IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ეკლესიის დაბადების დღეა!, ანუ სულთმოფენობა
orthodox-georgia
პოსტი Jun 14 2008, 06:35 PM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



მალე დადგება სულთმოფენობის დღესასწაული, დღე როცა მოციქულებზე სულიწმიდა გარდამოვიდა და დღე როცა ეკლესია დაარსდა.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ!


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Jun 14 2008, 06:40 PM
პოსტი #2


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



გილოცავთ ხალხნო ამ დღეს,გაგაძლიეროთ უფალმა!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Jun 14 2008, 08:52 PM
პოსტი #3


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



მეც გილოცავთ.......
უაფალი შეგეწიოთ


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კელა
პოსტი Jun 14 2008, 09:05 PM
პოსტი #4


mari
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 18-April 08
წევრი № 4,588



გილოცავთ happy.gif


--------------------
"არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jun 14 2008, 09:29 PM
პოსტი #5


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



girl_angel.gif მეც გილოცავთ ყველას,მრავალს დაესწარით სულიწმიდის მადლით და ძალით,გფარავდეთ წმინდა სამება.

სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე

IPB-ს სურათი


ტროპარი:
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი:
რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.

-აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!
საქმე მოციქულთა 2, 1-11


წმ. იოანე ოქროპირი

სულთმოფენობისათვის

ოდესმე ენანი ღმრთის განრისხების გამო გაიყო, ხოლო დღეს სულიწმიდის მადლით და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, აწ კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, ისწავლონ და გულისხმაყონ.

მაშინ ენათა განყოფამ ბოროტი საქმე განაქარვა, აწ კი ენანი, რომელნიც გარდამოვიდა კაცთა მოდგმაზე, ჭეშმარიტებას ამტკიცებს და აღასრულებს. მაშინ ენანი განაბნია იმის გამო, რომ ბოროტად აღაშენებდნენ, ამჯერად კი მოგვეცა, რათ დაეცეს ყოველივე ცუდი, რომელიც საცდურად აშენდა.

მოვიდა სულიწმიდა შემდგომად ძისა და მოგვანიჭა ხსნა, თავისი წყალობით; ამაღლდა მხოლოდშობილი, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის და გარდამოვიდა ნუგეშინისმცემელი, რათა აღესრულოს ძლევა, თავისი მოწყალებით.

მოევლინა ჩვენზე პატივი მამისაგან, თავისი ძის ხელით და მოგვეცა ნიჭნი სულიწმიდისა, რომელიც მისგანაა; რადგან მამას სურს ჩვენი ცხონება, ისწრაფა ძემაც ჩვენი გადარჩენა.

დამდაბლდა მხოლოდშობილი ჩვენთვის, დამდაბლდა სულიც და გააფუფუნა ჩვენი კაცება. განმდიდრდნენ სულიწმიდის მადლით, რათა სარგებლობა მოეტანათ ჩვენთვის და განეფინენ ქვეყნის ყოველ მხარეს, ქადაგებდნენ წინასწარმეტყველნი ჩვენს ხსნას და გამოსახეს ჩვენი ძლევა მოციქულებმა.

მოეფინა სულიწმიდა ყოველ ხორციელს, როგორც ბრძანა წინასწარმეტყველმა: „და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი“ (იოვ. 2, 28); და ქვეყანა, რომელიც სავსე იყო საცდურით, აღივსო მისი სიბრძნით და ჭეშმარიტებით... უფალი გამობრწყინდა „ხორცთა ჩვენთა ზედა“ და განანათლა ჩვენი სულები. მოვიდა ცხადად და ფარულად შეეწია გონებას, ისხნა ათასნი ბრალისაგან და განაშორა ბევრი სიკვდილს... შესახებელი გახადა თავისი მადლი და აჩვენა ადამიანებს... დაიმდაბლა თავი და შეუერთდა კაცთ, ესეც არ იკმარა, არა მხოლოდ კაცი იქმნა, არამედ მოკლული, და არა მხოლოდ მოკლული, არამედ დაფლულიც.

მოვიდა თავისი მადლით და აღხოცა ჩვენი ცოდვები, მისცა კაცთა მოდგმას კეთილი და თავს იდვა ჩვენი ჭირნი... განაგდო ჯვარი და აღვიდა ცად. არ „დაიმარხა“ მანკიერება კაცთა მოდგმისა, რომელთაც გააკრეს იგი ძელს, მოავლინა „მადლი თვისი“ მათზე და აღავსო ეკლესიანი... მოუწოდა თავის მკვლელებსაცა და თუ მოისურვებდნენ, იხარებდნენ უფლის მეგობრებთან ერთად.

უპირველესად, საკუთარი სისხლი და ხორცი უსასყიდლოდ მიგვცა. ასევე უსასყიდლოდ მოგვცა. ასევე უსასყიდლოდ „განუყო“ თავის ეკლესიას ენები, რათა ჭეშმარიტება იქადაგონ. მოუვლინა მათ მადლი, რათა ირწმუნონ მისი... ის არის დამბადებელი და ის არის მხსნელი. მან აღასრულა საქმე და გამოიხსნა კაცნი, მის გამო გამოჩნდა მამა და მის გამო გამოცხადდა შემოქმედი. სულისაგან წმიდისა განცხადდა ჭეშმარიტება და განიყო ნიჭნი მადლისა მისისა.

მისმა სასწაულებმა იღაღადეს, რამეთუ „ღმერთი არს ჭეშმარიტად და აღსრულდა მისი სიტყვები; რწმენა მისცა სოფელს და შეიწყნარა იგი, რადგან დაუძლურდა ჩვენი კაცება... თავისი ნებით მოვიდა ჩვენი ვნებების მაძიებლად და თავისი წყალობით გარდამოვიდა ჩვენი გამორჩეულობისა და თავისუფლების სახსნელად. ჩვენ კი, ჩვენი ნებით შევიქმენით მისი მაძიებელნი. თუკი შეეზავება ჩვენი ნება მისას, დავმკვიდრდებით მასში, თუ აღვუდგებით მას, მოვალენი შევიქმნებით მისი, ხოლო ვინც მას არ მიეახლება, ვერ განეშორება ბოროტს... ვისაც სურს კურნება სულით, განიკურნება ზეცით და ღირსი შეიქმნება ღვთის ნათლის ხილვისა, რაც გამობრწყინდება მასზე...

შევიწყნაროთ სული იგი წმიდა, რომელიც განუყოფს და უბოძებს ნიჭთ ღირსეულთ. განუმზადოთ მას სულნი ჩვენნი და ხორცნი; შევიმკოთ სულიერი კეთილით, რათა ღირსნი შევიქმნათ, გავხდეთ მისი „სადგური“ და დაემკვიდროს ჩვენში თავისი დიდებულებით.

დღეს აღესრულა სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა წინასწარმეტყველის პირით: „მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი“ (იოვ. 2, 28).

იხილეთ, როგორ აღსრულდა სიტყვა, მოციქულთა მიმართ ნათქვამი იმ დროს, როცა ისინი ერთად იყვნენ შეკრებილნი, როდესაც ცეცხლის ენები გარდამოვიდა მათზე და იწყეს წინასწარმეტყველება სხვადასხვა ენებზე, რათა გააკვირვონ ადამიანები, რომლებიც ღვთის დიდებულ საქმეთა სახილველად შეკრიბა და მოიყვანა სულიწმიდამ.

და ჩვენც, ძმანო, ნუ წარვიწყმედთ თავს, რადგან, თუ მოვისურვებთ, მოიწევა ჩვენზეც მადლი.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აწ არ აღესრულება სასწაულნი, რომელნიც მაშინ აღესრულა.

დღეს ჩვენი უფლის მოძღვრებით ყოველი ქვეყანა აღივსო და რწმენა ცის კიდემდე განეფინა. მოციქულთა ქადაგება განცხადებულია და სასწაულნი „არღარა ხმანან“.

არის ჟამი, როცა აღესრულება სასწაულნი, ხოლო როცა საქმე განეცხადება - ამას დრო აღარ არის.

იხილეთ ღმერთი, რამეთუ დიდია იგი. ყოველი ბოროტი დევნულია მოციქულთა მოძღვრებით. სასწაული დიდი და საკვირველი ის კი არ არის, რომ ვინმემ მკვდარი აღადგინოს, უფრო საოცარია, რომ ცხონდეს მრავალნი სულნი. ჭეშმარიტად, მორწმუნეთა ხელით მრავალი სასწაული აღესრულება, რადგან არ განეშორება მათ წმიდა სული, რომელიც იყო წინასწარმეტყველებთან, მოციქულებსა და მოწაფეებთან. ჭეშმარიტია სიტყვა მოციქულისა: „თქუენ თანა ვარ მიაღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20).

ამიერიდან, ძმანო, სანამ დრო ჩვენს ხელთაა, მოვიქცეთ უფლისაკენ და მივეახლოთ მას მისი მოწყალებით; სანამ ახლოსაა ჩვენთან მისი ნიჭნი, მივიღოთ კეთილი, ვიზრუნოთ ჩვენი სარგებლობისათვის, რათა მოვიპოვოთ ნიჭნი სულისა წმიდისა, დავიდგათ გვირგვინი, დავიმოწაფოთ და ვასწავლოთ უცებთ, განვანათლოთ დაბნელებულნი და განვამტკიცოთ უძლურნი... ვემსგავსოთ უფალს, რომელიც მოვიდა ჩვენს მაცხოვრად, დავიმარხოთ მისი მცნებანი და აღვასრულოთ მისი ნება, ვემსახუროთ მას, რათა კეთილი მისაგებელი მივიღოთ ქველისმოქმედი უფლისაგან მის სასუფეველში, რომელიც წარუვალია და „დიდებაჲ და პატივი ხელმწიფებისა მისისა აღმოვთქვათ მადლისა მისითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კლარჯული მრავალთავიდან მოამზადა
ნინო გაგოშაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 25 (179), 2002 წ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Jun 14 2008, 09:38 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



გილოცაააააავთ... ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა kiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Jun 14 2008, 10:02 PM
პოსტი #7


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



გილოცაავთ !

თქვენზეც გადმოსულიყოს სულიწმინდა smile.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jun 14 2008, 10:03 PM
პოსტი #8


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ღმერთმა მრავალ სულთმოფენობას დაგვასწროს... smile.gif

გილოცავთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 14 2008, 10:06 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სამყაროში კიდევ ერთხელ აირეკლა ეკლესიის სუნთქვის დასაბამი 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 14 2008, 10:15 PM
პოსტი #10


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(მნათე @ Jun 14 2008, 11:06 PM) *

სამყაროში კიდევ ერთხელ აირეკლა ეკლესიის სუნთქვის დასაბამი 2kiss.gif

rolleyes.gif


ვუერთდები მილოცვებს,ყველას გილოცავთ,გაგაძლიეროთ უფალმა kiss1.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 14 2008, 10:32 PM
პოსტი #11


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გილოცავთ, სულთმოფენობის მადლი გფარავდეთ ყველას. მრავალს დაესწარით! smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jun 14 2008, 10:33 PM
პოსტი #12


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



გილოცავთ kiss1.gif**


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
anna_anna
პოსტი Jun 14 2008, 11:13 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 22-April 08
წევრი № 4,633



გილოცააააააავთ

ღმერთმა მრავალს დაგასწროთ kiss1.gif
გაიხარეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_E_K_O_T_E_K_O
პოსტი Jun 14 2008, 11:14 PM
პოსტი #14


TEKO
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,975



ყველას გილოცავთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 14 2008, 11:16 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გილოცავთ! შეგვეწიოს სულთმოფენობის მადლი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jun 15 2008, 12:14 AM
პოსტი #16


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ყველას გილოცავთ...... ღმერთმა მრავალს დაგვასწროოს


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი Jun 15 2008, 01:43 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



სულთმოფენობას გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგვასწროს და გაგვაძლიეროს, გაიხარეთ...


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 15 2008, 02:12 AM
პოსტი #18


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



გილოცავთ, შეგეწიოთ მისი მადლი kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Jun 15 2008, 12:37 PM
პოსტი #19


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



ყველას გილოცავთ!
დაესწარით მრავალს. სულისწმინდის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ!

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jun 15 2008, 01:04 PM
პოსტი #20


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ყველასგილოცავთ. დაე გაგვეხსნას გულები და განწმინდოს ისინი სულიწმინდის მადლმა smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 10:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი