაგრამ ასევე ვარ მეც მზად, მათთვის თავი დავდო“. ასეთი ფიქრი მართებთ როგორც უფროს, ისე უმცროს ძმებს. ვინც ასე არ ფიქრობს და ამას არ განიცდის, არ არის მონასტრის ორგანული ნაწილი.

როდესაც ძმებს შორის არსებობს სიყვარულის კურთხეული კავშირი, თუ რომელიმე მათგანი ავად გახდება ან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, კი არ დაიბნევა, არამედ დარწმუნებით იტყვის: „ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ჩემი ძმა მზად არის, გვერდში დამიდგეს და შემეწიოს“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2026, 12:09 PM
პოსტი #4963


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცნობილია, რომ საბა განწმენდილის ლავრა 483-484 წლებში დაარსდა, ამ დროიდანაა სავარაუდებელი ქართველთა დამკვიდრება აღნიშნულ მონასტერში. აქვე საბაწმინდაში შეიქმნა ოთხთავის საბაწმინდური რედაქცია, უნდა ითქვას, რომ უცხოეთის ამ უპირველეს სავანეში ქართველებმა მალე დაიწყეს მთარგმნელობითი საქმიანობა და საბაწმინდა ქართველთა უპირველესი სულიერებისა და კულტურის კერაა საზღვარგარეთ. სწორედ საბაწმინდაში დამკვიდრებულმა ბერებმა ჩაუყარეს საფუძველი ქართულ ბერ-მონაზვნურ სკოლას უცხოეთში, რომელმაც შემდგომ საუკუნეებში კიდევ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია.

წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში ოდითგანვე იყვნენ დამკვიდრებული ქართველები, აქედან გამომდინარე, მათ საბაწმინდის ლავრიდან უნდა გადაეღოთ ასკეტური ცხოვრების მრავალი სახე. ურთულესი იყო გარემო პირობები, სადაც დაარსდა საბას ლავრა 483 წელს - „გლოვის ველზე“, დაქანებულ კლდეზე, კედრონის გაგრძელებაზე მერცხლის ბუდეებივით ჩამოკიდებული სენაკები. მნახველს უხდება კიბეებით ერთი იარუსიდან მეორეზე გადასვლა. სადღაც სიღრმეებში მოჩანს სენაკები, ზოგი ქვებით შეკრული, ზოგიც კლდეში გამოკვეთილი. ეს კლდის სენაკები ზაფხულის ცხელ დღეებში ღუმელივით ხურდება და განდეგილები იძულებული არიან წყლით მორწყონ ისინი, თუ სადმე მოიპოვეს“.

/ლევან ტყეშელაშვილი/

„როცა მონასტრიდან გასვლის შემდეგ უკან დაბრუნდები, ნურავის მოუყვები, რა ნახე და რა მოისმინე მონასტრის გარეთ და ნურც შენ დაიმახსოვრებ“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2026, 12:33 PM
პოსტი #4964


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრება - ეს უზაკველი ღვთისმიერი ცხოვრებაა, ეს დიდი სკოლაა, სადაც ასწავლიან სახარების მცნებების მკაცრად დაცვას.

მონაზვნური ცხოვრების წყალობით ჩვენ შეგვიძლია, გავექცეთ ვერაგი მტრის მიერ დაგებულ მახეებს და ვიღვაწოთ იმ სათნოებებში, რომლებიც წარგვიძღვებიან სახარებისეული სრულყოფილებისაკენ.

ეკლესიის ღმერთშემოსილი მამები მონაზვნური ცხოვრების ქვაკუთხედად მიიჩნევენ ნეტარ მორჩილებას, შეერთებულს სულის სიგლახაკესთან, რომელიც პირველი მცნება გახლავთ სახარებისეული ნეტარებებისა.

ამრიგად, მორჩილება მონაზვნური ცხოვრების საფუძველია. იგი ძირფესვიანად ანადგურებს პატივმოყვარეობის ვნებას და ამსხვრევს ეშმაკის ბორკილებს. მორჩილების აღმასრულებელი სულით გლახაკი ხდება, გულით მგლოვიარე, მშვიდი, მოწყალე, მშვიდობისმყოფელი - მოკლედ რომ ვთქვათ, იგი აღასრულებს ცხრა ნეტარების მცნებებს.

მდუმარება მონაზვნის სიყვარულის გამოხატულება უნდა იყოს, და არა - ზიზღისა და პირქუშობისა.

როგორც ტალახი სვრის სხეულს და ჟანგავს რკინას, ასევე მონაზვნის მონასტრიდან გასვლამ შეიძლება შებღალოს მისი სულის კეთილშობილება“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2026, 03:01 PM
პოსტი #4965


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნურ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხე ხიბლში ჩავარდნაა. მრავალი მოღვაწე საკუთარი მიღწევებით ჩავარდნილა ამ მძიმე ცოდვაში. ხიბლში ჩავარდნა არ არის ერთჯერადი ცოდვა, იგი მრავალი ხნის განმავლობაში მიჰყვება მოღვაწეს და მხოლოდ გამოცდილ მოძღვარსა და მონაზონს შეუძლია ამოიცნოს ხიბლის მდგომარეობა.
ვ. ლოსკი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იესოს ლოცვაში, და, საერთოდ ყველა ლოცვაში წვრთნის დროს, ყველაზე უფრო სრულად და საიმედოდ, მოღვაწეს ხიბლისგან სიმდაბლის ერთ-ერთი სახე - გლოვა იცავს“
/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2026, 09:58 AM
პოსტი #4966


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღვაწლისა და ნაკლულების უღელი აუცილებლად უნდა დაიდგას ბერმა, რომელსაც სურს ვნებების ძალაუფლებისაგან განთავისუფლდეს. ღვაწლმა და ნაკლულებამ არ უნდა გადააჭარბოს კანონიერ ზომას, ანუ არ უნდა გადააჭარბოს ძალებს და არ გაანადგუროს ჯანმრთელობა; თორემ უზომოთ შეიძლება დააზიანოს და დაღუპოს მთელი ცხოვრება“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2026, 11:10 AM
პოსტი #4967


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"სწავლული ღვთისმეტყველები თავიანთი დიპლომებითა და წარჩინების ნიშნებით ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ უბრალო ბერ დანიელთან. მას არ უსწავლია ცნობილ სკოლებში, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გაკვეთილები მან უდაბნოს "უნივესიტეტში" გაიარა. მისი სახელმძღვანელოები იყო ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა და ეკლესიის გადმოცემა, მისი მასწავლებლები კი - მოციქულები, მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, წმინდა განდეგილი მამები, ლოცვა და მდუმარება. კატუნაკელი ბერის მსოფლმხედველობა და საქმიანობა სრულიად თავისუფალი იყო არამართლმადიდებლური გავლენისაგან, რამაც მთელს მთაწმინდაზე ცნობილ პიროვნებად აქცია იგი".

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2026, 01:54 PM
პოსტი #4968


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქართველ ბერმონაზონთა შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან კათოლიკე მისიონერები, რომლებიც მე-17 საუკუნეში იმყოფებოდნენ საქართველოში. მათ შორის უნდა გამოვყოთ მარიო ძამპი, რომელიც XVII საუკუნის 50-იან წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში, მან სამეგრელოში მოინახულა ქართველი მონაზვნები. მისი თქმით, აქაური ბერები ხორცს არასოდეს ჭამენ, ატარებენ მოშავო ფერის შალის სამოსელს, აქვთ გრძელი წვერი და გრძელი თმები, მარხულობენ და ლოცულობენ წესების მკაცრი დაცვით.

კათოლიკე მოღვაწე ქართველი ბერების კრიტიკასაც არ ერიდება, რადგან ისინი არ ზრუნავდნენ გაჭირვებული ხალხის კეთილდღეობაზე. იგი გვაუწყებს ასევე, რომ სამეგრელოში ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ახურავდნენ პატარებს სკუფიას და მათ ხორცის ჭამისაგან თავშეკავებას შთააგონებდნენ.

მეტად ფასეულია მისი ცნობები მონაზონ მანდილოსნებზე, მათ შორის გამოყოფს ქალწულებს, რომელთაც მოწიფულობის ასაკში გათხოვება არ სურდათ, მეორენი მხევალნი არიან, რომლებიც თავიანთ ქალბატონებთან ერთად შემონაზვნდებიან ბატონის სიკვდილის შემდეგ. სხვები კი არიან ქვრივები, რომლებსაც აღარ სურთ კვლავ გათხოვება. მონაზვნებს აცვიათ ძაძები, ახურავთ შავი თავსაფარი, ხორცს არასოდეს ჭამენ. მონასტერში მუდმივად არ ცხოვრობენ და დადიან ყველგან“.

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2026, 11:46 AM
პოსტი #4969


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერთან მიახლოება ცეცხლთან თამაშია“.

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2026, 04:35 PM
პოსტი #4970


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრების მთელი სრულყოფილება ის არის, რომ ადამიანმა ღვთის შიშს მიაღწიოს სულიერი გონებით და მისმა შინაგანმა სმენამ ყურისგდება დაუწყოს სინდისს, რომელიც წარმართულია ღვთის ნების მიხედვით. ასეთი ადამიანი საიდუმლოდ მეტს ისწავლის, ვიდრე გარეგანი სიტყვებით. ვისშიც არ არის ეს სახლის უფალი, ის ყოველგვარ სიბრალულს იმსახურებს: მისი სულილ მხოლოდ ხორცის ნებით იმართება; დემონები თავიანთი სურვილისამებრ აწვდიან ისეთ ფიქრებს, როგორებიც სურთ; მისი გული მის ძალაუფლებაში კი არა, არამედ მტრების ძალაუფლებაშია“.

/აბბა ესაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2026, 12:47 PM
პოსტი #4971


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1929 წლის 16 სექტემბერს მორაიტიდისი მამა დანიელის კურთხევით სკიატოსზე, სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში, ბერად აღიკვეცა და სახელად ანდრონიკე ეწოდა. ცოტა ხნით ადრე მისი მეუღლეც კეხროვუნის მონაზონი გახდა. მორაიტიდისის აღკვეცა ქალკიდიკის მიტროპოლიტმა აღასრულა გრიგორიმ, რომელიც აგრეთვე მამა დანიელის მოწაფე გახლდათ. მაგრამ აღკვეცის დროს მორაიტიდისმა მოძღვრის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ამ მწუხარებას მან ვეღარ გაუძლო და რამდენიმე კვირის შემდეგ თავადაც შეისვენა, რათა სასუფევლის სავანეებში შეხვედროდა თავის სულიერ მამას“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2026, 09:52 AM
პოსტი #4972


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„მონაზვნობა ხომ თავგანწირვაა ღვთისა და მოყვასის სახელის გამო, შესაბამისად ქართველი მონაზვნები ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მკაცრ ბუნებრივ პირობებში განედიდებინათ შემოქმედი.

მამები აღნიშნავენ, რომ მონაზონი სისხლის, ოფლისღვრისა და შრომის შემდეგ იხვეჭს საღვთო მადლს. მონაზვნობა ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოწამეობასა და თავდადებას გულისხმობს! სისხლი და ოფლი სწორედ ამ თავდადების გამოვლინებაა.

ცნობილი ქართველი მოღვაწეები განსაკუთრებით მიელტვიან ანაქორეტულ (განამრტოებულ) ცხოვრებას, ეს ფაქტი აშკარაა, თუმცა ისინი საბოლოოდ კინობიტობასაც არ უარყოფენ. ამის შესახებ მიუთითებდა გრიგოლ ფერაძე: „ყველა მნიშვნელოვანი პირი ანაქორეტი იყო. ყველა, ვინც იძულებული იყო კინობიტური ცხოვრებით ეცხოვრა, იტანჯებოდა ამის გამო“.

ანაქორეტული ანუ განმარტოებული ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: შიო მღვიმელი, ილარიონ ქართველი, გიორგი შეყენებული, გაბრიელ ბერი (ათონელი), ილარიონ ყანჩაველი, მისი ბიძა სტეფანე და სხვა მრავალი ქართველი მოღვაწე“.

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2026, 01:53 PM
პოსტი #4973


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა საერთო მორჩილებაზე გამოხვალთ, თითოეულმა თავის თავს მიაქციოს ყურადღება და არა ძმას. არ გაბედო ძმას ასწავლო რამე ან უბრძანო!“

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2026, 05:14 PM
პოსტი #4974


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა არის ქრისტესთვის მოწამეობა, ოღონდ ხანგრძლივად, მრავალი წლის განმავლობაში: „ღვაწლსა მას მონაზონებისას მსგავსად წმიდათა მოწამეთა და უფროის მათსა“. ამ ფაქტზე ჯერ კიდევ გიორგი მერჩულე მიუთითებდა: „მარტვილნი ერთსა ხოლო ჟამსა იწამნეს, ხოლო ესენი ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისთვის ქრისტესისა“.

მოციქულთა თავი წმინდა პავლე ქრისტიანებს ასწავლის: „მე რაიღდღე (ყოველთვის) ქრისტესთვის მოვკუდები“. სწორედ ასეთ მაღალ იდეალებზეა დაფუძნებული მონაზვნობა, რადგან გულისხმობს და მოითხოვს ყოველდღიურ წამებას უზენაესის სახელის გამო და ეს უნდა აღსრულდეს ნებაყოფლობით, სიყვარულით, წრფელი გულით და, რაც მთავარია, თავმდაბლობით.

მონაზვნობა ნამდვილად აღმატებულია მოწამეობაზე, რადგან მოწამე ერთ კონკრეტულ დღესა და წუთზე ამოწმებს ქრისტეს და მოწამეობრივი გზით უერთდება მას, ხოლო მონაზონი ყოველდღიური წამებით მიდის სრულყოფის გზაზე. ეს გზა ეკლიანია და გრძელდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომ უწოდებენ მა გზას „უსისხლო მარტვილობას“.

ამის გამო ეშურებოდნენ ქართველი რჩეული მამები უმკაცრესი ცხოვრების წესით მალე დაესრულებინათ წუთისოფელში ცხოვრება, რომ მალე შეეერთებოდნენ ქრისტეს. ამის გამო მონაზონი ყველაზე დიდ ჯილდოს იღებს ღვთისგან“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2026, 05:33 PM
პოსტი #4975


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„როგორც უდაბნოში მყოფი მონაზონი, ისე ერისკაციც იპოვის ღმერთს, რადგან მისკენ მიმავალი გზა ჩვენს გულებზე გადის. როგორც მზის სინათლე და ჰაერი ერთნაირად ეფინება ყველაფერს, ასევეა ღმერთიც, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ღმერთთან არ არის მიკერძოება“. და „ვინც ეძებს, პოულობს მას“. როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მოინდომებს, აუცილებლად იპოვის უფალს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2026, 10:54 AM
პოსტი #4976


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა სენაკში მდუმარებ, თუ რომელიმე, განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთე, მაგალითად, ის, რომ საკვები გარკვეულ დრომდე არ მიიღო ან მოხარშული საკვები არ ჭამო ან სხვა რამ, მაშინ მოგზაურობისას, როცა სხვებთან ერთად სატრაპეზოდ იჯდები, ამის თქმას მოერიდე: „მაპატიე, მე ამ საჭმელს არ ვჭამ“.

ასე თუ მოიქცევი, მთელ შენს ღვაწლს ფუჭად აქცევ, მას ამპარტავნებას მისცემ. უფალმა გვიბრძანა ეს ფარულად გავაკეთოთ, რათა ჩვენმა მამამ ცხადად მოგვაგოს. ვისაც თავისი შრომა უყვარს, იცავს, რათა იგი ამაო არ იყოს“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2026, 03:58 PM
პოსტი #4977


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქართულ ეკლესია-მონასტრებში შემონახულია ცნობილ ბერ-მონაზონთა ფრესკები და გამოსახულებები. მონაზვნებს მონასტერში შეეძლოთ წაეკითხათ ანტონი დიდის, წმინდა პახუმის, პავლე თებაიდელის სწავლებანი. ჩამოთვლილ წმინდანთა ფრესკების ნახვა ტაძრის კელდებზე მათ სულიერ მოწოდებას კიდევ უფრო აამაღლებდა. გელათის, დავითგარეჯის, ახტალის, ზარზმისა და სხვა ძველი მონასტრების კედლებზე არაერთი ცნობილი მონაზვნის ფრესკაა შემორჩენილი.“

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2026, 12:00 PM
პოსტი #4978


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] გვეუბნება, - მონაზვნობა უსხეულო არსებათა წესი და საქმეა, რომელიც ადამიანის სიკვდილსა და ხრწნილებას დამორჩილებულ სხეულში აღესრულება. თავიანთი ცხოვრების წესით, ბერ-მონაზვნები ანგელოზებს იყვნენ მიმსგავსებულნი, - ხორცში მყოფობდნენ, მაგრამ იყვნენ უსხეულონი. მათთვის უცხო იყო ამქვეყნიური სიამენი. უარს ამბობდნენ სიმდიდრეზე, ფუფუნებასა და ყოველგვარ მიწიერ საჭიროებაზე. მხოლოდ მცირედით კმაყოფილდებოდნენ, - რაც ხორცის არსებობისთვის, სასიცოცხლო თვისებათა შესანარჩუნებლად იყო საჭირო. ამიტომაც იწოდებოდნენ ბერ-მონაზვნები „ხორცითა ანგელოზებად“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2026, 06:14 PM
პოსტი #4979


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძმის ყოველგვარი ნაკლი და ყოველგვარი შეცოდება, რომლებიც შენთვის ცნობილია, შეეცადე დავიწყებას მისცე. დაე, შენი ბაგე არ გაიხსნას იმისათვის, რომ სხვა ძმებს მათ შესახებ რამე უთხრა, იმიტომ, რომ ამით შენს სულს მძიმე დარტყმას მიაყენებს“.

/აბბა ესაია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2026, 12:20 PM
პოსტი #4980


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,189
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიკეთს ქუცევით ხევსა შინა არს მონასტერი კაბენისა გუმბათიანი, თამარ მეფისგან აშენებული, რომელი ყოფილა დედათა მონასტრად“. თამარ მეფეს ჭარების ჭარის ეკლესია აუგია ქართლში, სადაც ძველად ფუნქციონირებდა დიდი მონასტერი. როგროც გიორგი ბოჭორიძე გვაუწყებს, ეკლესიის აშენებას მიაწერენ თამარ მეფეს. გ. ბოჭორიძისვე ცნობით, თამარ მეფის პერიოდში აუგიათ ამაღლების მაცხოვრის სახელობისა და ეხვევის ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკები“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

250 გვერდი V « < 247 248 249 250 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2026 - 02:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი