ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
manana_keti |
Apr 5 2007, 01:44 PM
პოსტი
#101
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 5-April 07 წევრი № 1,571 |
გამარჯობათ მე ახლა დავრეგისტრირდი, ქეთი ( 16 წლის მედავითნე)
-------------------- მშვიდობა, მე ვარ ქეთევან ქოჩლაძე, ქალაქ ბორჯომიდან. ვარ ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მედავითნე და მგალობელი. ვარ 16 წლის და ძალიან მიხარია რომ ამ ფორუმში დავრეგისტრირდი
|
მხევალი ნინო |
Apr 5 2007, 01:58 PM
პოსტი
#102
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
manana_keti
[quote]გამარჯობათ მე ახლა დავრეგისტრირდი, ქეთი ( 16 წლის მედავითნე) გაგიმარჯოს ქეთი, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე, ჩვენ სასაუბრო თემაში ახალი წევრების გასაცნობად ცალკე თემა გვავქს. იქ დაპოსტე. აქ ღვთისმსახურების დროს ფეხზე დგომის და დაჯდომის ავკარგიანობაზე ვსაუბრობთ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
du_du_na |
May 5 2007, 02:43 AM
პოსტი
#103
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
ჩვენ ვხვდებით ისეთ შემთხვევებს , როდესაც ადამიანები და კონკრეტულად წ.მამები არა თუ იდგნენ ფეხზე და არ ჯდებოდნენ მხოლოდ მსახურებისას, არამედ რაგაც გარკვეული ცლების განმავლობაშიც კი იდგნენ ...
მაგრამ ჩემის აზრით დაჟდომა არ უნდა იყოს ცოდვასთან დკავშირებული რაიმე პრობლემა, რადგანაც წირვა იმისთვის კი არაა რო დავიტანჯოთ და ბოროტ გულისთქმებში ჩავვარდეთ, არამედ ის უნდა იყოს მომცემი ჩვენი დამძიმებული სულის შვების... სიონის საკურთხეველში წლების განმავლობაში იდგა საერო პირთა მოსასვენებელი_სკამის ფორმის ,,, ბიზანტიურად მას სტასიდა ეწოდება... -------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
Lenus |
May 5 2007, 07:32 AM
პოსტი
#104
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
მე მგონი დაჯდომა-დადგომა იმდენად არაფერია, რამდენადაც მრევლის "ავტოპილოტური" აზროვნება.
შეეშვი რა სხვას, უნდა იჯდეს და უნდა იდგეს. რა ადვილი შესასრულებელია არა? მაგრამ ყველა მრევლს სხვადასხვა ავტოპილოტური აზროვნება ახასიათებს. ღვთის წყალობით ძალიან ხშირად ვმოგზაურობ და სხვადასხვა კულტურის ხალხთან მიწევს შეხვედრა. ახლაც მახსოვს ბაქოში როგორ აღვშფოთდი როცა თათრები შემოდიოდნენ ეკლესიაში და ხატებს ემთხვეოდნენდა ლოცულობდნენ. მღვდლებთანაც ვისაუბრე და "რა ვქნათო" მერე ამიხსნეს - ეკლესიიდან ხო ვერ გაყრი? რუსებთან აბა კაი დედის შვილი ხარ და ანალოღიასთან მიმავალ ნოხს თუ ხალიჩას დააბიჯე ფეხი, შეიძლება ცოცხლი გესროლოს დამლაგებელმა ქალმა... უკვე ვხვდები, მას უთხრეს, ზედ ზედმეტად ნუ გაატარებო, და ისიც ზედმეტად და გადაჭარბებით, "ავტოპილოტით" იცავს წესს... მეორე მაგალითი: სანთლები სანამ ჩაიწვება რუსებში ქალი დგას ვინც მოვალეა "არ ჩაწვას" სანთელი ბოლომდე რადგან მერე "ამოღება" ჭირს და ასე შემდეგ, და უნდა ნახოთ როგორი გულმოდგინებით ასრულებს ქალი, ვერ ისვენებს, სანამ ახალ სანთელს ჩააქრობს, იქამდე მიდის საქმე რომ ნახევარ სანთლებს უკვე "ვედრაში" უძახებენ. ჩვევაა, ჩვევა. მოსკოვში ჯერ მესანთლემ დამკითხა, მერე სხვა მრევლმა ქალმა დამკითხა, ვინ ხარ, ქრისტიანი ხარ, ჯვარი მაჩვენე და ასე. ეს იქ წესადაა და რას იზამ. ვაი შენი ტყავის ბრალი თუ კმევაზე არ გამოეცალე დიაკვანს!! მოსულან და უთქვამთ რომ ტაზარში მამაკაცს ხელები წინ, ქამართან ჯვრის ფორმით უნდა ეჭიროს და რა ვიცი კიდევ რამდენი. კონსტანტინოპოლში გიჟივით მიყურებდნენ ფეხზე ვიდექი და არაფრით არ დავჯექი. მერე ზოგი ამყვა თუ შემეჯიბრა არ ვიცი, იდგნენ და იდგნენ. ))) როგორც ჩვენს ეკლესიაში გეტყვიან, ადექიო, იქ ისევე გეტყვიან დაჯექიო! და საერთოდ, თუ გაქვს საშუალება იდექი, თუ არ გაქვს, ვინ დაგაძალებს, სხვაზე შენიშვნის მიცემა კი ერთზეც და მეორეზეც უარესია ჩემი აზრით. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი