თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ გთხოვთ მიპასუხოთ

პოსტის ავტორი: Tatoo თარიღი: Oct 16 2012, 06:15 PM

დამლოცეთ მამაო

1) დაახლოებით 1 წელია რაც იესოს ლოცვას შეძლებისდაგვარად ვიმეორებ გულში... მაგრამ ახლა ვატყობ რომ ეს ლოცვა გულიდან არ მოდის არამედ თითქოს ზეპირად რაღაც სიტყვებს ვიმეორებდე, და როგორ მოვიქცე ვიმეორო თუ არა?
2) კომპიუტერში ისეთი თამაშის თამაში სადაც არის კაცის კვლა, უფრო დიდ ცოდვად ჩაითვლება ვიდრე მაგ: კომპიუტერში კალათბურთის თამაში, თუ ორივე გამართობელ თამაშობებს უნდა მივაკუთვნოთ? (და როდესაც თამაშს ვთამაშობ თუნდაც ისეთ იწყინარს როგორიც კალათბურთია, შიში მეუფლება რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა და ამით შეიძლება სხვებს რამე ევნოთ (გარდაიცვალნონ ან რამე დაუშავდეთ) და შეიძლება რომ ეს ასე მოხდეს?)
3) ადრე მოძღვრისგან კურთხევა ავიღე სკვნილზე ლოცვისთვის და ჩემი სურვილით სახლში 100 იესოს ლოცვას ვკითხულობდი, ახლა ვეღარ ვახერხებ სკვნილზე ლოცვას და ეს ცოდვაში მეთვლება? (ლოცვის კანონში იესოს ლოცვის დამატება არ მიფიქრია, მაგრამ ჩემი სურვილი იყო რომ ყოველ დღე შემესრულებინა 100 იესოს ლოცვა, ახლა ვფიქრობ იქნებ კანონში მეთვლებოდა და რომ არ ვასრულებ ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?)

წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: lela1982 თარიღი: Oct 20 2012, 09:13 PM

ციტატა(Tatoo @ Oct 16 2012, 06:15 PM) *

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Nov 3 2012, 01:53 AM

1-იესოს ლოცვის წარმოთქმა სისტემატიურად და მთელი გულით საკმაოდ რთულია. შეეცადეთ რომ ყველა ლოცვა შინაგანიდან მოდიოდეს.

2-კარგი იქნება თუ კომპიუტერულ თამაშებზე მეტად დროს სხვა რამეს დაუთმობთ .
თუმცა ჩემი რჩევა იქნება , რომ ყველასა და ყველაფერს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ.

3-ყველა კურთხევის შესრულება-არშესრულება-შეცვლა უნდა შეათანხმოთ პირად მოძღვართან.

პოსტის ავტორი: Tatoo თარიღი: Nov 3 2012, 01:10 PM

დიდი მადლობა მამაო...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)