IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> "როკერი" და "ეკლესიური" მოზარდები, ჩუმი დაპირისპირება?
მარიამი
პოსტი Nov 4 2007, 01:11 AM
პოსტი #21

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

მნათე
მე მეგობრობას ცოტა სხვანაირად ვუყურებ. მე თუ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მოქცევას და "ჭკუაზე მოყვანას" ვაპირებ, ამას მეგობრობას ვერ დავარქმევ. თუმცა დასაძრახი სულაც არაა ასეთი ურთიერთობა. უბრალოდ მეგობრობა ვერ წარმომიდგენია ასეთ სიტუაციაში.
მეგობრობა სულთა ერთობაა. მუსიკალური გემოვნება კი სწორედ სულის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. მართალია, მუსიკის მიხედვით არასდროს შემირჩევია მეგობრები, მაგრამ ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ვისთანაც სულიერ ერთობას ვიპოვიდი, მოგვიანებით აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მუსიკალური გემოვნებაც მსგავსი გვქონდა... და ეს ბუნებრივი მგონია.
არაფერს ვამტკიცებ, რა თქმა უნდა. შეიძლება ვცდები unsure.gif

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 4 2007, 01:14 AM
პოსტი #22

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა

არაფერს ვამტკიცებ, რა თქმა უნდა. შეიძლება ვცდები

ჩემთვის მეგობრობა სიყვარულია, სწორედ ამ გზით ვცდილობ დავიმეგობრო ქრისტე და ადამიანები - ის პიროვნება რომელიც ჩემი მეგობარია მიყვარს... smile.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 4 2007, 01:18 AM
პოსტი #23

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

ციტატა(მნათე @ Nov 4 2007, 02:14 AM) *

ჩემთვის მეგობრობა სიყვარულია, სწორედ ამ გზით ვცდილობ დავიმეგობრო ქრისტე და ადამიანები - ის პიროვნება რომელიც ჩემი მეგობარია მიყვარს... smile.gif

სიყვარულით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი ვერ გეყოლება. მეგობრული სიყვარული მაინც სხვაა და იმ სულთა ერთობამდე მიდის, რომელზეც ზემოთ დავწერე (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 4 2007, 01:41 AM
პოსტი #24

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
სიყვარულით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი ვერ გეყოლება. მეგობრული სიყვარული მაინც სხვაა და იმ სულთა ერთობამდე მიდის, რომელზეც ზემოთ დავწერე (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).

სიყვარულში არსებობს მეტ-ნაკლებობა და არა მრავალფეროვნება ჩემი აზრით, თვისებები სიყვარულისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია,,, ნუ ყველა ინდივიდია smile.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Nov 4 2007, 02:28 AM
პოსტი #25

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(მნათე @ Nov 3 2007, 06:26 PM) *

თემები არ იწურება ქეთი, სხვადასხვა ადამიანი - სხვადასხვა თემას - სხვადასხვაგვარად იხილავს, ხშირად ვუბრუნდებით თემებს, ამას აქტუალურობა განაპირობებს smile.gif

თემასაც გააჩნია ლევანიკო, მე მაპატიეთ მე ეს თემა უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია smile.gif

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 4 2007, 02:30 AM
პოსტი #26

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
თემასაც გააჩნია ლევანიკო, მე მაპატიეთ მე ეს თემა უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია

შენ იმიტომ ნენა, რომ ამ თემისგან ძალიან შორს ხარ, მანდ უბრალოდ არ არსებობს ასეთი პრობლემა 2kiss.gif
როცა ხალხს საუბარი სურს, და როცა ეს ადეკვატურად ხდება, თქვენი კეთილი ნებაა საჭირო თემის დატოვებასთან დაკავშირებით - რომელსაც ვხედავ wub.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 4 2007, 03:20 AM
პოსტი #27

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

მნათე
ციტატა
როკი არ არის მუსიკა, როკი იდეოლოგიაა - ე.წ თავისუფლების იდეოლოგია, რომელიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს იმ პლაცტარმს რომელზეც რწმენას უნდა "დაველოდოთ" ან რწმენის შედეგს

საინტერესოა, რატომ გგონია რომ როკი არ არის მუსიკა? რა თქმა უნდა ის მუსიკაა, თუმცა იმაში კი გეთანხმები, რომ მას გარკვეული იდეოლოგია გააჩნია. თუმცა დღეს ამან სხვა ფორმა მიიღო. ადრე როკი მართლა თავისუფლების, ნონკონფორმიზმის, პროტესტის სიმბოლო იყო. დღეს ის მხოლოდ ანარეკლია ამისა. დღეს ის უბრალოდ მუსიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისქალიანი მაისურებით დადიან, გრძელ თმებს ატარებენ და ჯაჭვები აქვთ ჩამოკიდებული, საკმაოდ შორს არიან იმ შორეული წინაპრებისგან, რომლებსაც ნამდვილად გააჩნდათ პროტესტი არსებული იდეოლოგიის, წეს-წყობილების, ტრადიციების მიმართ. დღევანდელებს კი უფრო მოდად ეჩვენებათ. ნადვილი როკერი, ისეთი როგორსაც შენ ამბობ, მე კაი ხანია აღარ მინახავს. არა იმიტომ რომ მათ კონცერტებზე აღარ დავდივარ, არამედ იმიტომ რომ ისინი ძალიან ცოტანიღა დარჩნენ.
ისე, რომ გავიხსენო ის ძველი როკერები, ისინი რელიგიასთან, სულიერებასთან და საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 4 2007, 12:23 PM
პოსტი #28

დაურეგისტრირებელი

დათიკო
ხო იშლება ჯგუფები sad.gif
Nebo CCCR მაგრა მიყვარს... მძიმე ჯვარიც მაგრები არიან... ბლომად იყვნენ ადრე მარა... ეხლა საერთოდ რაც ჯგუფები მოდის სულ რამშტაინის და ეგეთების გავლენა იგრძნობა მათ შემოქმედებაზე sad.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 4 2007, 12:53 PM
პოსტი #29

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78

დათიკოს თქმის არ იყოს ნამდვილი როკერები ძალიან ცოტა დარჩნენ ...
და ყველა ის მოზარდი თუ უკვე ზრდასრული უბრალოდ მოდური ტენდეციის ხაზს მიყვებიან ..
პირადად მე მყავს მეგობრები რომლებიც უსმენენ როკს და ეს ფაქტორი ჩვენ შორის გაუცხოებას იწვევს მხოლოდ ერთადერთი ნიშნით როცა მე უყურებ თუ როგორ უსმენს ჩემი ახალგაღვიძებული მეგობარი მძიმე როკს მძიმე ჟღერადობა დატვირთული 8 წუთიანი სოლოებით და ა.შ.
მე მიკვირს როგორ არ უნდა იყოს ჩემი მეგობრის სულიერი სამყარო იმ დოზით ფაქიზი რო ახალგაღვიძებულზე ესეთი ჟღერადობის მუსიკის მოსმენა არ თრგუნავდეს unsure.gif

ციტატა
ისე, რომ გავიხსენო ის ძველი როკერები, ისინი რელიგიასთან, სულიერებასთან და საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები.

აი თუნდაც რუსული როკი ამის ნათელი მაგალითია
ნაუტილიუს პომპილიუსი ( ვიაჩესლავ ბუტუსოვი ) დდტ და ა.შ

--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maricuna
პოსტი Nov 4 2007, 03:35 PM
პოსტი #30

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 244
რეგისტრ.: 22-March 07
წევრი № 1,466

ციტატა
თუმცა საერთოდ არ დადიან ეკლესიაში

ჰმ...

მე რა თქმა უნდა რო შემხედოთ ვერანაირად ვერ გაიფიქრებთ როკს უსმენსო smile.gif
მაგალითად მე ბაშვობიდან როკს ვუსმენ მაგრამ როკის მოსმენა და როკერობა სხვადასხვაგვარად მესმის smile.gif ნუ ეგ ჩემი შეხედულებაა, მაგრამ პრინციპში ეგრეა....
მე და ჩემი მეგობარი როკს ვუსმენთ, ორივე ერთი მამაოს შვილები ვართ... მე თან ვგალობ, ის კი ხშირად ესწრება წირვა-ლოცვას...
მაგრამ... ერთად რო დავდივართ მას ხალხი მიიჩნევს "როკერად", იმიტო რო იმ სტილის ტამსაცმელი აცვია, მე კიდე უფრთო ანგელოზი ვგონივარ biggrin.gif
ანუ ხალხში ვერავინ ვერ ჩასწვდება ვინ რა სულის პატრონია, უბრალოდ ტანისამოსის მიხედვით მსჯელობენ... რაც ხშირ შემთხვევაში შეცდომაა
ასე ხალხის გარჩევა აბსურდია... ყველა ფიქრობს და ყველა გრძნობს... სწორედ ამ ფიქრთა გამოხატულებას ეძებს ხალხი სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკაში....... მე ჩემი ფიქრები როკში (ძველ) აღმოვაჩინე ...... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 4 2007, 03:44 PM
პოსტი #31

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
საინტერესოა, რატომ გგონია რომ როკი არ არის მუსიკა? რა თქმა უნდა ის მუსიკაა, თუმცა იმაში კი გეთანხმები, რომ მას გარკვეული იდეოლოგია გააჩნია. თუმცა დღეს ამან სხვა ფორმა მიიღო. ადრე როკი მართლა თავისუფლების, ნონკონფორმიზმის, პროტესტის სიმბოლო იყო. დღეს ის მხოლოდ ანარეკლია ამისა. დღეს ის უბრალოდ მუსიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისქალიანი მაისურებით დადიან, გრძელ თმებს ატარებენ და ჯაჭვები აქვთ ჩამოკიდებული, საკმაოდ შორს არიან იმ შორეული წინაპრებისგან, რომლებსაც ნამდვილად გააჩნდათ პროტესტი არსებული იდეოლოგიის, წეს-წყობილების, ტრადიციების მიმართ. დღევანდელებს კი უფრო მოდად ეჩვენებათ. ნადვილი როკერი, ისეთი როგორსაც შენ ამბობ, მე კაი ხანია აღარ მინახავს. არა იმიტომ რომ მათ კონცერტებზე აღარ დავდივარ, არამედ იმიტომ რომ ისინი ძალიან ცოტანიღა დარჩნენ.
ისე, რომ გავიხსენო ის ძველი როკერები, ისინი რელიგიასთან, სულიერებასთან და საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები.

გეთანხმები...

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Nov 4 2007, 04:51 PM
პოსტი #32

დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539

რას ეძახით თქვენ როკერს და ან ეკლესიურ ადამინს. პირადად: ეკლესიური ადამიანი ალბათ არ ქვია ყველას ვინც ეკლესიაში დადის. ეს ერთი:
და არცერთი ეკლესიური ადამიანი არ არის ცუდი !
რა თუნცად 'როკერ'ს მას ვერასდროს შევადარებ, რადგანაც იმ როკერ ადამიანის შეიძლება 1000 კარგი თვისება გააჩნდეს , ვიდრე ეკლესიურ ადამიანს, თუმცა ამ უკანასკნელის მხოლოდ 1 დანთებული სანთელმი გადაწონის იმ ადამინაის ყველა ვითომ კარგ ღირსებსებს!
მეორე: ვინც როკს უსმენს, არ არის როკერი და მასე აღსაქმელი.
როკერი შეიძლება იყოს "სულით" ანუ პანკი , და ასეთი ადამინაი მართლაც საცოდავია !
სხვა არ ვიცი, ბრჭყალებში თუ ჩასვამთ "როკერს" და
"ეკლესიურ" ადამიანს, კამათს მგონი ვერ დაასრულებთ

--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Nov 4 2007, 05:05 PM
პოსტი #33

ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 3 2007, 02:14 PM) *

ხშირად მსმენია თუნდაც ეკლესიაში-ეგ სატანისტი როკერია, FუF როკერი, რას გვანან ეშმაკებივით არიან, მაგათთან როგორ უნდა ვიმეგობრო და ასე შემდეგ.
რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ხალხის მიმართ. ბევრმა შეიძლება თქვას გვეცოდებაო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ხალხს ჩვენს სიბრალულზე მეტად აი ეს ბარიერი აღიზიანებს.
მე ბევრ "ეკლესიურ" ადამიანზე მეტად კეთილ "როკერს" ვიცნობ . ეგება რამენაირად გვეცადა დავახლოებოდით ამ ხალხს?

რა სისულელეა,როკერიც ხომ იგივე ადამიანია,უბრალოდ ცოტა სხვანაირი შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე.ადრე აქტიური "როკერი" ვიყავი და დღევანდელ დღესთან შედარებით თქვენ წარმოიდგინეთ და უფრო ხშირად დავდიოდი წირვაზე და ა.შ. არ შეიძლება რომ მაგის გამო ვუარყოთ რომელიმე ადამიანი და ხელი ვკრათ,რამდენი ნაცნობი "როკერი" მყავს ,ზოგი პიროვნული თვისებებით ბევრად ჯობია,ზოგიერთ "ეკლესიურ" ადამიანს. თუ ადამიანი" ეკლესიურს " უწოდებს საკუთარ თავს,არ იცის რომ ასეთი ადამიანის გარიყვა საზოგადოებისგან არ შეიძლება,პირიქით ჩვენსკენ უნდა მოვაბრუნოთ.

--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 4 2007, 05:19 PM
პოსტი #34

рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 3 2007, 01:14 PM) *

ხშირად მსმენია თუნდაც ეკლესიაში-ეგ სატანისტი როკერია, FუF როკერი, რას გვანან ეშმაკებივით არიან, მაგათთან როგორ უნდა ვიმეგობრო და ასე შემდეგ.
რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ხალხის მიმართ. ბევრმა შეიძლება თქვას გვეცოდებაო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ხალხს ჩვენს სიბრალულზე მეტად აი ეს ბარიერი აღიზიანებს.
მე ბევრ "ეკლესიურ" ადამიანზე მეტად კეთილ "როკერს" ვიცნობ . ეგება რამენაირად გვეცადა დავახლოებოდით ამ ხალხს?

ბუნებით კეთილი ბევრი ადამიანია, მაგრამ... განსაკუთრებულ ბარიერს ვერ ვხედავ, ბევრი ასეთი როკერი მეგობრობს ეკლესიურ ხალხთან. თუმცა, ზოგი რადიკალი ეკლესიაშიც გვხვდება, მართალია, მაგრამ მასობრივი სახე ამას არ აქვს.
ციტატა(ქავთარაძე @ Nov 3 2007, 03:03 PM) *

რო არ დადიან ეგეც მრევლის ბრალია. ეგეთი ადამიანი რო ეკლესიაში დაინახონ ეგრევე თვალებს შეაყრიან რასაცქვია wink.gif

თვალებს შეაყრიან იქნებ განგვიმარტო?
ციტატა(მნათე @ Nov 4 2007, 12:54 AM) *

დახმარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია როცა ცხვირის აბზუებას ვიწყებთ smile.gif
დაპირისპირება არსებობს მსოფლმხედველობებს შორის - ადამიანებს შორის მხოლოდ სიყვარული უნდა არსებობდეს yes.gif

100%
ციტატა(მარიამი @ Nov 4 2007, 01:11 AM) *

მნათე
მეგობრობა სულთა ერთობაა. მუსიკალური გემოვნება კი სწორედ სულის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. მართალია, მუსიკის მიხედვით არასდროს შემირჩევია მეგობრები, მაგრამ ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ვისთანაც სულიერ ერთობას ვიპოვიდი, მოგვიანებით აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მუსიკალური გემოვნებაც მსგავსი გვქონდა... და ეს ბუნებრივი მგონია.
არაფერს ვამტკიცებ, რა თქმა უნდა. შეიძლება ვცდები unsure.gif

ჩემთან ყოველთვის ასე არაა, მაგრამ ბევრი მეგობარი ჩემს გემოვნებას იზიარებს. ამ ერთი ნიშნით ვერ განსაზღვრავ, მაგრამ უსაფუძვლო მტკიცება ნამდვილად არაა.
ციტატა(მარიამი @ Nov 4 2007, 01:18 AM) *

სიყვარულით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი ვერ გეყოლება. მეგობრული სიყვარული მაინც სხვაა და იმ სულთა ერთობამდე მიდის, რომელზეც ზემოთ დავწერე (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).

ძალიან ბევრი კი არა, ყველა უნდა გიყვარდეს (ეჰ, შორს ვართ ჯერ მაქედან), მაგრამ მეგობარი მართლაც ვერ იქნება ყველა.
ციტატა(დათიკო @ Nov 4 2007, 03:20 AM) *

მნათე

საინტერესოა, რატომ გგონია რომ როკი არ არის მუსიკა? რა თქმა უნდა ის მუსიკაა, თუმცა იმაში კი გეთანხმები, რომ მას გარკვეული იდეოლოგია გააჩნია. თუმცა დღეს ამან სხვა ფორმა მიიღო. ადრე როკი მართლა თავისუფლების, ნონკონფორმიზმის, პროტესტის სიმბოლო იყო. დღეს ის მხოლოდ ანარეკლია ამისა. დღეს ის უბრალოდ მუსიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისქალიანი მაისურებით დადიან, გრძელ თმებს ატარებენ და ჯაჭვები აქვთ ჩამოკიდებული, საკმაოდ შორს არიან იმ შორეული წინაპრებისგან, რომლებსაც ნამდვილად გააჩნდათ პროტესტი არსებული იდეოლოგიის, წეს-წყობილების, ტრადიციების მიმართ. დღევანდელებს კი უფრო მოდად ეჩვენებათ. ნადვილი როკერი, ისეთი როგორსაც შენ ამბობ, მე კაი ხანია აღარ მინახავს. არა იმიტომ რომ მათ კონცერტებზე აღარ დავდივარ, არამედ იმიტომ რომ ისინი ძალიან ცოტანიღა დარჩნენ.
ისე, რომ გავიხსენო ის ძველი როკერები, ისინი რელიგიასთან, სულიერებასთან და საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები. smile.gif

უუბრალოდ, აქ არც ის ადგილია და არც ის დრო, სადაც და როდესაც როკის ფილოსოფია ჩამოყალიბდა, ამიტომ ისე ვეღარ ვლინდება. მაგრამ ამ მუსიკაში მაინც დევს პროტესტის სული (ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა, სხვაც ბევრი რამე დევს, ხომ იცი), რომელიც ადამიანზე გავლენას ახდენს. თვითჩაღრმავებასთან ბუდისტი ბერები რომ არიან ახლოს, იმათთან როკერები ვერ მივლენ, მაგრამ ისინი სადაც მიდიან, კი ვიცით. ბუდას სახეზე შეყინული ღიმილი რომ მახსენდება, კაიფში ჩარჩენილს რომ უგავს, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე.
ციტატა(maricuna @ Nov 4 2007, 03:35 PM) *

ყველა ფიქრობს და ყველა გრძნობს... სწორედ ამ ფიქრთა გამოხატულებას ეძებს ხალხი სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკაში....... მე ჩემი ფიქრები როკში (ძველ) აღმოვაჩინე ...... smile.gif

კი, მაგრამ ყველა სწორად ვერ ფიქრობს და გრძნობს (ჩემი თამადობით). კარგ ადგილას ვერ აღმოგიჩენია დაიკო smile.gif

--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuciko-22
პოსტი Nov 4 2007, 05:50 PM
პოსტი #35

nino kobidZe
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 432
რეგისტრ.: 21-June 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,261

ციტატა(ბექა @ Nov 3 2007, 01:23 PM) *

აუ კაით რააა რა სისულელებია გიო? მასე დეფინიცა ხალხის და მითუმეტეს ახალგაზრდების როგორ შეიძლება? არანაირად პირიქით ზოგიერთ "მორწმუნეს" ის "როკერი" მირჩევნია და დავამატებდი რომ მასე არასოდეს არავინ დამიყვია და არც ვაპირებ

მართალი ხარ დედიკო,ეკლესიაშიც ნახავ ისეთ რაღაცას რაც არ მოგეწონება ( ადამიანებს ვგულისხმობ და მათ საქციელს),ეკლესიის გარეთ კი- ბევრ მართალ ადამიანს...მაგრამ...ხსნა ეკლესიის გარეთ არ არის...არც ეკლესიაა ცხონების გარანტი... smile.gif ღმერთთან შეთანხმებულად უნდა იცხოვრო
პატივისცემით ნინო დედიკო smile.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 3 2007, 01:43 PM) *

ხო, ეს როკერობა დაუსრულებელი თემაა ამ ფორუმზე, ჩვილების ცხოვნების არ იყოსsmile.gif))

მე ასე მიმაჩნია ადამიანთან ვმეგობრობ არა მართლმადიდებლობის, მაჰმადიანობის, მწავლებლობის როკერობის ან სხვა მიმდევრობების გამოsmile.gif)), არამედ რადგან ეს ადამიანი ჩემთვის მისაღებია მისი სხვადასხვა თვისებებეის გამო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ 100% ვიზიარებს ერთმანეთის აზრებს. ამიტომ, აკრძალვა მეგობრობის ადამიანთან იმიტომ, რომ ის როკერია სასაცილოა, მაგრამ ეს არ გავალდებულებს იმეგობრო ყველა როკერთან იმის დასადასტურებლად, რომ როკერთან მეგობრობა შეიძლება. მოგწონს ადამიანი და კარგად ხარ მასთან, იმეგობრე , საკმარისია...

1 000 000%-ით ხარ მართალი,გაიხარე.
პატივისცემით ნინო დედიკო smile.gif

--------------------
დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuciko-22
პოსტი Nov 4 2007, 06:06 PM
პოსტი #36

nino kobidZe
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 432
რეგისტრ.: 21-June 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,261

ციტატა(დათიკო @ Nov 4 2007, 03:20 AM) *

მნათე

საინტერესოა, რატომ გგონია რომ როკი არ არის მუსიკა? რა თქმა უნდა ის მუსიკაა, თუმცა იმაში კი გეთანხმები, რომ მას გარკვეული იდეოლოგია გააჩნია. თუმცა დღეს ამან სხვა ფორმა მიიღო. ადრე როკი მართლა თავისუფლების, ნონკონფორმიზმის, პროტესტის სიმბოლო იყო. დღეს ის მხოლოდ ანარეკლია ამისა. დღეს ის უბრალოდ მუსიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისქალიანი მაისურებით დადიან, გრძელ თმებს ატარებენ და ჯაჭვები აქვთ ჩამოკიდებული, საკმაოდ შორს არიან იმ შორეული წინაპრებისგან, რომლებსაც ნამდვილად გააჩნდათ პროტესტი არსებული იდეოლოგიის, წეს-წყობილების, ტრადიციების მიმართ. დღევანდელებს კი უფრო მოდად ეჩვენებათ. ნადვილი როკერი, ისეთი როგორსაც შენ ამბობ, მე კაი ხანია აღარ მინახავს. არა იმიტომ რომ მათ კონცერტებზე აღარ დავდივარ, არამედ იმიტომ რომ ისინი ძალიან ცოტანიღა დარჩნენ.
ისე, რომ გავიხსენო ის ძველი როკერები, ისინი რელიგიასთან, სულიერებასთან და საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები. smile.gif

დათიკო გენაცვალე რამდენი წლის ხარ???????ალბათ შენი მშობლები არიან იმ ....პერიოდის,ასე მოკლედ , ლაკონურად გაცემული პასუხი დიდი ხანია არ წამიკითხავს. smile.gif გაიხარე
პატივისცემით ნინო დედიკო

--------------------
დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maricuna
პოსტი Nov 4 2007, 07:06 PM
პოსტი #37

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 244
რეგისტრ.: 22-March 07
წევრი № 1,466

M.M.

ციტატა
კი, მაგრამ ყველა სწორად ვერ ფიქრობს და გრძნობს (ჩემი თამადობით). კარგ ადგილას ვერ აღმოგიჩენია დაიკო

შეიძლება...... მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვფიქრობ... smile.gif
საერთოდ გემოვნებაზე არ დაობენ.... მიყვარს ძველი ნამდვილი როკი და მორჩა..... ამზე ბევრი მისაუბრია მოძღვართან და ვიცი .... smile.gif
ვფიქრობ მოძღვარზე მეტად შენ არ გინდა ჩემი კარგად ყოფნა და კეთილგონიერება.... smile.gif
არ ღირს დავა მუსიკის მიმდინარეობებზე... უბრალოდ ყველას სხვადასხვაგვარად ესმის მათი შინაარსი... მე ვუსმენ როკს, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ ისე, როგორც ისისნი ფიქრობდნენ....
მე არც ახალი როკერი ვარ და არც მათ დროს ვიყავი, უბრალოდ მათი მუსიკა (ოღონდ ჩემი თვალით დანახული) და არა ზოგიერთი ტექსტი, ჩემთვის მისაღებია.....
ფაქტია რომ ისისნი ნამდვილი მუსიკოსები არიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 4 2007, 07:46 PM
პოსტი #38

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27

ზოგადად როკ მუსიკის სიყვარული მორწმუნოებასთან,ეკლესიურობა
ა და საერთოდ ქრისტიანობასთან რა შუაშია ვერ ვიგებ.ზოგს როკი მოსწონს ზოქს ჯაზი ზოგს ბლუზი ზოგს ქართულ-ხალხური მუსიკა და აშ.გამონაკლისად ვიტყვი რომ მძიმე როკი ეს უკვე მართლა სულ სხვაა და აღარ არის უბრალო მუსიკა და ზოგიერთი ასეთი ჯგუფები ღვთის შეურაწმყოფელნი არიან.(ამაზე შემიძლია ვთქვა უფრო დაწვრილებით) .
არც ისაა სწორი იმით შევაფასოთ ადამიანი თუ ვინ რა მუსიკას უსმენს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 4 2007, 08:35 PM
პოსტი #39

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
ზოგადად როკ მუსიკის სიყვარული მორწმუნოებასთან,ეკლესიურობა
r />??ა და საერთოდ ქრისტიანობასთან რა შუაშია ვერ ვიგებ.ზოგს როკი მოსწონს ზოქს ჯაზი ზოგს ბლუზი ზოგს ქართულ-ხალხური მუსიკა და აშ.გამონაკლისად ვიტყვი რომ მძიმე როკი ეს უკვე მართლა სულ სხვაა და აღარ არის უბრალო მუსიკა და ზოგიერთი ასეთი ჯგუფები ღვთის შეურაწმყოფელნი არიან.(ამაზე შემიძლია ვთქვა უფრო დაწვრილებით) .
არც ისაა სწორი იმით შევაფასოთ ადამიანი თუ ვინ რა მუსიკას უსმენს.

ეს სწორი მიდგომაა იქამდე, სანამ დავრჩებით მიამიტებად და მუსიკისა და ზოგადად ხმოვანების ქვეშ არსებულ იდეოლოგიას ასე ვთქვათ "გავაკეთილშობილებთ" yes.gif როკში იმაზე მეტი იდეოლოგიაა ვიდრე რამეში ზოგადად biggrin.gif

თუმცა მე ბახის ერთი ნაწარმოები ფართხალს მაწყებინებს... ეს ხომ არ არის სულიერი ნეტარება, ეს საკუთარ ფსიქოლოგიაზე ღუტუნია, რომელიც არამგონია სულს წაადგეს.. yes.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 7 2007, 03:28 AM
პოსტი #40

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

M.M.
ციტატა
უუბრალოდ, აქ არც ის ადგილია და არც ის დრო, სადაც და როდესაც როკის ფილოსოფია ჩამოყალიბდა, ამიტომ ისე ვეღარ ვლინდება. მაგრამ ამ მუსიკაში მაინც დევს პროტესტის სული (ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა, სხვაც ბევრი რამე დევს, ხომ იცი), რომელიც ადამიანზე გავლენას ახდენს. თვითჩაღრმავებასთან ბუდისტი ბერები რომ არიან ახლოს, იმათთან როკერები ვერ მივლენ, მაგრამ ისინი სადაც მიდიან, კი ვიცით. ბუდას სახეზე შეყინული ღიმილი რომ მახსენდება, კაიფში ჩარჩენილს რომ უგავს, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე.

მასეთი მარტო როკში არ დევს, არამედ ყველგფან და ყველაფერში. კლასიკურ მუსიკას მოგასმიენინებ რამდენსაც გინდა, სადაც როკზე გაცილებით "საშინელი" რამეებია ჩადებული.
რაც შეეხება ბუდას, მისი დონის სულიერების მესამედს მივაღწიოთ და მერე ვილაპარაკოთ თმების ყალყზე დადგომაზე wink.gif
nuciko-22
ციტატა
დათიკო გენაცვალე რამდენი წლის ხარ???????ალბათ შენი მშობლები არიან იმ ....პერიოდის,ასე მოკლედ , ლაკონურად გაცემული პასუხი დიდი ხანია არ წამიკითხავს. გაიხარე
პატივისცემით ნინო დედიკო

არც ისეთი პატარა ვარ, რომ კარგად არ მახსოვდეს ნამდვილი როკის კორიფეები და მათი სულისკვეთება. პრინციპში ერთ დროს მეც "ვხმაურობდი" გრძელი თმებითა და დახეული ჯინსებით biggrin.gif
ეს იყო დაუმორჩილებლობის, თავისუფლების წყურვილის, ჭეშმარიტების ძიებისა და პროტესტის პერიოდი. ბრძლოა თვითდამკვიდრებისთვის.
სწორედ ამ პერიოდში წავიკითხე ყველაზე მეტი სასულიერო ლიტერატურა (არა ქრისტიანული) სწორედ ამ პერიოდში ვეძებდი ღმერთს ყველაზე მეტად, თუმცა ეს ლტოლვა იყო მეტად იმპულსური, ქაოტური...
როკი იყო ერთ-ერთი ატრიბუტი და განუყოფელი ნაწილი ამ ძიებისა. როკის საშუალებით გამოიხატებოდა პროტესტი ტრადიციების, მშობლების, რელიგიის, დოგმების, დოგმატების და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ჩემს "თავისუფალ ნებას" თრგუნავდა. მეგონა რომ გზას, რომელსაც ღმერთამდე უნდა მივეყვანე ამ "ბორკილებისგან" გათავისუფლების შემდეგ ვიპოვიდი. როკი კი წააგავდა ამ ძიების "ლიტურგიკულ ნაწილს".
ყველასთვის ცხადია რა გზაც იყო ეს, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სჯობდა იმ დაკონსერვებულ, ნელთბილ და უგერგილო ცხოვრებას, სადაც ღმერთის ადგილი არ რჩება. სადრაც წამიკითხავს, ჯობია ადამიანი ან ძალიან ცივი იყოს, ან ძალიან ცხელიო. ნელ-თბილად ყოფნა ყველაზე დამღუპველიაო.
იმედია სწორად გამიგებთ.
მე არ ვქადაგებ როკის სიყვარულს. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "კაი როკერს" უფრო მეტი შანსი აქვს მოქცევის, ვიდრე თბილ ბალიშზე მიწებებულ, უდარდელ და კვლავაც განვმეორდები გოგლი-მოგლზე გაზრდილ ადამიანს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 06:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი